თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება. გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, საბურთალოს რაიონში, ხვალ, 10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება : დიღმის სასწავლო მეურნეობის, ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირის, კუტუზოვის, სულხან ცინცაძის, საირმის, მიცკევიჩის, შმიდტის, საბურთალოს, იოსებიძის, ხვიჩიას, ბახტრიონის, კოსტავას, ცაგარელის, შარტავას და გამრეკელის ქუჩების 4434 აბონენტს.
ისნის რაიონში, ქვესადგურ "ავლაბარში" გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე, დენის მიწოდება შეუწყდება სამხედრო ქალაქ 202, მახათას შესახვევის, ავლაბრის შესახვევის, ყვარლის, მთისძირის, რატილის, ტვიშის, მესხეთის, უშაკოვის, ამირეჯიბის, ტოლენჯის, მესხიშვილის, ბოროდინის, დუშეთის, ფაღავას, არმაზის, გონაშვილის, სევანის, მთავარანგელოზის, ცისკრის, გურჯაანის, მარტყოფის, წურწუმიას, ნასაკირალის, ირბახის, ვარდისუბნის, ფაბრიციუსის, დოესის, შორაპნის, გარეკახეთის, ავლიპ ზურაბაშვილის, აწყურის, ცუცხვათის, ქეთევან წამებულის, კოშკოვანას, ძევერის, წინანდალის, საბადურის, კასპის, ლეხ კაჩინსკის, შირაქის, ბაბისხევის, ბეღლეთის, ჟონეთის, ნიაბის, მიხეილ მრევლიშვილის, კაიშაურის, კიკეთის, შილდის, ფშავის, გალავნის, რუისპირის, ნაქერალის და ოძისის ქუჩების 5877 აბონენტს.
10:00-დან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სამრეწველოს დასახლების, წურწუმიას, მარტყოფის, ირბახის, ჩუბინიძის და გურჯაანის ქუჩების 508 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში, ქვესადგურ "ზღვისპირეთში" გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება ზღვისუბნის IIა მიკრორაიონის 64 აბონენტს შეუწყდება.
11:00-დან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ჩარგლის, ჟინვალის, ლიახვის, სანზონის, შენგელიას, ზაქარაიას, ჩოდრიშვილის, კაჭრეთის და კონდოლის ქუჩების 763 აბონენტს.
ვაკის რაიონში, 11:00-დან 15:00 საათამდე, დენი ნუცუბიძის პლატოს II, IV და V მიკრორაიონის 742 აბონენტს გაეთიშება.
მთაწმინდის რაიონში, 11:00-დან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის და რესპუბლიკის მოედნის 54 აბონენტს.
გლდანის რაიონში, 11:00-დან 16:00 საათამდე, დენის მიწოდება გლდანის მასივის III და IIIა მიკრორაიონების 887 აბონენტს შეუწყდება.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ზაქრაძის, ცოტნე დადიანის, ლელაშვილის და მეუნარგიას ქუჩების 432 აბონენტს.
კრწანისის რაიონში, 10:00-დან 16:00 საათამდე, დენი გაეთიშება გორგასლის, ორთაჭალის, წინანაურის და ნადიკვარის ქუჩების 638 აბონენტს.
დიდუბის რაიონში, 15:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა წერეთლის გამზირის 44 აბონენტს შეეხება.
სამგორის რაიონში, 10:00-დან 13:00 საათამდე, დენის მიწოდება მუხაძის და ახვლედიანის ქუჩების 611 აბონენტს შეუწყდება.
დიდგორის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წავკისის 358 აბონენტს.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგება.