მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მულტიმილიონერი ფსიქიატრი "შოთა ექიმი"
მულტიმილიონერი ფსიქიატრი "შოთა ექიმი"

ალ­ბათ ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს, ექ­სპრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ თით­ქოს რუ­სუ­ლი სა­ბან­კო გი­გან­ტე­ბი ქარ­თულ ბან­კებს ყი­დუ­ლობ­დნენ. სა­უ­ბა­რი იყო იმის შე­სა­ხებ, რომ თით­ქოს რუ­სუ­ლი "სბერ­ბან­კი" "ლი­ბერ­თი ბანკს" ყი­დუ­ლობ­და, ხოლო "ალფა ბან­კი" "თი­ბი­სის". ფი­ნან­სურ­მა ინ­სტი­ტუ­ტებ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყვეს, პო­ლი­ტი­კურ­მა ოპო­ნენ­ტებ­მა კი მისი ეს გან­ცხა­დე­ბა სპე­კუ­ლა­ცი­ად შე­ა­ფა­სეს. მე­დია კი ქარ­თულ ფი­ნან­სურ ბა­ზარ­ზე რუ­სუ­ლი კა­პი­ტა­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­ინ­ტე­რეს­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე რუ­სუ­ლი კა­პი­ტა­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ერ­თა­დერ­თი ბან­კი - "ვი­თი­ბი ბან­კი ჯორ­ჯია" ოპე­რი­რებს.

ყო­ფი­ლი "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ბან­კი" რუ­სულ­მა "ვნეშ­ტორგბან­კმა" 2005 წელს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მოს­ვლის შემ­დეგ შე­ი­ძი­ნა. სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის ყიდ­ვა უმაღ­ლეს დო­ნე­ზე შე­თან­ხმდა. "ვნეშ­ტორგბან­კის" პრე­ზი­დენ­ტი ან­დრეი კოს­ტი­ნი მა­შინ თბი­ლის­ში ჩა­მოფ­რინ­და და პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს პი­რის­პირ შეხ­ვდა. "ვნეშ­ტორგბან­კი" (2006 წლი­დან "ვი­თი­ბი ბან­კი") რუ­სე­თის სი­დი­დით მე­ო­რე ბან­კია და მისი აქ­ცი­ე­ბის 75% რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო ფლობს.სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მა­შინ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და პე­ტერ­ბურ­გში მცხოვ­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნე­რი, კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე ფსი­ქი­ატ­რი შოთა ბო­თე­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­ზეც მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სეთ­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც ძებ­ნა გა­მო­ცხად­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით ბო­თე­რაშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა 500 მი­ლი­ონ დო­ლარს ით­ვლის.

ბო­თე­რაშ­ვი­ლი, ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის ოჯახ­ში, 1962 წელს და­ი­ბა­და. სა­ქარ­თვე­ლო ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად ლე­ნინ­გრად­ში გა­და­ვი­და. პრო­ფე­სი­ით ექი­მი-ფსი­ქი­ატ­რია, ჰყავს ძმა ილია, რომ­ლის მე­უღ­ლეც ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია "ლინკს"-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. ლე­ნინ­გრა­დის სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლი­სას ბო­თე­რაშ­ვილ­მა ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სუ­ლი ორი ძმა, ახლა მა­სა­ვით მულ­ტი­მი­ლი­ო­ნე­რე­ბი, მი­ხე­ილ და გაბ­რი­ე­ლი (კონ­სტან­ტი­ნე) მი­რი­ლაშ­ვი­ლე­ბი გა­იც­ნო. სწო­რედ ძმებ მი­რი­ლაშ­ვი­ლებ­თან პარტნი­ო­რო­ბი­სას იშო­ვა მან თა­ვი­სი პირ­ვე­ლი მი­ლი­ო­ნი, და­ა­ფუძნა რა სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვი­თი ცენ­ტრი "ნე­ო­ქი­მია".

შოთა ბო­თე­რაშ­ვი­ლი ბიზ­ნეს­კა­რი­ე­რის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ეტა­პი "ვი­თი­ბის" სის­ტე­მა­ში შეღ­წე­ვა იყო. მას შემ­დეგ, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ბო­თე­რაშ­ვილ­მა დიდი როლი ითა­მა­შა, რომ რუ­სებს "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ბან­კი" შე­ე­ძი­ნათ. ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ ჯერ კი­დევ 2007 წელს, ბო­თე­რაშ­ვი­ლი და მისი მე­გო­ბა­რი და პარტნი­ო­რი, ვა­დიმ ლე­ვი­ნი, "ვი­თი­ბი ბან­კი ჯორ­ჯია"-ს სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რე­ბი იყ­ვნენ. ანა­ლო­გი­უ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი გა­ი­ნა­წი­ლეს პარტნი­ო­რებ­მა "ვი­თი­ბის" სომ­ხე­თის ფი­ლი­ალ­შიც.

ბო­თე­რაშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა დროს იყო "ვი­თი­ბის" სხვა­დას­ხვა შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აქ­ცი­ე­ბის მფლო­ბე­ლი. 2007 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მისი კა­პი­ტა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ მი­ლი­არდ დო­ლარს ით­ვლი­და. ბო­ლოს მისი სა­ხე­ლი "ვი­თი­ბის" ფი­ნან­სურ ან­გა­რი­შებ­ში 2006 წელს ფი­გუ­რი­რებ­და.

ბო­თე­რაშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ სკან­და­ლუ­რი ფი­გუ­რაა. პირ­ვე­ლად ის მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მა­შინ მო­ექ­ცა, როცა მისი ძმა, ილია ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვო ის­ტო­რი­ა­ში გა­ეხ­ვა. პრე­სა წერ­და, რომ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა, ილია ბო­თე­რაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს, რო­გორც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 191 ათა­სი დო­ლა­რის მით­ვი­სე­ბა­ში. სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა ვერ­სი­ით, და­კა­ვე­ბამ­დე სამი წლით ადრე, ილია ბო­თე­რაშ­ვილ­მა პო­ტენ­ცი­უ­რი პარტნი­ო­რე­ბის­გან მი­ი­ღო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლა თან­ხა და სა­ნაც­ვლოდ გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­და­ცე­მას და­პირ­და. ამის შემ­დეგ ამ ხალ­ხს აღარც ბო­თე­რაშ­ვი­ლი უნა­ხავთ და აღარც თა­ვი­სი ფული. და­კა­ვე­ბის დროს ილია ბო­თე­რაშ­ვი­ლი სამი კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იყო, რომ­ლის ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბას ბი­თუ­მად ვაჭ­რო­ბა წარ­მო­ად­გენ­და.

იხი­ლეთ ვრცლად

მულტიმილიონერი ფსიქიატრი "შოთა ექიმი"

მულტიმილიონერი ფსიქიატრი "შოთა ექიმი"

ალბათ ყველას კარგად ახსოვს, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხმაურიანი განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს რუსული საბანკო გიგანტები ქართულ ბანკებს ყიდულობდნენ. საუბარი იყო იმის შესახებ, რომ თითქოს რუსული "სბერბანკი" "ლიბერთი ბანკს" ყიდულობდა, ხოლო "ალფა ბანკი" "თიბისის". ფინანსურმა ინსტიტუტებმა სააკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს, პოლიტიკურმა ოპონენტებმა კი მისი ეს განცხადება სპეკულაციად შეაფასეს. მედია კი ქართულ ფინანსურ ბაზარზე რუსული კაპიტალის მონაწილეობით დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივ ბაზარზე რუსული კაპიტალის მონაწილეობით ერთადერთი ბანკი - "ვითიბი ბანკი ჯორჯია" ოპერირებს.

ყოფილი "გაერთიანებული ქართული ბანკი" რუსულმა "ვნეშტორგბანკმა" 2005 წელს, ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" მოსვლის შემდეგ შეიძინა. საკონტროლო პაკეტის ყიდვა უმაღლეს დონეზე შეთანხმდა. "ვნეშტორგბანკის" პრეზიდენტი ანდრეი კოსტინი მაშინ თბილისში ჩამოფრინდა და პრეზიდენტ სააკაშვილს პირისპირ შეხვდა. "ვნეშტორგბანკი" (2006 წლიდან "ვითიბი ბანკი") რუსეთის სიდიდით მეორე ბანკია და მისი აქციების 75% რუსეთის სახელმწიფო ფლობს.საინტერესოა, რომ მაშინ მოლაპარაკებაში აქტიურად მონაწილეობდა პეტერბურგში მცხოვრები, საქართველოში დაბადებული მილიონერი, კრიმინალური წარსულის მქონე ფსიქიატრი შოთა ბოთერაშვილი, რომელზეც მოგვიანებით რუსეთშიც და საქართველოშიც ძებნა გამოცხადდა. ერთ-ერთი ვერსიით ბოთერაშვილის ქონება 500 მილიონ დოლარს ითვლის.

ბოთერაშვილი, ქართველი ებრაელების ოჯახში, 1962 წელს დაიბადა. საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დატოვა და საცხოვრებლად ლენინგრადში გადავიდა. პროფესიით ექიმი-ფსიქიატრია, ჰყავს ძმა ილია, რომლის მეუღლეც ფარმაცევტული კომპანია "ლინკს"-ის დამფუძნებელია. ლენინგრადის სამედიცინო ინსტიტუტში სწავლისას ბოთერაშვილმა ასევე საქართველოდან ჩასული ორი ძმა, ახლა მასავით მულტიმილიონერები, მიხეილ და გაბრიელი (კონსტანტინე) მირილაშვილები გაიცნო. სწორედ ძმებ მირილაშვილებთან პარტნიორობისას იშოვა მან თავისი პირველი მილიონი, დააფუძნა რა სამედიცინო კვლევითი ცენტრი "ნეოქიმია".

შოთა ბოთერაშვილი ბიზნესკარიერის ყველაზე წარმატებული ეტაპი "ვითიბის" სისტემაში შეღწევა იყო. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში, ბოთერაშვილმა დიდი როლი ითამაშა, რომ რუსებს "გაერთიანებული ქართული ბანკი" შეეძინათ. ფინანსური დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 2007 წელს, ბოთერაშვილი და მისი მეგობარი და პარტნიორი, ვადიმ ლევინი, "ვითიბი ბანკი ჯორჯია"-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იყვნენ. ანალოგიური თანამდებობები გაინაწილეს პარტნიორებმა "ვითიბის" სომხეთის ფილიალშიც.

ბოთერაშვილი სხვადასხვა დროს იყო "ვითიბის" სხვადასხვა შვილობილი კომპანიების დამფუძნებელი და აქციების მფლობელი. 2007 წლის მონაცემებით, მისი კაპიტალი დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარს ითვლიდა. ბოლოს მისი სახელი "ვითიბის" ფინანსურ ანგარიშებში 2006 წელს ფიგურირებდა.

ბოთერაშვილი საკმაოდ სკანდალური ფიგურაა. პირველად ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როცა მისი ძმა, ილია ძალიან საეჭვო ისტორიაში გაეხვა. პრესა წერდა, რომ სანქტ-პეტერბურგელმა სამართალდამცავებმა, ილია ბოთერაშვილი დააკავეს, როგორც ეჭვმიტანილი 191 ათასი დოლარის მითვისებაში. სამართალდამცავთა ვერსიით, დაკავებამდე სამი წლით ადრე, ილია ბოთერაშვილმა პოტენციური პარტნიორებისგან მიიღო დასახელებულა თანხა და სანაცვლოდ გარკვეული პროდუქციის გადაცემას დაპირდა. ამის შემდეგ ამ ხალხს აღარც ბოთერაშვილი უნახავთ და აღარც თავისი ფული. დაკავების დროს ილია ბოთერაშვილი სამი კომპანიის დამფუძნებელი იყო, რომლის ძირითად საქმიანობას ბითუმად ვაჭრობა წარმოადგენდა.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია