მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასწავლებელთა ატესტაციის წესი იცვლება
მასწავლებელთა ატესტაციის წესი იცვლება

მას­წავ­ლე­ბელ­თა ატეს­ტა­ცი­ის არ­სე­ბუ­ლი წესი იც­ვლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა, თა­მარ სა­ნი­კი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­მელ­საც დღეს მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­აქვს სა­კი­თხი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე.

რო­გორც სა­ნი­კი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ კა­ნონ­ში იყო ძა­ლი­ან ბევ­რი ტექ­ნი­კუ­რი შეც­დო­მა, რო­მე­ლიც გას­წორ­დე­ბა.

"ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი მა­ინც ის არის, რომ ჩვენ ვცვლით მას­წავ­ლებ­ლე­ბის სერ­თი­ფი­ცი­რე­ბის თე­მას. ჩვენ ვი­ცით, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ფას­დე­ბო­და არა­ა­დექ­ვა­ტუ­რად გა­მოც­დის მეშ­ვე­ო­ბით. მო­ვი­ძი­ეთ ინ­ფორ­მა­ცია, გა­დავ­ხე­დეთ მო­დე­ლებს, შე­ვი­მუ­შა­ვეთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის­თვის ოპ­ტი­მა­ლუ­რი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს მას­წავ­ლებ­ლე­ბის არა მხო­ლოდ შე­ფა­სე­ბით, არა­მედ კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ეს უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას. ცვლი­ლე­ბე­ბი გუ­ლის­ხმობს, რომ გა­მოც­და, რო­მელ­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი აბა­რებ­და და ხდე­ბო­და ან არ ხდე­ბო­და სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ეს სქე­მა შე­იც­ვლე­ბა და მას­წავ­ლე­ბე­ლიც ჩა­ერ­თვე­ბა კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში, სა­დაც და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვლა, ისე კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა - კა­ტე­გო­რი­ი­დან კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­დას­ვლა, გან­ვი­თა­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­ფა­სო მო­ტი­ვა­ცია", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ სა­ნი­კი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გა­მოც­დე­ბი არ­სე­ბუ­ლი სა­ხით აღარ იქ­ნე­ბა, არა­მედ იქ­ნე­ბა სქე­მა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს თა­ვის თა­ვის გარ­კვე­ულ საგ­ნობ­რივ გა­მოც­დას.

"და­ნარ­ჩე­ნი არის საკ­ლა­სო შე­ფა­სე­ბა, პრაქ­ტი­კა­ში რა­საც აკე­თებს მას­წავ­ლე­ბე­ლი იმი­სა და არა ის, რაც აქამ­დე ხდე­ბო­და. ეს იყო არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი და ეს გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად გა­მოჩ­ნდა მა­შინ, როცა წლი­დან წლამ­დე კა­ნონ­ში თა­რი­ღის გა­და­ტა­ნა ხდე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან 2014 წლის ბო­ლოს მას­წავ­ლებ­ლე­ბის 80% უნდა გაგ­ვეშ­ვა სახ­ლში. ეს იყო სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა, გა­უ­აზ­რე­ბე­ლი და არას­წო­რი ნა­ბი­ჯი. ჩვენ შევ­ცვა­ლეთ ეს და მას­წავ­ლებ­ლებს შევ­თა­ვა­ზეთ ადექ­ვა­ტუ­რი თემა რო­გორც სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბი­სა, ისე გან­ვი­თა­რე­ბი­სა", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ სა­ნი­კი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მასწავლებელთა ატესტაციის წესი იცვლება

მასწავლებელთა ატესტაციის წესი იცვლება

მასწავლებელთა ატესტაციის არსებული წესი იცვლება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე გააქვს საკითხი ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

როგორც სანიკიძემ ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, აღნიშნულ კანონში იყო ძალიან ბევრი ტექნიკური შეცდომა, რომელიც გასწორდება.

"ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მაინც ის არის, რომ ჩვენ ვცვლით მასწავლებლების სერთიფიცირების თემას. ჩვენ ვიცით, რომ მასწავლებელი ფასდებოდა არაადექვატურად გამოცდის მეშვეობით. მოვიძიეთ ინფორმაცია, გადავხედეთ მოდელებს, შევიმუშავეთ ჩვენი ქვეყნისთვის და არსებული სიტუაციისთვის ოპტიმალური მოდელი, რომელიც გულისხმობს მასწავლებლების არა მხოლოდ შეფასებით, არამედ კარიერული განვითარების შესაძლებლობას. ეს უზრუნველყოფს საჯარო სკოლებში ხარისხის ამაღლებას. ცვლილებები გულისხმობს, რომ გამოცდა, რომელსაც მასწავლებელი აბარებდა და ხდებოდა ან არ ხდებოდა სერთიფიცირებული, ეს სქემა შეიცვლება და მასწავლებელიც ჩაერთვება კარიერული განვითარების სქემაში, სადაც დარეგულირებული იქნება როგორც პროფესიაში შესვლა, ისე კარიერული წინსვლა - კატეგორიიდან კატეგორიაში გადასვლა, განვითარება და შესაბამისად, სახელფასო მოტივაცია", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მისივე თქმით, გამოცდები არსებული სახით აღარ იქნება, არამედ იქნება სქემა, რომელიც მოიცავს თავის თავის გარკვეულ საგნობრივ გამოცდას.

"დანარჩენი არის საკლასო შეფასება, პრაქტიკაში რასაც აკეთებს მასწავლებელი იმისა და არა ის, რაც აქამდე ხდებოდა. ეს იყო არაადექვატური და ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა წლიდან წლამდე კანონში თარიღის გადატანა ხდებოდა, ვინაიდან 2014 წლის ბოლოს მასწავლებლების 80% უნდა გაგვეშვა სახლში. ეს იყო სრული კატასტროფა, გაუაზრებელი და არასწორი ნაბიჯი. ჩვენ შევცვალეთ ეს და მასწავლებლებს შევთავაზეთ ადექვატური თემა როგორც საკუთარ თავზე მუშაობისა, ისე განვითარებისა", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია