პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გინეკოლოგი, რომელსაც ქალებთან და პაციენტებთან სხვადასხვა მიდგომა აქვს
 გინეკოლოგი, რომელსაც ქალებთან და პაციენტებთან სხვადასხვა მიდგომა აქვს

თუ ჩემი რეს­პონ­დენ­ტის ფო­ტოს უკვე და­ხე­დეთ, არ გე­გო­ნოთ, რო­მე­ლი­მე უცხო­ელ კი­ნო­ვარ­სკვლავ­თან ინ­ტერ­ვი­უს გთა­ვა­ზობთ. ეს მა­მა­კა­ცი ქარ­თვე­ლია; ამას წი­ნათ "ფე­ის­ბუკ­ზე" ჩემს მე­გობ­რებ­ში სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­და­ვა­წყდი და ჯერ ეს­პა­ნე­ლი მე­გო­ნა, მაგ­რამ მერე და­ვად­გი­ნე - ეს ფოტო ქარ­თველს ეკუთ­ვნო­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი, საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ექი­მია. სა­ქარ­თვე­ლო­ში გი­ნე­კო­ლო­გად მუ­შა­ობ­და, იყო კერ­ძო კლი­ნი­კის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, დი­ზა­ი­ნე­რო­ბაც სცა­და და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­შიც მო­სინ­ჯა ძა­ლე­ბი... მაშ, ასე, გა­ი­ცა­ნით - არ­ჩილ გო­გო­ლა­უ­რი, 41 წლის, წარ­მო­შო­ბით - ფშა­ვი­დან, პრო­ფე­სი­ით მეან-გი­ნე­კო­ლო­გი და პე­რი­ნა­თო­ლო­გი (პე­რი­ნა­თო­ლო­გია - ნა­ყო­ფის მე­დი­ცი­ნა). ბა­ტონ არ­ჩილ­თან ინ­ტერ­ვიუ 26 ივ­ნისს, "სკა­ი­პით" ჩავ­წე­რე.

- 61-ე სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, დო­ლი­ძე­ზე, შემ­დეგ - სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ორ­დი­ნა­ტუ­რა მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში გა­ვი­ა­რე და იქვე დავ­რჩი. მუ­შა­ო­ბა რომ და­ვი­წყე, 5 წელი თბი­ლი­სი­დან არ გავ­სულ­ვარ, არ და­მის­ვე­ნია, 12 მო­რი­გე­ო­ბა მქონ­და თვე­ში. ძა­ლი­ან ბევ­რს ვმუ­შა­ობ­დი. დღი­სით დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი კა­ბი­ნე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი, ღა­მით ვმო­რი­გე­ობ­დი. კლი­ნი­კუ­რი ორ­დი­ნა­ტუ­რა კა­მო­ზე, მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ში გა­ვი­ა­რე, ფან­ტას­ტი­კურ ხალ­ხთან - მა­მუ­ლო იაშ­ვილ­თან, ნო­დარ გო­მე­ლა­ურ­თან, გივი ცა­ნა­ვას­თან. მათი გაზ­რდი­ლი ვარ. ვა­კის ლე­ჩკომ­ბი­ნატ­ში რომ სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლი "ჰერა" იყო, გე­მახ­სოვ­რე­ბათ. მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვარ. ცოტა ხანს მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ვი­ყა­ვი სამ­კურ­ნა­ლო დარ­გში ანუ - მთა­ვა­რი ექი­მი. იქ რა­ღაც მოხ­და, სამი ექი­მი და­ი­ჭი­რეს და მაგ ამ­ბის მერე მი­ვე­დი. ცოტა ხანს სი­ტუ­ა­ცი­ის და­ლა­გე­ბას მო­ვუნ­დი, მერე წა­მო­ვე­დი. ახლა ძი­რი­თა­დად აქეთ ვარ, სტამ­ბოლ­ში. ბოლო ორ წე­ლი­წად­ში შვიდ­ჯერ ვი­ყა­ვი ორ­თვი­ან ჰოს­პი­ტა­ცი­ებ­ზე, გერ­მა­ნი­ა­ში, კლი­ნი­კის მიწ­ვე­ვით.

- თურ­ქეთ­ში რო­გორ მოხ­ვდით?

- პირ­ვე­ლად 2000 წელს, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა გა­მო­მიშ­ვა საქ­მე­ზე და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. მა­შინ­ვე შე­მიყ­ვარ­და სტამ­ბო­ლი. მერე, 10 წლის წინ ოჯა­ხი და­მენგრა. ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლეც გი­ნე­კო­ლო­გია, ჩემ­თან დავ­ტო­ვე, ჩემს კლი­ნი­კა­ში და მე აქეთ წა­მო­ვე­დი. სი­მარ­თლე ესაა.

- ბად­რის სა­ი­დან იც­ნობ­დით?

- ბად­რი გა­მაც­ნო ინა რუ­ხა­ძემ - "ვით გე­ორ­გი­ას" მე­პატ­რო­ნემ. ის ჩემი შვი­ლის ნათ­ლია და ჩემი მე­გო­ბა­რია.

- ბად­რის­თან მე­გობ­რობ­დით?

- არ ვმე­გობ­რობ­დით, მაგ­რამ ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვით. ბევ­რი სი­კე­თე მახ­სოვს მის­გან. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, მე გა­ვუ­კე­თე აუ­ზე­ბი­სა და 5-ტო­ნი­ა­ნი, უზარ­მა­ზა­რი აკ­ვა­რი­უ­მე­ბის დი­ზა­ი­ნი.

- ეს საქ­მე გე­ხერ­ხე­ბათ?

- აუ­ზე­ბის დი­ზა­ი­ნი ჩემი ჰობი იყო თა­ვი­დან. მერე ეს საქ­მე სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­ვის­წავ­ლე. ეს ბად­რის ჰო­ბიც იყო და ამან შეგ­ვახ­ვედ­რა ალ­ბათ ერ­თმა­ნეთს.

- პრო­ფე­სი­ით ექი­მი, აუ­ზე­ბის დი­ზა­ი­ნით რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დით?

- იცით, როცა სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, მა­შინ ექი­მო­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი პრო­ფე­სია იყო. ანუ თუ ოჯახ­ში ექი­მი გყავს, სა­დღაც 30 წლამ­დე უნდა არ­ჩი­ნო. მე ოჯა­ხი მყავ­და და სხვა­დას­ხვა საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ო­დი, რომ ჩემი ექი­მო­ბაც შე­მე­ნა­ხა და ოჯა­ხიც. მე და ჩემი მე­უღ­ლე ცალ­კე ვცხოვ­რობ­დით, 22 წლი­დან.

- კი­დევ რის დი­ზა­ინს აკე­თებ­დით?

- სხვა არაფ­რის. მხო­ლოდ იმის, რაც წყალ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თა­ვი­დან ეს ჩემი ჰობი იყო, მაგ­რამ რო­დე­საც ერთი მინა 950 კგ-ს იწო­ნის და ამით აუზს ან აკ­ვა­რი­უმს აშე­ნებ, ეს უკვე ჰობი აღა­რაა. კი­დევ რას აკე­თებ­დიო, მკი­თხეთ. ერთხელ, 1996 წელს, 33 ჰექ­ტა­რი მიწა და­ვა­მუ­შა­ვე ში­რაქ­ში და მახ­სოვს, სარ­ე­კორ­დო მო­სა­ვა­ლი ავი­ღე.

- რა და­თე­სეთ?

- ხორ­ბა­ლი. 52-53 ცენტნე­რი მი­ვი­ღე.

- იოლი არაა ალ­ბათ ემიგ­რა­ცი­ა­ში ყოფ­ნა. ხში­რად ჩა­მო­დი­ხართ?

- ადრე უფრო ხში­რად ჩა­მოვ­დი­ო­დი, ახლა ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ.

- თურ­ქეთ­ში რო­მელ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობთ?

- "ალ­მა­ნ­ჰას­თა­ნე­სი" გერ­მა­ნუ­ლი, მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კაა. გულ-სის­ხლძარ­ღვთა ქი­რურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვარ. გი­ნე­კო­ლო­გის ლი­ცენ­ზი­ას ახლა ვა­კე­თებ ან­კა­რა­ში და ალ­ბათ და­ვუბ­რუნ­დე­ბი გი­ნე­კო­ლო­გი­ას. თუმ­ცა, ისე მოხ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ძა­ლი­ან ბევ­რი მი­რე­კავ­და და მთხოვ­და, ამა თუ იმ კლი­ნი­კა­ში ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ფასი და პი­რო­ბე­ბი გა­მე­გო. რა­ღაც­ნა­ი­რად, ბუ­მია სტამ­ბოლ­ში მკურ­ნა­ლო­ბა­ზე. ამი­ტომ, ასე ვთქვათ, გა­ვა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რე ეს თემა და მე­გო­ბარ ქარ­თველ ქი­რურგთან ერ­თად სა­მე­დი­ცი­ნო ტუ­რიზ­მი­თაც ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. ჩემი ფირ­მა, ტურ­კგე­ო­მედ ბევრ ქარ­თველ პა­ცი­ენტს ემ­სა­ხუ­რე­ბა, სტამ­ბო­ლის სა­უ­კე­თე­სო კლი­ნი­კებ­ში. წლე­ბია, აქ ვართ ექი­მე­ბი და ბუ­ნებ­რი­ვია, ნაც­ნო­ბო­ბის დიდი წრე გვყავს სექ­ტემ­ბრი­დან ტრე­ნინ­გებ­საც ვი­წყებთ.

- მოგ­წონთ თურ­ქე­თი? შე­ე­გუ­ეთ?

- მი­მაჩ­ნია, რომ აქ არის სამი ქვე­ყა­ნა - სტამ­ბო­ლი თა­ვი­სი 20 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნით, სა­ნა­პი­რო ზოლი და და­ნარ­ჩე­ნი თურ­ქე­თი. ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა ეს ხალ­ხი ერ­თმა­ნე­თის­გან. თან მე­გა­პო­ლისს ასე­თი თვი­სე­ბა აქვს - ყვე­ლა ნა­ხუ­ლობს თა­ვის მო­სა­წონს, იმ­დე­ნად დიდი არ­ჩე­ვა­ნია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს სტამ­ბო­ლი, თა­ვი­სი მიქ­სით.

- თურ­ქუ­ლი იო­ლად ის­წავ­ლეთ?

- აქ არის უცხო­ე­ლე­ბის­თვის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც ვსწავ­ლობ­დი თურ­ქულს და ამე­რი­კე­ლე­ბი, ფრან­გე­ბი, ია­პო­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ ჩემს ჯგუფ­ში. ყო­ველ­დღე მქონ­და თურ­ქუ­ლის 6 სა­ა­თი. კარ­გად ვის­წავ­ლე, თან მა­ლე­ვე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბაც, თა­ვი­დან - გი­ნე­კო­ლო­გად, დე­დე­ოღ­ლუს კერ­ძო პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში. მერე გა­ვი­ცა­ნი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი კარ­დი­ო­ქი­რურ­გი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი, ის­მა­ილ უკ­სელ­ტა­ნი და მან წა­მიყ­ვა­ნა თა­ვის­თან ალ­მან­ში.

- ანუ სა­ქარ­თვე­ლო­დან ალალ­ბედ­ზე წახ­ვე­დით? აქე­დან რომ მი­დი­ო­დით, არ იცო­დით, რო­გორ იცხოვ­რებ­დით მანდ?

- არა, სა­ი­დან? არც მიწ­ვე­ვა მქონ­და და არც წი­ნას­წარ რა­ი­მე სამ­სა­ხუ­რი შე­გუ­ლე­ბუ­ლი. ორ­ჯერ ვი­ყა­ვი ნამ­ყო­ფი მან­ქა­ნით სტამ­ბოლ­ში და მო­მე­წო­ნა. როცა დად­გა სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩემს წას­ვლა­ზე, ავ­დე­ქი და აქ წა­მო­ვე­დი. გავ­ლე­ნა იმა­ნაც იქო­ნია, რომ ახ­ლო­საა ჩვენ­თან და ხში­რად ჩა­მო­ვი­დო­დი ბავ­შვებ­თან და დე­დას­თან. მყავს 2 შვი­ლი. გო­გო­ნა 18 წლი­საა და წელს სტუ­დენ­ტი გახ­და, ბიჭი - 10 წლი­საა, ფეხ­ბურ­თის ფა­ნია. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტა არ მინ­დო­და.

- სა­ნამ ექი­მად და­ი­წყებ­დით მუ­შა­ობს, თავს რო­გორ ირ­ჩენ­დით?

- ძა­ლი­ან მალე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. აქ ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი დამ­ხვდა, რო­მე­ლიც თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო და ერ­თად მოვ­ძებ­ნეთ ჩემ­თვის სამ­სა­ხუ­რი. პო­ლიკ­ლი­ნი­კის პატ­რო­ნი, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი, იყო ლაზი, ტრა­პი­ზო­ნი­დან. აჩი და შოთა არ­ვე­ლა­ძე­ებ­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ამიყ­ვა­ნა.

- წე­ღან თქვით, სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩემი წას­ვლის სა­კი­თხი დად­გაო... რო­გორც მივ­ხვდი, ოჯა­ხის დან­გრე­ვის გამო მოხ­და ეს...

- დიახ, ასე იყო. ეს ჩემ­თვის ერ­თგვა­რი სტრე­სი იყო. გა­დავ­წყვი­ტე, ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­მე­წყო და წა­მო­ვე­დი.

- მი­გაჩ­ნი­ათ, რომ ახლა უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხართ, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში იყა­ვით?

- რაც მანდ მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ნა­მუ­შე­ვა­რი, მა­გის ნა­ხე­ვა­რი რომ აქ გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ბევ­რად წინ ვიქ­ნე­ბო­დი. ჯერ გვი­ა­ნი არაა, კი­დევ ბევ­რია წინ...

- ახალ­გაზ­რდო­ბა არც ისე ხა­ლი­სი­ა­ნი გექ­ნე­ბო­დათ... სა­მო­ქა­ლა­ქო ომიც გა­მო­ი­ა­რეთ ალ­ბათ...

- რა თქმა უნდა, გა­მო­ვი­ა­რე. ძვე­ლი ჩი­ნუ­რი წყევ­ლა ყო­ფი­ლა - გე­ცხოვ­როს დიდი ცვლი­ლე­ბე­ბის დრო­სო!.. გა­მო­ვი­ა­რე რო­მე­ლია?! ნა­ხე­ვა­რი სა­მე­გობ­რო შე­ი­წი­რა იმ პე­რი­ოდ­მა.

- თურ­ქეთ­ში ცხოვ­რე­ბი­სას რას ვერ ეგუ­ე­ბით?

- მანდ უფრო ბევრ რა­მეს ვერ ვე­გუ­ე­ბი და გე­ტყვით, რა­ტომ. ყვე­ლა­ფე­რი უფრო მტკი­ვა და უფრო მწყინს. აქ თუ რა­მეს ვერ ვე­გუ­ე­ბი, გა­ვივ­ლი და ეგაა, - ჩემი არ არის... სხვა ქვე­ყა­ნაა. ისე, ძა­ლი­ან თბი­ლი ხალ­ხია, მიყ­ვარს აქა­უ­რო­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თვე­ლი და ქარ­თუ­ლი ოჯა­ხია აქ, მაგ­რამ ერთ უბან­ში არი­ან თავ­მოყ­რი­ლი და ფაქ­ტობ­რი­ვად, სტამ­ბო­ლიც კი არ იცი­ან. საკ­ვირ­ვე­ლია, რომ წლე­ბია, აქ ცხოვ­რო­ბენ და იმ უბანს არ გა­შო­რე­ბუ­ლან. შე­სა­ბა­მი­სად, არც სტამ­ბო­ლე­ლებს იც­ნო­ბენ და ამი­ტომ ძი­რი­თა­დად, მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ სტამ­ბოლ­ზეც და თურ­ქეთ­ზეც. ახლა თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბით კი­დევ ცოტა მო­ა­ხერ­ხეს, გა­იც­ნოთ აქა­უ­რო­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სე­რი­ა­ლით გაც­ნო­ბა­ზე რომ მიდ­გე­ბა საქ­მე, რამ­ხე­ლა სა­ინ­ფორ­მა­ციო ვა­კუ­უ­მია.

- იქ მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თობთ?

- რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან. ერთ-ერთი, ჩვე­ნი კონ­სუ­ლი იყო, გელა ჯა­ფა­რი­ძე, ძა­ლი­ან მა­გა­რი კაცი.

- თქვენ სად ცხოვ­რობთ?

- ვცხოვ­რობ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში, თა­ხიმ-ის მო­ე­დან­თან. ეს ცენ­ტრია. რო­გორც ჩვენ­თან რუს­თა­ვე­ლი, ასე­თი ქუ­ჩაა აქ, ის­თიკ­ლალ ჯად­დეს და მის პა­რა­ლე­ლურ ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ. კლი­ნი­კაც აქ­ვეა.

- ქარ­თვე­ლებ­ზე რას ამ­ბო­ბენ თურ­ქე­ბი?

- ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლა თურ­ქი ასე ამ­ბობს - "ჩემი ქარ­თვე­ლე­ბი".

- ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი გყავთ ალ­ბათ.

- ძა­ლი­ან ბევ­რი. ახლა სახ­ლში ჩემ­თან 2 წლის ბი­ჭუ­ნა ცხოვ­რობს, დე­დას­თან ერ­თად. სამ­კურ­ნა­ლო­დაა ჩა­მო­სუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­დან და­უდ­გე­ნე­ლი დი­აგ­ნო­ზით წა­მო­ვი­და, აქ თან­და­ყო­ლი­ლი ადრე­კორ­ტი­კუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა დად­გინ­და. ისე მოხ­და, რომ 2 დღით გა­და­ი­დო მისი კლი­ნი­კა­ში დაწ­ვე­ნა და ჩემ­თან სტუმ­რო­ბენ. დღეს, ჰო­პ­კინ­სის კლი­ნი­კა­ში ქარ­თველ პა­ცი­ენტს გა­ვუ­კე­თეთ მა­ნი­პუ­ლა­ცია ღვიძლზე, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში არ კეთ­დე­ბა. ღვიძ­ლის ცი­რო­ზი და კი­ბოა და გა­და­ნერგვის­კენ მივ­დი­ვართ.

- რამ­დე­ნი წე­ლია, რაც თურ­ქეთ­ში ხართ?

- 9 წე­ლია.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ექიმს ერთი ოპე­რა­ცი­ი­დან, პა­ცი­ენ­ტის მიერ გა­დახ­დი­ლი თან­ხის ძა­ლი­ან მცი­რე პრო­ცენ­ტი ხვდე­ბა. მანდ რო­გო­რია შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­ცხვი­ნოა ექი­მის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა. აქ გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია, გერ­მა­ნი­ა­საც კი სჯო­ბია. ანუ კარ­გად ვარ, მაგ­რამ ჩემი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის თურ­ქი ექი­მი რამ­დენ­ჯერ­მე ჩემ­ზე მეტ ხელ­ფასს იღებს. ამი­ტომ ახლა სა­ბუ­თე­ბი მომ­ყავს წეს­რიგ­ში.

- იღ­ლე­ბით დღის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- იცი, რო­გორ ვიღ­ლე­ბი? აი, ყუ­რებ­ში რომ აღარ გეს­მის, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნია? აი, ასე ვიღ­ლე­ბი.

- რო­გორ ერ­თო­ბით?

- ჩემს პა­რა­ლე­ლურ ქუ­ჩა­ზე ჩა­მო­დის მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან. ფაქ­ტობ­რი­ვად, გარ­თო­ბის ეპი­ცენ­ტრში ვცხოვ­რობ.

- ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ოპე­რა­ცია და ძნე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა...

- ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი თბი­ლის­ში იყო. რომ აღა­რა­ფე­რი გინ­და - აღარც თეთ­რი ხა­ლა­თი, აღარც ექი­მო­ბა, მაგ­რამ სიკ­ვდილ­ზე რომ გა­ი­მარ­ჯვებ და ყვე­ლა­ფე­რი გა­გივ­ლის, აღარ გახ­სოვს... ძა­ლი­ან მა­გა­რი შეგ­რძნე­ბაა.

- სულ მა­ინ­ტე­რე­სებს... გი­ნე­კო­ლო­გი მა­მა­კა­ცე­ბი ქა­ლებს ისე­ვე აღიქ­ვამთ, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი მა­მა­კა­ცე­ბი თუ - სხვა­ნა­ი­რად?

- ამა­ზე გე­ტყვით გულ­წრფე­ლად: როცა ხა­ლა­თი გაც­ვია, პა­ცი­ენ­ტის მეტი ვე­რა­ფე­რი უნდა და­ი­ნა­ხო. ღმერ­თმა და­გი­ფა­როს და, თუ რამე უკუღ­მარ­თი მო­გი­ვი­და თავ­ში, უნდა გა­ი­ხა­დო ხა­ლა­თი და წახ­ვი­დე. გა­რეთ - იცო­ცხლე, იყა­ვი, რო­გორც გინ­და. გა­რეთ ქა­ლებს ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ცოტა უკე­თე­სა­დაც აღ­ვიქ­ვამთ. აბა, და­ფიქ­რდით, რად­გან სპე­ცი­ა­ლის­ტი ხარ, ქა­ლის შე­სა­ხებ სხვა მა­მა­კა­ცებ­ზე 1000-ჯერ მეტი იცი და, რა თქმა უნდა, უკე­თე­სად აღიქ­ვამ.

- თურ­ქი ქა­ლე­ბი მოგ­წონთ? პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც მი­თხა­რით რამე.

- ძა­ლი­ან ბევ­რჯერ იყო თურ­ქი ქალი "მის მსოფ­ლიო". აქ ხომ ნა­რე­ვი სის­ხლია?! ამ­ხე­ლა იმ­პე­რია იყო, წარ­მო­იდ­გი­ნეთ: ხმელ­თა­შუა ზღვა, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა, ყი­რი­მი... აქეთ, ჩვენ­კენ "სტა­ნით" რო­მე­ლი ქვეყ­ნის სა­ხე­ლიც მთავ­რდე­ბა, ესე იგი, იქ ოს­მა­ლე­თი იყო ანუ გურ­ჯის­ტა­ნი - სა­ქარ­თვე­ლო; მა­ჯა­რის­ტა­ნი - უნ­გრე­თი; აბა­ზის­ტა­ნი - აფხა­ზე­თი; ბულ­გა­რის­ტა­ნი - ბულ­გა­რე­თი...

- თურ­ქე­თის ის­ტო­რი­ას იმი­ტომ მიყ­ვე­ბით, რომ ქა­ლე­ბის თე­მას თავი აა­რი­დოთ?

- (იცი­ნის) პი­რად­ში არა­ფე­რი ხდე­ბა და ალ­ბათ არ­ცაა სა­ინ­ტე­რე­სო ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. ასე რომ, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი იმ დრო­ის­თვის გა­დავ­დოთ, როცა რამე შე­იც­ვლე­ბა.

- ხე­ლახ­ლა არ და­ო­ჯახ­დით?

- არა.

- წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რა­ში.

- გმად­ლობ.

მარი ჯა­ფა­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

გინეკოლოგი, რომელსაც ქალებთან და პაციენტებთან სხვადასხვა მიდგომა აქვს

 გინეკოლოგი, რომელსაც ქალებთან და პაციენტებთან სხვადასხვა მიდგომა აქვს

თუ ჩემი რესპონდენტის ფოტოს უკვე დახედეთ, არ გეგონოთ, რომელიმე უცხოელ კინოვარსკვლავთან ინტერვიუს გთავაზობთ. ეს მამაკაცი ქართველია; ამას წინათ "ფეისბუკზე" ჩემს მეგობრებში სრულიად შემთხვევით გადავაწყდი და ჯერ ესპანელი მეგონა, მაგრამ მერე დავადგინე - ეს ფოტო ქართველს ეკუთვნოდა. აღმოჩნდა, რომ თურქეთში მცხოვრები, საკმაოდ წარმატებული ექიმია. საქართველოში გინეკოლოგად მუშაობდა, იყო კერძო კლინიკის დამფუძნებელი, დიზაინერობაც სცადა და სოფლის მეურნეობაშიც მოსინჯა ძალები... მაშ, ასე, გაიცანით - არჩილ გოგოლაური, 41 წლის, წარმოშობით - ფშავიდან, პროფესიით მეან-გინეკოლოგი და პერინათოლოგი (პერინათოლოგია - ნაყოფის მედიცინა). ბატონ არჩილთან ინტერვიუ 26 ივნისს, "სკაიპით" ჩავწერე.

- 61-ე სკოლა დავამთავრე, დოლიძეზე, შემდეგ - სამედიცინო უნივერსიტეტი. ორდინატურა მეორე სამშობიარო სახლში გავიარე და იქვე დავრჩი. მუშაობა რომ დავიწყე, 5 წელი თბილისიდან არ გავსულვარ, არ დამისვენია, 12 მორიგეობა მქონდა თვეში. ძალიან ბევრს ვმუშაობდი. დღისით დიაგნოსტიკური კაბინეტის ხელმძღვანელი ვიყავი, ღამით ვმორიგეობდი. კლინიკური ორდინატურა კამოზე, მეორე სამშობიაროში გავიარე, ფანტასტიკურ ხალხთან - მამულო იაშვილთან, ნოდარ გომელაურთან, გივი ცანავასთან. მათი გაზრდილი ვარ. ვაკის ლეჩკომბინატში რომ სამშობიარო სახლი "ჰერა" იყო, გემახსოვრებათ. მისი დამფუძნებელი ვარ. ცოტა ხანს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული საავადმყოფის დირექტორის მოადგილე ვიყავი სამკურნალო დარგში ანუ - მთავარი ექიმი. იქ რაღაც მოხდა, სამი ექიმი დაიჭირეს და მაგ ამბის მერე მივედი. ცოტა ხანს სიტუაციის დალაგებას მოვუნდი, მერე წამოვედი. ახლა ძირითადად აქეთ ვარ, სტამბოლში. ბოლო ორ წელიწადში შვიდჯერ ვიყავი ორთვიან ჰოსპიტაციებზე, გერმანიაში, კლინიკის მიწვევით.

- თურქეთში როგორ მოხვდით?

- პირველად 2000 წელს, ბადრი პატარკაციშვილმა გამომიშვა საქმეზე და ძალიან მომეწონა. მაშინვე შემიყვარდა სტამბოლი. მერე, 10 წლის წინ ოჯახი დამენგრა. ჩემი ყოფილი მეუღლეც გინეკოლოგია, ჩემთან დავტოვე, ჩემს კლინიკაში და მე აქეთ წამოვედი. სიმართლე ესაა.

- ბადრის საიდან იცნობდით?

- ბადრი გამაცნო ინა რუხაძემ - "ვით გეორგიას" მეპატრონემ. ის ჩემი შვილის ნათლია და ჩემი მეგობარია.

- ბადრისთან მეგობრობდით?

- არ ვმეგობრობდით, მაგრამ ძალიან ახლოს ვიყავით. ბევრი სიკეთე მახსოვს მისგან. გაგიკვირდებათ და, მე გავუკეთე აუზებისა და 5-ტონიანი, უზარმაზარი აკვარიუმების დიზაინი.

- ეს საქმე გეხერხებათ?

- აუზების დიზაინი ჩემი ჰობი იყო თავიდან. მერე ეს საქმე საფუძვლიანად შევისწავლე. ეს ბადრის ჰობიც იყო და ამან შეგვახვედრა ალბათ ერთმანეთს.

- პროფესიით ექიმი, აუზების დიზაინით რატომ დაინტერესდით?

- იცით, როცა სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, მაშინ ექიმობა ძალიან დაბალანაზღაურებადი პროფესია იყო. ანუ თუ ოჯახში ექიმი გყავს, სადღაც 30 წლამდე უნდა არჩინო. მე ოჯახი მყავდა და სხვადასხვა საქმიანობას ვეწეოდი, რომ ჩემი ექიმობაც შემენახა და ოჯახიც. მე და ჩემი მეუღლე ცალკე ვცხოვრობდით, 22 წლიდან.

- კიდევ რის დიზაინს აკეთებდით?

- სხვა არაფრის. მხოლოდ იმის, რაც წყალთან იყო დაკავშირებული. თავიდან ეს ჩემი ჰობი იყო, მაგრამ როდესაც ერთი მინა 950 კგ-ს იწონის და ამით აუზს ან აკვარიუმს აშენებ, ეს უკვე ჰობი აღარაა. კიდევ რას აკეთებდიო, მკითხეთ. ერთხელ, 1996 წელს, 33 ჰექტარი მიწა დავამუშავე შირაქში და მახსოვს, სარეკორდო მოსავალი ავიღე.

- რა დათესეთ?

- ხორბალი. 52-53 ცენტნერი მივიღე.

- იოლი არაა ალბათ ემიგრაციაში ყოფნა. ხშირად ჩამოდიხართ?

- ადრე უფრო ხშირად ჩამოვდიოდი, ახლა ვეღარ ვახერხებ.

- თურქეთში რომელ კლინიკაში მუშაობთ?

- "ალმანჰასთანესი" გერმანული, მულტიპროფილური კლინიკაა. გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებაში ვარ. გინეკოლოგის ლიცენზიას ახლა ვაკეთებ ანკარაში და ალბათ დავუბრუნდები გინეკოლოგიას. თუმცა, ისე მოხდა, რომ საქართველოდან ძალიან ბევრი მირეკავდა და მთხოვდა, ამა თუ იმ კლინიკაში ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის ფასი და პირობები გამეგო. რაღაცნაირად, ბუმია სტამბოლში მკურნალობაზე. ამიტომ, ასე ვთქვათ, გავაოფიციალურე ეს თემა და მეგობარ ქართველ ქირურგთან ერთად სამედიცინო ტურიზმითაც ვარ დაკავებული. ჩემი ფირმა, ტურკგეომედ ბევრ ქართველ პაციენტს ემსახურება, სტამბოლის საუკეთესო კლინიკებში. წლებია, აქ ვართ ექიმები და ბუნებრივია, ნაცნობობის დიდი წრე გვყავს სექტემბრიდან ტრენინგებსაც ვიწყებთ.

- მოგწონთ თურქეთი? შეეგუეთ?

- მიმაჩნია, რომ აქ არის სამი ქვეყანა - სტამბოლი თავისი 20 მილიონი ადამიანით, სანაპირო ზოლი და დანარჩენი თურქეთი. ძალიან განსხვავდება ეს ხალხი ერთმანეთისგან. თან მეგაპოლისს ასეთი თვისება აქვს - ყველა ნახულობს თავის მოსაწონს, იმდენად დიდი არჩევანია. ძალიან მიყვარს სტამბოლი, თავისი მიქსით.

- თურქული იოლად ისწავლეთ?

- აქ არის უცხოელებისთვის უნივერსიტეტი, სადაც ვსწავლობდი თურქულს და ამერიკელები, ფრანგები, იაპონელები იყვნენ ჩემს ჯგუფში. ყოველდღე მქონდა თურქულის 6 საათი. კარგად ვისწავლე, თან მალევე დავიწყე მუშაობაც, თავიდან - გინეკოლოგად, დედეოღლუს კერძო პოლიკლინიკაში. მერე გავიცანი ძალიან ცნობილი კარდიოქირურგი და კარგი ადამიანი, ისმაილ უკსელტანი და მან წამიყვანა თავისთან ალმანში.

- ანუ საქართველოდან ალალბედზე წახვედით? აქედან რომ მიდიოდით, არ იცოდით, როგორ იცხოვრებდით მანდ?

- არა, საიდან? არც მიწვევა მქონდა და არც წინასწარ რაიმე სამსახური შეგულებული. ორჯერ ვიყავი ნამყოფი მანქანით სტამბოლში და მომეწონა. როცა დადგა საკითხი საქართველოდან ჩემს წასვლაზე, ავდექი და აქ წამოვედი. გავლენა იმანაც იქონია, რომ ახლოსაა ჩვენთან და ხშირად ჩამოვიდოდი ბავშვებთან და დედასთან. მყავს 2 შვილი. გოგონა 18 წლისაა და წელს სტუდენტი გახდა, ბიჭი - 10 წლისაა, ფეხბურთის ფანია. მათთან ურთიერთობის გაწყვეტა არ მინდოდა.

- სანამ ექიმად დაიწყებდით მუშაობს, თავს როგორ ირჩენდით?

- ძალიან მალე დავიწყე მუშაობა. აქ ჩემი ბიძაშვილი დამხვდა, რომელიც თურქეთის მოქალაქე იყო და ერთად მოვძებნეთ ჩემთვის სამსახური. პოლიკლინიკის პატრონი, სადაც ვმუშაობდი, იყო ლაზი, ტრაპიზონიდან. აჩი და შოთა არველაძეებზე იყო შეყვარებული და ამიყვანა.

- წეღან თქვით, საქართველოდან ჩემი წასვლის საკითხი დადგაო... როგორც მივხვდი, ოჯახის დანგრევის გამო მოხდა ეს...

- დიახ, ასე იყო. ეს ჩემთვის ერთგვარი სტრესი იყო. გადავწყვიტე, ახალი ცხოვრება დამეწყო და წამოვედი.

- მიგაჩნიათ, რომ ახლა უფრო წარმატებული ხართ, ვიდრე საქართველოში იყავით?

- რაც მანდ მაქვს გაკეთებული და ნამუშევარი, მაგის ნახევარი რომ აქ გამეკეთებინა, ბევრად წინ ვიქნებოდი. ჯერ გვიანი არაა, კიდევ ბევრია წინ...

- ახალგაზრდობა არც ისე ხალისიანი გექნებოდათ... სამოქალაქო ომიც გამოიარეთ ალბათ...

- რა თქმა უნდა, გამოვიარე. ძველი ჩინური წყევლა ყოფილა - გეცხოვროს დიდი ცვლილებების დროსო!.. გამოვიარე რომელია?! ნახევარი სამეგობრო შეიწირა იმ პერიოდმა.

- თურქეთში ცხოვრებისას რას ვერ ეგუებით?

- მანდ უფრო ბევრ რამეს ვერ ვეგუები და გეტყვით, რატომ. ყველაფერი უფრო მტკივა და უფრო მწყინს. აქ თუ რამეს ვერ ვეგუები, გავივლი და ეგაა, - ჩემი არ არის... სხვა ქვეყანაა. ისე, ძალიან თბილი ხალხია, მიყვარს აქაურობა. ძალიან ბევრი ქართველი და ქართული ოჯახია აქ, მაგრამ ერთ უბანში არიან თავმოყრილი და ფაქტობრივად, სტამბოლიც კი არ იციან. საკვირველია, რომ წლებია, აქ ცხოვრობენ და იმ უბანს არ გაშორებულან. შესაბამისად, არც სტამბოლელებს იცნობენ და ამიტომ ძირითადად, მცდარი წარმოდგენა აქვთ სტამბოლზეც და თურქეთზეც. ახლა თურქული სერიალებით კიდევ ცოტა მოახერხეს, გაიცნოთ აქაურობა. წარმოიდგინეთ, სერიალით გაცნობაზე რომ მიდგება საქმე, რამხელა საინფორმაციო ვაკუუმია.

- იქ მცხოვრებ ქართველებთან ურთიერთობთ?

- რამდენიმე ადამიანთან. ერთ-ერთი, ჩვენი კონსული იყო, გელა ჯაფარიძე, ძალიან მაგარი კაცი.

- თქვენ სად ცხოვრობთ?

- ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში, თახიმ-ის მოედანთან. ეს ცენტრია. როგორც ჩვენთან რუსთაველი, ასეთი ქუჩაა აქ, ისთიკლალ ჯადდეს და მის პარალელურ ქუჩაზე ვცხოვრობ. კლინიკაც აქვეა.

- ქართველებზე რას ამბობენ თურქები?

- ჩემ გარშემო ყველა თურქი ასე ამბობს - "ჩემი ქართველები".

- ქართველი პაციენტები გყავთ ალბათ.

- ძალიან ბევრი. ახლა სახლში ჩემთან 2 წლის ბიჭუნა ცხოვრობს, დედასთან ერთად. სამკურნალოდაა ჩამოსული. საქართველოდან დაუდგენელი დიაგნოზით წამოვიდა, აქ თანდაყოლილი ადრეკორტიკული უკმარისობა დადგინდა. ისე მოხდა, რომ 2 დღით გადაიდო მისი კლინიკაში დაწვენა და ჩემთან სტუმრობენ. დღეს, ჰოპკინსის კლინიკაში ქართველ პაციენტს გავუკეთეთ მანიპულაცია ღვიძლზე, რომელიც თბილისში არ კეთდება. ღვიძლის ციროზი და კიბოა და გადანერგვისკენ მივდივართ.

- რამდენი წელია, რაც თურქეთში ხართ?

- 9 წელია.

- საქართველოში ექიმს ერთი ოპერაციიდან, პაციენტის მიერ გადახდილი თანხის ძალიან მცირე პროცენტი ხვდება. მანდ როგორია შრომის ანაზღაურება?

- საქართველოში სამარცხვინოა ექიმის შრომის ანაზღაურება. აქ გაცილებით უკეთესია, გერმანიასაც კი სჯობია. ანუ კარგად ვარ, მაგრამ ჩემი კვალიფიკაციის თურქი ექიმი რამდენჯერმე ჩემზე მეტ ხელფასს იღებს. ამიტომ ახლა საბუთები მომყავს წესრიგში.

- იღლებით დღის განმავლობაში?

- იცი, როგორ ვიღლები? აი, ყურებში რომ აღარ გესმის, ხომ წარმოგიდგენია? აი, ასე ვიღლები.

- როგორ ერთობით?

- ჩემს პარალელურ ქუჩაზე ჩამოდის მილიონობით ადამიანი მთელი მსოფლიოდან. ფაქტობრივად, გართობის ეპიცენტრში ვცხოვრობ.

- ყველაზე რთული ოპერაცია და ძნელი გამარჯვება...

- ასეთი სიტუაციები თბილისში იყო. რომ აღარაფერი გინდა - აღარც თეთრი ხალათი, აღარც ექიმობა, მაგრამ სიკვდილზე რომ გაიმარჯვებ და ყველაფერი გაგივლის, აღარ გახსოვს... ძალიან მაგარი შეგრძნებაა.

- სულ მაინტერესებს... გინეკოლოგი მამაკაცები ქალებს ისევე აღიქვამთ, როგორც დანარჩენი მამაკაცები თუ - სხვანაირად?

- ამაზე გეტყვით გულწრფელად: როცა ხალათი გაცვია, პაციენტის მეტი ვერაფერი უნდა დაინახო. ღმერთმა დაგიფაროს და, თუ რამე უკუღმართი მოგივიდა თავში, უნდა გაიხადო ხალათი და წახვიდე. გარეთ - იცოცხლე, იყავი, როგორც გინდა. გარეთ ქალებს ჩვეულებრივზე ცოტა უკეთესადაც აღვიქვამთ. აბა, დაფიქრდით, რადგან სპეციალისტი ხარ, ქალის შესახებ სხვა მამაკაცებზე 1000-ჯერ მეტი იცი და, რა თქმა უნდა, უკეთესად აღიქვამ.

- თურქი ქალები მოგწონთ? პირად ცხოვრებაზეც მითხარით რამე.

- ძალიან ბევრჯერ იყო თურქი ქალი "მის მსოფლიო". აქ ხომ ნარევი სისხლია?! ამხელა იმპერია იყო, წარმოიდგინეთ: ხმელთაშუა ზღვა, აღმოსავლეთ ევროპა, ყირიმი... აქეთ, ჩვენკენ "სტანით" რომელი ქვეყნის სახელიც მთავრდება, ესე იგი, იქ ოსმალეთი იყო ანუ გურჯისტანი - საქართველო; მაჯარისტანი - უნგრეთი; აბაზისტანი - აფხაზეთი; ბულგარისტანი - ბულგარეთი...

- თურქეთის ისტორიას იმიტომ მიყვებით, რომ ქალების თემას თავი აარიდოთ?

- (იცინის) პირადში არაფერი ხდება და ალბათ არცაა საინტერესო ჩემი პირადი ცხოვრება. ასე რომ, ამ თემაზე ლაპარაკი იმ დროისთვის გადავდოთ, როცა რამე შეიცვლება.

- ხელახლა არ დაოჯახდით?

- არა.

- წარმატებებს გისურვებთ პირად ცხოვრებასა და კარიერაში.

- გმადლობ.

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)