წარმოგიდგენთ საბჭოთა ეპოქაში, კინოინდუსტრიაში მოღვაწე 5 ლამაზმანს, რომელთაც ტრაგიკული ბედი ჰქონდათ.
იზოლდა იზვიცკაია
მსახიობმა პოპულარობა 1956 წელს მოიპოვა, როდესაც საბჭოთა კინოეკრანებზე გამოვიდა გრიგორი ჩუხრაის ფილმი "ორმოცდაერთი". მსახიობი პოპულარობის პიკზე აღმოჩნდა. შემდეგი 10 წლის განმავლობაში იზვიცკაია სხვადასხვა ფილმებში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ახალ როლებს მისთვის არც დიდება მოჰქონდა და არც შემოსავალი. სასოწარკვეთილი იზოლდა ვასილიევა მეორე ქმართან ერთად ატარებდა დიდ დროს, რომელმაც საბოლოოდ ის მიატოვა. ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად მსახიობი გარდაიცვალა.
ვალენტინა სეროვა
თავისი პროფესიული მოღვაწეობა ვალენტინამ 10 წლის ასაკში დაიწყო. 35 წლიანი კარიერის მანძილზე მან 11 ფილმში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით "ოთხის გული".
სეროვას პირველი ქმარი, ანატოლი სეროვი 1939 წელს დაიღუპა საცდელი ფრენების დროს. ქმრის გარდაცვალების შემდეგ მსახიობს ვაჟი შეეძინა, რომელსაც მამის სახელი დაარქვა. თუმცა, შვილის ბედიც სამწუხაროდ წარიმართა - ჯერ გამოსასწორებელ კოლონიაში მოხვდა, ხოლო იქიდან ალკოჰოლზე დამოკიდებული დაბრუნდა უკან, დაბრუნებიდან მალევე გარდაიცვალა.
ვალენტინა სეროვას მეორე ქმარი მწერალი კონსტანტინ სიმონოვი იყო. წყვილის ურთიერთობა ქორწინებიდან მალევე გაფუჭდა. მათ ურთიერთობას ქალიშვილის, მარიას გაჩენამაც ვერ უშველა. 7 წლის შემდეგ მსახიობს მეორე ოჯახი დაენგრა. ამ ტრაგიკულმა მოვლენებმა მსახიობზე დიდი გავლენა მოახდინა და ალკოჰოლის მოხმარება დაიწყო. 1975 წელს 54 წლის ასაკში ვალენტინა სეროვა გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
მარინა ლადინინა
მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. დიდი პოპულარობა მოუტანა ფილმებმა: "ყუბანელი კაზაკები", "ტრაქტორისტები", "მეღორე ქალი და მწყემსი"... წარმოშობით ბელორუსი ლადინინა ჩვეულებრივი გლეხის ოჯახიდან გამოსული გოგოს სილამაზის განსახიერება გახდა.
1934 წელს მარინა ლადინინამ რეჟისორი ივან პირიევი გაიცნო, მათ 2 წელში იქორწინეს. 1954 წელს ეკრანზე ლადინინას მონაწილეობით გამოვიდა ფილმი "ერთგულების შემოწმება". ამის შემდეგ წყვილს შორის გადაულახავი უთანხმოება წარმოიშვა, რის შედეგადაც მსახიობს ოჯახი დაენგრა. ამ განშორების შემდეგ მსახიობმა კინო მიატოვა და მარტოობაში ცხოვრობდა - გაურბოდა მეგობრებსა და კოლეგებს. სიცოცხლის ბოლო წლებში მსახიობს რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის მეუღლე ეხმარებოდა. მსახიობი 2003 წელს 95 წლის ასაკში მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ინა გულაია
მსახიობის კინოკარიერა საკმაოდ სწრაფად ვითარდებოდა. 20 წლის ასაკში თავისი პირველი როლი შეასრულა კინოში. განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ლევ კულიჯანოვის ფილმმა "როცა ხეები დიდი იყო".
1960-იან წლებში მსახიობმა სცენარისტი გენადი შპალიკოვი გაიცნო, წყვილს 3 წელში ქალიშვილი შეეძინა. ბავშვის გაჩენის შემდეგ მსახიობი ნაკლებ დროს უთმობდა თავის კარიერას. ამასთან, სამსახური დაკარგა მისმა ქმარმაც, რის გამოც ის ალკოჰოლს მიეძალა და 1974 წელს გარდაიცვალა კიდეც. 16 წლის შემდეგ გარდაიცვალა თავად ინა გულაიაც. ერთ-ერთი ვერსიით გარდაცვალების მიზეზი საძილე აბების გადაჭარბებული ოდენობით მიღება გახდა.
ნატალია კუსტინსკაია
საბჭოთა მაყრებლებისთვის მსახიობი ცნობილი გახდა ფილმიდან "სამს პლუს ორი" და "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას" .
მსახიობს გადასაღებად იწვევდნენ ჰოლივუდის რეჟისორებიც, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ ვარსკვლავს დასავლეთისკენ მიმავალი გზები ჩაუკეტა. ამასთან, მსახიობს სამშობლოში წარუმატებლობა ელოდა - ფილმები მისი მონაწილეობით მრავალი წლით თაროზე იდებოდა.
მსახიობი 5-ჯერ გათხოვდა, თუმცა ბოლოს მაინც მარტო დარჩა. თავისი ერთადერთი ვაჟიშვილი 2002 წელს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, რამაც მსახიობი დეპრესიაში ჩააგდო. შვილის გარდაცვალებამ კუსტინსკაიას ჯანმრთელობაც სერიოზლად შეურყია. 2012 წელს მსახიობს ინსულტი დაემართა. 2012 წლის 13 დეკემბერს კი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.