პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იმერეთის რეგიონული ნაგავსაყრელი დანაღმულ ტერიტორიაზე კეთდება
იმერეთის რეგიონული ნაგავსაყრელი დანაღმულ ტერიტორიაზე კეთდება

ქუ­თა­ის­ში ე.წ. "ნი­კე­ას ნა­გავ­საყ­რე­ლის" და­ხურ­ვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­ვი­და, რის შემ­დე­გაც ქუ­თა­ი­სის "აქი­ლევ­სის ქუს­ლად "წო­დე­ბუ­ლი ნა­ხე­ვარ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი პრობ­ლე­მა წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა.

"ნი­კე­ას ნა­გავ­საყ­რე­ლის" და­ხურ­ვის შემ­დეგ კი ნარ­ჩე­ნე­ბის გა­ტა­ნა ქა­ლაქ­გა­რეთ, ახალ ნაგ­ვსაყ­რელ­ზე მოხ­დე­ბა, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ ქუ­თა­ისს, არა­მედ მთელ იმე­რეთს, რაჭა-ლე­ჩხუმ­სა და ქვე­მო სვა­ნეთს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

იმე­რე­თის ახა­ლი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ნა­გავ­საყ­რე­ლი თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გო­დო­გან­ში, ყო­ფი­ლი სა­ტან­კო ბა­ტა­ლი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე (კოხი) გან­თავ­სდე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია ქუ­თა­ი­სის ორ მთა­ვარ შე­მო­სას­ვლელ გზას (ქუ­თა­ი­სი-სა­ფი­ჩხია, ქუ­თა­ი­სი-სა­ღო­რია) შო­რის მდე­ბა­რე­ობს.

ამ­ჯე­რად ახა­ლი ნა­გავ­საყ­რე­ლის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი­დან 500-მეტ­რი­ა­ნი ბუ­ფე­რუ­ლი ზო­ნით არის და­შო­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა, გო­დოგ­ნის მკვიდ­რნი ში­შო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ახალ­მა ნა­გავ­საყ­რელ­მა, იგი­ვე პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნას, რაც ქუ­თა­ის­ში მდე­ბა­რე ნა­გავ­საყ­რელ­ზე იყო. კერ­ძოდ: არ იყო და­ცუ­ლი სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბი, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი იყო არ­სე­ბუ­ლი სა­ი­რი­გა­ციო არხი, ნარ­ჩე­ნე­ბი მდი­ნა­რე­ში ჩა­ე­დი­ნე­ბო­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იმე­რე­თის რე­გი­ო­ნა­ლურ ნა­გავ­საყ­რელ­ზე ნარ­ჩე­ნე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით გა­და­მუ­შა­ვე­ბას და მათი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის გა­რან­ტი­ას მო­ი­თხო­ვენ.

რო­გორც გო­დოგ­ნე­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ნა­გავ­საყ­რე­ლი უნდა მო­ე­წყოს, და­ნაღ­მუ­ლია. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წლე­ბის წინ, რო­დე­საც სამ­ხედ­რო­ებ­მა ბაზა და­ტო­ვეს, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნაღ­მი რამ­დენ­ჯერ­მე აფეთ­ქდა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იხ­სე­ნე­ბენ ფაქტს, რო­დე­საც მო­რიგ აფეთ­ქე­ბას ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

"წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ნა­გავ­საყ­რე­ლის მშე­ნებ­ლო­ბა ქვა­შა­ვას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ი­წყო, თუმ­ცა, სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო შე­ჩერ­და. ახლა კი ყო­ფილ სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე აკე­თე­ბენ, რა­ტომ შე­არ­ჩი­ეს მან­ცდა­მა­ინც და­ნაღ­მუ­ლი ად­გი­ლი, როცა გა­ცი­ლე­ბით უსაფრ­თხო და ხელ­საყ­რე­ლი ტე­რი­ტო­რია უკვე შერ­ჩე­უ­ლი იყო?" - აღ­ნიშ­ნა­ვენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

იხი­ლეთ ვრცლად

"P.S." (პოსტსკრიპ­ტუ­მი - ქუ­თა­ი­სი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

იმერეთის რეგიონული ნაგავსაყრელი დანაღმულ ტერიტორიაზე კეთდება

იმერეთის რეგიონული ნაგავსაყრელი დანაღმულ ტერიტორიაზე კეთდება

ქუთაისში ე.წ. "ნიკეას ნაგავსაყრელის" დახურვის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა, რის შემდეგაც ქუთაისის "აქილევსის ქუსლად "წოდებული ნახევარსაუკუნოვანი პრობლემა წარსულს ჩაბარდება.

"ნიკეას ნაგავსაყრელის" დახურვის შემდეგ კი ნარჩენების გატანა ქალაქგარეთ, ახალ ნაგვსაყრელზე მოხდება, რომელიც არა მხოლოდ ქუთაისს, არამედ მთელ იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს მოემსახურება.

იმერეთის ახალი რეგიონალური ნაგავსაყრელი თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანში, ყოფილი სატანკო ბატალიონის ტერიტორიაზე (კოხი) განთავსდება. აღნიშნული ტერიტორია ქუთაისის ორ მთავარ შემოსასვლელ გზას (ქუთაისი-საფიჩხია, ქუთაისი-საღორია) შორის მდებარეობს.

ამჯერად ახალი ნაგავსაყრელისთვის გათვალისწინებული ადგილი დასახლებული პუნქტიდან 500-მეტრიანი ბუფერული ზონით არის დაშორებული, თუმცა, გოდოგნის მკვიდრნი შიშობენ, რომ შესაძლოა, ახალმა ნაგავსაყრელმა, იგივე პრობლემები შექმნას, რაც ქუთაისში მდებარე ნაგავსაყრელზე იყო. კერძოდ: არ იყო დაცული სანიტარული ნორმები, დაბინძურებული იყო არსებული საირიგაციო არხი, ნარჩენები მდინარეში ჩაედინებოდა. ადგილობრივები იმერეთის რეგიონალურ ნაგავსაყრელზე ნარჩენების თანამედროვე სტანდარტებით გადამუშავებას და მათი უსაფრთხოების დაცვის გარანტიას მოითხოვენ.

როგორც გოდოგნელები საუბრობენ, ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორია, სადაც ნაგავსაყრელი უნდა მოეწყოს, დანაღმულია. მათი ინფორმაციით, წლების წინ, როდესაც სამხედროებმა ბაზა დატოვეს, ტერიტორიაზე ნაღმი რამდენჯერმე აფეთქდა. ადგილობრივები იხსენებენ ფაქტს, როდესაც მორიგ აფეთქებას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"წინა ხელისუფლების პირობებში, ნაგავსაყრელის მშენებლობა ქვაშავას ტერიტორიაზე დაიწყო, თუმცა, სამუშაოები გაურკვეველი მიზეზების გამო შეჩერდა. ახლა კი ყოფილ სამხედრო ბაზაზე აკეთებენ, რატომ შეარჩიეს მანცდამაინც დანაღმული ადგილი, როცა გაცილებით უსაფრთხო და ხელსაყრელი ტერიტორია უკვე შერჩეული იყო?" - აღნიშნავენ ადგილობრივები.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა