პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''20 წლით უმცროსი გოგონას სიყვარულის გამო, პედოფილი რატომ უნდა მიწოდოთ''
''20 წლით უმცროსი გოგონას სიყვარულის გამო, პედოფილი რატომ უნდა მიწოდოთ''

ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რეს­პონ­დენ­ტის ცხოვ­რე­ბა­ში სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის სა­კი­თხი არ დამ­დგა­რა, თუმ­ცა იღ­ბა­ლი მას ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბო­და... ვინ და რამ მი­იყ­ვა­ნა თორ­ნი­კე დეპ­რე­სი­ამ­დე, რო­გორ და­ენგრა ოჯა­ხი და რა­ტომ ტი­რო­და მა­მა­კა­ცი სხვის ქორ­წილ­ში, ამას ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- 10 წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ, ერთი ჩხუ­ბის გამო გა­დავ­წყვი­ტე და ცოლს გავ­შორ­დი. მას და­ვუ­ტო­ვე სახ­ლი, მან­ქა­ნა, ავე­ჯი, ძაღ­ლი. ბი­ნი­დან სა­კუ­თა­რი ტან­საც­მე­ლიც კი არ წა­მო­მი­ღია. შე­იძ­ლე­ბა უც­ნა­უ­რი ხა­სი­ა­თი მაქვს, მაგ­რამ დიდ­ხანს შე­მიძ­ლია მოთ­მე­ნა, თუმ­ცა როცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებ, აღა­რა­სო­დეს შევ­ცვლი.

ეს ჩემ­მა მე­უღ­ლე­მაც იცო­და, ალ­ბათ ამი­ტომ აღარ უთხო­ვია უკან დაბ­რუ­ნე­ბა. ან იქ­ნებ მა­საც აღარ ვუყ­ვარ­დი და აღარც ვჭირ­დე­ბო­დი. ასე იყო თუ ისე, ახა­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა და­მე­წყო. პირ­ველ რიგ­ში თავ­შე­სა­ფა­რი მქონ­და მო­სა­ძებ­ნი. სას­ტუმ­რო ძვი­რი და­მიჯ­დე­ბო­და, დახ­მა­რე­ბის­თვის ისევ მე­გობ­რებს მი­ვა­კი­თხე. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა სა­კუ­თა­რი ბინა შე­მომ­თა­ვა­ზა.

თვი­თონ იქ არ ცხოვ­რობ­და. ხე­ლოს­ნე­ბი მის ბი­ნა­ში რე­მონტს აკე­თებ­დნენ, მი­თხრა ერთი ოთა­ხი უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლია, შენ იქ და­ბი­ნავ­დი, თან ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცევ, მუ­შებ­მა არ და­ლი­ონ არ სა­მუ­შაო არ გა­აც­დი­ნო­ნო. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, ძვე­ლი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის უკან, ხუთ ოთა­ხი­ან­ში ცხოვ­რე­ბა, ნამ­დვი­ლად არ იყო ური­გო. ჩემი მცი­რე­დი და­ნა­ზო­გით პი­რა­დი ნივ­თე­ბი შე­ვი­ძი­ნე და ახალ სა­ცხოვ­რე­ბელს მი­ვა­კი­თხე.

არ ვიცი სხვა მა­მა­კა­ცე­ბი ასეთ დროს რას გრძნო­ბენ, მე კი ხარ­ბად ვსუნ­თქავ­დი ჰა­ერს, ქუ­ჩებ­ში უმი­სა­მარ­თოდ ხე­ტი­ა­ლი მსი­ა­მოვ­ნებ­და და ყვე­ლა­ფე­რი რაც ჩემს გარ­შე­მო იყო, ახა­ლი და ლა­მა­ზი მეჩ­ვე­ნე­ბო­და. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, თა­ვი­სუფ­ლე­ბით ვტკბე­ბო­დი.

- რო­გორც ფსი­ქო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ, ჯერ ეი­ფო­რი­აა, დეპ­რე­სია მოგ­ვი­ა­ნე­ბით იწყე­ბა.

- დეპ­რე­სია ნამ­დვი­ლად და­მე­წყო, ამის მი­ზე­ზი ქალი იყო, მაგ­რამ არა ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე. ერთ სა­ღა­მოს სა­დღაც პა­ტა­რა კაფე-ბარ­ში შე­მო­მა­ღამ­და. ფან­ჯა­რას­თან მდგარ მა­გი­დას­თან ვი­ჯე­ქი, სას­მელს ვწრუ­პავ­დი და ქუ­ჩა­ში ვი­ყუ­რე­ბო­დი. ჩემს გვერ­დით ახ­ლოს მა­გი­დას­თან ახალ­გაზ­რდე­ბი ის­ხდნენ. ათას სი­სუ­ლე­ლეს ყვე­ბოდ­ნენ, მათ ამ­ბებ­ში სა­სა­ცი­ლო თით­ქოს არა­ფე­რი იყო, მაგ­რამ თვი­თონ გუ­ლი­ა­ნად ხარ­ხა­რებ­დნენ და მათ სი­ცილ­ზე მეც მე­ღი­მე­ბო­და. მათი ასა­კი და გან­წყო­ბა, ალ­ბათ ყვე­ლას თეთ­რი შუ­რით გვშურს. მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დით მა­გი­დი­დან ერთი გო­გო­ნა და­ჟი­ნე­ბით მი­ყუ­რებ­და, ხში­რად ის­წო­რებ­და თმას და ტუჩ­სა­ცხს. რამ­დენ­ჯერ­მე შეხ­ვდა ჩვე­ნი თვა­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს, მზე­რა ქუ­ჩის­კენ გა­და­ვი­ტა­ნე, არ მინ­დო­და ჩემი ყუ­რა­დღე­ბა შე­ემ­ჩნია.

- რა­ტომ?

- ის 22-23 წლის იქ­ნე­ბო­და, მე კი მალე 40 უნდა შემ­სრუ­ლე­ბო­და. არა­და ისე­თი ლა­მა­ზი იყო... მის მზე­რას ვე­ღარ გა­ვუ­ძე­ლი, ან­გა­რი­ში მო­ვი­თხო­ვე და ქუ­ჩა­ში გა­მო­ვე­დი. ჩემს ახალ ბი­ნამ­დე სულ ორი გა­ჩე­რე­ბა იყო და ფე­ხით გავ­ლა ვამ­ჯო­ბი­ნე. ფიქ­რებ­ში გარ­თუ­ლი ის მი­ვა­დე­ქი სა­დარ­ბა­ზოს, ზურგს უკან ადევ­ნე­ბუ­ლი სი­ლუ­ე­ტი არც კი შე­მი­ნიშ­ნავს. ნა­ბი­ჯე­ბის ხმა მხო­ლოდ კი­ბე­ებ­ზე გა­ვი­გო­ნე. უკან მი­ვი­ხე­დე, ის გო­გო­ნა იყო, ახალ­გაზ­რდა და ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ვლე­ლი. გა­ო­ცე­ბულ­მა შევ­ხე­დე და თან გა­მე­ღი­მა - თქვენ, მე გა­მომ­ყე­ვით? - ვკი­თხე დაბ­ნე­უ­ლა. გო­გო­ნამ ერ­თანს მი­ყუ­რა - თქვენ ისე­თი სიმ­პა­თი­უ­რი ხართ, თა­ნაც მორ­ცხვი, ვი­ფიქ­რე ქუ­ჩა­ში არა­ვინ აწყე­ნი­ნოს-თქო - მი­პა­სუ­ხა და გა­ი­ღი­მა. მას და­ხე­უ­ლი ჯინ­სე­ბი ეცვა, თეთ­რი მა­ი­სუ­რი, წინ სა­ქამ­რის ბალ­თას­თან ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი.

გრძე­ლი ქერა და ოდ­ნავ ტალ­ღო­ვა­ნი თმა ჰქონ­და. მა­ჯა­ზე და თი­თებ­ზე მე­ტა­ლის რგო­ლე­ბი ეკე­თა და ისეთ სრულ­ყო­ფილ სი­ლა­მა­ზეს ას­ხი­ვებ­და. სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბის შემ­რცხვა. მის სი­ტყვებ­ზე ხმა­მაღ­ლა გა­მე­ცი­ნა, უფრო სწო­რად გან­გებ გა­ვი­ცი­ნე, რად­გან არ ვი­ცო­დი რა უნდა მე­პა­სუ­ხა. - რად­გან ასე­თი მო­რი­დე­ბულ ხართ, ალ­ბათ ყა­ვა­ზეც ვერ დამ­პა­ტი­ჟებთ, რას იტყვი­ან მე­ზობ­ლე­ბი, არა? - ბოლო წი­ნა­და­დე­ბა თით­ქმის ჩურ­ჩუ­ლი წარ­მოთ­ქვა და ხელი აიქ­ნია - ახლა წა­ვალ, ღამე მშვი­დო­ბი­სა. - მო­მეჩ­ვე­ნა, სა­ნამ შეტ­რი­ალ­დე­ბო­და ხმა გა­ებ­ზა­რა და მისი ერთი შე­ხედ­ვით თავ­ქა­რი­ა­ნი მხი­ა­რუ­ლე­ბა სევ­დამ შეც­ვა­ლა.

გაგ­რძე­ლე­ბა

''20 წლით უმცროსი გოგონას სიყვარულის გამო, პედოფილი რატომ უნდა მიწოდოთ''

''20 წლით უმცროსი გოგონას სიყვარულის გამო, პედოფილი რატომ უნდა მიწოდოთ''

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის ცხოვრებაში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არ დამდგარა, თუმცა იღბალი მას ნამდვილად სჭირდებოდა... ვინ და რამ მიიყვანა თორნიკე დეპრესიამდე, როგორ დაენგრა ოჯახი და რატომ ტიროდა მამაკაცი სხვის ქორწილში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

- 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ერთი ჩხუბის გამო გადავწყვიტე და ცოლს გავშორდი. მას დავუტოვე სახლი, მანქანა, ავეჯი, ძაღლი. ბინიდან საკუთარი ტანსაცმელიც კი არ წამომიღია. შეიძლება უცნაური ხასიათი მაქვს, მაგრამ დიდხანს შემიძლია მოთმენა, თუმცა როცა გადაწყვეტილებას მივიღებ, აღარასოდეს შევცვლი.

ეს ჩემმა მეუღლემაც იცოდა, ალბათ ამიტომ აღარ უთხოვია უკან დაბრუნება. ან იქნებ მასაც აღარ ვუყვარდი და აღარც ვჭირდებოდი. ასე იყო თუ ისე, ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო. პირველ რიგში თავშესაფარი მქონდა მოსაძებნი. სასტუმრო ძვირი დამიჯდებოდა, დახმარებისთვის ისევ მეგობრებს მივაკითხე. ერთ-ერთმა მათგანმა საკუთარი ბინა შემომთავაზა.

თვითონ იქ არ ცხოვრობდა. ხელოსნები მის ბინაში რემონტს აკეთებდნენ, მითხრა ერთი ოთახი უკვე დამთავრებულია, შენ იქ დაბინავდი, თან ყურადღებას მიაქცევ, მუშებმა არ დალიონ არ სამუშაო არ გააცდინონო. თავისუფლების მოედანზე, ძველი პარლამენტის შენობის უკან, ხუთ ოთახიანში ცხოვრება, ნამდვილად არ იყო ურიგო. ჩემი მცირედი დანაზოგით პირადი ნივთები შევიძინე და ახალ საცხოვრებელს მივაკითხე.

არ ვიცი სხვა მამაკაცები ასეთ დროს რას გრძნობენ, მე კი ხარბად ვსუნთქავდი ჰაერს, ქუჩებში უმისამართოდ ხეტიალი მსიამოვნებდა და ყველაფერი რაც ჩემს გარშემო იყო, ახალი და ლამაზი მეჩვენებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, თავისუფლებით ვტკბებოდი.

- როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ოჯახის დანგრევის შემდეგ, ჯერ ეიფორიაა, დეპრესია მოგვიანებით იწყება.

- დეპრესია ნამდვილად დამეწყო, ამის მიზეზი ქალი იყო, მაგრამ არა ჩემი ყოფილი მეუღლე. ერთ საღამოს სადღაც პატარა კაფე-ბარში შემომაღამდა. ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან ვიჯექი, სასმელს ვწრუპავდი და ქუჩაში ვიყურებოდი. ჩემს გვერდით ახლოს მაგიდასთან ახალგაზრდები ისხდნენ. ათას სისულელეს ყვებოდნენ, მათ ამბებში სასაცილო თითქოს არაფერი იყო, მაგრამ თვითონ გულიანად ხარხარებდნენ და მათ სიცილზე მეც მეღიმებოდა. მათი ასაკი და განწყობა, ალბათ ყველას თეთრი შურით გვშურს. მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდით მაგიდიდან ერთი გოგონა დაჟინებით მიყურებდა, ხშირად ისწორებდა თმას და ტუჩსაცხს. რამდენჯერმე შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს, მზერა ქუჩისკენ გადავიტანე, არ მინდოდა ჩემი ყურადღება შეემჩნია.

- რატომ?

- ის 22-23 წლის იქნებოდა, მე კი მალე 40 უნდა შემსრულებოდა. არადა ისეთი ლამაზი იყო... მის მზერას ვეღარ გავუძელი, ანგარიში მოვითხოვე და ქუჩაში გამოვედი. ჩემს ახალ ბინამდე სულ ორი გაჩერება იყო და ფეხით გავლა ვამჯობინე. ფიქრებში გართული ის მივადექი სადარბაზოს, ზურგს უკან ადევნებული სილუეტი არც კი შემინიშნავს. ნაბიჯების ხმა მხოლოდ კიბეებზე გავიგონე. უკან მივიხედე, ის გოგონა იყო, ახალგაზრდა და ძალიან მომხიბვლელი. გაოცებულმა შევხედე და თან გამეღიმა - თქვენ, მე გამომყევით? - ვკითხე დაბნეულა. გოგონამ ერთანს მიყურა - თქვენ ისეთი სიმპათიური ხართ, თანაც მორცხვი, ვიფიქრე ქუჩაში არავინ აწყენინოს-თქო - მიპასუხა და გაიღიმა. მას დახეული ჯინსები ეცვა, თეთრი მაისური, წინ საქამრის ბალთასთან ჩატანებული.

გრძელი ქერა და ოდნავ ტალღოვანი თმა ჰქონდა. მაჯაზე და თითებზე მეტალის რგოლები ეკეთა და ისეთ სრულყოფილ სილამაზეს ასხივებდა. საკუთარი გარეგნობის შემრცხვა. მის სიტყვებზე ხმამაღლა გამეცინა, უფრო სწორად განგებ გავიცინე, რადგან არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა. - რადგან ასეთი მორიდებულ ხართ, ალბათ ყავაზეც ვერ დამპატიჟებთ, რას იტყვიან მეზობლები, არა? - ბოლო წინადადება თითქმის ჩურჩული წარმოთქვა და ხელი აიქნია - ახლა წავალ, ღამე მშვიდობისა. - მომეჩვენა, სანამ შეტრიალდებოდა ხმა გაებზარა და მისი ერთი შეხედვით თავქარიანი მხიარულება სევდამ შეცვალა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია