პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ავიაბაზარი უცხოელებმა "დაიპყრეს"
 ქართული ავიაბაზარი უცხოელებმა "დაიპყრეს"

სექ­ტემ­ბე­რი სა­ქარ­თვე­ლოს ავი­ა­ბაზ­რი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი აღ­მოჩ­ნდა: ქარ­თუ­ლი ავი­ა­ბაზ­რით ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ არა­ბუ­ლი, ირა­ნუ­ლი, რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი - სულ მალე ირა­ნუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია "მა­ჰან ეარი" სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნას და­ი­წყებს. ხუ­თწ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბა რუ­სუ­ლი "აერ­ოფ­ლო­ტი", რო­მე­ლიც რე­ი­სებს 28 ოქ­ტომ­ბრი­დან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. "აერ­ოფ­ლოტს" კვალ­დაკ­ვალ მოჰ­ყვა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია "გლო­ბუ­სი", რო­მე­ლიც მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბის და­წყე­ბას 2 ნო­ემ­ბრი­დან აპი­რებს. არა­ნაკ­ლებ აქ­ტი­უ­რობს არა­ბუ­ლი და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ავი­ა­კომ­პა­ნია "ეარ არა­ბი­აც", რო­მე­ლიც ავი­ა­რე­ი­სებს ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან და­ი­წყებს. ამას­თან ერ­თად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩი­ნეთს შო­რის პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბი და­ი­ნიშ­ნოს, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბა რო­მე­ლი­მე ჩი­ნუ­რი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის შე­მოს­ვლა.

ბოლო წლებ­ში ქარ­თულ ავი­ა­სივ­რცე­ში უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რობ­დნენ, ახლა კი მათ ჩვე­ნი ავი­ა­ბაზ­რის დიდი წილი აქვთ "და­პყრო­ბი­ლი": "თურ­ქე­თის ავი­ა­ხა­ზე­ბი", "პე­გა­სუ­სი", "ატ­ლას­ჯე­ტი", "ალი­ტა­ლია", "ფლა­ი­დუ­ბაი", "ალმა-ატა" -სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპე­რი­რე­ბენ ჩე­ხუ­რი, ეს­ტო­ნუ­რი, ყა­ზა­ხუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი... რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს, მათი წილი მშობ­ლი­უ­რი ცის ქვეშ საკ­მა­ო­ზე მე­ტად მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ძი­რი­თა­დად ორი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია ოპე­რი­რებს - "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი" და "ფლა­ი­ლის­ტა". სწო­რედ ისი­ნი დაფ­რი­ნა­ვენ რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ასე­ვე შიდა ბა­ზარ­ზე. მარ­თა­ლია, ქვე­ყა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე მცი­რე ავი­ა­კომ­პა­ნი­აც საქ­მი­ა­ნობს, მაგ­რამ ისი­ნი შიდა რე­ი­სებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და ამ სფე­რო­ში ფონს ვერ ქმნი­ან. "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი" ანუ ავი­ა­კომ­პა­ნია "აირ­ზე­ნა" 1993 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­არ­სდა, ერთი წლის შემ­დეგ კომ­პა­ნი­ას სა­ხე­ლი შე­ეც­ვა­ლა და "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი" და­ერ­ქვა, თუმ­ცა ძვე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა ჯერ კი­დევ ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. აშ­კა­რაა, რომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თულ ავი­ა­ბა­ზარ­ზე "აირ­ზე­ნა" ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას არ თმობ­და.

"ერ­თი­ა­ნი სა­ჰა­ე­რო ცის შე­თან­ხმე­ბის" შე­სა­ბა­მი­სად, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის დარ­გში წარ­მო­ად­გენს "ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის" შე­მად­გე­ნელ ნა­წილს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ა­ვი­ა­ციო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში მთე­ლი რიგი ცვლი­ლე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ცვლი­ლე­ბე­ბი გუ­ლის­ხმობს ევ­რო­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა დი­რექ­ტი­ვე­ბის და­ნერგვას, ასე­ვე ფრე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბის სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნას თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო და ევ­რო­პულ მო­თხოვ­ნებ­თან. აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და ქარ­თუ­ლი ექ­სპლუ­ა­ტან­ტის სერ­ტი­ფი­კა­ტის მფლო­ბე­ლი 11 ავი­ა­კომ­პა­ნი­ის რე­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ამ პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა ახ­ლად და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­გან ექ­სპლუ­ა­ტან­ტის სერ­ტი­ფი­კა­ტის მი­ღე­ბის­თვის გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ ორ ქარ­თულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ას - "ეარ კავ­კა­სუს­სა" და "ეი ჯი აის"-ს, ასე­ვე ნა­ტახ­ტა­რის სა­ა­ვი­ა­ციო სკო­ლას ლი­ცენ­ზია უკვე შე­უ­ჩე­რა, რად­გან ისი­ნი კა­ნო­ნით დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი კო­დუა ქარ­თუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის სიმ­ცი­რეს არა­ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­ით ხსნის: "20 წე­ლია ავი­ა­ბა­ზარ­ზე ვარ და კარ­გად ვიცი რაც ხდე­ბო­და და ხდე­ბა. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძი­სა და კახა თარ­გა­მა­ძის დროს, როცა კო­რუფ­ცია ყვა­ო­და, ქარ­თუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი ჩვე­ნი ავი­ა­ბაზ­რის 60 %-ს ფლობ­დნენ, მარ­თა­ლია მათ სა­ხელ­მწი­ფო აკონ­ტრო­ლებ­და, მაგ­რამ უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი აქ ფეხს ვერ იკი­დებ­დნენ, მარ­ტო "თურ­ქიშ ეარ­ლა­ი­ნი" დაფ­რი­ნავ­და. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ მოხ­და კარ­გიც და ცუ­დიც: კარ­გი იყო ის, რომ ბა­ზა­რი გა­იხ­სნა და ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს შე­ეძ­ლოთ ემოქ­მე­დათ. ავი­ა­სივ­რცე­ში შე­მო­ვი­და "კავ­კა­სი­ის ავი­ა­ხა­ზე­ბი", ჩვენც და­ვი­წყეთ ოპე­რი­რე­ბა და ქარ­თუ­ლი ავი­ა­ბა­ზა­რი უფრო ღია გახ­და. ბა­ზარ­ზე იყო "თბი­ლა­ვი­ამ­შე­ნი" და სხვა კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­საც მარ­თა­ლია უმ­ნიშ­ვნე­ლო წილი ჰქონ­დათ, მაგ­რამ ჩვე­ნი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის წილი მთლი­ა­ნო­ბა­ში იყო 50 პრო­ცენ­ტი, მე­ო­რე 50 პრო­ცენ­ტი კი -უცხო­ურ კომ­პა­ნი­ებს ეკა­ვა. თუმ­ცა, ფა­რუ­ლი გა­რი­გე­ბე­ბი მა­ში­ნაც ხდე­ბო­და, ასე­ვე ხდე­ბო­და "აირ­ზე­ნას" ლო­ბი­რე­ბაც.

გაგ­რძე­ლე­ბა

ქართული ავიაბაზარი უცხოელებმა "დაიპყრეს"

 ქართული ავიაბაზარი უცხოელებმა "დაიპყრეს"

სექტემბერი საქართველოს ავიაბაზრისათვის საინტერესო სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა: ქართული ავიაბაზრით ერთიმეორის მიყოლებით დაინტერესდნენ არაბული, ირანული, რუსული კომპანიები - სულ მალე ირანული ავიაკომპანია "მაჰან ეარი" საქართველოს მიმართულებით ფრენას დაიწყებს. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ბრუნდება რუსული "აეროფლოტი", რომელიც რეისებს 28 ოქტომბრიდან განახორციელებს. "აეროფლოტს" კვალდაკვალ მოჰყვა რუსული ავიაკომპანია "გლობუსი", რომელიც მოსკოვის მიმართულებით ფრენების დაწყებას 2 ნოემბრიდან აპირებს. არანაკლებ აქტიურობს არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ეარ არაბიაც", რომელიც ავიარეისებს ოქტომბრის ბოლოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყებს. ამასთან ერთად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი რეისები დაინიშნოს, რასაც აუცილებლად მოჰყვება რომელიმე ჩინური ავიაკომპანიის შემოსვლა.

ბოლო წლებში ქართულ ავიასივრცეში უცხოური კომპანიები ყოველთვის აქტიურობდნენ, ახლა კი მათ ჩვენი ავიაბაზრის დიდი წილი აქვთ "დაპყრობილი": "თურქეთის ავიახაზები", "პეგასუსი", "ატლასჯეტი", "ალიტალია", "ფლაიდუბაი", "ალმა-ატა" -საქართველოში ოპერირებენ ჩეხური, ესტონური, ყაზახური კომპანიები... რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანიებს, მათი წილი მშობლიური ცის ქვეშ საკმაოზე მეტად მოკრძალებულია. საქართველოში დღეს ძირითადად ორი ქართული კომპანია ოპერირებს - "ჯორჯიან ეარვეისი" და "ფლაილისტა". სწორედ ისინი დაფრინავენ როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ბაზარზე. მართალია, ქვეყანაში რამდენიმე მცირე ავიაკომპანიაც საქმიანობს, მაგრამ ისინი შიდა რეისებს ახორციელებენ და ამ სფეროში ფონს ვერ ქმნიან. "ჯორჯიან ეარვეისი" ანუ ავიაკომპანია "აირზენა" 1993 წლის სექტემბერში დაარსდა, ერთი წლის შემდეგ კომპანიას სახელი შეეცვალა და "ჯორჯიან ეარვეისი" დაერქვა, თუმცა ძველი სახელწოდება ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება. აშკარაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართულ ავიაბაზარზე "აირზენა" ლიდერის პოზიციას არ თმობდა.

,,ერთიანი საჰაერო ცის შეთანხმების" შესაბამისად, რომელიც სამოქალაქო ავიაციის დარგში წარმოადგენს "ასოცირების ხელშეკრულების" შემადგენელ ნაწილს, საქართველოს საავიაციო კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებები მიმდინარეობს. ცვლილებები გულისხმობს ევრორეგულაციებისა და სხვადასხვა დირექტივების დანერგვას, ასევე ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების სრულ შესაბამისობაში მოყვანას თანამედროვე საერთაშორისო და ევროპულ მოთხოვნებთან. აუცილებელი გახდა ქართული ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელი 11 ავიაკომპანიის რესერტიფიცირება და ამ პროცესის დასრულებამდე სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დროებით შეაჩერა ახლად დაფუძნებული ქართული ავიაკომპანიებისგან ექსპლუატანტის სერტიფიკატის მიღებისთვის განაცხადების მიღება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ორ ქართულ ავიაკომპანიას - "ეარ კავკასუსსა" და "ეი ჯი აის"-ს, ასევე ნატახტარის საავიაციო სკოლას ლიცენზია უკვე შეუჩერა, რადგან ისინი კანონით დადგენილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების თავმჯდომარე გიორგი კოდუა ქართული ავიაკომპანიების სიმცირეს არაჯანსაღი კონკურენციით ხსნის: "20 წელია ავიაბაზარზე ვარ და კარგად ვიცი რაც ხდებოდა და ხდება. ედუარდ შევარდნაძისა და კახა თარგამაძის დროს, როცა კორუფცია ყვაოდა, ქართული ავიაკომპანიები ჩვენი ავიაბაზრის 60 %-ს ფლობდნენ, მართალია მათ სახელმწიფო აკონტროლებდა, მაგრამ უცხოური კომპანიები აქ ფეხს ვერ იკიდებდნენ, მარტო "თურქიშ ეარლაინი" დაფრინავდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოხდა კარგიც და ცუდიც: კარგი იყო ის, რომ ბაზარი გაიხსნა და ავიაკომპანიებს შეეძლოთ ემოქმედათ. ავიასივრცეში შემოვიდა "კავკასიის ავიახაზები", ჩვენც დავიწყეთ ოპერირება და ქართული ავიაბაზარი უფრო ღია გახდა. ბაზარზე იყო "თბილავიამშენი" და სხვა კომპანიები, რომლებსაც მართალია უმნიშვნელო წილი ჰქონდათ, მაგრამ ჩვენი ავიაკომპანიების წილი მთლიანობაში იყო 50 პროცენტი, მეორე 50 პროცენტი კი -უცხოურ კომპანიებს ეკავა. თუმცა, ფარული გარიგებები მაშინაც ხდებოდა, ასევე ხდებოდა "აირზენას" ლობირებაც.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია