Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
რომელ ქვეყანას შეაფარებს თავს სააკაშვილი?
რომელ ქვეყანას შეაფარებს თავს სააკაშვილი?

მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2007 წლის ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნებ­თან და­კაშ­ვი­რე­ბით ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა, ბუ­ნებ­რი­ვად იბა­დე­ბა კი­თხვა: რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბი მის­ცე­მენ სა­ა­კაშ­ვილს თავ­შე­სა­ფარს, რათა მან თავი გა­და­ირ­ჩი­ნოს? ფაქ­ტია, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ უკვე მე­ო­რე წე­ლია უცხო­ეთ­ში გაქ­ცე­უ­ლი დამ­ნა­შა­ვე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­დან" ვერც ერ­თის და­კა­ვე­ბა და ჩა­მოყ­ვა­ნა ვერ შეძ­ლო. სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, სი­ტუ­ა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით ასე ლაგ­დე­ბა: თუკი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს ერთი ქვე­ყა­ნა მა­ინც მის­ცეს, ამის შემ­დეგ გინ­და წი­თელ ცირ­კუ­ლარ­ში ჩას­ვი, გინ­და - ყვი­თელ­ში, ძა­ლა­ში რჩე­ბა მხო­ლოდ და­უს­წრებ­ლად გა­სა­მარ­თლე­ბა, პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა და ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ღარ ჩა­მო­ვა სას­ჯე­ლის ხან­დაზ­მუ­ლო­ბის გას­ვლამ­დე, ანუ სას­ჯე­ლის ვა­დის ამო­წურ­ვი­დან კი­დევ 15 წლის მან­ძილ­ზე. მო­დით, და­ვი­წყოთ იქი­დან, რო­მელ­მა ქვე­ყა­ნამ შე­იძ­ლე­ბა მის­ცეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი? შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ეს იყოს ჰო­ლან­დია (რო­მელ­თა სი­ძეც სა­ა­კაშ­ვი­ლი გახ­ლავთ), პო­ლო­ნე­თი, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, სა­უ­დის არა­ბე­თი, უკ­რა­ი­ნა? ამ შემ­თხვვა­ში მე ჩა­მოვ­თვა­ლე ის ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტს, ასე თუ ისე, ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბი ჯერ კი­დევ ჰყავს. რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცინ­ცა­ძე ამ­ბობს "ალი­ას­თან" სა­უ­ბარ­ში, წი­თელ ცირ­კუ­ლარ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩას­მა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი - "ინ­ტერ­პოლ­მა" უნდა გა­ნი­ხი­ლოს წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და შემ­დეგ გა­მო­ი­ტა­ნოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა თუ არა, პი­როვ­ნე­ბა­ზე და­ი­წყოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა:

"და­ვუშ­ვათ, და­ი­წყო ძებ­ნა და მი­შამ მო­ი­თხო­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი. სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, მას არ ექ­ნე­ბა სხვა ქვეყ­ნებ­ში გას­ვლის უფ­ლე­ბა, ყველ­გან იქ­ნე­ბა პერ­სო­ნა "ნონ გრა­ტად" გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ჰო­ლან­დი­ამ მის­ცეს თავ­შე­სა­ფა­რი, მა­ინც სი­ძეა. მი­შას­თვის ეს იგი­ვე ციხე იქ­ნე­ბა, მა­გან თუ არ ირ­ბი­ნა აღმა-დაღ­მა და ვი­ღა­ცებს არ შეხ­ვდა, მოკ­ვდე­ბა".

კაი, ბა­ტო­ნო, და­ვუშ­ვათ, თე­ო­რი­უ­ლად ჰო­ლან­დია უკვე და­ბე­ვე­ბუ­ლი აქვს სა­ა­კაშ­ვილს, არის პო­ლო­ნე­თი, რო­მელ­საც ტე­რი­ტო­რი­უ­ლად მეტი მას­შტა­ბე­ბი კი აქვს, მაგ­რამ იქ მის­თვის მა­ინც სი­ვიწ­რო­ვე იქ­ნე­ბა. თან პო­ლო­ნე­თი პოსტსაბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნაა, რუ­სებს ძლი­ე­რი აგენ­ტუ­რა ჰყავთ და არც თუ უსაფრ­თხოდ იქ­ნე­ბა. ასე­თი­ვე საფრ­თხე არ­სე­ბობს მი­შას­თვის უკ­რა­ი­ნა­შიც, ალ­ბათ, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მას პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს მის­ცემს. სოსო ცინ­ცა­ძის თქმით, სა­ნამ ამე­რი­კა­ში მაკ კე­ი­ნი და სა­ა­კაშ­ვი­ლის სხვა "მა­მე­ბი" ჯერ კი­დევ "ცვეტ­ში" არი­ან, არ­სე­ბობს შან­სი, იქაც მის­ცენ თავ­შე­სა­ფა­რი. წე­სით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ უნდა გა­უ­ჭირ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის მო­პო­ვე­ბა, მაგ­რამ არ­სე­ბობს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი - ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია, ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე უკვე ხელი გვაქვს მო­წე­რი­ლი და ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­საც აქვთ ჩვენს წი­ნა­შე რა­ღაც ვლა­დე­ბუ­ლე­ბა, ბო­ლოს და ბო­ლოს, ერთი კა­ცის შე­ფა­რე­ბა ღირს კი სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბად? ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ჯერ კი­დევ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ვა­ფორ­მეთ ამე­რი­კას­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ქარ­ტია. სოსო ცინ­ცა­ძის თქმით, ეს ქარ­ტია დიდი არა­ფე­რია, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს ის მო­მენ­ტი, რომ დღეს ამე­რი­კა­შიც და ევ­რო­პა­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი ფო­ნია: "მსოფ­ლი­ო­ში ჯერ კი­დევ მი­აჩ­ნი­ათ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის რუ­სეთ­თან ბრძო­ლის სიმ­ბო­ლო. ეს პი­ა­რია თუ პრო­პა­გან­და, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, დღეს ბევ­რს აწყობს, რომ მიშა გა­მო­ი­ყე­ნოს. 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მან ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კონ­ტაქ­ტე­ბი და­ამ­ყა­რა, რო­მელ­ზეც შე­იძ­ლე­ბა ჩვენ წარ­მოდ­გე­ნაც არ გვაქვს. აქ ფუ­ლია ჩა­რე­უ­ლი თუ სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი, ეს სხვა თე­მაა".

და­ვუშ­ვათ, სა­ა­კავ­შილს ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა და ამე­რი­კაც და­ბე­ვე­ბუ­ლი აქვს, არ­სე­ბობს კი­დევ ორი ისე­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც შენი "ინ­ტერ­პო­ლიც" და მო­თხოვ­ნე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ფე­ხებ­ზე და­ი­კი­დონ - სა­უ­დის არა­ბე­თი და ის­რა­ე­ლი. ალ­ბათ, გახ­სოვთ მიშა ერთი პე­რი­ო­დი ხში­რად და­ი­ა­რე­ბო­და დუ­ბა­ი­ში და არაბ შე­ი­ხებ­თა­ნაც გა­და­ა­ბა კუდი კუდ­ზე, მა­შინ ამ­ბობ­დნენ, მათი სა­შუ­ა­ლე­ბით დიდ ფულს აბან­დებს არა­ბულ ქვეყ­ნებ­შიო. რაც შე­ე­ხე­ბა ის­რა­ელს, აქ შე­საძ­ლე­ბე­ლია, თე­ო­რი­უ­ლად, კე­ზე­რაშ­ვი­ლის კავ­ში­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს, მაგ­რამ ბოლო დროს ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფომ ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან საკ­მა­ოდ თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ამ­ყა­რა და ალ­ბათ, ამ ურ­თი­ერ­თო­ბებს სა­ა­კაშ­ვილს არ გა­და­ა­ყო­ლებს.

ძა­ლი­ან დიდი ალ­ბა­თო­ბით, მიშა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­ვა, მაგ­რამ ვთქვათ პრინ­ცი­პუ­ლად დად­გა სა­კი­თხი, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა სას­ჯე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ი­ხა­დოს. მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის სხვა ქვეყ­ნი­დან გა­ტა­ცე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამა­ზე წა­ვი­დეს, რად­გან ამას მოჰ­ყვე­ბა ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბის აღ­შფო­თე­ბა, ასე­ვე იმ ქვე­ყა­ნას­თან შეგ­ვექ­მნე­ბა პრობ­ლე­მე­ბი, სა­დაც თავ­შე­სა­ფარს მის­ცე­მენ და გა­ტა­ცე­ბა მოხ­დე­ბა. მაგ­რამ და­ვუშ­ვათ, მა­ინც გაჩ­ნდა სურ­ვი­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს საქ­მე უნდა შე­ას­რუ­ლოს ისეთ­მა ძლი­ერ­მა სპეც­სამ­სა­ხურ­მა, რო­გო­რიც არის ის­რა­ელ­ში "მო­სა­დი". ჩვენ მსგავ­სი დო­ნის "სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი" არ გვყავს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ, ძირ­ში­ვე უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ ამის ალ­ბა­თო­ბა.

რო­გორც სოსო ცინ­ცა­ძე ამ­ბობს, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ცოტა იჩ­ქა­რა, თუ ჩვენ გეგ­მა­ში გვაქვს, რომ მე­ო­რე ნი­ურნ­ბერ­გის პრო­ცე­სი ჩა­ვა­ტა­როთ, მა­შინ გა­მო­ძი­ე­ბა უნდა წა­სუ­ლი­ყო ქვე­მო­დან ზე­მოთ, ანუ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი­ყო ყვე­ლა "ნა­ცი­ო­ნა­ლი" დამ­ნა­შა­ვე და ამის შემ­დეგ მის­დგო­მოდ­ნენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. ნი­ურნ­ბერ­გის პრო­ცე­სი იყო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბის სა­ბო­ლოო "გვირ­გვი­ნი", რო­დე­საც ყვე­ლა გა­ა­სა­მარ­თლეს და უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­ი­პო­ვეს, ამის შემ­დეგ მი­ად­გნენ პირ­ველ პი­რებს:

"სხვა­თა შო­რის, ამ მხრივ ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს სა­უ­დის არა­ბეთს, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე თავ­შე­სა­ფა­რი მის­ცა უგან­დის პრე­ზი­დენტს, კა­ცი­ჭა­მია ადა­მი­ანს. მის ცოლს ჰქონ­და სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კა, სა­დაც კე­რავ­დნენ სკო­ლის მო­წა­ფე­ე­ბის ტან­საც­მელს. ერთ დღე­საც რო­მე­ლი­ღაც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა სხვა ფაბ­რი­კის მიერ შე­კე­რი­ლი ფორ­მე­ბი ჩა­იც­ვეს და იდი­ა­მინ­მა ყვე­ლა და­ა­ხოც­ვი­ნა. მერე მა­ცი­ვარ­ში უნა­ხეს ბავ­შვე­ბის სხე­უ­ლე­ბი, ჭამ­და, კა­ნი­ბა­ლი იყო. მთე­ლი გა­ე­რო, მთე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჰა­ა­გის ტრი­ბუ­ნალს მო­ი­თხოვ­და, მაგ­რამ უცებ მუს­ლი­მა­ნო­ბა მი­ი­ღო, წა­ვი­და სა­უ­დის არა­ბეთ­ში და იმის მერე 15 წელი იცხოვ­რა, მშვი­დად მოკ­ვდა, თა­ვი­სით. მი­შას კონ­ტაქ­ტე­ბი აქვს იგი­ვე დუ­ბა­ი­ში, სინ­გა­პურ­ში. ეს ქვეყ­ნე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ "ინ­ტერ­პოლს", ეს რომ ეხე­ბო­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზმს, მა­შინ სხვა სა­კი­თხი იქ­ნე­ბო­და".

სოსო ცინ­ცა­ძე ცი­ხე­ში მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის ნახ­ვის პერ­სპექ­ტი­ვას ცოტა სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს. მისი აზ­რით, დღეს ამ მხრივ მსოფ­ლი­ო­ში იმ­დე­ნი ბა­რი­ე­რი არ­სე­ბობს, ჩვე­ნი პრო­კუ­რო­რე­ბი ამ დო­ნე­ზე ვერ გა­ქა­ჩა­ვენ. "არა­და, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ნა­შა­უ­ლი ხდე­ბო­და პირ­და­პირ ეთერ­ში, დარ­ბე­ვე­ბი გა­და­ი­ცე­მო­და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით. სამ­ხი­ლე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ხე­ლის გულ­ზე დევს, მაგ­რამ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" და­ი­წყე­ბენ სა­პი­რის­პი­რო ვერ­სი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას, ანუ და­ი­წყე­ბენ მტკი­ცე­ბას, რომ 2007-შიც და 2011-შიც ად­გი­ლი ჰქონ­და სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბას. ამ ვერ­სი­ას გა­ი­ტა­ნენ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ქვეყ­ნის გა­რეთ და მერე და­ი­წყე­ბა მარ­ჩი­ე­ლო­ბა იმა­ზე, რა მოხ­და და რო­გორ იყო. ვი­მე­ო­რებ, ამათ არ უნდა და­ე­წყოთ ზე­მო­დან, სა­ნამ გერ­მა­ნე­ლე­ბი გე­რინ­გამ­დე და ჰიმ­ლე­რამ­დე მი­ვი­დოდ­ნენ, და­ი­წყეს შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის დას­ჯა, და­სა­წყის­ში არ­კვევ­დნენ, ისი­ნი ბრძა­ნე­ბებს ას­რუ­ლებ­დნენ თუ თა­ვი­ან­თი ინი­ცი­ა­ტი­ვით მოქ­მე­დებ­დნენ. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით, ვინ რას აკე­თებ­და, ვინ ვის ბრძა­ნე­ბას ას­რუ­ლებ­და, მაგ­რამ აქ უკვე სა­ჭი­როა უამ­რა­ვი ფორ­მა­ლო­ბის დაც­ვა და ჩვე­ნე­ბის მო­პო­ვე­ბა".

ჩვენ­თვის უკვე ცნო­ბი­ლია, რომ ყო­ფილ­მა და ახ­ლან­დელ­მა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ი­წყეს და ჩვე­ნე­ბე­ბიც მის­ცეს. თუმ­ცა "სა­ერ­თა­შო­რი­სო­ე­ბის­თვის" საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა თუ არა, გა­ურ­კვე­ვე­ლია. ერთი სი­ტყვით, თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­ინ­დო­ებს, ბავ­შვე­ბის ჭა­მის ბრალ­დე­ბაც რომ წა­უ­ყე­ნონ, თა­ვის გა­დარ­ჩე­ნას მა­ინც შეძ­ლებს. ერთი ეგაა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ღარ ჩა­მო­ვა კა­ი­ხანს.

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

რომელ ქვეყანას შეაფარებს თავს სააკაშვილი?

რომელ ქვეყანას შეაფარებს თავს სააკაშვილი?

მას შემდეგ, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მთავარმა პროკურატურამ 2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან დაკაშვირებით ბრალდება წაუყენეს და სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ბუნებრივად იბადება კითხვა: რომელი ქვეყნები მისცემენ სააკაშვილს თავშესაფარს, რათა მან თავი გადაირჩინოს? ფაქტია, საქართველოს პროკურატურამ უკვე მეორე წელია უცხოეთში გაქცეული დამნაშავე "ნაციონალებიდან" ვერც ერთის დაკავება და ჩამოყვანა ვერ შეძლო. საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, სიტუაცია ჯერჯერობით ასე ლაგდება: თუკი მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარს ერთი ქვეყანა მაინც მისცეს, ამის შემდეგ გინდა წითელ ცირკულარში ჩასვი, გინდა - ყვითელში, ძალაში რჩება მხოლოდ დაუსწრებლად გასამართლება, პატიმრობის შეფარდება და ის საქართველოში ვეღარ ჩამოვა სასჯელის ხანდაზმულობის გასვლამდე, ანუ სასჯელის ვადის ამოწურვიდან კიდევ 15 წლის მანძილზე. მოდით, დავიწყოთ იქიდან, რომელმა ქვეყანამ შეიძლება მისცეს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი? შეიძლება თუ არა, ეს იყოს ჰოლანდია (რომელთა სიძეც სააკაშვილი გახლავთ), პოლონეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საუდის არაბეთი, უკრაინა? ამ შემთხვვაში მე ჩამოვთვალე ის ქვეყნები, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტს, ასე თუ ისე, ნაცნობ-მეგობრები ჯერ კიდევ ჰყავს. როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს "ალიასთან" საუბარში, წითელ ცირკულარში სააკაშვილის ჩასმა მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული - "ინტერპოლმა" უნდა განიხილოს წარდგენილი მტკიცებულებები და შემდეგ გამოიტანოს გადაწყვეტილება, შეიძლება თუ არა, პიროვნებაზე დაიწყოს საერთაშორისო ძებნა:

"დავუშვათ, დაიწყო ძებნა და მიშამ მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, მას არ ექნება სხვა ქვეყნებში გასვლის უფლება, ყველგან იქნება პერსონა "ნონ გრატად" გამოცხადებული. არ არის გამორიცხული, ჰოლანდიამ მისცეს თავშესაფარი, მაინც სიძეა. მიშასთვის ეს იგივე ციხე იქნება, მაგან თუ არ ირბინა აღმა-დაღმა და ვიღაცებს არ შეხვდა, მოკვდება".

კაი, ბატონო, დავუშვათ, თეორიულად ჰოლანდია უკვე დაბევებული აქვს სააკაშვილს, არის პოლონეთი, რომელსაც ტერიტორიულად მეტი მასშტაბები კი აქვს, მაგრამ იქ მისთვის მაინც სივიწროვე იქნება. თან პოლონეთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რუსებს ძლიერი აგენტურა ჰყავთ და არც თუ უსაფრთხოდ იქნება. ასეთივე საფრთხე არსებობს მიშასთვის უკრაინაშიც, ალბათ, უკრაინის ხელისუფლება მას პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემს. სოსო ცინცაძის თქმით, სანამ ამერიკაში მაკ კეინი და სააკაშვილის სხვა "მამები" ჯერ კიდევ "ცვეტში" არიან, არსებობს შანსი, იქაც მისცენ თავშესაფარი. წესით, მიხეილ სააკაშვილს არ უნდა გაუჭირდეს პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვება, მაგრამ არსებობს სახელმწიფო ინტერესები - ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უკვე ხელი გვაქვს მოწერილი და ევროპის ქვეყნებსაც აქვთ ჩვენს წინაშე რაღაც ვლადებულება, ბოლოს და ბოლოს, ერთი კაცის შეფარება ღირს კი სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის გაფუჭებად? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გავაფორმეთ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია. სოსო ცინცაძის თქმით, ეს ქარტია დიდი არაფერია, მაგრამ სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს ის მომენტი, რომ დღეს ამერიკაშიც და ევროპაში ანტირუსული ფონია: "მსოფლიოში ჯერ კიდევ მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი არის რუსეთთან ბრძოლის სიმბოლო. ეს პიარია თუ პროპაგანდა, არა აქვს მნიშვნელობა, დღეს ბევრს აწყობს, რომ მიშა გამოიყენოს. 9 წლის განმავლობაში მან ძალიან ძლიერი კონტაქტები დაამყარა, რომელზეც შეიძლება ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს. აქ ფულია ჩარეული თუ სხვა ინტერესები, ეს სხვა თემაა".

დავუშვათ, სააკავშილს ევროპის რამდენიმე ქვეყანა და ამერიკაც დაბევებული აქვს, არსებობს კიდევ ორი ისეთი ქვეყანა, სადაც შენი "ინტერპოლიც" და მოთხოვნებიც შეიძლება ფეხებზე დაიკიდონ - საუდის არაბეთი და ისრაელი. ალბათ, გახსოვთ მიშა ერთი პერიოდი ხშირად დაიარებოდა დუბაიში და არაბ შეიხებთანაც გადააბა კუდი კუდზე, მაშინ ამბობდნენ, მათი საშუალებით დიდ ფულს აბანდებს არაბულ ქვეყნებშიო. რაც შეეხება ისრაელს, აქ შესაძლებელია, თეორიულად, კეზერაშვილის კავშირები გამოიყენოს, მაგრამ ბოლო დროს ისრაელის სახელმწიფომ ჩვენს ხელისუფლებასთან საკმაოდ თბილი ურთიერთობები დაამყარა და ალბათ, ამ ურთიერთობებს სააკაშვილს არ გადააყოლებს.

ძალიან დიდი ალბათობით, მიშა საქართველოში არ ჩამოვა, მაგრამ ვთქვათ პრინციპულად დადგა საკითხი, რომ სააკაშვილმა სასჯელი საქართველოში მოიხადოს. მსოფლიოში არსებობს ყოფილი მაღალჩინოსნების სხვა ქვეყნიდან გატაცების გამოცდილება. ნაკლებად სავარაუდოა, საქართველოს ხელისუფლება ამაზე წავიდეს, რადგან ამას მოჰყვება ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების აღშფოთება, ასევე იმ ქვეყანასთან შეგვექმნება პრობლემები, სადაც თავშესაფარს მისცემენ და გატაცება მოხდება. მაგრამ დავუშვათ, მაინც გაჩნდა სურვილი, ამ შემთხვევაში ეს საქმე უნდა შეასრულოს ისეთმა ძლიერმა სპეცსამსახურმა, როგორიც არის ისრაელში "მოსადი". ჩვენ მსგავსი დონის "სპეციალისტები" არ გვყავს. აქედან გამომდინარე, ალბათ, ძირშივე უნდა გამოვრიცხოთ ამის ალბათობა.

როგორც სოსო ცინცაძე ამბობს, მთავარმა პროკურატურამ ცოტა იჩქარა, თუ ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ მეორე ნიურნბერგის პროცესი ჩავატაროთ, მაშინ გამოძიება უნდა წასულიყო ქვემოდან ზემოთ, ანუ გასამართლებულიყო ყველა "ნაციონალი" დამნაშავე და ამის შემდეგ მისდგომოდნენ მიხეილ სააკაშვილს. ნიურნბერგის პროცესი იყო დამნაშავეების გასამართლების საბოლოო "გვირგვინი", როდესაც ყველა გაასამართლეს და უტყუარი მტკიცებულებები მოიპოვეს, ამის შემდეგ მიადგნენ პირველ პირებს:

"სხვათა შორის, ამ მხრივ ყველაზე კარგი გამოცდილება აქვს საუდის არაბეთს, რომელმაც თავის დროზე თავშესაფარი მისცა უგანდის პრეზიდენტს, კაციჭამია ადამიანს. მის ცოლს ჰქონდა სამკერვალო ფაბრიკა, სადაც კერავდნენ სკოლის მოწაფეების ტანსაცმელს. ერთ დღესაც რომელიღაც სკოლის მოსწავლეებმა სხვა ფაბრიკის მიერ შეკერილი ფორმები ჩაიცვეს და იდიამინმა ყველა დაახოცვინა. მერე მაცივარში უნახეს ბავშვების სხეულები, ჭამდა, კანიბალი იყო. მთელი გაერო, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ჰააგის ტრიბუნალს მოითხოვდა, მაგრამ უცებ მუსლიმანობა მიიღო, წავიდა საუდის არაბეთში და იმის მერე 15 წელი იცხოვრა, მშვიდად მოკვდა, თავისით. მიშას კონტაქტები აქვს იგივე დუბაიში, სინგაპურში. ეს ქვეყნები მაინცდამაინც ყურადღებას არ აქცევენ "ინტერპოლს", ეს რომ ეხებოდეს საერთაშორისო ტერორიზმს, მაშინ სხვა საკითხი იქნებოდა".

სოსო ცინცაძე ციხეში მიშა სააკაშვილის ნახვის პერსპექტივას ცოტა სკეპტიკურად უყურებს. მისი აზრით, დღეს ამ მხრივ მსოფლიოში იმდენი ბარიერი არსებობს, ჩვენი პროკურორები ამ დონეზე ვერ გაქაჩავენ. "არადა, წლების განმავლობაში დანაშაული ხდებოდა პირდაპირ ეთერში, დარბევები გადაიცემოდა ტელევიზიებით. სამხილები და მტკიცებულებები ხელის გულზე დევს, მაგრამ "ნაციონალები" დაიწყებენ საპირისპირო ვერსიების გავრცელებას, ანუ დაიწყებენ მტკიცებას, რომ 2007-შიც და 2011-შიც ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. ამ ვერსიას გაიტანენ "ნაციონალები" ქვეყნის გარეთ და მერე დაიწყება მარჩიელობა იმაზე, რა მოხდა და როგორ იყო. ვიმეორებ, ამათ არ უნდა დაეწყოთ ზემოდან, სანამ გერმანელები გერინგამდე და ჰიმლერამდე მივიდოდნენ, დაიწყეს შემსრულებლების დასჯა, დასაწყისში არკვევდნენ, ისინი ბრძანებებს ასრულებდნენ თუ თავიანთი ინიციატივით მოქმედებდნენ. ჩვენ ყველაფერი ვიცით, ვინ რას აკეთებდა, ვინ ვის ბრძანებას ასრულებდა, მაგრამ აქ უკვე საჭიროა უამრავი ფორმალობის დაცვა და ჩვენების მოპოვება".

ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ყოფილმა და ახლანდელმა მაღალჩინოსნებმა გამოძიებასთან თანამშრომლობა დაიწყეს და ჩვენებებიც მისცეს. თუმცა "საერთაშორისოებისთვის" საკმარისი იქნება თუ არა, გაურკვეველია. ერთი სიტყვით, თუ სააკაშვილი მოინდოებს, ბავშვების ჭამის ბრალდებაც რომ წაუყენონ, თავის გადარჩენას მაინც შეძლებს. ერთი ეგაა, საქართველოში ვეღარ ჩამოვა კაიხანს.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?