1. ჟილ დე რეი - დაბადების წელი: 1404
ჟილ დე რეი თანამედროვე სერიული მკვლელების წინაპრად ითვლება. სანამ მკვლელობებს დაიწყებდა, კაპიტნად მსახურობდა ჟანა დარკის არმიაში. მას ბრალი დასდეს ასობით ახალგაზრდის, განსაკუთრებით ბიჭების წამებაში, გაუპატიურებაში დ მკვლელობაში.
როგორც შემორჩენილი წყაროები იუწყება, რეი ქერა და ცისფერთვალება ბიჭებს სახლში იტყუებდა, შემდეგ აუპატიურებდა, აწამებდა და მომაკვდავი მსხვერპლის სხეულზე ეაკულაციას ეწეოდა. შემდეგ ის და მისი კომპანიონები მოკლულების მოჭრილ თავებს აჩვენებდნენ ერთმანეთს, რომ გაერკვიათ, ვის უფრო ლამაზი ბიჭი შეხვდა. მისი მსხვერპლის ასაკი ექვსიდან თვრამეტ წლამდე მერყეობდა.
2. რიჩრდ ტრენტონ ჩეისი - დაბადების წელი: 1950
ჩეისი ამერიკელი სერიული მკლელი იყო, რომელმაც კალიფორნიაში ერთ თვეში ექვსი ადამიანი მოკლა. ზედმეტსახელი ”საკრამენტოელი ვამპირი” კანიბალიზმის და მსხვერპლის სისხლის სმის გამო დაიმსახურა. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ სწამდა, თითქოს ნაცისტებმა საწამლავი შეუყვანეს, რომელიც სისხლს მტვრად უქცევდა.
მისი პირველი მკვლელობა 1977 წელს მოხდა. მსხვერპლი ორი შვილის მამა, ინჟინერი ამბროზ გრიფინი აღმოჩნდა. შემდეგი მსხვერპლი ტერეზა უალინი იყო - სამი თვის ფეხმძიმე ქალი საკუთარ სახლშივე ჩაცხრილა, შემდეგ კი მის გვამთან სექსით დაკავდა და მისი სისხლით აბაზანა მიიღო.
მისი ერთ-ერთი მსხვერპლი ახალშობილი, წლინახევრის დევიდი იყო, ჩეისმა ბავშვის სისხლი დალია და ახალშობილის რამდენიმე ორგანო შეჭამა. 8 მაისს ჩეისი დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. 1980 წლის 26 დეკემბერს მან ციხის საკანში თავი მოიკლა.
3. ჯეფრი დამერი - დაბადების წელი: 1960
დამერმა მინიმუმ 17 მამრი მოკლა 1978-1991 წლებში. მისი მკვლელობები სავსე იყო ნეკროფილიით და კანიბალიზმით. პირველი მკვლელობა დამერმა 18 წლის ასაკში ჩაიდინა. 1988 წლის 25 სექტემბერს 13 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის დააკავეს, თუმცა 10 თვის შემდეგ გამოუშვეს. მან მოსამართლე დაარწმუნა, რომ თერაპია ესაჭიროებოდა.
1991 წელს მან 14 წლის ბიჭი მოკლა და დაანაწევრა, ხოლო თავის ქალა სუვენირად დაიტოვა. 1991 წლის ზაფხულში დამერი კვირაში საშუალოდ ერთ ადამიანს კლავდა. ამავე წლის 22 ივლისს მკვლელი საკუთარ სახლში დააკავეს, სადაც უამრავი გვამი, მაცივარში შენახული მოჭრილი თავები და ადამიანის თავის ქალები აღმოაჩინეს. სასამართლომ დარმერს 937 წლით პატიმრობის აღკვეთა მიუსაჯა. 1994 წლის 28 ნოემბერს დარმერი ციხეში სიკვდილამდე სცემა ერთ-ერთმა პატიმარმა.
4. ალბერტ ფიში - დაბადების წელი: 1960
ალბერტ ფიში ცნობილი ზედმეტსახელით ”ნაცრისფერი კაცი”, ”ვისტერიის მაქცია” და ”ბრუკლინელი ვამპირი” მხილებულია ასზე მეტი ბავშვის შეცდენაში და მინიმუმ ხუთ მკვლელობაში. დაპატიმრებისას მან სამი ადამიანის მკვლელობა აღიარა, რის გამოც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ფიში ციხეში მისი მსხვერპლის დედამ მოინახულა, მეტი დეტალები რომ შეეტყო საკუთარი შვილის სიკვდილის შესახებ.
”ყურები მოვაჭერი, ცხვირი, პირი ყურებამდე გადავუჭერი. თვალები ამოვთხარე. ამ დროს უკვე მკვდარი იყო. მუცელში დანა დავარტყი და წამოსული სისხლი დავლიე. შემდეგ სხეული შუაზე ჩავუჭერი, თავი მოვაჭერი, ფეხები და ხელები. ყურები, ცხვირი, სახის და მუცლის ნაწილები ხახვთან, სტაფილოსთან და წიწაკასთან ერთად შევწვი. გემრიელი იყო. შემდეგ პენისი მოვაჭერი, გავრეცხე და ღუმელში შევდგი. ასეთი გემრიელი შებრაწული ინდაურიც კი არ გამისინჯავს ცხოვრებაში” - მოუყვა ფიშმა თავისი მსხვერპლის დედას.
5. ანდრეი ჩიკატილო - დაბადების წელი: 1936
ანდრეი ჩიკატილო უკრაინელი სერიული მკვლელი იყო, რომელსაც როსტოველ ყასაბს უწოდებდნენ. 1978-დან 1990 წლამდე მან 53 ქალი და ბავშვი მოკლა. 1978 წელს 9 წლის გოგონა შეიტყუა საიდუმლოდ შეძენილ ბინაში და მისი გაუპატიურება სცადა. როდესაც ბავშვი გაუძალიანდა, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ბავშვის მოკვლისას ორგაზმი განიცადა და იქიდან მოყოლებული სექსუალური სიამოვნების მიღება მხოლოდ ქალების და ბავშვების დაჩეხვის დროს შეეძლო. მიუხედავად ნივთმტკიცებებისა, რომელიც ჩიკატილოს დანაშაულზე მიუთითებდა, პატარა გოგონას მკვლელობისთვის ვინმე ალექსანდრ კრავჩენკო დააკავეს და სიკვდილით დასაჯეს.
მისი მსხვერპლი ზრდასრული ქალები ძირითადად სექს მუშაკები იყვნენ. ჩიკატილო ცდილობდა მათთან სექსს, მაგრამ როდესაც ერექციას ვერ აღწევდა, სიბრაზისგან კლავდა. ის 1992 წლის 14 აპრილს დაიჭირეს. სასამართლოზე დაღუპულთა ოჯახის წევრები მის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომ თავად გასწორებოდნენ მკვლელს. ჩიკატილო 53-დან 52 მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და სიკვდილი მიუსაჯეს. 1994 წლის 14 თებერვალს ის ციხეში დახვრიტეს.
მომზადებულია listverse.com-ს მიხედვით.