მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვმა მათემატიკა ისწავლოს
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვმა მათემატიკა ისწავლოს

მა­თე­მა­ტი­კის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და ამ საგ­ნის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შეს­წავ­ლა ყვე­ლა მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სის სფე­რო არ არის, თუმ­ცა რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, თუ ხელ­შე­წყო­ბა იქ­ნე­ბა, ეს ყვე­ლას შე­უძ­ლია... თუმ­ცა მა­თე­მა­ტი­კის სა­უ­კე­თე­სოდ შეს­წავ­ლით მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭის ბავ­შვე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ამ ცოდ­ნას სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ფი­კურ სას­წავ­ლო ცენ­ტრებ­ში ეუფ­ლე­ბი­ან და იღ­რმა­ვე­ბენ. ერთ-ერთი ასე­თი სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრი "მზი­უ­რი" გახ­ლავთ, სა­დაც თავს იყ­რი­ან გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლი და სხარ­ტად მო­აზ­როვ­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი.

და­ვინ­ტე­რეს­დით სწო­რედ იმით, თუ რა არის მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმის­თვის, რომ პა­ტა­რე­ბი მა­თე­მა­ტი­კით და­ინ­ტე­რეს­დნენ. ამის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორს გია თოდ­რი­ას და მის მო­ად­გი­ლეს ამი­რან მეტ­რე­ველს შევ­ხვდით.

- რო­გორ და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ ბავ­შვე­ბი მა­თე­მა­ტი­კით?

- ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სკო­ლამ­დე­ლი ასა­კი. ამ პე­რი­ოდ­ში დიდი ინ­ტენ­სი­ვო­ბით ხდე­ბა გა­რე­მოს შეც­ნო­ბა და ცხოვ­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სხვა­დას­ხვა უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა. სწო­რედ ამ ასაკ­შია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აზ­როვ­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო უნა­რე­ბის გავ­რცო­ბა. სა­უ­ბა­რია არა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი დის­ციპ­ლი­ნის ასათ­ვი­სებ­ლად სა­ჭი­რო, არა­მედ ე.წ. ზო­გად, ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. თუ ამ პე­რი­ოდ­ში ფუნ­და­მენ­ტი სწო­რად არის ჩაყ­რი­ლი, ნიშ­ნავს, რომ ბავ­შვს შემ­დგომ ეტაპ­ზე მზა­ო­ბა უკვე აქვს.

ამას­თან, არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სი, შე­ჯიბ­რი, რო­მელ­შიც ბავ­შვე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, მათ შო­რის მა­თე­მა­ტი­კა­შიც, ასეთ დროს ოჯა­ხიც აქ­ცევს ყურ­დღე­ბას და ამ­გვა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩვე­ნი თვალ­თა­ხედ­ვის არე­შიც ხვდე­ბი­ან. და­ახ­ლო­ე­ბით მე­ო­თხე-მე­ხუ­თე კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აქვთ ეს მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი. ჩვენს ნი­ჭი­ერ ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბის პროგ­რა­მა­შიც სწო­რედ ამ ასაკ­ში (IV-VII კლა­სი) ხვდე­ბი­ან ისი­ნი, რომ­ლებ­მაც მა­თე­მა­ტი­კუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი უკვე გა­მო­ამ­ჟღავ­ნეს.

- თუ ბავ­შვს მა­თე­მა­ტი­კი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა, რა უნდა მო­ვი­მოქ­მე­დოთ იმის­თვის, რომ მას ეს უნა­რი გან­ვუ­ვი­თა­როთ?

- უმ­ჯო­ბე­სად მი­მაჩ­ნია, რომ ჩვენ კი არ "ვუ­კარ­ნა­ხოთ" ამა თუ იმ დის­ციპ­ლი­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბა, არა­მედ, მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ თვი­თონ გა­მო­ავ­ლი­ნოს ინ­ტე­რე­სი და და­ვეხ­მა­როთ მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვა­ში.

ად­რე­ულ ასაკ­ში მა­თე­მა­ტი­კუ­რი უნა­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი გზა ლო­გი­კუ­რი ამო­ცა­ნე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლად ამოხ­სნაა. ჩვენ ვებგ­ვერ­დზე მუდ­მი­ვად არის გან­თავ­სე­ბუ­ლი მა­თე­მა­ტი­კურ-ლო­გი­კუ­რი ტი­პის 5 ამო­ცა­ნა, რომ­ლის ამოხ­სნა­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­თე­მა­ტი­კუ­რი ცოდ­ნა არ სჭირ­დე­ბა, უფრო ლო­გი­კა და გა­აზ­რე­ბა არის მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ასეთ ამო­ცა­ნებ­ზე მუ­შა­ო­ბა ამ ასაკ­ში გა­მარ­თლე­ბუ­ლია. არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მათ ამოხ­სნა­ში მთე­ლი ოჯა­ხია ჩარ­თუ­ლი. ეს ერთ-ერთი კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა, ბავ­შვებ­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან მუ­შა­ო­ბი­სა.

- არ­სე­ბობს მოს­წავ­ლე­ებ­ში ასე­თი გა­მოთ­ქმა: "მა­თე­მა­ტი­კას ვე­რას­დროს ვის­წავ­ლი იმი­ტომ, რომ არ მეს­მის". რას გვე­ტყვით, ამ საგ­ნის შეს­წავ­ლა ნე­ბის­მი­ერ ბავ­შვს შე­უძ­ლია?

- მა­თე­მა­ტი­კის სა­ფუძ­ვლე­ბის გარ­კვე­უ­ლი მი­ნი­მუ­მის შეს­წავ­ლა არა თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი, არა­მედ, პრაქ­ტი­კუ­ლად, სა­ვალ­დე­ბუ­ლო­ცაა ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თვის. რა თქმა უნდა, მა­თე­მა­ტი­კის სა­ფუძ­ვლე­ბის სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა სწო­რედ ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო უნა­რე­ბის გავ­რცო­ბაა. ეს უნა­რე­ბი სჭირ­დე­ბა ყვე­ლას, რო­გორც მა­თე­მა­ტი­კოსს, ასე­ვე მხატ­ვარ­სა და კომ­პო­ზი­ტორს...

- არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ბავ­შვი რთუ­ლი ლო­გი­კუ­რი ამო­ცა­ნე­ბის ამოხ­სნას მარ­ტი­ვად არ­თმევს თავს სახ­ლში, მაგ­რამ გა­მოც­და­ზე ან ოლიმ­პი­ა­და­ზე მარ­ტივ ამო­ცა­ნებ­საც კი ვერ უმკლავ­დე­ბა. გვირ­ჩი­ეთ, რო­გორ და­ვაძ­ლე­ვი­ნოთ ბავ­შვს სტრე­სი?

- ასე­თი ბავ­შვე­ბი, რა თქმა უნდა, არ­სე­ბო­ბენ. სა­ო­ლიმ­პი­ა­დო სტრე­სის დაძ­ლე­ვის რა­ი­მე გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტი არ არ­სე­ბობს. ერთი, ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ისევ და ისევ ოლიმ­პი­ა­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ბავ­შვე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნას იძენს და სტრე­სის დაძ­ლე­ვას ახერ­ხებს.

- თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, რა ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა - იზ­რდე­ბა თუ არა მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სი მა­თე­მა­ტი­კის და პროგ­რა­მი­რე­ბი­სად­მი?

- მა­თე­მა­ტი­კი­სად­მი ინ­ტე­რე­სის ზრდა არ შე­იმ­ჩნე­ვა. თუმ­ცა, აშ­კა­რაა ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კუ­რი სკო­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა. წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა ამ სკო­ლებ­ში სწავ­ლის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა.

პროგ­რა­მი­რე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი კი იზ­რდე­ბა. ამას ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრაგ­მა­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბი აქვს. ცნო­ბი­ლია, რომ პროგ­რა­მის­ტის პრო­ფე­სია ძალ­ზე მომ­გე­ბი­ა­ნია, მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დია, მათ შო­რის, ჩვენ­თა­ნაც. უკვე გაჩ­ნდა იმის მა­გა­ლი­თე­ბი, რომ ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი სა­ზღვარ­გა­რე­თაც, დიდ, სე­რი­ო­ზულ კომ­პა­ნი­ებ­ში მა­ღალ ანა­ზღა­უ­რე­ბებ­ზეც მუ­შა­ო­ბენ. ამ­დე­ნად, ინ­ტე­რე­სი ამ პრო­ფე­სი­ის მი­მართ გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, ვიდ­რე წინა წლებ­ში იყო. მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ინ­ტე­რე­სია, რად­გა­ნაც ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი არ იდ­გმე­ბა იმის­თვის, რომ ეს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ხელ­შე­წყო­ბი­ლი იქ­ნას. ამ წუ­თას ჩვე­ნი სკო­ლე­ბი და გა­ნათ­ლე­ბის სი­ტე­მა არ არის მო­მარ­თუ­ლი, რომ ასეთ ბავ­შვებს და­ეხ­მა­რონ.

- ამ სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი რო­გორ უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს და და­ლაგ­დეს?

- გამ­ზა­დე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტი ამი­სი არ არ­სე­ბობს, იქ­ნებ ერთხელ მა­ინც და­ის­ვას ეს სა­კი­თხი, რომ ასეთ ბავ­შვებს მი­ხედ­ვა სჭირ­დე­ბათ...

ეს ქვეყ­ნის­თვის და კერ­ძოდ, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტი უნდა იყოს. გა­მორ­ჩე­უ­ლი ბავ­შვის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი დგე­ბი­ან, რომ­ლებ­საც არას­ტან­დარ­ტუ­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ, ასე­თი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბაც, იქ­ნე­ბა ეს ქვეყ­ნის თუ დიდი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მარ­თვა. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ჭი­რო­ნი არი­ან. თუ არ მი­ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას, მათი ქვეყ­ნი­დან გა­დი­ნე­ბა მოხ­დე­ბა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვმა მათემატიკა ისწავლოს

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვმა მათემატიკა ისწავლოს

მათემატიკის მიმართ ინტერესი და ამ საგნის საფუძვლიანი შესწავლა ყველა მოსწავლის ინტერესის სფერო არ არის, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ ხელშეწყობა იქნება, ეს ყველას შეუძლია... თუმცა მათემატიკის საუკეთესოდ შესწავლით მაინც განსაკუთრებული ნიჭის ბავშვები ინტერესდებიან, რომლებიც ამ ცოდნას სხვადასხვა სპეციფიკურ სასწავლო ცენტრებში ეუფლებიან და იღრმავებენ. ერთ-ერთი ასეთი საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი "მზიური" გახლავთ, სადაც თავს იყრიან გონებაგახსნილი და სხარტად მოაზროვნე მოსწავლეები.

დავინტერესდით სწორედ იმით, თუ რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პატარები მათემატიკით დაინტერესდნენ. ამისთვის აღნიშნული ცენტრის დირექტორს გია თოდრიას და მის მოადგილეს ამირან მეტრეველს შევხვდით.

- როგორ დავაინტერესოთ ბავშვები მათემატიკით?

- ბავშვის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია სკოლამდელი ასაკი. ამ პერიოდში დიდი ინტენსივობით ხდება გარემოს შეცნობა და ცხოვრებისთვის აუცილებელი სხვადასხვა უნარის განვითარება. სწორედ ამ ასაკშია მნიშვნელოვანი აზროვნებისთვის საჭირო უნარების გავრცობა. საუბარია არა რომელიმე კონკრეტული დისციპლინის ასათვისებლად საჭირო, არამედ ე.წ. ზოგად, ლოგიკური აზროვნებისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაზე. თუ ამ პერიოდში ფუნდამენტი სწორად არის ჩაყრილი, ნიშნავს, რომ ბავშვს შემდგომ ეტაპზე მზაობა უკვე აქვს.

ამასთან, არსებობს სხვადასხვა კონკურსი, შეჯიბრი, რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ, მათ შორის მათემატიკაშიც, ასეთ დროს ოჯახიც აქცევს ყურდღებას და ამგვარი მოსწავლეები ჩვენი თვალთახედვის არეშიც ხვდებიან. დაახლოებით მეოთხე-მეხუთე კლასის მოსწავლეებს ჩამოყალიბებული აქვთ ეს მიდრეკილებები. ჩვენს ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამაშიც სწორედ ამ ასაკში (IV-VII კლასი) ხვდებიან ისინი, რომლებმაც მათემატიკური მიდრეკილებები უკვე გამოამჟღავნეს.

- თუ ბავშვს მათემატიკისადმი მიდრეკილება აღმოაჩნდა, რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ მას ეს უნარი განვუვითაროთ?

- უმჯობესად მიმაჩნია, რომ ჩვენ კი არ "ვუკარნახოთ" ამა თუ იმ დისციპლინით დაინტერესება, არამედ, მივცეთ საშუალება, რომ თვითონ გამოავლინოს ინტერესი და დავეხმაროთ მიდრეკილებების სწორად შერჩევაში.

ადრეულ ასაკში მათემატიკური უნარებით განვითარების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გზა ლოგიკური ამოცანების რეგულარულად ამოხსნაა. ჩვენ ვებგვერდზე მუდმივად არის განთავსებული მათემატიკურ-ლოგიკური ტიპის 5 ამოცანა, რომლის ამოხსნასაც სპეციალური მათემატიკური ცოდნა არ სჭირდება, უფრო ლოგიკა და გააზრება არის მთავარი და მნიშვნელოვანი. მიგვაჩნია, რომ ასეთ ამოცანებზე მუშაობა ამ ასაკში გამართლებულია. არსებობს შემთხვევები, როცა მათ ამოხსნაში მთელი ოჯახია ჩართული. ეს ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, ბავშვებთან და ოჯახის წევრებთან მუშაობისა.

- არსებობს მოსწავლეებში ასეთი გამოთქმა: "მათემატიკას ვერასდროს ვისწავლი იმიტომ, რომ არ მესმის". რას გვეტყვით, ამ საგნის შესწავლა ნებისმიერ ბავშვს შეუძლია?

- მათემატიკის საფუძვლების გარკვეული მინიმუმის შესწავლა არა თუ შესაძლებელი, არამედ, პრაქტიკულად, სავალდებულოცაა ყველა მოსწავლისთვის. რა თქმა უნდა, მათემატიკის საფუძვლების სკოლაში სწავლების მთავარი ამოცანა სწორედ ლოგიკური აზროვნებისთვის საჭირო უნარების გავრცობაა. ეს უნარები სჭირდება ყველას, როგორც მათემატიკოსს, ასევე მხატვარსა და კომპოზიტორს...

- არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი რთული ლოგიკური ამოცანების ამოხსნას მარტივად ართმევს თავს სახლში, მაგრამ გამოცდაზე ან ოლიმპიადაზე მარტივ ამოცანებსაც კი ვერ უმკლავდება. გვირჩიეთ, როგორ დავაძლევინოთ ბავშვს სტრესი?

- ასეთი ბავშვები, რა თქმა უნდა, არსებობენ. საოლიმპიადო სტრესის დაძლევის რაიმე გარანტირებული რეცეპტი არ არსებობს. ერთი, ყველაზე გამოცდილი საშუალება ისევ და ისევ ოლიმპიადებში მონაწილეობაა. დროთა განმავლობაში, ბავშვების გარკვეული ნაწილი საკუთარი თავის რწმენას იძენს და სტრესის დაძლევას ახერხებს.

- თქვენი დაკვირვებით, რა ტენდენცია შეინიშნება - იზრდება თუ არა მოსწავლეების ინტერესი მათემატიკის და პროგრამირებისადმი?

- მათემატიკისადმი ინტერესის ზრდა არ შეიმჩნევა. თუმცა, აშკარაა ფიზიკა-მათემატიკური სკოლებით დაინტერესება. წლიდან წლამდე იზრდება ამ სკოლებში სწავლის მსურველთა რაოდენობა.

პროგრამირების მიმართ ინტერესი კი იზრდება. ამას ძალიან ჩვეულებრივი პრაგმატული მიზეზები აქვს. ცნობილია, რომ პროგრამისტის პროფესია ძალზე მომგებიანია, მაღალანაზღაურებადია, მათ შორის, ჩვენთანაც. უკვე გაჩნდა იმის მაგალითები, რომ ჩვენი ახალგაზრდები საზღვარგარეთაც, დიდ, სერიოზულ კომპანიებში მაღალ ანაზღაურებებზეც მუშაობენ. ამდენად, ინტერესი ამ პროფესიის მიმართ გაცილებით მაღალია, ვიდრე წინა წლებში იყო. მაგრამ ეს მხოლოდ ინტერესია, რადგანაც ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება იმისთვის, რომ ეს განვითარებული და ხელშეწყობილი იქნას. ამ წუთას ჩვენი სკოლები და განათლების სიტემა არ არის მომართული, რომ ასეთ ბავშვებს დაეხმარონ.

- ამ სფეროში არსებული პრობლემები როგორ უნდა დარეგულირდეს და დალაგდეს?

- გამზადებული რეცეპტი ამისი არ არსებობს, იქნებ ერთხელ მაინც დაისვას ეს საკითხი, რომ ასეთ ბავშვებს მიხედვა სჭირდებათ...

ეს ქვეყნისთვის და კერძოდ, განათლების სისტემისთვის სერიოზული პრიორიტეტი უნდა იყოს. გამორჩეული ბავშვისგან გამორჩეული ადამიანები დგებიან, რომლებსაც არასტანდარტული, ორიგინალური აზროვნება შეუძლიათ, ასეთივე გადაწყვეტილებების მიღებაც, იქნება ეს ქვეყნის თუ დიდი ორგანიზაციების მართვა. ასეთი ადამიანები საჭირონი არიან. თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, მათი ქვეყნიდან გადინება მოხდება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია