ორი პატარა ბავშვი უყურებდა საკუთარ დედ-მამას, როცა მათ უსაფრთხოების ბარიერი გადაკვეთეს, პორტუგალიაში, ხევის ქიმზე სელფის გადასაღებად და ხევში გადაიჩეხნენ. ოჯახი შვებულებაში კაბო და როკას მთაზე იყვნენ დასათვალიერებლად მისულები.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა და სამაშველო ჯგუფმა გვამები 24 საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. 5 და 6 წლის ბავშვები ინციდენტის შემდეგ პოლონეთის დიპლომატიური ზრუნვის ქვეშ, ფსიქიატრიულ კლინიკაში ექიმთან გასასაუბრებლად გადაიყვანეს.
მათი უახლოესი ნათესავები მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულნი არიან და მათ პორტუგალიაში ელოდებიან.
მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.