პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"stop russia - save europe"- უკრაინის მხარდამჭერი აქცია რუსთაველზე
"stop russia - save europe"- უკრაინის მხარდამჭერი აქცია რუსთაველზე

მო­ნა­წი­ლე­ებ­მა უკ­რა­ი­ნის მი­მართ რუ­სე­თის ღია აგ­რე­სია გა­აპ­რო­ტეს­ტეს და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად მეტი აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ მო­უ­წო­დეს.

რო­გორც უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, უკ­რა­ი­ნა­ში დღეს რუ­სე­თი იგი­ვე პო­ლი­ტი­კას ახორ­ცი­ე­ლებს, რა­საც 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და, ისევ აგ­რძე­ლებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ას. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის აზ­რით, არ შე­იძ­ლე­ბა მსოფ­ლიო მშვი­დად უყუ­რებ­დეს იმ მოვ­ლე­ნებს, რაც აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა, რად­გან რუ­სულ ღია აგ­რე­სი­ას ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბა.

რუს­თა­ველ­ზე შეკ­რე­ბი­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც მი­მარ­თეს და ქვეყ­ნის მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დეს, უკ­რა­ი­ნას მეტი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დოს და მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნას ამ მძი­მე წუ­თებ­ში ქმე­დი­თი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნოს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს თან ჰქონ­დათ სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის დრო­შე­ბი.

აქ­ცი­ის და­სას­რულს მათ ორი­ვე ქვეყ­ნის ჰიმ­ნი შე­ას­რუ­ლეს, პუ­ტი­ნის სუ­რა­თე­ბი კი დაწ­ვეს. ისი­ნი ასე­ვე სკან­დი­რებ­დნენ "პუ­ტინ ხუ­ი­ლო", ხოლო უკ­რა­ი­ნის მი­მართ მხარ­და­ჭე­რას ტრანსფა­რან­ტე­ბი­თაც გა­მო­ხა­ტავ­დნენ, რომ­ლებ­ზეც იყო წარ­წე­რე­ბი: "stop russia - save europe", "stop moscow".

ნა­ხეთ ვი­დეო

უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ქრო­ნი­კა:

უახ­ლე­სი | უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია სამ­ხედ­რო ტყვე­თა შო­რის ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ყოფ­ნას ადას­ტუ­რებს

უკ­რა­ი­ნის ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ძა­ლე­ბი ბრძო­ლებს რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას აწარ­მო­ე­ბენ

"stop russia - save europe"- უკრაინის მხარდამჭერი აქცია რუსთაველზე

"stop russia - save europe"- უკრაინის მხარდამჭერი აქცია რუსთაველზე

მონაწილეებმა უკრაინის მიმართ რუსეთის ღია აგრესია გააპროტესტეს და საერთაშორისო თანამეგობრობას უკრაინის დასახმარებლად მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს.

როგორც უკრაინის მხარდამჭერებმა განაცხადეს, უკრაინაში დღეს რუსეთი იგივე პოლიტიკას ახორციელებს, რასაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ახორციელებდა, ისევ აგრძელებს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. აქციის მონაწილეების აზრით, არ შეიძლება მსოფლიო მშვიდად უყურებდეს იმ მოვლენებს, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება, რადგან რუსულ ღია აგრესიას ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

რუსთაველზე შეკრებილებმა საქართველოს ხელისუფლებასაც მიმართეს და ქვეყნის მთავრობას მოუწოდეს, უკრაინას მეტი მხარდაჭერა გამოუცხადოს და მეგობარ ქვეყანას ამ მძიმე წუთებში ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოსა და უკრაინის დროშები.

აქციის დასასრულს მათ ორივე ქვეყნის ჰიმნი შეასრულეს, პუტინის სურათები კი დაწვეს. ისინი ასევე სკანდირებდნენ "პუტინ ხუილო", ხოლო უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ტრანსფარანტებითაც გამოხატავდნენ, რომლებზეც იყო წარწერები: "stop russia - save europe", "stop moscow".

ნახეთ ვიდეო

უკრაინაში განვითარებული მოვლენების ქრონიკა:

უახლესი | უკრაინული მედია სამხედრო ტყვეთა შორის ქართველი სამხედროების ყოფნას ადასტურებს

უკრაინის ანტიტერორისტული ძალები ბრძოლებს რამდენიმე ადგილას აწარმოებენ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა