მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედა ღვთისა და მთელი კაცობრიობისა
დედა ღვთისა და მთელი კაცობრიობისა

"აუ­რა­ცხელ არი­ან სიმ­რავ­ლე­ნი ცოდ­ვა­თა ჩემ­თა­ნი. შენ­და მო­ვილ­ტვი, ქალ­წუ­ლო უბი­წოო, და ვი­თხოვ ცხო­ნე­ბა­სა, მო­ხე­დენ უძ­ლუ­რე­ბა­სა ზედა სუ­ლი­სა ჩე­მი­სა­სა, ევედ­რე ძესა შენ­სა და ღმერ­თსა ჩვენ­სა მო­ტე­ვე­ბად ური­ცხვთა მათ ბრალ­თა ჩემ­თა, მხო­ლოო კურ­თხე­უ­ლო", - ამ სი­ტყვე­ბით მივ­მარ­თავთ ქრის­ტი­ა­ნე­ბი ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელს, დე­და­სა და დე­დო­ფალს, ჩვენს სა­ნატ­რელ მფარ­ველ­სა და მე­ოხს წი­ნა­შე ღვთი­სა. სწო­რედ ღვთის­მშო­ბე­ლია ჩვე­ნი შუ­ამ­დგო­მე­ლი ღვთი­სა მი­მართ. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო და და­უ­ტევ­ნე­ლი და­ი­ტია. მის სიწ­მინ­დე­სა და უბი­წო­ე­ბას უგა­ლობს მთე­ლი ეკ­ლე­სია, მთე­ლი სამ­ყა­რო. "შენ­და­მი იხა­რებს, მი­მად­ლე­ბუ­ლო, ყო­ვე­ლი და­ბა­დე­ბუ­ლი, ან­გე­ლოზ­თა კრე­ბუ­ლი და კაც­თა ნა­თე­სა­ვი. ტა­ძა­რო სიწ­მინ­დი­საო, სა­მო­თხეო პირ­მე­ტყვე­ლო, ქალ­წუ­ლე­ბი­სა სი­ქა­დუ­ლო, რომ­ლი­სა­გან ქრის­ტე გან­ხორ­ცი­ელ­და და ყრმა იშვა უწი­ნა­რეს სა­უ­კუ­ნე­თა ღმერ­თი, რო­მელ­მან საშო შენი საყ­დრად მაღ­ლი­სა გა­მო­ა­ჩი­ნა და მუ­ცე­ლი შენი ცათა უვრცე­ლეს ჰყო. შენ­და­მი იხა­რებს, მი­მად­ლე­ბუ­ლო, ყო­ვე­ლი და­ბა­დე­ბუ­ლი. დი­დე­ბა შენ­და".

ახა­ლი სტი­ლით 28 აგ­ვის­ტოს მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბას ვდღე­სას­წა­უ­ლობთ, დღეს, როცა ქალ­წუ­ლი მა­რი­ა­მი თა­ვი­სი ძის წი­ნა­შე წარ­სდგა და რო­დე­საც კა­ცობ­რი­ო­ბამ მისი სა­ხით უდი­დე­სი მე­ო­ხი და მფარ­ვე­ლი - დედა შე­ი­ძი­ნა, შუ­ამ­დგო­მე­ლი და შემ­წე ცხო­ნე­ბის გზა­ზე. ეს დღე სა­ნატ­რე­ლია ყო­ვე­ლი მორ­წმუ­ნი­სათ­ვის. ამი­ტო­მაც მის შე­სახ­ვედ­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე მარ­ხვით ვემ­ზა­დე­ბით. ვუ­ლო­ცავთ მკი­თხველს ამ ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს და იმის­თვის, რომ კარ­გად გა­ვი­აზ­როთ ღვთის­მშობ­ლის როლი და მი­სად­მი უფრო დიდი სა­სო­ე­ბა აღგ­ვეძ­რას, შე­ვეც­დე­ბით, კი­დევ ერთხელ გა­ვიხ­სე­ნოთ ქალ­წულ მა­რი­ა­მის ღვაწ­ლი, მი­სია, მნიშ­ვნე­ლო­ბა, სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი ჩვენ­და­მი ანუ თა­ვი­სი შვი­ლე­ბი­სად­მი.

ჩვე­ნი სტუ­მა­რია ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი დე­კა­ნო­ზი თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძე.

- მა­მაო, რო­გო­რი იყო ღვთის­მშობ­ლის მი­სია და მო­ვა­ლე­ო­ბა კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე?

- თი­თო­ე­ულ­მა ქრის­ტი­ან­მა კარ­გად იცის, თუ რის­თვის მო­ვი­და უფა­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ზე, რის­თვის გან­კაც­და, ევნო და და­ეფ­ლა. ასე კა­ცობ­რი­ო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად, ადა­მი­ან­თა ჯო­ჯო­ხე­თის ტყვე­ო­ბი­დან გა­მო­სახ­სნე­ლად მო­იქ­ცა, რად­გან ცნო­ბი­ლია, სა­ნამ უფა­ლი გან­კაც­დე­ბო­და, სა­სუ­ფევ­ლის კარი გა­ნიხ­ვნე­ბო­და და მას­ში პირ­ვე­ლად ავა­ზა­კი შე­ვი­დო­და, ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი - მარ­თლე­ბი, თვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბიც კი, ჯო­ჯო­ხეთ­ში მი­დი­ოდ­ნენ, ქრის­ტეს ჯვარ­ცმამ­დე სა­სუ­ფე­ვე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბი­სათ­ვის და­კე­ტი­ლი იყო. ჩვენ გვაქვს სწავ­ლე­ბა, რომ ჯო­ჯო­ხეთ­ში ისი­ნი არ იტან­ჯე­ბოდ­ნენ, არა­მედ იყ­ვნენ მო­ლო­დი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. თუმ­ცა ყვე­ლამ იცის, რომ არც ლო­დი­ნია ად­ვი­ლი, მით უმე­ტეს მა­შინ, როცა ჯო­ჯო­ხეთ­ში ხარ. ჯო­ჯო­ხეთ­ში ტან­ჯვაა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იმ გა­გე­ბით, რომ იქ ადა­მი­ა­ნე­ბი უფალს არი­ან მო­შო­რე­ბულ­ნი. რო­გორც წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი ამ­ბობს, თვით ჯო­ჯო­ხე­თის სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბიც კი არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რომ უფა­ლი ადა­მი­ა­ნის­გან პირს მი­იბ­რუ­ნებს, რომ პი­როვ­ნე­ბა ღმერ­თთან არ იქ­ნე­ბა. ჯვარ­ცმამ­დე ყო­ვე­ლი კაცი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩნდე­ბა კი­თხვა - რა­ტომ არ გან­კაც­და უფა­ლი უფრო ადრე? რა მოხ­დე­ბო­და, უფრო ადრე რომ მო­სუ­ლი­ყო, ადა­მი­ა­ნე­ბი ად­რე­ვე ყო­ფი­ლიყ­ვნენ ჯო­ჯო­ხე­თი­დან გა­მოხ­სნილ­ნი, ხოლო მარ­თალ­ნი სა­სუ­ფე­ველ­ში ჯო­ჯო­ხე­თის გა­უვ­ლე­ლად შე­სუ­ლიყ­ვნენ? სწო­რედ აქ მი­ვად­გე­ბით იმ დი­დე­ბულ პი­როვ­ნე­ბას, რო­მელ­საც ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი ჰქვია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ყვე­ლას გვაქვს ერთი ბუ­ნე­ბა და ყვე­ლა­ნი მოვ­დი­ვართ ადა­მი­დან, პი­როვ­ნუ­ლად აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბი ვართ. ყო­ვე­ლი პი­როვ­ნე­ბა გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია. არ არ­სე­ბობს ორი ერ­თნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ცალ­კე სამ­ყა­როა და ღვთის­გა­ნაც გან­სა­კუთ­რე­ბულ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ყუ­რა­დღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. აქე­დან: ყო­ველ ადა­მი­ანს გარ­კვე­უ­ლი მი­სია ეკის­რე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ზე. ზოგს - ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის, ზოგს - ნაკ­ლე­ბი. თუმ­ცა არ­სე­ბობს ერთი მი­სია, რო­მე­ლიც ყვე­ლას სა­ერ­თო გვაქვს და ის აღე­მა­ტე­ბა ნე­ბის­მი­ერ ის­ტო­რი­ულ მნიშ­ვნე­ლო­ბას. ეს არის ცხო­ნე­ბის მი­სია. ადა­მი­ა­ნი მო­ვა­ლეა, უბ­რა­ლო, თით­ქოს­და ზო­ო­ლო­გი­უ­რი არ­სე­ბი­დან ღმერ­თად იქ­ცეს, პა­ტა­რა ღმერ­თად, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბის წე­სით უფ­ლის­კენ მა­რა­დი­უ­ლად მსწრა­ფი და ღვთა­ებ­რი­ვი ნე­ტა­რე­ბით მა­ცხოვ­რე­ბე­ლი უნდა იყოს. ეს არის ზე­მი­სია. მაგ­რამ არ­სე­ბობს ამ­ქვეყ­ნი­უ­რი მი­სი­აც, როცა ამა თუ იმ ადა­მი­ანს გარ­კვე­უ­ლი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა ეკის­რე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ზე. ცხა­დია, აქ იგუ­ლის­ხმე­ბა არა რე­გი­ო­ნუ­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­მა­ტე­ბის მი­სია, არა­მედ მი­სია კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე სუ­ლის ხსნი­სა, ღმერ­თთან და­ახ­ლო­ე­ბი­სა. უნი­კა­ლუ­რია დედა ღვთის­მშო­ბე­ლი და ასე­ვე უნი­კა­ლუ­რია მისი მი­სი­აც. ზო­გა­დად, რაც უფრო დი­დია მი­სია, მე­ტია ადა­მი­ა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც. ძა­ლი­ან დი­დია ქრის­ტი­ა­ნის მი­სია არაქ­რის­ტი­ა­ნის მი­სი­ას­თან შე­და­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, დი­დია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც, რად­გან ყო­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნი უნდა იყოს მა­რი­ლი ამა სოფ­ლი­სა და ნა­თე­ლი ამა სოფ­ლი­სა. მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით დი­დია მღვდლის მი­სია, რო­მელ­საც ევა­ლე­ბა იყოს ქრის­ტეს ხატი და გა­აგ­რძე­ლოს ადა­მი­ა­ნად მო­სუ­ლი ღმერ­თის მიერ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე. ცხა­დია, მას ამის­თვის ენი­ჭე­ბა მად­ლი სუ­ლი­სა წმი­დი­სა, ნიჭი სამ­ღვდე­ლო მსა­ხუ­რე­ბი­სა, მაგ­რამ აქ არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი ღვაწ­ლიც. უფა­ლი არას­დროს აკე­თებს ადა­მი­ა­ნის გა­სა­კე­თე­ბელს და როცა ჩვე­ნი რე­სურ­სი სრუ­ლი­ად ამო­ი­წუ­რე­ბა, მხო­ლოდ მა­შინ გვეხ­მა­რე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა­ო­დენ დი­დია მი­სია და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მღვდლი­სა. ეპის­კო­პოსს აბა­რია არა ერთი სამ­რევ­ლო, არა­მედ მთე­ლი ეპარ­ქია და თუ იქ ვინ­მე და­ი­ღუ­პე­ბა ეპის­კო­პო­სის გულ­გრი­ლო­ბის გამო, ვაი მას. სულ სხვა არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პატ­რი­არ­ქი­სა, რო­მელ­საც მთე­ლი ერი აბა­რია. ეს არის უმ­ძი­მე­სი ტვირ­თი. რაც უფრო იზ­რდე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბა (ეს სი­ტყვა შემ­თხვე­ვით არ მიხ­სე­ნე­ბია, რად­გან თა­ნამ­დე­ბი მო­ვა­ლეს ნიშ­ნავს. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი მო­ვა­ლეა ღვთი­სა და ერის წი­ნა­შე და მო­ვა­ლეა, შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი მი­სია, მო­ი­ხა­დოს ვალი), იზ­რდე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც. ახლა წარ­მო­იდ­გი­ნეთ ღვთის­მშობ­ლის ვალი და მი­სია. თუ ვინ­მემ სი­ლა­მა­ზე ან ნიჭი შეგ­ვი­ქო, აღარ ვი­ცით, რო­გორ აღვფრ­თო­ვან­დეთ სა­კუ­თა­რი თა­ვით. დამ­ღუპ­ვე­ლად მოქ­მე­დებს ქება. ამი­ტო­მაც გვირ­ჩე­ვენ მა­მე­ბი, როცა გა­ქე­ბენ, გა­ე­ქე­ცი­თო. ნე­ბის­მი­ე­რი ნიჭი უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ღვთით ბო­ძე­ბუ­ლი მად­ლია. რაც დი­დია ნიჭი და თა­ნამ­დე­ბო­ბა, მით მე­ტია სა­შიშ­რო­ე­ბა ამ­პარ­ტავ­ნე­ბი­სა, ხიბ­ლი­სა.

წა­ი­კი­თხეთ მეტი

დედა ღვთისა და მთელი კაცობრიობისა

დედა ღვთისა და მთელი კაცობრიობისა

"აურაცხელ არიან სიმრავლენი ცოდვათა ჩემთანი. შენდა მოვილტვი, ქალწულო უბიწოო, და ვითხოვ ცხონებასა, მოხედენ უძლურებასა ზედა სულისა ჩემისასა, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა მოტევებად ურიცხვთა მათ ბრალთა ჩემთა, მხოლოო კურთხეულო", - ამ სიტყვებით მივმართავთ ქრისტიანები ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დედასა და დედოფალს, ჩვენს სანატრელ მფარველსა და მეოხს წინაშე ღვთისა. სწორედ ღვთისმშობელია ჩვენი შუამდგომელი ღვთისა მიმართ. ადამიანი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და დაუტევნელი დაიტია. მის სიწმინდესა და უბიწოებას უგალობს მთელი ეკლესია, მთელი სამყარო. "შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოზთა კრებული და კაცთა ნათესავი. ტაძარო სიწმინდისაო, სამოთხეო პირმეტყველო, ქალწულებისა სიქადულო, რომლისაგან ქრისტე განხორციელდა და ყრმა იშვა უწინარეს საუკუნეთა ღმერთი, რომელმან საშო შენი საყდრად მაღლისა გამოაჩინა და მუცელი შენი ცათა უვრცელეს ჰყო. შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული. დიდება შენდა".

ახალი სტილით 28 აგვისტოს მართლმადიდებლები ღვთისმშობლის მიძინებას ვდღესასწაულობთ, დღეს, როცა ქალწული მარიამი თავისი ძის წინაშე წარსდგა და როდესაც კაცობრიობამ მისი სახით უდიდესი მეოხი და მფარველი - დედა შეიძინა, შუამდგომელი და შემწე ცხონების გზაზე. ეს დღე სანატრელია ყოველი მორწმუნისათვის. ამიტომაც მის შესახვედრად განსაკუთრებულად მძიმე მარხვით ვემზადებით. ვულოცავთ მკითხველს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ ღვთისმშობლის როლი და მისადმი უფრო დიდი სასოება აღგვეძრას, შევეცდებით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ქალწულ მარიამის ღვაწლი, მისია, მნიშვნელობა, სითბო და სიყვარული ჩვენდამი ანუ თავისი შვილებისადმი.

ჩვენი სტუმარია ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

- მამაო, როგორი იყო ღვთისმშობლის მისია და მოვალეობა კაცობრიობის წინაშე?

- თითოეულმა ქრისტიანმა კარგად იცის, თუ რისთვის მოვიდა უფალი ამ ქვეყანაზე, რისთვის განკაცდა, ევნო და დაეფლა. ასე კაცობრიობის გადასარჩენად, ადამიანთა ჯოჯოხეთის ტყვეობიდან გამოსახსნელად მოიქცა, რადგან ცნობილია, სანამ უფალი განკაცდებოდა, სასუფევლის კარი განიხვნებოდა და მასში პირველად ავაზაკი შევიდოდა, ყოველი ადამიანი - მართლები, თვით წინასწარმეტყველებიც კი, ჯოჯოხეთში მიდიოდნენ, ქრისტეს ჯვარცმამდე სასუფეველი კაცობრიობისათვის დაკეტილი იყო. ჩვენ გვაქვს სწავლება, რომ ჯოჯოხეთში ისინი არ იტანჯებოდნენ, არამედ იყვნენ მოლოდინის მდგომარეობაში. თუმცა ყველამ იცის, რომ არც ლოდინია ადვილი, მით უმეტეს მაშინ, როცა ჯოჯოხეთში ხარ. ჯოჯოხეთში ტანჯვაა, უპირველეს ყოვლისა, იმ გაგებით, რომ იქ ადამიანები უფალს არიან მოშორებულნი. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, თვით ჯოჯოხეთის საშინელი ტკივილებიც კი არაფერია იმასთან შედარებით, რომ უფალი ადამიანისგან პირს მიიბრუნებს, რომ პიროვნება ღმერთთან არ იქნება. ჯვარცმამდე ყოველი კაცი ასეთ მდგომარეობაში იყო. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რატომ არ განკაცდა უფალი უფრო ადრე? რა მოხდებოდა, უფრო ადრე რომ მოსულიყო, ადამიანები ადრევე ყოფილიყვნენ ჯოჯოხეთიდან გამოხსნილნი, ხოლო მართალნი სასუფეველში ჯოჯოხეთის გაუვლელად შესულიყვნენ? სწორედ აქ მივადგებით იმ დიდებულ პიროვნებას, რომელსაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჰქვია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ერთი ბუნება და ყველანი მოვდივართ ადამიდან, პიროვნულად აბსოლუტურად განსხვავებული, დამოუკიდებელი, ინდივიდუალური სუბიექტები ვართ. ყოველი პიროვნება განუმეორებელია. არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი. თითოეული მათგანი ცალკე სამყაროა და ღვთისგანაც განსაკუთრებულ, ინდივიდუალურ ყურადღებას იმსახურებს. აქედან: ყოველ ადამიანს გარკვეული მისია ეკისრება ამ ქვეყანაზე. ზოგს - ისტორიული მნიშვნელობის, ზოგს - ნაკლები. თუმცა არსებობს ერთი მისია, რომელიც ყველას საერთო გვაქვს და ის აღემატება ნებისმიერ ისტორიულ მნიშვნელობას. ეს არის ცხონების მისია. ადამიანი მოვალეა, უბრალო, თითქოსდა ზოოლოგიური არსებიდან ღმერთად იქცეს, პატარა ღმერთად, თუმცა ცხოვრების წესით უფლისკენ მარადიულად მსწრაფი და ღვთაებრივი ნეტარებით მაცხოვრებელი უნდა იყოს. ეს არის ზემისია. მაგრამ არსებობს ამქვეყნიური მისიაც, როცა ამა თუ იმ ადამიანს გარკვეული როლის შესრულება ეკისრება ამ ქვეყანაზე. ცხადია, აქ იგულისხმება არა რეგიონული, პოლიტიკური წარმატების მისია, არამედ მისია კაცობრიობის წინაშე სულის ხსნისა, ღმერთთან დაახლოებისა. უნიკალურია დედა ღვთისმშობელი და ასევე უნიკალურია მისი მისიაც. ზოგადად, რაც უფრო დიდია მისია, მეტია ადამიანის პასუხისმგებლობაც. ძალიან დიდია ქრისტიანის მისია არაქრისტიანის მისიასთან შედარებით, შესაბამისად, დიდია პასუხისმგებლობაც, რადგან ყოველი ქრისტიანი უნდა იყოს მარილი ამა სოფლისა და ნათელი ამა სოფლისა. მაგრამ გაცილებით დიდია მღვდლის მისია, რომელსაც ევალება იყოს ქრისტეს ხატი და გააგრძელოს ადამიანად მოსული ღმერთის მიერ დაწყებული საქმე. ცხადია, მას ამისთვის ენიჭება მადლი სულისა წმიდისა, ნიჭი სამღვდელო მსახურებისა, მაგრამ აქ არ გამოირიცხება ადამიანის პირადი ღვაწლიც. უფალი არასდროს აკეთებს ადამიანის გასაკეთებელს და როცა ჩვენი რესურსი სრულიად ამოიწურება, მხოლოდ მაშინ გვეხმარება. აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდია მისია და პასუხისმგებლობა მღვდლისა. ეპისკოპოსს აბარია არა ერთი სამრევლო, არამედ მთელი ეპარქია და თუ იქ ვინმე დაიღუპება ეპისკოპოსის გულგრილობის გამო, ვაი მას. სულ სხვა არის პასუხისმგებლობა პატრიარქისა, რომელსაც მთელი ერი აბარია. ეს არის უმძიმესი ტვირთი. რაც უფრო იზრდება თანამდებობა (ეს სიტყვა შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან თანამდები მოვალეს ნიშნავს. თითოეული ადამიანი მოვალეა ღვთისა და ერის წინაშე და მოვალეა, შეასრულოს თავისი მისია, მოიხადოს ვალი), იზრდება პასუხისმგებლობაც. ახლა წარმოიდგინეთ ღვთისმშობლის ვალი და მისია. თუ ვინმემ სილამაზე ან ნიჭი შეგვიქო, აღარ ვიცით, როგორ აღვფრთოვანდეთ საკუთარი თავით. დამღუპველად მოქმედებს ქება. ამიტომაც გვირჩევენ მამები, როცა გაქებენ, გაექეცითო. ნებისმიერი ნიჭი უდიდესი პასუხისმგებლობა და ღვთით ბოძებული მადლია. რაც დიდია ნიჭი და თანამდებობა, მით მეტია საშიშროება ამპარტავნებისა, ხიბლისა.

წაიკითხეთ მეტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია