კრასნოიარის ოლქის სოფელ სტეპნოის მკვიდრი, ცამეტი წლის სკოლის მოსწავლე ორსულობის მეხუთე თვეშია. ბავშვის მამა გოგონას 20 წლის მეზობელია. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა მასთან ერთად უკვე ორი წელია ცხოვრობს. ამასთან, მათი ერთობლივი თანაცხოვრების შესახებ მშობლებმაც იციან.
"დაე, ერთად იცხოვრონ. რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი? ის ნორმალური მამაკაცია, ჩემს შვილს მარტოს არ მოუწევს შვილის გაზრდა", - განაცხადა ორსული გოგონას დედამ.
სკოლის დირექტორი და მასწავლებლები, სადაც მეშვიდე კლასელი გოგონა სწავლობს, ყველანაირად ცდილობენ გოგონას საშუალო განათლება მისცენ, უამრავი გაცდენის მიუხედავად. 20 წლის მომავალ მამას, არასრულწლოვანთან დამყარებული სექსუალური აქტის გამო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.