მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა შეეფარდა
მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა შეეფარდა

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­სა და და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ამ წუ­თებ­ში გა­მო­ი­ტა­ნა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­სა და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს, რომ­ლე­ბიც რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბი­ან, 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვი­სა და "ტე­ლე­ი­მედ­ში" შეჭ­რის საქ­მე­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ედე­ბათ ბრა­ლად, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მათ­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფი­ლი მერი გიგი უგუ­ლა­ვა და ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი. მე­რა­ბიშ­ვილ­სა და უგუ­ლა­ვას პა­ტიმ­რო­ბა სხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რას 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვი­სა და "ტე­ლე­ი­მედ­ში" შეჭ­რის საქ­მე­ზე უგუ­ლა­ვა­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს­თვის არ მი­უ­მარ­თავს.

ად­ვო­კატ ოთარ კა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, დაც­ვის მხა­რე ყვე­ლა ფორ­მა­ლურ პრო­ცე­დუ­რას გა­ივ­ლის. მისი თქმით, დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უსა­ფუძ­ვლოა, რად­გან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრალ­დე­ბის მხა­რეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ გა­აჩ­ნია.

"მათ გა­აჩ­ნი­ათ ბურ­ჯა­ნა­ძის და კი­დევ ერთი მოწ­მის - ჩხარ­ტიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბე­ბი. ცხა­დია, რომ ბრალ­დე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის შემ­დეგ შე­ი­კე­რა ეს საქ­მე. პრო­კუ­რა­ტუ­რა პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას ახორ­ცი­ე­ლებს", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

პრო­კუ­რო­რი ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი კი აცხა­დებს, რომ სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე.

მო­სა­მარ­თლე სპარ­ტაკ პავ­ლი­აშ­ვილ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის, კე­ზე­რაშ­ვი­ლი­სა და ადე­იშ­ვი­ლის მი­მართ აღ­მკვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­ფუძ­ვლად საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და­ა­სა­ხე­ლა. წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 22 სექ­ტემ­ბერს, 12.00 სა­ათ­ზე ჩა­ი­ნიშ­ნა.

წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის მაქ­სი­მა­ლუ­რი ვა­დით ჩა­ნიშ­ვნა პრო­უ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და, რა­საც დაც­ვის მხა­რეც და­ე­თან­ხმა. პრო­კუ­რო­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ საქ­მის მო­ცუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი.

მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა შეეფარდა

მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა შეეფარდა

მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ ამ წუთებში გამოიტანა.

მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, რომლებიც როგორც ცნობილია, საქართველოში არ იმყოფებიან, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედებათ ბრალად, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

მათთან ერთად ბრალდებულები არიან პატიმრობაში მყოფი დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. მერაბიშვილსა და უგულავას პატიმრობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აქვთ შეფარდებული. ამ ეტაპზე პროკურატურას 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე უგულავასა და მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

ადვოკატ ოთარ კახიძის განცხადებით, დაცვის მხარე ყველა ფორმალურ პროცედურას გაივლის. მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, რადგან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ გააჩნია.

"მათ გააჩნიათ ბურჯანაძის და კიდევ ერთი მოწმის - ჩხარტიშვილის ჩვენებები. ცხადია, რომ ბრალდების დადგენილების შემდეგ შეიკერა ეს საქმე. პროკურატურა პოლიტიკურ დევნას ახორციელებს", - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი კი აცხადებს, რომ სასამართლომ მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, ბრალდებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა სააკაშვილის, კეზერაშვილისა და ადეიშვილის მიმართ აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საფუძვლად საქმეში არსებული გარკვეული მტკიცებულებები დაასახელა. წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს, 12.00 საათზე ჩაინიშნა.

წინასასამართლო სხდომის მაქსიმალური ვადით ჩანიშვნა პროურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა. პროკურორებმა განაცხადეს, რომ საქმის მოცულობიდან გამომდინარე, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ