Russia Today-ის პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს უკრაინელმა ჟურნალისტმა ტელევიზია უკრაინის შესახებ ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა და მათ კრემლის მიერ მართული უწოდა.
წამყვანის კითხვაზე პასუხის გაცემის მაგივრად, მან ისაუბრა, რომ რუსი სამხედროები მის სამშობლოში იმყოფებიან, მან მიმართა უცხოელ კოლეგებსაც. ჟურნალისტის თქმით, საერთაშორისო მედიამ არ უნდა ითანამშრომლოს Russia Today-თან. მოკლე კომანტარის გაკეთების შემდეგ პირდაპირ ეთერში გამოჩნდა წარწერა: "Russia Today, შეწყვიტე ტყუილის თქმა".