მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასკოლო სახელმძღვანელოების 80% სკოლებში უკვე გადანაწილებულია
სასკოლო სახელმძღვანელოების 80% სკოლებში უკვე გადანაწილებულია

სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის 80% და­ბეჭ­დი­ლია და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით არ­სე­ბულ სკო­ლებ­ში გა­და­ნა­წილ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, მი­ნის­ტრი თა­მარ სა­ნი­კი­ძე თბი­ლი­სის სკო­ლე­ბის­თვის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის გა­და­ცე­მის პრო­ცესს და­ეს­წრო.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ნის­ტრი გა­სულ სას­წავ­ლო წელს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბით და­ინ­ტე­რეს­და და ერთი მოს­წავ­ლის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი წიგ­ნე­ბის პა­კეტ­საც გა­ეც­ნო.

უწყე­ბის ცნო­ბით, ახალ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­თან ერ­თად, პა­კე­ტი სა­უ­კე­თე­სო მდგო­მა­რე­ო­ბის წიგ­ნე­ბით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი და ყვე­ლა მოს­წავ­ლეს გა­და­ე­ცე­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო 2013 წლი­დან "მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პროგ­რა­მას" ახორ­ცი­ე­ლებს. 2014 წელს სა­ხელ­მწი­ფო 509 651 მოს­წავ­ლეს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ხა­რის­ხის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­სა და სა­მუ­შაო რვე­უ­ლებს უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცემს.

სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, 2014 წლის მთა­ვა­რი სი­ახ­ლე­ე­ბია - შემ­ცირ­და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის წონა; გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია ქა­ღალ­დი­სა და სა­ღე­ბა­ვის უვ­ნებ­ლო­ბის ხა­რის­ხი; პირ­ვე­ლი კლა­სის ყვე­ლა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო და­ი­ბეჭ­და თა­ნა­მედ­რო­ვე სპე­ცი­ა­ლურ სა­ბეჭდ ქა­ღალ­დზე, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა სიმ­სუ­ბუ­ქი­თა და გამ­ძლე­ო­ბით; თორ­მე­ტი­ვე კლა­სის უსი­ნათ­ლო მოს­წავ­ლე­ე­ბი ბრა­ი­ლის შრიფ­ტით და­ბეჭ­დილ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს მი­ი­ღე­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

სასკოლო სახელმძღვანელოების 80% სკოლებში უკვე გადანაწილებულია

სასკოლო სახელმძღვანელოების 80% სკოლებში უკვე გადანაწილებულია

სასკოლო სახელმძღვანელოების 80% დაბეჭდილია და საქართველოს მასშტაბით არსებულ სკოლებში გადანაწილდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის სკოლებისთვის სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესს დაესწრო.

მათივე ინფორმაციით, მინისტრი გასულ სასწავლო წელს გამოყენებული წიგნების ვარგისიანობით დაინტერესდა და ერთი მოსწავლისთვის განკუთვნილი წიგნების პაკეტსაც გაეცნო.

უწყების ცნობით, ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად, პაკეტი საუკეთესო მდგომარეობის წიგნებით არის დაკომპლექტებული და ყველა მოსწავლეს გადაეცემა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2013 წლიდან "მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას" ახორციელებს. 2014 წელს სახელმწიფო 509 651 მოსწავლეს გაუმჯობესებული ხარისხის სახელმძღვანელოებსა და სამუშაო რვეულებს უსასყიდლოდ გადასცემს.

სამინისტროს ცნობით, 2014 წლის მთავარი სიახლეებია - შემცირდა სახელმძღვანელოების წონა; გაუმჯობესებულია ქაღალდისა და საღებავის უვნებლობის ხარისხი; პირველი კლასის ყველა სახელმძღვანელო დაიბეჭდა თანამედროვე სპეციალურ საბეჭდ ქაღალდზე, რომელიც გამოირჩევა სიმსუბუქითა და გამძლეობით; თორმეტივე კლასის უსინათლო მოსწავლეები ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ სახელმძღვანელოებს მიიღებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია