საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკერდგადიდებული ია უძილაური სადოქტოროზე მუშაობს
მკერდგადიდებული ია უძილაური სადოქტოროზე მუშაობს

ია უძი­ლა­უ­რი ნიკა გრი­გო­ლი­ას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლეა. მათ სა­ერ­თო შვი­ლი ნი­კო­ლო­ზი ჰყავთ. იამ ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა იმით მი­ი­პყრო, რომ ბი­კი­ნის ფიტ­ნეს­კა­ტე­გო­რი­ე­ბის შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე მო­ნა­წი­ლე­ობს.

იას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­თვის არც უკი­თხავს, მოს­წონს თუ არა, რომ სპორ­ტსმე­ნი გახ­და. ნი­კას მხო­ლოდ შვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე ესა­უბ­რე­ბა.

- პირ­ვე­ლად სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბა­ზე მარ­ტში ეს­პა­ნეთ­ში წა­ვე­დი, სა­ი­და­ნაც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დავ­ბრუნ­დი. ბი­კი­ნის ფიტ­ნეს­კა­ტე­გო­რი­ის შე­ჯიბ­რე­ბა­ზე ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მას შემ­დეგ სულ ვგეგ­მავ­დი წას­ვლას სხვა შე­ჯიბ­რე­ბა­ზე, თუმ­ცა იმის გამო, რომ არ მაქვს და­ფი­ნან­სე­ბა, ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ერთი კვი­რის წინ დავ­ბრუნ­დი ნორ­ვე­გი­ი­დან, სა­დაც "სპორ­ტის ფეს­ტი­ვა­ლი-2014" გა­ი­მარ­თა. ძლი­ე­რი მე­ტო­ქე­ე­ბი მყავ­და, მაგ­რამ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­ვე­დი. ეს ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გია, რად­გან ბევ­რი ქვეყ­ნი­დან ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი ვე­ჯიბ­რე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს.

- რო­მე­ლი ქვეყ­ნის სპორ­ტსმენ­მა გა­ი­მარ­ჯვა?

- მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა. მე მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­ში მოვ­ხვდი. სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ ელო­დე­ბი­ან, რომ სა­დაც წა­ვალთ, პირ­ვე­ლი­ვე შე­ჯიბ­რე­ბა­ზე პირ­ველ ად­გილ­ზე უნდა გა­ვი­დეთ. ეს­პა­ნეთ­ში გა­მი­მარ­თლა და პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ავი­ღე, მაგ­რამ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ერ­თმა­ნეთს ბევ­რი რამ და­ემ­თხვა. სულ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რომ იყო, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა უნდა გქონ­დეს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ფეხ­ბურ­თე­ლი ან მო­რაგ­ბე, რო­მე­ლიც ბევ­რს ვარ­ჯი­შობს და არ თა­მა­შობს. შე­ჯიბ­რე­ბა­ზე გას­ვლა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ამ სპორ­ტით უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია და­ინ­ტე­რეს­დი. ახ­ლობ­ლე­ბი აი­ყო­ლიე?

- და­ახ­ლო­ე­ბით ორი წე­ლია, ვვარ­ჯი­შობ. შე­მიძ­ლია, სი­ა­მა­ყით გი­თხრათ, რომ ახ­ლობ­ლე­ბის გარ­და, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ავი­ყო­ლიე. ბო­დი­ბილ­დერს მე­ძა­ხი­ან, მაგ­რამ ასე არაა. ფიტ­ნეს­კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მოს­ვლა და ბო­დი­ბილ­დე­რო­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა. პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე გა­მო­ვი­და. მას მერე სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რმა გო­გო­ნამ და­ი­წყო ვარ­ჯი­ში და კარ­გი შე­დე­გიც აქვთ. სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რო­მე­ლიც ერთ თვე­ში გა­ი­მარ­თე­ბა, უკვე ექ­ვსი გო­გო­ნა გა­მო­ვა. ეს დიდი მიღ­წე­ვაა.

- შენი და ჩა­ერ­თო ამ სპორ­ტში?

- ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი სპორ­ტსმე­ნი ხომ ვერ გახ­დე­ბა. ჩემი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი ვარ­ჯი­შობს, მათ­ზე კარ­გი გავ­ლე­ნა მო­ვახ­დი­ნე. ფიტ­ნე­სი არაა მარ­ტო სპორ­ტი, ეს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სია.

- რაზე გი­წევს უა­რის თქმა კარ­გი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად?

- მე რომ ვიყო მოყ­ვა­რუ­ლი სპორ­ტსმე­ნი, მა­შინ ალ­ბათ უფრო ნაკ­ლებ რა­მე­ზე მო­მი­წევ­და უა­რის თქმა, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში ბევრ რა­მე­ზე ვამ­ბობ უარს. ყო­ველ­თვის კარ­გად უნდა იყო გა­მო­ძი­ნე­ბუ­ლი. არ შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ჭამა. ხში­რად არ მი­ვირ­თმევ შო­კო­ლადს, ბრინჯსა და პურს. უა­რის თქმა ხან­და­ხან წყალ­ზეც კი მი­წევს. შე­ჯიბ­რე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღე წყალს არ ვსვამთ. არ მინ­და, ვინ­მემ არას­წო­რად გა­ი­გოს და იფიქ­რონ, რომ წყა­ლი არ უნდა და­ლი­ონ. შე­ჯიბ­რე­ბის­თვის რომ ვემ­ზა­დე­ბით, ბევრ წყალს ვსვამთ. უბ­რა­ლოდ, შე­ჯიბ­რე­ბა­ზე კუნ­თი რომ კარ­გად გა­მოჩ­ნდეს, სხე­უ­ლი გა­მომშრა­ლი უნდა იყოს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მკერდგადიდებული ია უძილაური სადოქტოროზე მუშაობს

მკერდგადიდებული ია უძილაური სადოქტოროზე მუშაობს

ია უძილაური ნიკა გრიგოლიას პირველი მეუღლეა. მათ საერთო შვილი ნიკოლოზი ჰყავთ. იამ ბოლო რამდენიმე წელია, საზოგადოების ყურადღება იმით მიიპყრო, რომ ბიკინის ფიტნესკატეგორიების შეჯიბრებებზე მონაწილეობს.

იას ყოფილი მეუღლისთვის არც უკითხავს, მოსწონს თუ არა, რომ სპორტსმენი გახდა. ნიკას მხოლოდ შვილთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრება.

- პირველად საერთაშორისო შეჯიბრებაზე მარტში ესპანეთში წავედი, საიდანაც გამარჯვებული დავბრუნდი. ბიკინის ფიტნესკატეგორიის შეჯიბრებაზე ვმონაწილეობდი. მას შემდეგ სულ ვგეგმავდი წასვლას სხვა შეჯიბრებაზე, თუმცა იმის გამო, რომ არ მაქვს დაფინანსება, ვერ მოვახერხე. ერთი კვირის წინ დავბრუნდი ნორვეგიიდან, სადაც ''სპორტის ფესტივალი-2014'' გაიმართა. ძლიერი მეტოქეები მყავდა, მაგრამ ნახევარფინალში გავედი. ეს ძალიან კარგი შედეგია, რადგან ბევრი ქვეყნიდან ძლიერი კონკურენტები ვეჯიბრებოდით ერთმანეთს.

- რომელი ქვეყნის სპორტსმენმა გაიმარჯვა?

- მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელმა. მე მხოლოდ საუკეთესო ათეულში მოვხვდი. საქართველოში სულ ელოდებიან, რომ სადაც წავალთ, პირველივე შეჯიბრებაზე პირველ ადგილზე უნდა გავიდეთ. ესპანეთში გამიმართლა და პირველი ადგილი ავიღე, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ერთმანეთს ბევრი რამ დაემთხვა. სულ გამარჯვებული რომ იყო, დიდი გამოცდილება უნდა გქონდეს. წარმოიდგინეთ ფეხბურთელი ან მორაგბე, რომელიც ბევრს ვარჯიშობს და არ თამაშობს. შეჯიბრებაზე გასვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- ამ სპორტით უკვე რამდენიმე წელია დაინტერესდი. ახლობლები აიყოლიე?

- დაახლოებით ორი წელია, ვვარჯიშობ. შემიძლია, სიამაყით გითხრათ, რომ ახლობლების გარდა, მთელი საქართველო ავიყოლიე. ბოდიბილდერს მეძახიან, მაგრამ ასე არაა. ფიტნესკატეგორიაში გამოსვლა და ბოდიბილდერობა ერთმანეთისგან განსხვავდება. პირველი ქართველი ქალი ვიყავი, რომელიც საერთაშორისო არენაზე გამოვიდა. მას მერე საქართველოში ბევრმა გოგონამ დაიწყო ვარჯიში და კარგი შედეგიც აქვთ. საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც ერთ თვეში გაიმართება, უკვე ექვსი გოგონა გამოვა. ეს დიდი მიღწევაა.

- შენი და ჩაერთო ამ სპორტში?

- ოჯახის ყველა წევრი სპორტსმენი ხომ ვერ გახდება. ჩემი ოჯახის ყველა წევრი ვარჯიშობს, მათზე კარგი გავლენა მოვახდინე. ფიტნესი არაა მარტო სპორტი, ეს ჯანსაღი ცხოვრების წესია.

- რაზე გიწევს უარის თქმა კარგი შედეგის მისაღწევად?

- მე რომ ვიყო მოყვარული სპორტსმენი, მაშინ ალბათ უფრო ნაკლებ რამეზე მომიწევდა უარის თქმა, მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრ რამეზე ვამბობ უარს. ყოველთვის კარგად უნდა იყო გამოძინებული. არ შეიძლება ბევრი ჭამა. ხშირად არ მივირთმევ შოკოლადს, ბრინჯსა და პურს. უარის თქმა ხანდახან წყალზეც კი მიწევს. შეჯიბრებამდე რამდენიმე დღე წყალს არ ვსვამთ. არ მინდა, ვინმემ არასწორად გაიგოს და იფიქრონ, რომ წყალი არ უნდა დალიონ. შეჯიბრებისთვის რომ ვემზადებით, ბევრ წყალს ვსვამთ. უბრალოდ, შეჯიბრებაზე კუნთი რომ კარგად გამოჩნდეს, სხეული გამომშრალი უნდა იყოს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება