მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მალხაზ ველიჯანაშვილი - ოლეგ მელნიკოვმა ზეწოლას ვერ გაუძლო
მალხაზ ველიჯანაშვილი - ოლეგ მელნიკოვმა ზეწოლას ვერ გაუძლო

ოლეგ მელ­ნი­კოვ­მა, რო­გორც ჩანს, ზე­წო­ლას ვერ გა­უძ­ლო, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ოლეგ მელ­ნი­კო­ვის ყო­ფილ­მა ად­ვო­კატ­მა მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, მელ­ნი­კოვ­მა მისი აცი­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 4 თვის წინ და­ა­ყე­ნა, რაც ემ­თხვე­ვა პე­რი­ოდს, რო­დე­საც მის გვერ­დზე სა­კან­ში მყო­ფებ­მა გა­ი­გეს გა­მომ­ძი­ებ­ლი­სა და მელ­ნი­კო­ვის გა­რი­გე­ბის დე­ტა­ლე­ბი.

"მელ­ნი­კო­ვი რო­დე­საც ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, მან პრო­ცეს­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რომ პრო­კუ­რო­რე­ბი შე­მო­დი­ან, დე­და­ჩე­მი შე­მოჰ­ყავთ და ჩემ­ზე ზე­წო­ლას ახ­დე­ნე­ნო. ასე­ვე ამ­ბობ­და, ჩემს შვილ­ზე საქ­მე აღ­ძრე­სო. ამ ადა­მი­ან­ზე ზე­წო­ლა იყო და ალ­ბათ, ვერ გა­უძ­ლო", - გა­ნა­ცხა­და ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა.

ის, რომ მელ­ნი­კოვ­თან გა­რი­გე­ბა ხდე­ბო­და, გუ­შინ, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფილ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ­მა ზუ­რაბ შა­მა­თა­ვამ და ალექ­სან­დრე გორ­გა­ძემ გა­ნა­ცხა­დეს.

გორ­გა­ძე და შა­მა­თა­ვა ე.წ. ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე და­ი­კი­თხნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სის შემ­დეგ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის პრო­ცე­სი და­ი­ყო, სა­დაც ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა მელ­ნი­კოვ­მა სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ პე­რი­ო­დი, რო­მელ­ზეც შა­მა­თა­ვამ და გორ­გა­ძემ ისა­უბ­რეს, ემ­თხვე­ვა მისი, რო­გორც ად­ვო­კა­ტის აცი­ლე­ბის პე­რი­ოდს.

"ეს პე­რი­ო­დი იყო ზუს­ტად, მე რომ აცი­ლე­ბა მომ­ცა. გორ­გა­ძემ და შა­მა­თა­ვამ, რომ­ლე­ბიც მელ­ნი­კო­ვის გვერ­დზე სა­კან­ში არი­ან, ისიც გა­ი­გეს, რომ დათა ახა­ლა­ი­ას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩვე­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მელ­ნი­კოვ­მა ქვეყ­ნი­დან გაშ­ვე­ბა მო­ი­თხო­ვა", - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა.

ოლეგ მელ­ნი­კოვს ამ­ჟა­მად ად­ვო­კა­ტი ვარ­ლამ ბალ­ხა­მიშ­ვი­ლი იცავს.

რაც შე­ე­ხე­ბა მელ­ნი­კო­ვის სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბას, მან გუ­შინ გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ჩვე­ნე­ბა მის­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ დათა ახა­ლა­ი­ამ გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, მას და­წე­რილ ჩვე­ნე­ბა­ზე მო­ა­წე­რი­ნა ხელი. მელ­ნი­კო­ვის თქმით, გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მღელ­ვა­რე­ბის ჩა­სახ­შო­ბად, ახა­ლა­ი­ამ ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თან­ხმო­ბის შემ­დეგ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გეგ­მა, რომ­ლი­თაც შსს-ს 4 თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვეს. მისი თქმით, წი­ნას­წარ იყო და­გეგ­მი­ლი, რომ ამ პი­რებს მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ. მელ­ნი­კოვ­მა საქ­მის ყვე­ლა ეპი­ზოდ­ში ბრა­ლი აღი­ა­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში, დათა ახა­ლა­ი­ას თხოვ­ნით, ცრუ ჩვე­ნე­ბა აქვს მი­ცე­მუ­ლი, ახლა კი, სი­მარ­თლეს ამ­ბობს.

მელ­ნი­კო­ვის და­კი­თხვა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 18 აგ­ვის­ტოს გა­ნახ­ლდე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მალხაზ ველიჯანაშვილი - ოლეგ მელნიკოვმა ზეწოლას ვერ გაუძლო

მალხაზ ველიჯანაშვილი - ოლეგ მელნიკოვმა ზეწოლას ვერ გაუძლო

ოლეგ მელნიკოვმა, როგორც ჩანს, ზეწოლას ვერ გაუძლო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული ოლეგ მელნიკოვის ყოფილმა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მელნიკოვმა მისი აცილების შუამდგომლობა დაახლოებით 4 თვის წინ დააყენა, რაც ემთხვევა პერიოდს, როდესაც მის გვერდზე საკანში მყოფებმა გაიგეს გამომძიებლისა და მელნიკოვის გარიგების დეტალები.

"მელნიკოვი როდესაც ჩამოიყვანეს, მან პროცესზე განცხადება გააკეთა, რომ პროკურორები შემოდიან, დედაჩემი შემოჰყავთ და ჩემზე ზეწოლას ახდენენო. ასევე ამბობდა, ჩემს შვილზე საქმე აღძრესო. ამ ადამიანზე ზეწოლა იყო და ალბათ, ვერ გაუძლო", - განაცხადა ველიჯანაშვილმა.

ის, რომ მელნიკოვთან გარიგება ხდებოდა, გუშინ, საქალაქო სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა წარმომადგენლებმა, პატიმრობაში მყოფმა ზურაბ შამათავამ და ალექსანდრე გორგაძემ განაცხადეს.

გორგაძე და შამათავა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაიკითხნენ. აღნიშნული პროცესის შემდეგ საქალაქო სასამართლოში გირგვლიანის საქმის პროცესი დაიყო, სადაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა მელნიკოვმა სკანდალური განცხადება გააკეთა.

მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ პერიოდი, რომელზეც შამათავამ და გორგაძემ ისაუბრეს, ემთხვევა მისი, როგორც ადვოკატის აცილების პერიოდს.

"ეს პერიოდი იყო ზუსტად, მე რომ აცილება მომცა. გორგაძემ და შამათავამ, რომლებიც მელნიკოვის გვერდზე საკანში არიან, ისიც გაიგეს, რომ დათა ახალაიას საწინააღმდეგო ჩვენების სანაცვლოდ, მელნიკოვმა ქვეყნიდან გაშვება მოითხოვა", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ოლეგ მელნიკოვს ამჟამად ადვოკატი ვარლამ ბალხამიშვილი იცავს.

რაც შეეხება მელნიკოვის სკანდალურ განცხადებას, მან გუშინ გირგვლიანის საქმეზე ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ დათა ახალაიამ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, მას დაწერილ ჩვენებაზე მოაწერინა ხელი. მელნიკოვის თქმით, გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, საზოგადოებაში მღელვარების ჩასახშობად, ახალაიამ ზურაბ ადეიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემდეგ, განახორციელა გეგმა, რომლითაც შსს-ს 4 თანამშრომელი დააკავეს. მისი თქმით, წინასწარ იყო დაგეგმილი, რომ ამ პირებს მალევე გაათავისუფლებდნენ. მელნიკოვმა საქმის ყველა ეპიზოდში ბრალი აღიარა და აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების პერიოდში, დათა ახალაიას თხოვნით, ცრუ ჩვენება აქვს მიცემული, ახლა კი, სიმართლეს ამბობს.

მელნიკოვის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში 18 აგვისტოს განახლდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ