მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ჰომოსექსუალი პოლიტიკოსები
ცნობილი ჰომოსექსუალი პოლიტიკოსები

გთა­ვა­ზობთ ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სიას, რომ­ლებ­მაც ღიად გა­ნა­ცხა­დეს თა­ვი­ან­თი არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ.

ჰარ­ვი მილ­კი

ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც 40 წლის ასაკ­ში აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ერ­თო და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის და­ი­წყო ბრძო­ლა. მილკ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა ფე­რა­დო­ვა­ნი აქ­ცი­ე­ბი­თა და ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით მო­ი­პო­ვა. 1978 წელს მილ­კი მოკ­ლეს, მას შემ­დეგ ის "ჰო­მო­სექ­სუ­ალ­თა უფ­ლე­ბე­ბის­თვის წა­მე­ბუ­ლად" შე­რა­ცხეს. მილ­კის დაკ­რძალ­ვა ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დეს მოვ­ლე­ნად იქცა: დაკ­რძალ­ვის პრო­ცე­სი­ა­ზე ფე­რა­დი დრო­შე­ბით მი­სულ ადა­მი­ან­თა ჯაჭ­ვი რამ­დე­ნი­მე კვარ­ტალ­ზე გა­ი­ჭი­მა. მილ­კის მკვლე­ლო­ბის­თვის მის მკვლელს შვი­დი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. მილ­კის მომ­ხრე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ სას­ჯელს ზედ­მე­ტად რბი­ლად მი­იჩ­ნევ­და. სა­სა­მარ­თლოს ვერ­დიქ­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მა­სობ­რივ არე­უ­ლო­ბებ­ში გა­და­ი­ზარ­და, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ა­ში "თეთ­რი ღა­მის ჯან­ყის" სა­ხელ­წო­დე­ბით შე­ვი­და.

იო­ჰა­ნა სი­გურ­დარ­დო­ტი­რი

ის­ლან­დი­ის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. 2009 წლი­დან 2013 წლამ­დე იგი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში იყო. იო­ჰა­ნა პირ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სია, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლურ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. 2002 წელს, 60 წლის ასაკ­ში სი­გურ­დარ­დო­ტირ­მა მწე­რალ და ჟურ­ნა­ლისტ იო­ნი­ნა ლე­ოს­დო­ტირ­თან და­ა­კა­ნო­ნა სა­კუ­თა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა.

კლა­უს ვო­ვე­რა­ი­ტი

ბერ­ლი­ნის მერი - ერთ-ერთი პირ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­მაც ღიად გა­ნა­ცხა­და სა­კუ­თა­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ. 2001 წელს კლა­უს­მა სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და: "მე გეი ვარ და ეს კარ­გია!". 1993 წლი­დან იმ­ყო­ფე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ნე­ი­რო­ქი­რურგ იორნ კუ­ბიც­კის­თან.

ელიო დი რუპო

ბე­ლი­გი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რი. სა­კუ­თა­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ გა­კე­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რის შემ­დეგ მან ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლი მი­ი­ღო, რო­მელ­შიც რუ­პოს სიკ­ვდი­ლით ემუქ­რე­ბოდ­ნენ. ის­ლა­მის­ტე­ბის მიერ გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ ბელ­გია მო­მა­ვალ­ში მუს­ლი­მურ რეს­პუბ­ლი­კად იქ­ცე­ვა, სა­დაც ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის ად­გი­ლი არ არის.

ბერტრან დე­ლა­ნოე

2001 წლის მარ­ტი­დან - 2014 წლის აპ­რი­ლამ­დე პა­რი­ზის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა. 1998 წელს, ტე­ლე­ინ­ტერ­ვი­უს დროს ბერტრან­მა ღიად გა­ნა­ცხა­და ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ. დე­ლა­ნოე აქ­ტი­უ­რად არ არის ჩარ­თუ­ლი გეი-სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა, იბ­რძვის ყვე­ლა სა­ხის დის­კრი­მი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. 2002 წელს პო­ლი­ტი­კოსს თავს და­ეს­ხა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი თავი შემ­დეგ­ნა­ი­რად და­ა­ხა­სი­ა­თა: "ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არ უყ­ვარს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი".

ბენ ბრედ­შოუ

ბენ­ჟა­მინ პი­ტერ ჯე­იმს ბრედ­შოუ 1997 წლი­დან დიდი ბრი­ტა­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ი­დან. 2007 წელს მან ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა. იმ­ყო­ფე­ბა კა­ნო­ნი­ერ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში დიდი ხნის პარტნი­ორ­თან, ნილ დალ­გლე­იშ­თან, რო­მელ­თან ერ­თა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში BBC-ში მუ­შა­ობ­და.

ცნობილი ჰომოსექსუალი პოლიტიკოსები

ცნობილი ჰომოსექსუალი პოლიტიკოსები

გთავაზობთ ცნობილი პოლიტიკოსების სიას, რომლებმაც ღიად განაცხადეს თავიანთი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ.

ჰარვი მილკი

ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც 40 წლის ასაკში აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთო და ადამიანის უფლებებისთვის დაიწყო ბრძოლა. მილკმა პოპულარობა ფერადოვანი აქციებითა და ჰომოსექსუალების მხარდამჭერი გამონათქვამებით მოიპოვა. 1978 წელს მილკი მოკლეს, მას შემდეგ ის "ჰომოსექსუალთა უფლებებისთვის წამებულად" შერაცხეს. მილკის დაკრძალვა ქალაქის ცხოვრებაში უდიდეს მოვლენად იქცა: დაკრძალვის პროცესიაზე ფერადი დროშებით მისულ ადამიანთა ჯაჭვი რამდენიმე კვარტალზე გაიჭიმა. მილკის მკვლელობისთვის მის მკვლელს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მილკის მომხრეთა უმრავლესობა ამ სასჯელს ზედმეტად რბილად მიიჩნევდა. სასამართლოს ვერდიქტით გამოწვეული უკმაყოფილება მასობრივ არეულობებში გადაიზარდა, რომელიც ქალაქის ისტორიაში "თეთრი ღამის ჯანყის" სახელწოდებით შევიდა.

იოჰანა სიგურდარდოტირი

ისლანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. 2009 წლიდან 2013 წლამდე იგი ქვეყნის ხელისუფლების სათავეში იყო. იოჰანა პირველი პოლიტიკოსია, რომელიც ოფიციალურ ჰომოსექსუალურ ქორწინებაში იმყოფება. 2002 წელს, 60 წლის ასაკში სიგურდარდოტირმა მწერალ და ჟურნალისტ იონინა ლეოსდოტირთან დააკანონა საკუთარი ურთიერთობა.

კლაუს ვოვერაიტი

ბერლინის მერი - ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც ღიად განაცხადა საკუთარი ორიენტაციის შესახებ. 2001 წელს კლაუსმა საჯაროდ განაცხადა: "მე გეი ვარ და ეს კარგია!". 1993 წლიდან იმყოფება ურთიერთობაში ნეიროქირურგ იორნ კუბიცკისთან.

ელიო დი რუპო

ბელიგიის პრემიერ-მინისტრი და სოციალისტური პარტიის ლიდერი. საკუთარი ორიენტაციის შესახებ გაკეთებული კომენტარის შემდეგ მან ანონიმური წერილი მიიღო, რომელშიც რუპოს სიკვდილით ემუქრებოდნენ. ისლამისტების მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამი იყო, რომ ბელგია მომავალში მუსლიმურ რესპუბლიკად იქცევა, სადაც ჰომოსექსუალების ადგილი არ არის.

ბერტრან დელანოე

2001 წლის მარტიდან - 2014 წლის აპრილამდე პარიზის მერის თანამდებობა ეკავა. 1998 წელს, ტელეინტერვიუს დროს ბერტრანმა ღიად განაცხადა ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ. დელანოე აქტიურად არ არის ჩართული გეი-საზოგადოების ცხოვრებაში, თუმცა, იბრძვის ყველა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ. 2002 წელს პოლიტიკოსს თავს დაესხა ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი შემდეგნაირად დაახასიათა: "ადამიანი, რომელსაც არ უყვარს პოლიტიკოსები და ჰომოსექსუალები".

ბენ ბრედშოუ

ბენჟამინ პიტერ ჯეიმს ბრედშოუ 1997 წლიდან დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრია ლეიბორისტული პარტიიდან. 2007 წელს მან ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია დაიკავა. იმყოფება კანონიერ ურთიერთობაში დიდი ხნის პარტნიორთან, ნილ დალგლეიშთან, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში BBC-ში მუშაობდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს