საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურამ ბრეგაძე: ''მსახიობებთან მეგობრობა რთულია''
გურამ ბრეგაძე: ''მსახიობებთან მეგობრობა რთულია''

გორ­ში გი­ორ­გი ერის­თა­ვის სა­ხე­ლო­ბის კო­მე­დი­ის ფეს­ტი­ვა­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. გო­რის თე­ატ­რში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან ჩა­სუ­ლი თე­ატ­რე­ბი სა­კუ­თარ სპექ­ტაკ­ლებს წარ­მო­ად­გენ­დნენ. კო­მე­დი­ის ფეს­ტი­ვა­ლი 17 ივ­ლისს და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლით დას­რულ­და და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი და­სა­ხელ­დნენ. კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის ნა­მუ­შევ­რებს შო­რის, რე­ჟი­სორ გუ­რამ ბრე­გა­ძის სპექ­ტაკ­ლი "სა­მე­ფო ძრო­ხა", რო­მე­ლიც მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­არ­შია, სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რულ ნა­მუ­შევ­რად და­სა­ხელ­და. რო­გორც გუ­რამ­თან შეხ­ვედ­რი­სას შე­ვი­ტყვეთ, იგი­ვე პი­ე­სა მან რუს­თა­ვის თე­ატ­რის­თვი­საც დად­გა...

- ახ­ლა­ხან რუს­თა­ვის თე­ატ­რში "სა­მე­ფო ძრო­ხის"სა­ხეც­ვლი­ლი ვერ­სია დავ­დგით, სა­ხელ­წო­დე­ბით "სა­მე­ფო ზღა­პა­რი", სექ­ტემ­ბრი­დან რე­პერ­ტუ­არ­ში იქ­ნე­ბა. რუს­თა­ვის თე­ატ­რში ცვლი­ლე­ბე­ბია, ახა­ლი სა-მხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლია ლე­ვან სვა­ნა­ძე, ხოლო დი­რექ­ტო­რი - ლალი თა­ბა­გა­რი. სი­ტუ­ა­ცია კარ­გის­კენ და­იძ­რა და ამ ადა­მი­ა­ნებს სწო­რად მიჰ­ყავთ თე­ატ­რის პო­ლი­ტი­კა. მინ­და, აუ­ცი­ლებ­ლად აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩემი სპექ­ტაკ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის სამ ადა­მი­ანს, მხატ­ვარ ლომ­გულ მუ­რუ­სი­ძეს, მუ­სი­კა­ლურ გამ­ფორ­მე­ბელ ზურა ინ­გო­როყ­ვას, ხოლო ქო­რე­ოგ­რა­ფია გია მარ­ღა­ნი­ას ეკუთ­ვნის.

- რო­გორც ვიცი, "სა­მე­ფო ძრო­ხა"ჩვენ­თან პირ­ვე­ლად და­იდ­გა...

- დიახ, ქარ­თულ სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად და­იდ­გა. რუ­სუ­ლი პი­ე­საა, თა­ნა­მედ­რო­ვე ზღა­პა­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შვე­ბის­თვის. ის დად­გმუ­ლია მოს­კო­ვის თე­ატრ "ეტ სე­ტე­რა­ში", დრა­მა­ტურ­გე­ბი ცოლ-ქმა­რი არი­ან, რომ­ლებ­მაც ეს პი­ე­სა გა­მო­მიგ­ზავ­ნეს. ეს ისე­თი პი­ე­საა, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა, რაც "დის­ნე­ის"მულ­ტფილ­მებ­ში. უყუ­რებ და ბავ­შვზე მე­ტად შენ გი­ხა­რია. ძა­ლი­ან მაგ­რად და ორი თა­ო­ბის მა­ყუ­რებ­ლის­თვის არის დად­გმუ­ლი. თა­ვი­სი უხამ­სო­ბე­ბით, რო­მელ­საც ბავ­შვი ვერ იგებს, მაგ­რამ ხვდე­ბა უფ­რო­სი.

- თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შვე­ბი­სათ­ვის ცოტა რთუ­ლია რა­მის დად­გმა, კომ­პი­უ­ტერს უს­ხე­დან, მეტი იცი­ან, მეტი სურთ და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან...

- რა თქმა უნდა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ცვლი­ან მო­ზარ­დებს, ახ­ლა­ხან 7 წლის ბავ­შვი მო­ვი­და ჩემ­თან სახ­ლში და "ვინ­დო­უ­სი"გა­და­მი­ყე­ნა. ახალ თა­ო­ბას ნა­ხუც­რიშ­ვი­ლის "ნა­ცარ­ქე­ქია"რომ ანახ­ვო, არა მგო­ნია, და­ა­ინ­ტე­რე­სოს და მო­ე­წო­ნოს. ამი­ტომ ვფიქ­რობ, სა­ჭი­როა ნა­ბი­ჯი წინ და ცვლი­ლე­ბე­ბი რე­პერ­ტუ­არ­ში. ბავ­შვი სპექ­ტაკ­ლის სა­ნა­ხა­ვად რომ მო­დის, მთლად "დის­ნე­ის"თუ ვერ ანახ­ვებ, რა­ღაც ისე­თი მა­ინც უნდა შეს­თა­ვა­ზო, რომ მი­ე­ჯაჭ­ვოს, არ გა­გექ­ცეს და კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩეს, თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს რთუ­ლია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გურამ ბრეგაძე: ''მსახიობებთან მეგობრობა რთულია''

გურამ ბრეგაძე: ''მსახიობებთან მეგობრობა რთულია''

გორში გიორგი ერისთავის სახელობის კომედიის ფესტივალი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გორის თეატრში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული თეატრები საკუთარ სპექტაკლებს წარმოადგენდნენ. კომედიის ფესტივალი 17 ივლისს დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა და გამარჯვებულები დასახელდნენ. კომედიური ჟანრის ნამუშევრებს შორის, რეჟისორ გურამ ბრეგაძის სპექტაკლი ''სამეფო ძროხა'', რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარშია, საუკეთესო რეჟისორულ ნამუშევრად დასახელდა. როგორც გურამთან შეხვედრისას შევიტყვეთ, იგივე პიესა მან რუსთავის თეატრისთვისაც დადგა...

- ახლახან რუსთავის თეატრში ''სამეფო ძროხის''სახეცვლილი ვერსია დავდგით, სახელწოდებით ''სამეფო ზღაპარი'', სექტემბრიდან რეპერტუარში იქნება. რუსთავის თეატრში ცვლილებებია, ახალი სა-მხატვრო ხელმძღვანელია ლევან სვანაძე, ხოლო დირექტორი - ლალი თაბაგარი. სიტუაცია კარგისკენ დაიძრა და ამ ადამიანებს სწორად მიჰყავთ თეატრის პოლიტიკა. მინდა, აუცილებლად აღვნიშნო, რომ ჩემი სპექტაკლების წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის სამ ადამიანს, მხატვარ ლომგულ მურუსიძეს, მუსიკალურ გამფორმებელ ზურა ინგოროყვას, ხოლო ქორეოგრაფია გია მარღანიას ეკუთვნის.

- როგორც ვიცი, ''სამეფო ძროხა''ჩვენთან პირველად დაიდგა...

- დიახ, ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა. რუსული პიესაა, თანამედროვე ზღაპარი თანამედროვე ბავშვებისთვის. ის დადგმულია მოსკოვის თეატრ ''ეტ სეტერაში'', დრამატურგები ცოლ-ქმარი არიან, რომლებმაც ეს პიესა გამომიგზავნეს. ეს ისეთი პიესაა, სადაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა, რაც ''დისნეის''მულტფილმებში. უყურებ და ბავშვზე მეტად შენ გიხარია. ძალიან მაგრად და ორი თაობის მაყურებლისთვის არის დადგმული. თავისი უხამსობებით, რომელსაც ბავშვი ვერ იგებს, მაგრამ ხვდება უფროსი.

- თანამედროვე ბავშვებისათვის ცოტა რთულია რამის დადგმა, კომპიუტერს უსხედან, მეტი იციან, მეტი სურთ და განვითარებულები არიან...

- რა თქმა უნდა, ტექნოლოგიები ცვლიან მოზარდებს, ახლახან 7 წლის ბავშვი მოვიდა ჩემთან სახლში და ''ვინდოუსი''გადამიყენა. ახალ თაობას ნახუცრიშვილის ''ნაცარქექია''რომ ანახვო, არა მგონია, დააინტერესოს და მოეწონოს. ამიტომ ვფიქრობ, საჭიროა ნაბიჯი წინ და ცვლილებები რეპერტუარში. ბავშვი სპექტაკლის სანახავად რომ მოდის, მთლად ''დისნეის''თუ ვერ ანახვებ, რაღაც ისეთი მაინც უნდა შესთავაზო, რომ მიეჯაჭვოს, არ გაგექცეს და კმაყოფილი დარჩეს, თუმცა, რასაკვირველია, ეს რთულია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება