პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საჯარო სკოლებში ექიმის კაბინეტები ამოქმედდება
საჯარო სკოლებში ექიმის კაბინეტები ამოქმედდება

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სა და სკო­ლის ექი­მის საქ­მი­ა­ნო­ბის სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მას იწყებს.

პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, 100 სა­პი­ლო­ტე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე, შერ­ჩე­ულ სკო­ლებ­ში სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ოთა­ხე­ბის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და მათი აღ­ჭურ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღეს, მი­ნის­ტრი თა­მარ სა­ნი­კი­ძე ერთ-ერთ სა­პი­ლო­ტე - თბი­ლი­სის 64-ე სა­ჯა­რო სკო­ლას ეწ­ვია და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას პი­რა­დად გა­ეც­ნო.

კა­ბი­ნე­ტე­ბის­თვის ექი­მე­ბის შერ­ჩე­ვას სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ შექ­მნი­ლი კო­მი­სია უზ­რუნ­ველ­ყოფს, სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტე­ბის მო­წყო­ბა­სა და აღ­ჭურ­ვას კი, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო და­ა­ფი­ნან­სებს. უკვე ახა­ლი, 2014-2015 სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტი პროგ­რა­მა­ში ჩარ­თულ ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­ი­წყებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. ეტა­პობ­რი­ვად კი, სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რით, მე­დი­კა­მენ­ტე­ბით და სხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­სურ­სე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ექი­მის კა­ბი­ნე­ტი ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლას ექ­ნე­ბა.

"პრო­ექ­ტის ამოქ­მე­დე­ბა გა­და­უ­დე­ბელ­მა აუ­ცი­ლებ­ლო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ვი­ნა­ი­დან, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სკო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და არ იყო ჩარ­თუ­ლი იმუ­ნი­ზა­ცი­ის ხელ­შემ­წყობ პრო­ცე­სებ­ში. არ არ­სე­ბობ­და სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნა­ცემ­თა ბაზა და არ მოქ­მე­დებ­და რე­ფე­რა­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ადექ­ვა­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მი. სკო­ლებ­ში ფიქ­სირ­დე­ბო­და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რად არა­კე­თილ­სა­ი­მე­დო მდგო­მა­რე­ო­ბა და ჰი­გი­ე­ნის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბი­სა და ცოდ­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა, ყვე­ლა ეს პრობ­ლე­მა ახა­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­და­იჭ­რე­ბა, მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კვა­ლი­ფი­ცი­ურ პირ­ვე­ლად სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას სკო­ლა­ში­ვე მი­ი­ღე­ბენ", - აცხა­დე­ბენ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საჯარო სკოლებში ექიმის კაბინეტები ამოქმედდება

საჯარო სკოლებში ექიმის კაბინეტები ამოქმედდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირებისა და სკოლის ექიმის საქმიანობის საპილოტე პროგრამას იწყებს.

პროექტი საქართველოს მასშტაბით, 100 საპილოტე საჯარო სკოლაში განხორციელდება. ამ ეტაპზე, შერჩეულ სკოლებში სამედიცინო კაბინეტებისთვის განკუთვნილი ოთახების სარემონტო სამუშაოები და მათი აღჭურვა მიმდინარეობს. დღეს, მინისტრი თამარ სანიკიძე ერთ-ერთ საპილოტე - თბილისის 64-ე საჯარო სკოლას ეწვია და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო.

კაბინეტებისთვის ექიმების შერჩევას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია უზრუნველყოფს, სამედიცინო კაბინეტების მოწყობასა და აღჭურვას კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დააფინანსებს. უკვე ახალი, 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებისთვის სამედიცინო კაბინეტი პროგრამაში ჩართულ ყველა საჯარო სკოლაში დაიწყებს ფუნქციონირებას. ეტაპობრივად კი, საჭირო ინვენტარით, მედიკამენტებით და სხვა აუცილებელი რესურსებით აღჭურვილი ექიმის კაბინეტი ყველა საჯარო სკოლას ექნება.

"პროექტის ამოქმედება გადაუდებელმა აუცილებლობამ განაპირობა ვინაიდან, წლების განმავლობაში სკოლების უმეტესობა დამოკიდებული იყო მხოლოდ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მომსახურებაზე და არ იყო ჩართული იმუნიზაციის ხელშემწყობ პროცესებში. არ არსებობდა სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემთა ბაზა და არ მოქმედებდა რეფერალის განხორციელების ადექვატური მექანიზმი. სკოლებში ფიქსირდებოდა ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობა და ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით, იყო ინფორმირებულობისა და ცოდნის ნაკლებობა, ყველა ეს პრობლემა ახალი პროექტის ფარგლებში გადაიჭრება, მოსწავლეები საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციურ პირველად სამედიცინო დახმარებას სკოლაშივე მიიღებენ", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია