მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოზურგეთში ცაციების დღე აღინიშნა
ოზურგეთში ცაციების დღე აღინიშნა

"მე ვარ ცა­ცია!" - ამ სა­ხელ­წო­დე­ბის დის­კუ­სია დღეს, ოზურ­გე­თის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის ცენ­ტრში გა­ი­მარ­თა.

ღონსძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, თა­მარ კუპ­რა­ძის თქმით, სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, მსოფ­ლი­ო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 7-17 % ცა­ცი­აა. ცა­ცი­ა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე 1976 წლი­დან აღი­ნიშ­ნე­ბა იმ ცა­ცია ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად, რო­მელ­თაც სკო­ლა­ში მარ­ჯვე­ნა ხე­ლით წე­რას აი­ძუ­ლე­ბენ, რაც მათ ფსი­ქი­კა­ზე ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა. ამ დღეს ცა­ცი­ე­ბი ერ­თი­ან­დე­ბი­ან, რათა აღ­ნიშ­ნონ თა­ვი­ან­თი გან­სხვა­ვე­ბა და ერ­თმა­ნეთს გა­უ­ზი­ა­რონ იმ სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვის გზე­ბი, რომ­ლებ­საც ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად აწყდე­ბი­ან.

შეხ­ვედ­რას ფსი­ქო­ლო­გი ნანა მჟა­ვა­ნა­ძე უძღვე­ბო­და, რო­მელ­მაც ვრცლად ისა­უბ­რა ცა­ცი­ე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე.

"მე­მარ­ცხე­ნე­ო­ბა იშ­ვი­ა­თი, თუმ­ცა ორ­გა­ნიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი ვა­რი­ან­ტია, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თა­ვის ტვი­ნის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბას­თან. მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში­ვე ხდე­ბა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ბავ­შვი მო­მა­ვალ­ში მე­მარ­ჯვე­ნე იქ­ნე­ბა თუ ცა­ცია, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად სამი წლის ასა­კის კრი­ზი­სის შემ­დეგ ვლინ­დე­ბა ცა­ცი­აა თუ არა. ახალ­შო­ბი­ლის ტვი­ნის ნა­ხე­ვარსფე­რო­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ", - აღ­ნიშ­ნა ნანა მჟა­ვა­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, კომ­პენ­სა­ტო­რუ­ლი მე­მარ­ცხე­ნე­ო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თა­ვის ტვი­ნის რა­ი­მე სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბას­თან, პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის, სამ­შო­ბი­ა­რო ტრავ­მის, გან­ვი­თა­რე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გამო.

იძუ­ლე­ბი­თი მე­მარ­ცხე­ნე­ო­ბა - აღი­ნიშ­ნე­ბა მარ­ჯვე­ნა ხე­ლის ტრავ­მის შემ­თხვე­ვა­ში, ან შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­ზე­ზი იყოს ცა­ცია ახ­ლობ­ლე­ბი­სად­მი მი­ბაძ­ვა.

ფსევ­დო­მე­მარ­ცხე­ნე­ო­ბა - რო­დე­საც არ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კავ­ში­რი თა­ვის ტვი­ნის ნა­ხე­ვარსფე­რო­ებს შო­რის. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, თა­ნაბ­რად ხდე­ბა ორი­ვე ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა.

მე­მარ­ჯვე­ნე­ებ­თან შე­და­რე­ბით: ცა­ცი­ებს აქვთ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სივ­რცი­თი ორი­ენ­ტა­ცია, სხე­უ­ლის შეგ­რძნე­ბა, მოძ­რა­ო­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია. ცა­ცი­ე­ბი უფრო წარ­მა­ტე­ბულ­ნი არი­ან გე­ო­მეტ­რი­ის შეს­წავ­ლი­სას, სწო­რედ უკე­თე­სი სივ­რცი­თი აღ­ქმის მეშ­ვე­ო­ბით, (თუმ­ცა პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბათ არით­მე­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან სა­ჭი­რო­ებს ლო­გი­კა­სა და თან­მიმ­დევ­რულ აზ­როვ­ნე­ბას, რაც მარ­ცხე­ნა ნა­ხე­ვარსფე­როს ფუნ­ქცი­აა). ცა­ცი­ე­ბი მშვე­ნივ­რად უმკლავ­დე­ბი­ან ისე­თი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რაც სა­ჭი­რო­ებს ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­ზო­გა­დე­ბას, (თუმ­ცა, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ცალ­კე­უ­ლი ნა­წი­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, მისი ეტა­პობ­რი­ვი ანა­ლი­ზის შე­დე­გად, მათ­თვის სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს. ამის გამო შე­და­რე­ბით ძნე­ლად უყა­ლიბ­დე­ბათ ზე­პი­რი და წე­რი­თი მე­ტყვე­ლე­ბა).

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

ოზურგეთში ცაციების დღე აღინიშნა

ოზურგეთში ცაციების დღე აღინიშნა

"მე ვარ ცაცია!" - ამ სახელწოდების დისკუსია დღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

ღონსძიების ორგანიზატორის, თამარ კუპრაძის თქმით, სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში მოსახლეობის 7-17 % ცაციაა. ცაციათა საერთაშორისო დღე 1976 წლიდან აღინიშნება იმ ცაცია ბავშვების უფლებების დასაცავად, რომელთაც სკოლაში მარჯვენა ხელით წერას აიძულებენ, რაც მათ ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება. ამ დღეს ცაციები ერთიანდებიან, რათა აღნიშნონ თავიანთი განსხვავება და ერთმანეთს გაუზიარონ იმ სირთულეების დაძლევის გზები, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან.

შეხვედრას ფსიქოლოგი ნანა მჟავანაძე უძღვებოდა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ცაციების თავისებურებებზე.

"მემარცხენეობა იშვიათი, თუმცა ორგანიზმის განვითარების ერთ-ერთი ვარიანტია, რაც დაკავშირებულია თავის ტვინის ფუნქციონირების თავისებურებასთან. მუცლადყოფნის პერიოდშივე ხდება ჩამოყალიბება, ბავშვი მომავალში მემარჯვენე იქნება თუ ცაცია, მაგრამ რეალურად სამი წლის ასაკის კრიზისის შემდეგ ვლინდება ცაციაა თუ არა. ახალშობილის ტვინის ნახევარსფეროები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ", - აღნიშნა ნანა მჟავანაძემ.

მისივე თქმით, კომპენსატორული მემარცხენეობა დაკავშირებულია თავის ტვინის რაიმე სახის დაზიანებასთან, პერინატალური გართულებების, სამშობიარო ტრავმის, განვითარების ადრეულ ეტაპზე არსებული დაავადების გამო.

იძულებითი მემარცხენეობა - აღინიშნება მარჯვენა ხელის ტრავმის შემთხვევაში, ან შესაძლებელია მიზეზი იყოს ცაცია ახლობლებისადმი მიბაძვა.

ფსევდომემარცხენეობა - როდესაც არ არის ჩამოყალიბებული კავშირი თავის ტვინის ნახევარსფეროებს შორის. ასეთ შემთხვევაში, თანაბრად ხდება ორივე ხელის გამოყენება.

მემარჯვენეებთან შედარებით: ცაციებს აქვთ შესანიშნავი სივრცითი ორიენტაცია, სხეულის შეგრძნება, მოძრაობის კოორდინაცია. ცაციები უფრო წარმატებულნი არიან გეომეტრიის შესწავლისას, სწორედ უკეთესი სივრცითი აღქმის მეშვეობით, (თუმცა პრობლემა ექმნებათ არითმეტიკულ აზროვნებასთან დაკავშირებით, რადგან საჭიროებს ლოგიკასა და თანმიმდევრულ აზროვნებას, რაც მარცხენა ნახევარსფეროს ფუნქციაა). ცაციები მშვენივრად უმკლავდებიან ისეთი დავალებების შესრულებას, რაც საჭიროებს ინფორმაციის განზოგადებას, (თუმცა, როდესაც საქმე ეხება ცალკეული ნაწილების გაერთიანებას, მისი ეტაპობრივი ანალიზის შედეგად, მათთვის სირთულეს წარმოადგენს. ამის გამო შედარებით ძნელად უყალიბდებათ ზეპირი და წერითი მეტყველება).

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა