პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაღალჩინოსანთა ძვირადღირებული ავტომობილები
მაღალჩინოსანთა ძვირადღირებული ავტომობილები

ქარ­თვე­ლებს დიდი ჯი­პე­ბი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გვიყ­ვარს. ამ მხრივ არც მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი არი­ან გა­მო­ნაკ­ლი­სი, ისი­ნიც ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. "ამ­ბე­ბი.გე" ქარ­თვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით და­ინ­ტე­რეს­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ უმე­ტე­სო­ბა მერ­სე­დე­სის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლებს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. რამ­დე­ნი­მე მათ­განს კი სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­პარ­კი აქვს.

კახი კა­ლა­ძე

ვიცე-პრე­მი­ე­რი კახი კა­ლა­ძის სა­კუთ­რე­ბა­ში 10 ავ­ტო­მო­ბი­ლია. კახი კა­ლა­ძეს ჰყავს LEXUS LX570, TOYOTA LC200, RANG ROVER VOGUE, ROLLS ROYCE PHANTOM, MERCEDES BENZ E300, MERCEDES BENZ E300, PORSCHE PANAMERA, LAMBORGHINI MURCELAGO, BENTLEY CONTINENTAL და MERCEDES BENZ S65. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გარ­და ყო­ფილ ფეხ­ბურ­თელს და ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ერს ორი მოტო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბაც ჰყავს, HARLEY DAVIDSON SPRINGER და HARLEY DAVIDSON V rod. ცნო­ბი­ლია, რომ დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის გამო მი­ნის­ტრი ვერ ახერ­ხებს საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით ან მო­ტო­ციკ­ლე­ტით სე­ირ­ნო­ბას.

ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი

ხა­შუ­რის დე­პუ­ტა­ტის ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. რო­გორც ჩანს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს. ჰყავს 2006 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი JEEP HUMMER H1, სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რით UHU538, რო­მე­ლიც ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა 200 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. ასე­ვე ჰყავ­და 2011 წლის "ტო­ი­ო­ტა პრა­დო", რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვილს მიჰ­ყი­და. ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც დე­პუ­ტა­ტის სა­კუთ­რე­ბაა, მას დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი. ეს არის მერ­სე­დე­სის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი GL 500, ლიტ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რით VG1, დე­პუ­ტა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ავ­ტო­მო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რე­ბაა და ამი­ტო­მაც არ აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი სა­კუ­თარ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში. ნო­მე­რი VG1 სა­ვა­რა­უ­დოდ ასე იშიფ­რე­ბა: ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლია, რა­შიც მან ლიტ­ვა­ში 3000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

ავ­თან­დილ ბე­რი­ძე

აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ავ­თან­დილ ბე­რი­ძე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი მას შემ­დეგ გახ­და, როცა ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. "ტო­ი­ო­ტა პრა­დოს" ჯიპი, სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რით SCA 041, ავ­თან­დილ ბე­რი­ძის სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლია. ავ­თან­დილ ბე­რი­ძეს ორი ავ­ტო­მან­ქა­ნა ემ­სა­ხუ­რე­ბა და მათი რე­ცხვი­სათ­ვის მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 1957 ლარი და­ი­ხარ­ჯა. გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ხარ­ჯი ბე­რი­ძეს ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის რე­მონ­ტის­თვის ივ­ლის­ში 2300 ლარი, ხოლო მე­ო­რე მან­ქა­ნი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე მეტი თან­ხა 1331 ლარი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს მა­ის­ში გა­უ­ღია. აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი­დან ერთ-ერთი 2010 წელს, ხოლო მე­ო­რე 2008 წელს არის გა­მოშ­ვე­ბუ­ლი. ახა­ლი ჯი­პის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ტენ­დე­რის გამო ის ვიცე-პრე­მი­ერ­მა კახი კა­ლა­ძემ სა­ჯა­როდ გა­აკ­რი­ტი­კა. 83 000 დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ღირ­სე­ბა მა­ცი­ვა­რიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან შორ მან­ძილ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის დროს აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეს ცივი სას­მე­ლე­ბი და­ე­გე­მოვ­ნე­ბი­ნა. კახი კა­ლა­ძის გაკ­რი­ტი­კე­ბის შემ­დეგ ავ­თან­დილ ბე­რი­ძემ რო­გორც თა­ვად უწო­და "მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის მან­ქა­ნა" დათ­მო.

კობა ნა­ყო­ფია

ბიზ­ნეს­მე­ნი და პარ­ლა­მენ­ტა­რი კობა ნა­ყო­ფია ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლია. მისი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში 8 ავ­ტო­მო­ბი­ლია, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას სპეც-ნომ­რე­ბი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე ბო­ლოს კობა ნა­ყო­ფი­ამ 2011 წლის ROLLS-ROYCE GHOST შე­ი­ძი­ნა, სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რით BATUMI, მას ასე­ვე ჰყავს 2010 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი Mercedes Benz GL 500, სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რით ELG007, ინი­ცი­ა­ლე­ბი ELG სა­ვა­რა­უ­დოდ მე­უღ­ლის ელგა სო­ფი­ას პა­ტივ­სა­ცე­მად თუ სიყ­ვა­რუ­ლით აქვს შერ­ჩე­უ­ლი. ნა­ყო­ფი­ე­ბის ავ­ტო­პარკში ძი­რი­თა­დად "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ჭარ­ბობს.

გივი თარ­გა­მა­ძე

უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი გივი თარ­გა­მა­ძის ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­ში ორი ავ­ტო­მო­ბი­ლია. თა­ვად თარ­გა­მა­ძე 2012 წლის შკო­და ოქ­ტა­ვი­ა­თი გა­და­ად­გილ­დე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რით CNC 330. მის მე­უღ­ლეს კი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავს. თარ­გა­მა­ძის მე­უღ­ლის ნინო მუშ­კუ­დი­ა­ნის სა­კუთ­რე­ბა­ში არის 2009 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი "BMW 5 გრანდ ტუ­რიზ­მო", რომ­ლის სა­წყი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც და­ახ­ლო­ე­ბით 60 000 დო­ლარს შე­ად­გენს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

მაღალჩინოსანთა ძვირადღირებული ავტომობილები

მაღალჩინოსანთა ძვირადღირებული ავტომობილები

ქართველებს დიდი ჯიპები და ძვირადღირებული ავტომობილები განსაკუთრებით გვიყვარს. ამ მხრივ არც მაღალჩინოსნები არიან გამონაკლისი, ისინიც ადამიანები არიან. "ამბები.გე" ქართველი მაღალჩინოსნების ავტომობილებით დაინტერესდა, აღმოჩნდა, რომ უმეტესობა მერსედესის მარკის ავტომობილებს ანიჭებს უპირატესობას. რამდენიმე მათგანს კი საინტერესო ავტოპარკი აქვს.

კახი კალაძე

ვიცე-პრემიერი კახი კალაძის საკუთრებაში 10 ავტომობილია. კახი კალაძეს ჰყავს LEXUS LX570, TOYOTA LC200, RANG ROVER VOGUE, ROLLS ROYCE PHANTOM, MERCEDES BENZ E300, MERCEDES BENZ E300, PORSCHE PANAMERA, LAMBORGHINI MURCELAGO, BENTLEY CONTINENTAL და MERCEDES BENZ S65. ავტომობილების გარდა ყოფილ ფეხბურთელს და ამჯერად საქართველოს ვიცე-პრემიერს ორი მოტო სატრანსპორტო საშუალებაც ჰყავს, HARLEY DAVIDSON SPRINGER და HARLEY DAVIDSON V rod. ცნობილია, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მინისტრი ვერ ახერხებს საყვარელი ავტომობილით ან მოტოციკლეტით სეირნობას.

ვალერი გელაშვილი

ხაშურის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ქონება საკმაოდ მრავალფეროვანია. როგორც ჩანს ძვირადღირებული მანქანები ძალიან უყვარს. ჰყავს 2006 წელს გამოშვებული JEEP HUMMER H1, სახელმწიფო ნომრით UHU538, რომელიც ვალერი გელაშვილმა 200 000 დოლარად შეიძინა. ასევე ჰყავდა 2011 წლის "ტოიოტა პრადო", რომელიც ცოტა ხნის წინ ექსპერტ გია ხუხაშვილს მიჰყიდა. ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილი, რომელიც დეპუტატის საკუთრებაა, მას დეკლარაციაში არ აქვს მითითებული. ეს არის მერსედესის მარკის ავტომობილი GL 500, ლიტვის სახელმწიფო ნომრით VG1, დეპუტატის განცხადებით, ავტომობილი კომპანიის საკუთრებაა და ამიტომაც არ აქვს მითითებული საკუთარ დეკლარაციაში. ნომერი VG1 სავარაუდოდ ასე იშიფრება: ვალერი გელაშვილი პირველია, რაშიც მან ლიტვაში 3000 დოლარი გადაიხადა.

ავთანდილ ბერიძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, როცა ბათუმის ბულვარში ავტომობილით გადაადგილდებოდა. "ტოიოტა პრადოს" ჯიპი, სახელმწიფო ნომრით SCA 041, ავთანდილ ბერიძის სამსახურეობრივი ავტომობილია. ავთანდილ ბერიძეს ორი ავტომანქანა ემსახურება და მათი რეცხვისათვის მთელი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1957 ლარი დაიხარჯა. განსაკუთრებით დიდი ხარჯი ბერიძეს ავტომანქანების რემონტისთვის ივლისში 2300 ლარი, ხოლო მეორე მანქანისათვის ყველაზე მეტი თანხა 1331 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტს მაისში გაუღია. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებაში არსებული სახელმწიფო ავტომანქანებიდან ერთ-ერთი 2010 წელს, ხოლო მეორე 2008 წელს არის გამოშვებული. ახალი ჯიპის გამოცხადებული ტენდერის გამო ის ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ საჯაროდ გააკრიტიკა. 83 000 დოლარად შეფასებული ავტომობილის ღირსება მაცივარიც უნდა ყოფილიყო, რადგან შორ მანძილზე გადაადგილების დროს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ცივი სასმელები დაეგემოვნებინა. კახი კალაძის გაკრიტიკების შემდეგ ავთანდილ ბერიძემ როგორც თავად უწოდა "მაღალი გამავლობის მანქანა" დათმო.

კობა ნაყოფია

ბიზნესმენი და პარლამენტარი კობა ნაყოფია ავტომობილების მოყვარულია. მისი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში 8 ავტომობილია, რომელთა უმრავლესობას სპეც-ნომრები აქვს მინიჭებული. ყველაზე ბოლოს კობა ნაყოფიამ 2011 წლის ROLLS-ROYCE GHOST შეიძინა, სახელმწიფო ნომრით BATUMI, მას ასევე ჰყავს 2010 წელს გამოშვებული Mercedes Benz GL 500, სახელმწიფო ნომრით ELG007, ინიციალები ELG სავარაუდოდ მეუღლის ელგა სოფიას პატივსაცემად თუ სიყვარულით აქვს შერჩეული. ნაყოფიების ავტოპარკში ძირითადად "მერსედესის" მარკის ავტომობილები ჭარბობს.

გივი თარგამაძე

უმცირესობის წევრი გივი თარგამაძის ოჯახის საკუთრებაში ორი ავტომობილია. თავად თარგამაძე 2012 წლის შკოდა ოქტავიათი გადაადგილდება, სახელმწიფო ნომრით CNC 330. მის მეუღლეს კი ძვირადღირებული ავტომობილი ჰყავს. თარგამაძის მეუღლის ნინო მუშკუდიანის საკუთრებაში არის 2009 წელს გამოშვებული "BMW 5 გრანდ ტურიზმო", რომლის საწყისი ღირებულებაც დაახლოებით 60 000 დოლარს შეადგენს.

თამარ ბოჭორიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია