ევროკავშირის განცხადებით, ოთხშაბათს 1500 ადამიანი, ძირითადად, იეზიდები და ქრისტიანები ერაყსა და სირიაში ისლამისტმა ტერორისტებმა სექს-მონებად აქციეს. ოფიციალურმა წყაროებმა განაცხადეს, რომ ასეულობით იეზიდი მოკლეს და ზოგი მათგანი ცოცხლად დამარხეს.
”ძალიან ვართ შეძრწუნებული მიღებული ცნობებით, ძალადობით, სექსუალური ძალადობით ქალების, პატარა გოგონების და ბიჭების მიმართ, რომლებიც ერაყში უმცირესობად ითვლებიან”, - განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ერაყში.
ამის პარალელურად, სირიაში დამკვირვებელთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ასობით იეზიდ ქალს, რომელიც ისლამისტმა ტერორისტებმა დაატყვევეს, აიძულეს ისლამის მიღება და შემდეგ ექსტრემისტებს მიჰყიდეს. თითო ქალი 1000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა.
სირიაში ადამიანის უფლებების დაკვირვების მონიტორინგის ჯგუფმა განცხადება გაავრცელა: ”ჩვენ ვგმობთ იეზიდი ქალების გატაცებას და პატარა გოგონების და ბიჭების მონად ქცევას, მიუხედავად იმისა, თუ რომელ რელიგიურ კონფესიას მიეკუთვნებიან ისინი”.მომზადებულია english.shafaaq.com-ს მიხედვით.