პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული პროდუქტის გაძვირებამ ინფლაცია გაზარდა
ქართული პროდუქტის გაძვირებამ ინფლაცია გაზარდა

"საქსტატ­მა" წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის ახა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­ი­და­ნაც ჩანს, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, ინფლა­ცი­ის დონე 4,8%-ით გა­ი­ზარ­და. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2011 წლის ამა­ვე პე­რი­ო­დის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია. 1,2%-ით არის გაზ­რდი­ლი ინფლა­ცია აგ­ვის­ტოს­თან შე­და­რე­ბი­თაც. იმა­ვე "საქსტა­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბამ შემ­დეგ ჯგუ­ფებ­ზე: სურ­სა­თი და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი - ამ ჯგუფ­ზე ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 8,4%-ით, რა­მაც წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის მთლი­ან მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე 2,56%–ული პუნ­ქტით მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა. ფა­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა და­ფიქ­სირ­და შემ­დეგ ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: ბოსტნე­უ­ლი და ბა­ღჩე­უ­ლი - 27,3%, ხილი და ყუ­რძე­ნი - 16,9%. ამას­თან, ფა­სე­ბი შემ­ცირ­და ზეთ­სა და ცხიმ­ზე - 4,3%-ით.

ერთი შე­ხედ­ვით უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ 15,2%-ით გა­ი­ზარ­და ჯან­დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და სერ­ვი­სის ფასი, რაც წლი­ურ ინფლა­ცი­ა­ზე 1,37 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით აი­სა­ხა. ამ ჯგუფ­ში ფა­სე­ბის მა­ტე­ბა აღი­ნიშ­ნა სა­მე­დი­ცი­ნო პრო­დუქ­ცი­ის, აპა­რა­ტუ­რი­სა და მო­წყო­ბი­ლო­ბის ქვეჯ­გუფ­სა და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე.

ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ მო­ნა­ცე­მებს უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს, თუმ­ცა არ­სე­ბობს ხალ­ხი, ვინც გაძ­ვი­რე­ბა­ში პო­ზი­ტივს ხე­დავს. მათ შო­რი­საა ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი ვაჟა კა­პა­ნა­ძე.

-შე­მოდ­გო­მაა, წე­სით, ქვე­ყა­ნა­ში სურ­სა­თი­სა და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის გაძ­ვი­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ უნდა არ­სე­ბობს. რამ გა­მო­იწ­ვია ეს გაძ­ვი­რე­ბა?

- მი­მაჩ­ნია, რომ ამა­ში სა­გან­გა­შო არა­ფე­რია. ძი­რი­თა­დად სურ­სა­თი და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცია გაძ­ვირ­და, მაგ­რამ შე­მოდ­გო­მა აქ არა­ფერ შუ­ა­შია: ეს სი­ტუ­ა­ცია და­მა­ტე­ბი­თი ბაზ­რე­ბის გახ­სნი­სა და იმ მო­ლო­დი­ნის ბრა­ლია, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბამ შექ­მნა. რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე გას­ვლით კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გა­ი­ზარ­და მო­თხოვ­ნა ყუ­რძენ­ზე, რაც მა­შინ­ვე აი­სა­ხა ყუ­რძნის ფას­ზე. იგი­ვე მოხ­და ისეთ პრო­დუქ­ცი­ა­ზე, რომ­ლის გა­ტა­ნაც ქარ­თველ­მა მე­წარ­მე­ებ­მა და­ი­წყეს. მე უფრო მეტ­საც მო­ვე­ლო­დი, იმი­ტომ, რომ სა­დაც მა­ღა­ლია ფასი, პრო­დუქ­ცი­ის გა­დი­ნე­ბაც იქით ხდე­ბა, თუ ამას ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბი არ ახ­ლავს, ვგუ­ლის­ხმობ რო­გორც სა­ტა­რი­ფო, ისე არა­სა­ტა­რი­ფო შე­ზუდ­ვებს. ყო­ვე­ლი­ვე ეს კი, სტი­მულს აძ­ლევს ფა­სე­ბის ზრდას. უც­ბად გაჩ­ნდა ახა­ლი ბაზ­რის პერ­სპექ­ტი­ვა და ამან მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა სურ­სა­თის ფას­ზე.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

"საქსტატ­მა" წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის ახა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ქართული პროდუქტის გაძვირებამ ინფლაცია გაზარდა

ქართული პროდუქტის გაძვირებამ ინფლაცია გაზარდა

"საქსტატმა" წლიური ინფლაციის ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციის დონე 4,8%-ით გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2011 წლის ამავე პერიოდის შემდეგ ყველაზე მაღალია. 1,2%-ით არის გაზრდილი ინფლაცია აგვისტოსთან შედარებითაც. იმავე "საქსტატის" ინფორმაციით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ამ ჯგუფზე ფასები გაიზარდა 8,4%-ით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 2,56%–ული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული - 27,3%, ხილი და ყურძენი - 16,9%. ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე - 4,3%-ით.

ერთი შეხედვით უცნაურია, მაგრამ 15,2%-ით გაიზარდა ჯანდაცვის მომსახურებისა და სერვისის ფასი, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,37 პროცენტული პუნქტით აისახა. ამ ჯგუფში ფასების მატება აღინიშნა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფსა და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე.

ბუნებრივია, ჩვენი საზოგადოება ამ მონაცემებს უარყოფითად აფასებს, თუმცა არსებობს ხალხი, ვინც გაძვირებაში პოზიტივს ხედავს. მათ შორისაა ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა კაპანაძე.

-შემოდგომაა, წესით, ქვეყანაში სურსათისა და საკვები პროდუქტების გაძვირების საფუძველი არ უნდა არსებობს. რამ გამოიწვია ეს გაძვირება?

- მიმაჩნია, რომ ამაში საგანგაშო არაფერია. ძირითადად სურსათი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაძვირდა, მაგრამ შემოდგომა აქ არაფერ შუაშია: ეს სიტუაცია დამატებითი ბაზრების გახსნისა და იმ მოლოდინის ბრალია, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ შექმნა. რუსეთის ბაზარზე გასვლით კატასტროფულად გაიზარდა მოთხოვნა ყურძენზე, რაც მაშინვე აისახა ყურძნის ფასზე. იგივე მოხდა ისეთ პროდუქციაზე, რომლის გატანაც ქართველმა მეწარმეებმა დაიწყეს. მე უფრო მეტსაც მოველოდი, იმიტომ, რომ სადაც მაღალია ფასი, პროდუქციის გადინებაც იქით ხდება, თუ ამას ხელოვნური ბარიერები არ ახლავს, ვგულისხმობ როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო შეზუდვებს. ყოველივე ეს კი, სტიმულს აძლევს ფასების ზრდას. უცბად გაჩნდა ახალი ბაზრის პერსპექტივა და ამან მოახდინა გავლენა სურსათის ფასზე.

იხილეთ სტატია სრულად

"საქსტატმა" წლიური ინფლაციის ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია