პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიდრე პრეზიდენტი უელსში იყო - უფლება, რომელიც მარგველაშვილს აღარ აქვს
ვიდრე პრეზიდენტი უელსში იყო - უფლება, რომელიც მარგველაშვილს აღარ აქვს

"პრე­ზი­დენტს კი­დევ ერთი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­ე­ზღუ­და, ოღონდ ახლა უკვე გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­დან. ერთი შე­ხედ­ვით არ­ცთუ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - სტუ­დენ­ტუ­რი ფას­დაკ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლის უმაღ­ლეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სწავ­ლი­სა და და­ფი­ნან­სე­ბის პი­რო­ბე­ბის გან­სა­ზღვრა პრე­ზი­დენ­ტის პრე­რო­გა­ტი­ვა აღარ იქ­ნე­ბა. თუ პარ­ლა­მენ­ტმა შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი მი­ი­ღო, მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და მთავ­რო­ბა­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­ში ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ იდე­ის ავ­ტო­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროა, რო­მელ­საც "მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის კად­რი" - მისი ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე თა­მარ სა­ნი­კი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს", - წერს გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით სა­ნამ პრე­ზი­დენ­ტი უელსში იყო... / მარ­გვე­ლაშ­ვილს კი­დევ რამ­დე­ნი­მე უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვეს.

"აქამ­დე ეს სა­კი­თხე­ბი პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბე­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბო­და, თუმ­ცა, პარ­ლა­მენტს "უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი უკვე წა­რედ­გი­ნა და მის მი­ხედ­ვით, სტუ­დენ­ტის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბით ფას­დაკ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სის დამ­ტკი­ცე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მთავ­რო­ბას ენი­ჭე­ბა, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი გუნ­დის წევ­რის უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­უ­ლე­ბა­ში ჩა­რი­ცხვის და და­ფი­ნან­სე­ბის სა­კი­თხებს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო გან­სა­ზღვრავს", - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

"ცვლი­ლე­ბებს ბუ­ნებ­რი­ვად მი­იჩ­ნევს გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და ამ­ბობს, რომ ამ სა­კი­თხებ­ში პრე­ზი­დენ­ტის როლი ისე­დაც ფორ­მა­ლუ­რი იყო - მხო­ლოდ ხე­ლის მო­წე­რის დო­ნე­ზე და რომ რე­ა­ლუ­რად ის სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში არა­ნა­ი­რი ფორ­მით არ ერ­თვე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ფორ­მა­ლუ­რი წვლი­ლის გა­უქ­მე­ბას იგი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვად არ აღიქ­ვამს. "სტუ­დენ­ტუ­რი ფას­დაკ­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სის გან­სა­ზღვრას­თან პრე­ზი­დენტს არც აქამ­დე ჰქო­ნია სა­ერ­თო, ის უბ­რა­ლოდ ხელს აწერ­და. ყვე­ლა­ფე­რი სა­მი­ნის­ტრო­ში მზად­დე­ბო­და. ასე რომ, მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ფორ­მა­ლუ­რი იყო, რე­ა­ლუ­რად კი არც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და არც აპა­რატ­ში ეს სა­კი­თხი არ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ასე რომ, სა­უ­ბა­რი, თით­ქოს პრე­ზი­დენტს რა­ი­მე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­ე­ზღუ­და, არას­წო­რია", - მი­იჩ­ნევს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

"იმა­ზე, თუ რაში დას­ჭირ­და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს არ­სე­ბულ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა, რაც მარ­გვე­ლაშ­ვილს თუნ­დაც ამ "ფორ­მა­ლუ­რი" პრო­ცე­სი­დან გა­მო­თი­შავ­და, "რე­ზო­ნანსს" პო­ლი­ტო­ლო­გი და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე ესა­უბ­რა. "გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­საც ვიც­ნობ, ქალ­ბა­ტონ სა­ნი­კი­ძე­საც. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ქალ­ბა­ტონ თა­მარს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი­სად­მი ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს და უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მი­თაა გან­მსჭვა­ლუ­ლი. მას ნამ­დვი­ლად არა­ფერ­ში ეტყო­ბა იმის სურ­ვი­ლი, რომ პრე­ზი­დენ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მავ­ნე ნა­ბი­ჯი გა­დად­გას. ასე რომ, მე­ეჭ­ვე­ბა, ამ ცვლი­ლე­ბის მო­ტი­ვი ეს იყოს. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ ხდე­ბა ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი, ბევრ რა­მეს ინ­სტი­ტუ­ცი­ას და­ვაბ­რა­ლებ­დი, იმი­ტომ, რომ იგი ცუდი ხა­რის­ხი­საა. ფუნ­ქცი­ე­ბი არაა მკა­ფი­ოდ გა­ყო­ფი­ლი. როცა საპ­რე­ზი­დენ­ტო რეს­პუბ­ლია ვი­ყა­ვით, ყვე­ლა­ფერს პრე­ზი­დენ­ტი წყვეტ­და. ახლა ნა­ხევ­რად სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა ვართ და ეს უკვე არე­უ­ლო­ბის წყა­როა", - აღ­ნიშ­ნავს რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე.

"სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კის­კენ წას­ვლა იმას ნიშ­ნავს, რომ პრე­ზი­დენტს რჩე­ბა მხო­ლოდ ის ფუნ­ქცი­ე­ბი, რაც ინ­გლის­ში, კონ­სტი­ტუ­ცი­ურ მო­ნარ­ქი­ა­ში მო­ნარ­ქს აქვს. ანუ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრო­ცეს­ში ჩარ­თვა და და­რე­გუ­ლი­რე­ბა. სხვა ყვე­ლა­ფე­რი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში გა­და­დის. ასე­თია იმ მი­მარ­თუ­ლე­ბის ლო­გი­კა, სა­ი­თაც ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლიზ­მი მი­დის. სწო­რად მიგ­ვაჩ­ნია ჩვენ ეს თუ არა, სხვა თე­მაა. მკა­ფიო კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გა­ნა­ცხა­დი უნდა გა­კეთ­დეს, რომ ჩვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­დი­ვართ და ცვლი­ლე­ბე­ბი აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. ეს გა­უ­გებ­რო­ბებს მოხ­სნი­და. როცა არც გა­ნა­ცხა­დი კეთ­დე­ბა და პრო­ცე­სე­ბი ნელ-ნელა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეს ეჭ­ვებს იწ­ვევს და ტო­ვებს შთა­ბე­ჭი­ლე­ბას, რომ ამის უკან რა­ღაც დგას", - დას­ძენს პო­ლი­ტო­ლო­გი.

ვიდრე პრეზიდენტი უელსში იყო - უფლება, რომელიც მარგველაშვილს აღარ აქვს

ვიდრე პრეზიდენტი უელსში იყო - უფლება, რომელიც მარგველაშვილს აღარ აქვს

"პრეზიდენტს კიდევ ერთი უფლებამოსილება შეეზღუდა, ოღონდ ახლა უკვე განათლების სფეროდან. ერთი შეხედვით არცთუ მნიშვნელოვანი - სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის, საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილის უმაღლეს დაწესებულებაში სწავლისა და დაფინანსების პირობების განსაზღვრა პრეზიდენტის პრეროგატივა აღარ იქნება. თუ პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი მიიღო, მისი უფლებამოსილება განათლების სამინისტროსა და მთავრობაზე გადანაწილდება. ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო  ისაა, რომ იდეის ავტორი განათლების სამინისტროა, რომელსაც "მარგველაშვილის კადრი" - მისი ყოფილი მოადგილე თამარ სანიკიძე ხელმძღვანელობს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სანამ პრეზიდენტი უელსში იყო... / მარგველაშვილს კიდევ რამდენიმე უფლება ჩამოართვეს.

"აქამდე ეს საკითხები პრეზიდენტის ბრძანებულებებით რეგულირდებოდა, თუმცა, პარლამენტს "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები უკვე წარედგინა და მის მიხედვით, სტუდენტის პირადობის მოწმობით ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების უფლებამოსილება მთავრობას ენიჭება, ხოლო საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესეულებაში ჩარიცხვის და დაფინანსების საკითხებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ცვლილებებს ბუნებრივად მიიჩნევს განათლების ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი და ამბობს, რომ ამ საკითხებში პრეზიდენტის როლი ისედაც ფორმალური იყო - მხოლოდ ხელის მოწერის დონეზე და რომ რეალურად ის სამუშაო პროცესში არანაირი ფორმით არ ერთვებოდა. შესაბამისად, ამ ფორმალური წვლილის გაუქმებას იგი უფლებამოსილების შეზღუდვად არ აღიქვამს. "სტუდენტური ფასდაკლებების გამოყენების წესის განსაზღვრასთან პრეზიდენტს არც აქამდე ჰქონია საერთო, ის უბრალოდ ხელს აწერდა. ყველაფერი სამინისტროში მზადდებოდა. ასე რომ, მისი მონაწილეობა ფორმალური იყო, რეალურად კი არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არც აპარატში ეს საკითხი არ განიხილებოდა. ასე რომ, საუბარი, თითქოს პრეზიდენტს რაიმე უფლებამოსილება შეეზღუდა, არასწორია", - მიიჩნევს ზურაბიშვილი.

"იმაზე, თუ რაში დასჭირდა განათლების სამინისტროს არსებულ კანონში ცვლილებების შეტანა, რაც მარგველაშვილს თუნდაც ამ "ფორმალური" პროცესიდან გამოთიშავდა, "რეზონანსს" პოლიტოლოგი და განათლების მინისტრის მრჩეველი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა. "გიორგი მარგველაშვილსაც ვიცნობ, ქალბატონ სანიკიძესაც. შემიძლია ვთქვა, რომ ქალბატონ თამარს მარგველაშვილისადმი ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება აქვს და უდიდესი პატივისცემითაა განმსჭვალული. მას ნამდვილად არაფერში ეტყობა იმის სურვილი, რომ პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ მავნე ნაბიჯი გადადგას. ასე რომ, მეეჭვება, ამ ცვლილების მოტივი ეს იყოს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ხდება ასეთი ცვლილებები, ბევრ რამეს ინსტიტუციას დავაბრალებდი, იმიტომ, რომ იგი ცუდი ხარისხისაა. ფუნქციები არაა მკაფიოდ გაყოფილი. როცა საპრეზიდენტო რესპუბლია ვიყავით, ყველაფერს პრეზიდენტი წყვეტდა. ახლა ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და ეს უკვე არეულობის წყაროა", - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

"საპარლამენტო რესპუბლიკისკენ წასვლა იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს რჩება მხოლოდ ის ფუნქციები, რაც ინგლისში, კონსტიტუციურ მონარქიაში მონარქს აქვს. ანუ, ხელისუფლებაში დაპირისპირების შემთხვევაში პროცესში ჩართვა და დარეგულირება. სხვა ყველაფერი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში გადადის. ასეთია იმ მიმართულების ლოგიკა, საითაც ჩვენი კონსტიტუციონალიზმი მიდის. სწორად მიგვაჩნია ჩვენ ეს თუ არა, სხვა თემაა. მკაფიო კონსტიტუციური განაცხადი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და ცვლილებები აქედან გამომდინარეობს. ეს გაუგებრობებს მოხსნიდა. როცა არც განაცხადი კეთდება და პროცესები ნელ-ნელა მიმდინარეობს, ეს ეჭვებს იწვევს და ტოვებს შთაბეჭილებას, რომ ამის უკან რაღაც დგას", - დასძენს პოლიტოლოგი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა