პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მტრის შემაკავებელი ფაქტორი იქნება" - უკრაინა ბირთვული იარაღის წარმოებას განაახლებს
"ეს მტრის შემაკავებელი ფაქტორი იქნება" - უკრაინა ბირთვული იარაღის წარმოებას განაახლებს

"იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უკ­რა­ი­ნა, რუს ოკუ­პან­ტებ­თან ბრძო­ლის­თვის, და­სავ­ლე­თის­გან სრულ­ყო­ფილ მხარ­და­ჭე­რას არ მი­ი­ღებს, ჩვენ იძუ­ლე­ბულ­ნი ვიქ­ნე­ბით ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის შექ­მნის სა­კითხს და­ვუბ­რუნ­დეთ", - ასე­თი გან­ცხა­დე­ბა უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ვა­ლე­რი გე­ლე­ტე­იმ, NATO-ს სა­მი­ტი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თა.

"ამ­ჟა­მად ქვე­ყა­ნა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და მტერ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად ჩვენ თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გვჭირ­დე­ბა. ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის არ­სე­ბო­ბა კი ჩვე­ნი მტრის­თვის და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი იქ­ნე­ბა", - გან­მარ­ტა მი­ნის­ტრმა.

არც ისე დიდი ხნის წინ უკ­რა­ი­ნას ატო­მუ­რი ია­რა­ღი მარ­თლაც ჰქონ­და. სსრკ-ს დაშ­ლის მო­მენ­ტის­თვის, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოდ ქცე­უ­ლი უკ­რა­ი­ნა მსოფ­ლი­ო­ში სი­დი­დით მე­სა­მე ბირ­თვუ­ლი არ­სე­ნა­ლის მფლო­ბე­ლი იყო. ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ატო­მუ­რი ია­რა­ღის რა­ო­დე­ნო­ბა ბრი­ტა­ნე­თის, საფ­რან­გე­თის და ჩი­ნე­თის - ერ­თად აღე­ბულს აღე­მა­ტე­ბო­და.

უკ­რა­ი­ნა­ში პირ­ვე­ლი ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნე­ბი 1960 წელს გა­მოჩ­ნდა. 43-ე სა­რა­კე­ტო არ­მი­ის შტა­ბი ქა­ლაქ ვი­ნი­ცა­ში გა­ნა­ლა­გეს. სა­რა­კე­ტო დი­ვი­ზი­ე­ბი კი მთე­ლი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ა­ნა­წი­ლეს. NATO-სთან ომის შემ­თხვე­ვა­ში, უკ­რა­ი­ნა და აქ გან­ლა­გე­ბუ­ლი შე­ნა­ერ­თე­ბი თავ­დაც­ვის პირ­ველ ზღუ­დედ გა­ნი­ხი­ლე­ბოდ­ნენ.

სსრკ-ს დაშ­ლის მო­მენ­ტის­თვის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 176 სა­კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რი­სო რა­კე­ტა და მათი 1240 ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნი დარ­ჩა. ამავდრო­უ­ლად, კი­ევს "მემ­კვიდ­რე­ო­ბით" 19 ზებ­გე­რი­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი ბომბდამ­შე­ნი Ту-160 და 25 ტურ­ბოხ­რახ­ნუ­ლი Ту-95МС ერგო. უკ­რა­ი­ნას ამ თვითმფრი­ნა­ვე­ბის მთა­ვა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბა - 1068 ცალი ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნის მა­ტა­რე­ბე­ლი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტაც დარ­ჩა.

მოს­კო­ვი რთულ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. სსრკ-ს დაშ­ლით, ოდეს­ღაც ერ­თი­ა­ნი ქვეყ­ნის ბირ­თვუ­ლი არ­სე­ნა­ლის ლო­მის წილი სა­ზღვარ­გა­რეთ იყო. უდი­დე­სი ბირ­თვუ­ლი მა­რა­გის შე­ნახ­ვის თავი და ფი­ნან­სე­ბი კი­ევს არ ჰქონ­და. უფუ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში ატო­მუ­რი ია­რა­ღის სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნის სა­შიშ­რო­ე­ბა შე­იქ­მნა.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, 1991 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს, უკ­რა­ი­ნამ არა­ბირ­თვუ­ლი სტა­ტუ­სი მი­ი­ღო. ერთი წლის შემ­დეგ, 1992 წლის 23 მა­ისს, ლი­სა­ბონ­ში უკ­რა­ი­ნამ, ყა­ზა­ხეთ­მა, ბე­ლო­რუს­მა, რუ­სეთ­მა და აშშ-მა მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მეს. მის სა­ფუძ­ველ­ზე კი­ე­ვი, ალმა-ატა და მინ­სკი სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ბირ­თვუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ან მისი რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღებ­დნენ.

ბირ­თვულ ია­რაღ­ზე უა­რის თქმის და ამა­ვე ტი­პის ია­რა­ღის გა­უვრცე­ლებ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას­თან მი­ერ­თე­ბის სა­ნაც­ვლოდ, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, აშშ და რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტად გა­მო­დი­ოდ­ნენ. 1994 წლის 5 დე­კემ­ბერს, ბუ­და­პეშ­ტში 6 პუნ­ქტი­ა­ნი ოთხმხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და. ამი­ე­რი­დან ლონ­დო­ნი, ვა­შინგტო­ნი და მოს­კო­ვი ვალ­დე­ბულ­ნი იყ­ვნენ, პა­ტი­ვი ეცათ უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და არ­სე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბი­სად­მი. ამა­ვე დო­კუ­მენ­ტში გა­წე­რი­ლი იყო მხა­რე­ებ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბას, პო­ლი­ტი­კურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობ­და. უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ აგ­რე­სი­ის შემ­თხვე­ვა­ში, მხა­რე­ებს კი­ე­ვის დახ­მა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც და­ე­კის­რათ.

დღეს ფაქ­ტობ­რი­ვად, ბუ­და­პეშ­ტის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აღარ არ­სე­ბობს. უკ­რა­ი­ნის გარ­და, მის პუნ­ქტებს არა­ვინ იცავს. მოს­კოვ­მა დო­კუ­მენ­ტის არ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უკ­რა­ი­ნა­ში ჯარი შე­იყ­ვა­ნა. დიდი ბრი­ტა­ნე­თი და აშშ კი კი­ე­ვის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტე­ბად ყოფ­ნას არ ჩქა­რო­ბენ.

ერ­თა­დერ­თი ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც კი­ევს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის მი­ღე­ბის სა­ვა­რა­უ­დო შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს - ატო­მუ­რი ენერ­გე­ტი­კაა. დღეს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 4 მოქ­მე­დი ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რია. მაგ­რამ სა­ეჭ­ვოა, რომ უკ­რა­ი­ნამ მათი გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ი­ა­რა­ღო ურა­ნის ან პლუ­ტო­ნი­უ­მის მი­სა­ღე­ბად შეძ­ლოს. შე­საძ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი, ეს პრო­ცე­სი დიდ დროს და სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად ფი­ნან­სებს და სა­თა­ნა­დო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ეს მტრის შემაკავებელი ფაქტორი იქნება" - უკრაინა ბირთვული იარაღის წარმოებას განაახლებს

"ეს მტრის შემაკავებელი ფაქტორი იქნება" - უკრაინა ბირთვული იარაღის წარმოებას განაახლებს

"იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა, რუს ოკუპანტებთან ბრძოლისთვის, დასავლეთისგან სრულყოფილ მხარდაჭერას არ მიიღებს, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ბირთვული იარაღის შექმნის საკითხს დავუბრუნდეთ", - ასეთი განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ვალერი გელეტეიმ, NATO-ს სამიტიდან დაბრუნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ამჟამად ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია და მტერთან საბრძოლველად ჩვენ თანამედროვე შეიარაღება და აღჭურვილობა გვჭირდება. ბირთვული იარაღის არსებობა კი ჩვენი მტრისთვის დამაფიქრებელი და შემაკავებელი ფაქტორი იქნება",  - განმარტა მინისტრმა.

არც ისე დიდი ხნის წინ უკრაინას ატომური იარაღი მართლაც ჰქონდა. სსრკ-ს დაშლის მომენტისთვის, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ქცეული უკრაინა მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვული არსენალის მფლობელი იყო. ქვეყანაში არსებული ატომური იარაღის რაოდენობა ბრიტანეთის, საფრანგეთის და ჩინეთის - ერთად აღებულს აღემატებოდა.

უკრაინაში პირველი ბირთვული ქობინები 1960 წელს გამოჩნდა. 43-ე სარაკეტო არმიის შტაბი ქალაქ ვინიცაში განალაგეს. სარაკეტო დივიზიები კი მთელი უკრაინის ტერიტორიაზე გადაანაწილეს. NATO-სთან ომის შემთხვევაში, უკრაინა და აქ განლაგებული შენაერთები თავდაცვის პირველ ზღუდედ განიხილებოდნენ.

სსრკ-ს დაშლის მომენტისთვის დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე 176 საკონტინენტთაშორისო რაკეტა და მათი 1240 ბირთვული ქობინი დარჩა. ამავდროულად, კიევს "მემკვიდრეობით" 19 ზებგერითი სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-160 და 25 ტურბოხრახნული Ту-95МС ერგო. უკრაინას ამ თვითმფრინავების მთავარი შეიარაღება - 1068 ცალი ბირთვული ქობინის მატარებელი ფრთოსანი რაკეტაც დარჩა.

მოსკოვი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. სსრკ-ს დაშლით, ოდესღაც ერთიანი ქვეყნის ბირთვული არსენალის ლომის წილი საზღვარგარეთ იყო. უდიდესი ბირთვული მარაგის შენახვის თავი და ფინანსები კიევს არ ჰქონდა. უფულობის პირობებში ატომური იარაღის სათანადო ყურადღების გარეშე დარჩენის საშიშროება შეიქმნა.

დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძველზე, 1991 წლის 24 ოქტომბერს, უკრაინამ არაბირთვული სტატუსი მიიღო. ერთი წლის შემდეგ, 1992 წლის 23 მაისს, ლისაბონში უკრაინამ, ყაზახეთმა, ბელორუსმა, რუსეთმა და აშშ-მა მემორანდუმი გააფორმეს. მის საფუძველზე კიევი, ალმა-ატა და მინსკი საკუთარ ტერიტორიაზე არსებული ბირთვული შეიარაღების განადგურების ან მისი რუსეთისთვის გადაცემის ვალდებულებას იღებდნენ.

ბირთვულ იარაღზე უარის თქმის და ამავე ტიპის იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებასთან მიერთების სანაცვლოდ, დიდი ბრიტანეთი, აშშ და რუსეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების გარანტად გამოდიოდნენ. 1994 წლის 5 დეკემბერს, ბუდაპეშტში 6 პუნქტიანი ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ამიერიდან ლონდონი, ვაშინგტონი და მოსკოვი ვალდებულნი იყვნენ, პატივი ეცათ უკრაინის სუვერენიტეტისა და არსებული საზღვრებისადმი. ამავე დოკუმენტში გაწერილი იყო მხარეებზე დაკისრებული ვალდებულებები, რაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობას გულისხმობდა. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, მხარეებს კიევის დახმარების ვალდებულებაც დაეკისრათ.

დღეს ფაქტობრივად, ბუდაპეშტის ხელშეკრულება აღარ არსებობს. უკრაინის გარდა, მის პუნქტებს არავინ იცავს. მოსკოვმა დოკუმენტის არსებობის მიუხედავად, უკრაინაში ჯარი შეიყვანა. დიდი ბრიტანეთი და აშშ კი კიევის უსაფრთხოების გარანტებად ყოფნას არ ჩქარობენ.

ერთადერთი ვარიანტი, რომელიც კიევს ბირთვული იარაღის მიღების სავარაუდო შესაძლებლობას აძლევს - ატომური ენერგეტიკაა. დღეს უკრაინის ტერიტორიაზე 4 მოქმედი ატომური ელექტროსადგურია. მაგრამ საეჭვოა, რომ უკრაინამ მათი გამოყენება საიარაღო ურანის ან პლუტონიუმის მისაღებად შეძლოს. შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი, ეს პროცესი დიდ დროს და სპეციალისტებთან ერთად ფინანსებს და სათანადო აღჭურვილობას საჭიროებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა