მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალბატონი
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალბატონი

ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ კრის­ტი უოლ­ტო­ნი ვე­რას­დროს მოხ­ვდე­ბო­და მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის ათე­ულ­ში და ვერც პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­დე­ბო­და, რომ არა მე­უღ­ლის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით და­ტო­ვე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა.

მე­უღ­ლის, ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ჯონ უოლ­ტო­ნის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ღუპ­ვის შემ­დეგ, 2005 წელს კრის­ტი უოლ­ტონს მემ­კვიდ­რე­ო­ბით 15,7 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნია Wal Mart-ი ერგო.

მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­ღე­ბი­დან ერთ წე­ლი­წად­ში, კრის­ტი უოლ­ტო­ნი ამე­რი­კის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის რე­ი­ტინ­გის ათე­ულ­ში მოხ­ვდა, მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა კი 16 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე გა­ზარ­და. "ფორბსის" ბოლო რე­ი­ტინ­გით, კრის­ტი უოლ­ტო­ნი 36,7 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ქო­ნე­ბით პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქალ­ბა­ტო­ნია, მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში კი ერ­თა­დერ­თი ქა­ლია, ვინც რე­ი­ტინ­გის ათე­ულ­ში მოხ­ვდა.

მის­მა შე­უ­პოვ­რო­ბამ და Wal Mart-ის საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის თა­ვის ღირ­სე­უ­ლად გარ­თმე­ვამ, სკეპ­ტი­კო­სებს "იმე­დე­ბი გა­უც­რუა". მალე ყვე­ლამ აღი­ა­რა, რომ კრის­ტი უოლ­ტონ­მა მო­ა­ხერ­ხა ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნესტრა­დი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, Wal Mart-ის ქსე­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა კი უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი გა­ხა­და.

უოლ­ტო­ნე­ბის ოჯა­ხურ იმ­პე­რი­ას სა­ფუძ­ვე­ლი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში, ოჯა­ხის უფ­როს­მა სემ უოლ­ტონ­მა ძმას­თან ერ­თად და­უ­დო. ახალ­გაზ­რდა სემი, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე კლერ­კად მუ­შა­ობ­და და თვე­ში 75 დო­ლარს გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და, ალ­ბათ, ვერც იფიქ­რებ­და, რომ წლე­ბის შემ­დეგ არ­კან­ზას­ში, მის მიერ გახ­სნი­ლი უნი­ვერ­სა­მე­ბის ქსე­ლი გლო­ბა­ლურ იმ­პე­რი­ად იქ­ცე­ო­და.

დღეს უკვე კომ­პა­ნია Wal Mart-ი მსოფ­ლი­ოს 15 ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 6 500 მა­ღა­ზი­ას ფლობს და სა­ერ­თო ჯამ­ში 2 მი­ლი­ო­ნამ­დე თა­ნამ­შრო­მელს აერ­თი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად 175 მი­ლი­ონ კლი­ენტს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. კომ­პა­ნი­ის ყო­ველ­წლი­უ­რი მო­გე­ბა კი 300 მი­ლი­არდ დო­ლარს აჭარ­ბებს.

წა­ი­კი­თხეთ მეტი

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალბატონი

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალბატონი

ბევრი მიიჩნევს, რომ კრისტი უოლტონი ვერასდროს მოხვდებოდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეულში და ვერც პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალბატონი გახდებოდა, რომ არა მეუღლისგან მემკვიდრეობით დატოვებული ქონება.

მეუღლის, ამერიკელი ბიზნესმენის ჯონ უოლტონის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ, 2005 წელს კრისტი უოლტონს მემკვიდრეობით 15,7 მილიარდი დოლარი და ცნობილი კომპანია Wal Mart-ი ერგო.

მემკვიდრეობის მიღებიდან ერთ წელიწადში, კრისტი უოლტონი ამერიკის ყველაზე მდიდარი ქალბატონების რეიტინგის ათეულში მოხვდა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება კი 16 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. "ფორბსის" ბოლო რეიტინგით, კრისტი უოლტონი 36,7 მილიარდი დოლარის ქონებით პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალბატონია, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში კი ერთადერთი ქალია, ვინც რეიტინგის ათეულში მოხვდა.

მისმა შეუპოვრობამ და Wal Mart-ის საქმიანობისთვის თავის ღირსეულად გართმევამ, სკეპტიკოსებს "იმედები გაუცრუა". მალე ყველამ აღიარა, რომ კრისტი უოლტონმა მოახერხა ოჯახური ბიზნესტრადიციების შენარჩუნება, Wal Mart-ის ქსელის საქმიანობა კი უფრო წარმატებული და მომგებიანი გახადა.

უოლტონების ოჯახურ იმპერიას საფუძველი გასული საუკუნის 70-იან წლებში, ოჯახის უფროსმა სემ უოლტონმა ძმასთან ერთად დაუდო. ახალგაზრდა სემი, რომელიც მანამდე კლერკად მუშაობდა და თვეში 75 დოლარს გამოიმუშავებდა, ალბათ, ვერც იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ არკანზასში, მის მიერ გახსნილი უნივერსამების ქსელი გლობალურ იმპერიად იქცეოდა.

დღეს უკვე კომპანია Wal Mart-ი მსოფლიოს 15 ქვეყნის მასშტაბით 6 500 მაღაზიას ფლობს და საერთო ჯამში 2 მილიონამდე თანამშრომელს აერთიანებს, რომლებიც ყოველკვირეულად 175 მილიონ კლიენტს ემსახურებიან. კომპანიის ყოველწლიური მოგება კი 300 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

წაიკითხეთ მეტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია