მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა!!!
დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა!!!

დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის როლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტრო­ი­ა­ში გა­ნუ­ზო­მე­ლია. ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო ვინც რუსი დამ­პყრობ­ლის წი­ნა­შე ხმა აი­მაღ­ლა. უდი­დე­სი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სოფ. ქვიშ­ხე­თი­დან იყო. დღეს მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სახლ-მუ­ზე­უ­მი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, რო­მე­ლიც დან­გრე­ვის პი­რა­საა და საწ­რა­ფო ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებს. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ხა­შუ­რის სა­მუ­ზე­უმ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნელს ის­ტო­რი­კოს თა­მაზ ლა­ცა­ბი­ძეს და ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ:

- დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბი სახლ-მუ­ზე­უ­მი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა მუ­ზე­უმს უკვე წლე­ბია აქვს. ეს არაა ახა­ლი პრობ­ლე­მა, უბ­რა­ლოდ ახლა უკვე ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და სი­ტუ­ა­ცია. აქ მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა და­სას­ვე­ნებ­ლი სახ­ლი იყო, 90-იან წლებ­ში და­არ­სდა დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის სახლ-მუ­ზე­უ­მი. შე­ნო­ბა მა­შინ­ვე სა­რე­მონ­ტო იყო, მაგ­რამ ვერ­ფა­რით გა­მო­ი­ნა­ხა სახ­სრე­რე­ბი, რომ კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტი ჩა­ტა­რე­ბო­და. მა­შინ გა­კე­თა პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც კულტ-პრო­ექ­ტმა გა­ა­კე­თა, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად იყო ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვლი­ლი, მაგ­რამ მას მერე ერთი ნა­ბი­ჯი­თაც კი ვერ წა­ი­წია წინ ამ საქ­მემ. მერე 90-იანი წლე­ბის მოვ­ლე­ნე­ბი მოხ­და და ბუ­ნებ­რი­ვია ამ საქ­მის­თვის ვე­რა­ვინ მო­ი­ცა­ლა, თუმ­ცა არც მას შემ­დეგ ყო­ფი­ლა დიდი ინე­ტერ­სი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად ინ­ტე­რეს­დე­ბო­და ამ თე­მით. ბოლო ხა­ნებ­ში ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ამ თე­მით გარ­კვე­უ­ლი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდა და გა­სულ წელს 250 000 ათა­სი ლარი ჩა­ი­დო ბი­უ­ჯეტ­ში ამ შე­ნო­ბის რეს­ტავ­რა­ცი­ი­სათ­ვის (ეს მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რია, რად­გან სრულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი სჭირ­დე­ბა), მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის სი­ა­ში ეს იყო მე­ა­თე და გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა სხვა სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გა­ი­ხარ­ჯა და მუ­ზე­უ­მი კვლავ ისე დარ­ჩა(თან­ხა ძი­რი­თა­დად მდ.სუ­რა­მუ­ლას ადი­დე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ ოჯა­ხებს მოხ­მარ­და).

- ამის მერე თუ გქო­ნი­ათ ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან სა­უ­ბა­რი?

- დიახ, მე მქონ­და სა­უ­ბა­რი საკ­რე­ბუ­ლოს ახ­ლად არ­ჩე­ულ თავ­მჯდო­მა­რეს­თან, რო­მე­ლიც მონ­დო­მე­ბუ­ლია, რომ მუ­ზე­უმს კა­პი­ტა­ლუ­რი რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტარ­დეს. ინფრას­ტრუქ­ტუ­რი სა­მი­ნის­ტრო­შიც გა­იგ­ზავ­ნა ცნო­ბე­ბი და გვა­ი­მე­დე­ბენ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­კეთ­დე­ბა, მაგ­რამ დრო ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობს და ეს საქ­მე მალე უნდა გა­და­წყდეს, რად­გან მო­დის ზამ­თა­რი, ქვიშ­ხეთ­ში კი ძა­ლი­ან მკაც­რი ზამ­თა­რი იცის და და­ზი­ა­ნე­ბულ მუ­ზე­უმს ეს კი­დევ უფრო და­ა­ა­ზი­ა­ნებს. ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის მე­და­ლი და­ა­წე­სა, ახლა ამა­ვე სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ა­საც აწე­სებს და ეს მოწ­მობს, რომ ამ ადა­მი­ა­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბაა, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე ინ­ტე­რე­სი საკ­მა­რი­სი არაა, ეს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კი­თხია.

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ექ­სპო­ნა­ტე­ბი თუ ინა­ხე­ბა მუ­ზე­უმ­ში?

- დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის ოჯა­ხის ნივ­თი­ე­რი მა­სა­ლა, იმ დრო­ინ­დე­ლი ეპო­ქის­თვის და­მა­ხა­სი­ე­თე­ბე­ლი ავე­ჯი და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი. ამ ყვე­ლაფ­რი შე­ნახ­ვას თა­ვი­სი პი­რო­ბე­ბი აქვს, ჩვე­ნი კი ამ პი­რო­ბებს ვერ ვუქ­მნით და ნელ-ნელა ყვე­ლა­ფე­რი ზი­ან­დე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცი­ლობთ, რომ გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, დღემ­დე მო­ვი­ტა­ნეთ და მო­მა­ვალ­ში ვნა­ხოთ, იმე­დია ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა.

- კერ­ძო სექ­ტო­რი­დან არ ყო­ფი­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბა? არის შემ­თხვევ­ბი, რო­დე­საც ამა თუ იმ მუ­ზე­უ­მის რეს­ტა­ვა­რი­ა­ცა სხვადსხვა კომ­პა­ნი­ებ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღეს...

- კი გვქონ­და კერ­ძო სექ­ტორ­თა­ნაც სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ არა­ვი­თა­რი შე­დე­გი ამას არ მოჰ­ყო­ლია. სა­ერ­თოდ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ხედ­ვა უნდა იყოს, რომ ის კომ­პა­ნი­ე­ბიც და­ინ­ტე­რეს­დნენ მუ­ზე­უ­მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ით, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს­გან ყუ­რა­დღე­ბა არაა კომ­პა­ნი­ა­საც მი­ჩა­ნია, რომ ეს კონ­კრე­ტუ­ლი ნა­გე­ბო­ბა მე­ო­რე ხა­რის­ხო­ვა­ნია. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ჯერ-ჯე­რო­ბით სა­ხელ­მწი­ოფ­რე­ბი­ვი ხედ­ვა არაა. დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი უდი­დე­სი მოღ­ვა­წე იყო, სხვა ქვეყ­ნე­ბი ასე­თი ადა­მი­ა­ნი ნაკ­ვალვზეც კი მუ­ზე­უ­მებს აშე­ნე­ბენ, უვ­ლი­ან და ჩვენ მისი სა­ცხო­რე­ბებ­ლი სახ­ლი რომ დაგ­ვენგრეს უდი­დე­სი სირ­ცხვი­ლი იქ­ნე­ბა.

- დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი წმინ­და­ნა­დაა შე­რა­ცხუ­ლი და სა­პატ­რი­არ­ქო­სა­გან თუ იყო ინ­ტე­რე­სი?

- რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია იქაც და­ის­ვა ეს სა­კი­თხი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი ჯერ-ჯე­რო­ბით არაა და მო­მა­ვა­ლა­ში არ ვიცი რა იქ­ნე­ბა. ისევ სა­ხელ­მწი­ფოს იმედ­ზე ვართ და იმე­დია ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­და­წყდე­ბა, რო­გორც ამ უდი­დე­სი ადა­მი­ა­ნის ხსოვ­ნას შე­ე­ფე­რე­ბა.

ლადო გო­გო­ლა­ძე, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა!!!

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა!!!

დიმიტრი ყიფიანის როლი საქართველოს ისტროიაში განუზომელია. ის ერთ-ერთი პირველი იყო ვინც რუსი დამპყრობლის წინაშე ხმა აიმაღლა. უდიდესი საზოგადო მოღვაწე ხაშურის რაიონის სოფ. ქვიშხეთიდან იყო. დღეს მის საცხოვრებელ სახლში სახლ-მუზეუმი ფუნქციონირებს, რომელიც დანგრევის პირასაა და საწრაფო ჩარევას საჭიროებს. ჩვენ დავუკავშირდით ხაშურის სამუზეუმ გაერთიანების ხელმძღვანელს ისტორიკოს თამაზ ლაცაბიძეს და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ:

- დიმიტრი ყიფიანის სახელობი სახლ-მუზეუმი უმძიმეს მდგომარეობაშია. ასეთი მდგომარეობა მუზეუმს უკვე წლებია აქვს. ეს არაა ახალი პრობლემა, უბრალოდ ახლა უკვე ძალიან დამძიმდა სიტუაცია. აქ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დასასვენებლი სახლი იყო, 90-იან წლებში დაარსდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი. შენობა მაშინვე სარემონტო იყო, მაგრამ ვერფარით გამოინახა სახსრერები, რომ კაპიტალური რემონტი ჩატარებოდა. მაშინ გაკეთა პროექტი, რომელიც კულტ-პროექტმა გააკეთა, სადაც დეტალურად იყო ყველაფერი გათვლილი, მაგრამ მას მერე ერთი ნაბიჯითაც კი ვერ წაიწია წინ ამ საქმემ. მერე 90-იანი წლების მოვლენები მოხდა და ბუნებრივია ამ საქმისთვის ვერავინ მოიცალა, თუმცა არც მას შემდეგ ყოფილა დიდი ინეტერსი, ხელისუფლება ნაკლებად ინტერესდებოდა ამ თემით. ბოლო ხანებში ადგილობრივ ხელისუფლებაში ამ თემით გარკვეული ინტერესი გაჩნდა და გასულ წელს 250 000 ათასი ლარი ჩაიდო ბიუჯეტში ამ შენობის რესტავრაციისათვის (ეს მხოლოდ ნახევარია, რადგან სრულ რეაბილიტაციას დაახლოებით ნახევარი მილიონი სჭირდება), მაგრამ სამწუხაროდ პრიორიტეტების სიაში ეს იყო მეათე და გამოყოფილი თანხა სხვა საჭიროებისამებრ გაიხარჯა და მუზეუმი კვლავ ისე დარჩა(თანხა ძირითადად მდ.სურამულას ადიდების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მოხმარდა).

- ამის მერე თუ გქონიათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან საუბარი?

- დიახ, მე მქონდა საუბარი საკრებულოს ახლად არჩეულ თავმჯდომარესთან, რომელიც მონდომებულია, რომ მუზეუმს კაპიტალური რესტავრაცია ჩაუტარდეს. ინფრასტრუქტური სამინისტროშიც გაიგზავნა ცნობები და გვაიმედებენ, რომ აუცილებლად გაკეთდება, მაგრამ დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს და ეს საქმე მალე უნდა გადაწყდეს, რადგან მოდის ზამთარი, ქვიშხეთში კი ძალიან მკაცრი ზამთარი იცის და დაზიანებულ მუზეუმს ეს კიდევ უფრო დაააზიანებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დიმიტრი ყიფიანის სახელობის მედალი დააწესა, ახლა ამავე სახელობის პრემიასაც აწესებს და ეს მოწმობს, რომ ამ ადამიანით დაინტერესებაა, მაგრამ ადგილობრივ დონეზე ინტერესი საკმარისი არაა, ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია.

- მნიშვნელოვანი ექსპონატები თუ ინახება მუზეუმში?

- დიმიტრი ყიფიანის ოჯახის ნივთიერი მასალა, იმ დროინდელი ეპოქისთვის დამახასიეთებელი ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. ამ ყველაფრი შენახვას თავისი პირობები აქვს, ჩვენი კი ამ პირობებს ვერ ვუქმნით და ნელ-ნელა ყველაფერი ზიანდება. მაქსიმალურად ვცილობთ, რომ გადავარჩინოთ, დღემდე მოვიტანეთ და მომავალში ვნახოთ, იმედია ყველაფერი დალაგდება.

- კერძო სექტორიდან არ ყოფილა დაინტერესება? არის შემთხვევბი, როდესაც ამა თუ იმ მუზეუმის რესტავარიაცა სხვადსხვა კომპანიებმა საკუთარ თავზე აიღეს...

- კი გვქონდა კერძო სექტორთანაც საუბარი, მაგრამ არავითარი შედეგი ამას არ მოჰყოლია. საერთოდ სახელმწიფოებრივი ხედვა უნდა იყოს, რომ ის კომპანიებიც დაინტერესდნენ მუზეუმის რეაბილიტაციით, როდესაც სახელმწიფოსგან ყურადღება არაა კომპანიასაც მიჩანია, რომ ეს კონკრეტული ნაგებობა მეორე ხარისხოვანია. სამწუხაროა, მაგრამ ჯერ-ჯერობით სახელმწიოფრებივი ხედვა არაა. დიმიტრი ყიფიანი უდიდესი მოღვაწე იყო, სხვა ქვეყნები ასეთი ადამიანი ნაკვალვზეც კი მუზეუმებს აშენებენ, უვლიან და ჩვენ მისი საცხორებებლი სახლი რომ დაგვენგრეს უდიდესი სირცხვილი იქნება.

- დიმიტრი ყიფიანი წმინდანადაა შერაცხული და საპატრიარქოსაგან თუ იყო ინტერესი?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია იქაც დაისვა ეს საკითხი, მაგრამ რეალური შედეგი ჯერ-ჯერობით არაა და მომავალაში არ ვიცი რა იქნება. ისევ სახელმწიფოს იმედზე ვართ და იმედია ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც ამ უდიდესი ადამიანის ხსოვნას შეეფერება.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია