15 ოტომბერს პოპულარული სერიალი - "ჩემი ცოლის დაქალები" მონატრებულ მაყურებელს დაუბრუნდება. როგორც მისი ავტორები გვპირდებიან, სერიალი საინტერესო ამბებითა და პერსონაჟებით იქნება "დახუნძლული", თუმცა დეტალებს მაინცდამაინც არ ამჟღავნებენ. მთავრი ის არის, რომ მაყურებლის საყვარელი პერსონაჟი - ცოტნე ცოტაშვილი, რომელიც გასულ სეზონზე პოლიტიკიდან წავიდა, პროექტში რჩება და სწორედ მის გარშემო განვითარდება საინტერესო ამბები.
"ამბები.გე" სერიალის პროდიუსერს, ირაკლი საღინაძეს დაუკავშირდა.
- წინასწარ ვერაფერს მოგიყვებით, მაშინ სერილის ყურებას აზრი აღარ ექნება. ყველაფრი წინასწარ რომ გავთქვათ, იქ რაღა მოვყვეთ?
- ხმები გავრცელდა, რომ თითქოს სერიალის მთავრი პერსონაჟი, პოლიტიკიდან წასული ცოტნე ცოტაშვილი ჟურნალისტიკაში ინაცვლებსო...
- ცოტნე, რა თქმა უნდა, რჩება სერიალში და საკმაოდ აქტიური როლი ექნება. მოკლედ, მის გმირს მაყურებელი როგორც გასულ სეზონზე, წელსაც შეაფასებს. ვიტყვი იმას, რომ მის ცხოვრებაში ბევრი საინტერესო რამ მოხდება, რაც თავშესაქცევი, ექსტრემალური და ვნებათაღელვით სავსე იქნება.
- ახალი სეზონისთვის სერიალის ქუდი შეიცვალა. ქართული ჰანგების, დოლისა და ოკორდეონის ფონზე იწყება. ასე რატომ გადაწყვიტეთ?
- ჰო, ასეთი ქუდი მოვიფიქრეთ. რაღაც სიახლეს ყოველთვის ვამატებთ ხოლმე და ამჯერად ასე გადავწყვიტეთ: გვინდოდა, ყოფილიყო სუფრის გაშლის სცენა, სადაც თავს მოიყრიდა ყველა პერსონაჟი, ანუ ქუდში თითოეული მათგანი მოგვეხვედრებინა და ფართოდ მოგვეცვა ისინი. შესაბამისად სუფრის ხასითამა მოიტანა ასეთი კომბინირება, თანამედროვე და ქართული ჟღერადობის შერწყმა. მოკლედ, განსაკთრებული დატვირთვა ამ ახალ ქუდს არ აქვს. უბრალოდ, ეს არის მიქსი, - ჩვენი ცხოვრებაც ხომ ეს არის? რომელიც თანამედროვე და ტარადიციული ელემენტებისგან შედგება...
ლალი ფაცია