მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატალია ტყეშელაშვილის საზაფხულო დიეტა
ნატალია ტყეშელაშვილის საზაფხულო დიეტა

"პა­ლიტ­რა tv"-ს ერთ-ერთი სახე, გა­და­ცე­მა "1002 ღა­მის" წამ­ყვა­ნი ნა­ტა­ლია ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი ზა­ფხუ­ლის, ზღვი­სა და გა­რუ­ჯვის მოყ­ვა­რუ­ლია. სა­ზა­ფხუ­ლო გარ­დე­რო­ბი გა­ნა­ახ­ლა, ახლა პა­რიზ­შია მე­გობ­რებ­თან ერ­თად და რომ დაბ­რუნ­დე­ბა, შვილ­სა და დე­დას­თან ერ­თად თურ­ქეთ­ში აპი­რებს და­სას­ვე­ნებ­ლად გამ­გზავ­რე­ბას.

- რო­გო­რი დას­ვე­ნე­ბა გიყ­ვარს, უფრო მშვი­დი თუ აქ­ტი­უ­რი?

- ვგიჟ­დე­ბი მშვიდ დას­ვე­ნე­ბა­ზე და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამის­კენ მი­ვილ­ტვი, მას შემ­დეგ, რაც და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ვი­წყე დას­ვე­ნე­ბა. ჯერ ამას ვერ მი­ვაღ­წიე. ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა ასე­თი დას­ვე­ნე­ბა შეძ­ლოს, არის თურ­ქე­თი და ეგ­ვიპ­ტე, მაგ­რამ ისე­თი სა­მე­გობ­რო მყავს, რომ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლე­ვენ. ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბი თა­ვი­დან­ვე გთა­ვა­ზო­ბენ და­ი­ვინგს, მთა­ზე ცოც­ვას, ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის ნახ­ვას, ამი­ტომ ხში­რად გვი­წევს სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ი­დან გას­ვლა. უფრო მოგ­ზა­უ­რო­ბა მი­წევს, ვიდ­რე დას­ვე­ნე­ბა.

- და­მო­უ­კი­დებ­ლად პირ­ვე­ლად რო­დის წახ­ვე­დი და­სას­ვე­ნებ­ლად?

- დე­დის გა­რე­შე 2002 წელს, როცა მოს­კო­ვი­დან, სა­დაც ვცხოვ­რობ­დით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი და ნათ­ლი­ამ ზღვა­ზე, კერ­ძოდ, ქო­ბუ­ლეთ­ში წა­მიყ­ვა­ნა. მახ­სოვს, ქო­ბუ­ლე­თით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ყო­ველ სა­ღა­მოს სხვა­დას­ხვა რეს­ტო­რან­ში დავ­დი­ო­დით, ძა­ლი­ან ხმა­მაღ­ლა ჟღერ­და ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა, რაც ჩემ­თვის უცხო იყო და დი­ლამ­დე გი­ჟე­ბი­ვით ვცეკ­ვავ­დით. მა­შინ ქო­ბუ­ლეთ­ში ასე­თი დას­ვე­ნე­ბა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო.

22 წლამ­დე დე­დას­თან ერ­თად დავ­დი­ო­დი და საბ­ჭო­თა კუ­რორ­ტე­ბი­დან ყვე­ლა­ფე­რი მოვ­ლი­ლი მაქვს, და­გო­მი­სი, სოჭი, ლა­ზა­რევ­სკა­ია, ჟე­ლეზ­ნა­ვოდსკი, პი­ა­ტი­გორსკი, კის­ლო­ვოდსკი. ბავ­შვო­ბა­ში ბერ­ლინ­შიც ვი­ყა­ვი და ბუ­ქა­რეს­ტშიც. რუ­მი­ნეთ­ში ზღვა­ზეც გა­ვემ­გზავ­რეთ და არ მო­მე­წო­ნა. სულ სო­ხუმ­ში, სოჭ­სა და ოდე­სა­ში დავ­დი­ო­დით და რუ­მი­ნეთ­ში ზღვამ არ მომ­ხიბ­ლა. ბოლო დროს და­სას­ვე­ნებ­ლად ეგ­ვიპ­ტეს, თურ­ქეთს მი­ვა­შუ­რებ ხოლ­მე. სა­ერ­თოდ, ჩემი შე­მო­სავ­ლის ნა­წილს, რო­გორც ვა­ხერ­ხებ ხოლ­მე, ვა­ნა­წი­ლებ პენ­სი­ო­ნერ მშობ­ლებ­სა და შვილ­ზე და ვაგ­რო­ვებ, რომ წე­ლი­წად­ში 4-5-ჯერ ქვეყ­ნი­დან გას­ვლა მო­ვა­ხერ­ხო.

ახლა პა­რიზ­ში მივ­დი­ვარ და იმი­ტო­მაც ვარ ასე­თი აჟი­ტი­რე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად მი­ვემ­გზავ­რე­ბი, პა­რი­ზი, ნიცა, მო­ნა­კო, მონ­ტე-კარ­ლო და სან-რემო, სას­წა­უ­ლი ტური გვაქვს.

- წინა ზა­ფხუ­ლი სად გა­ა­ტა­რე?

- პირ­ველ რიგ­ში, იმას ვი­ტყვი, სად გა­ვა­ტა­რე ახა­ლი წელი, რად­გან სა­მე­გობ­როს ტრა­დი­ცი­აა, რომ თბილ ქვეყ­ნებ­ში გა­ვექ­ცეთ კუჭ­მა­ჭს, გო­ზი­ნაყს, სა­ცივს (იცი­ნის), ძი­რი­თა­დად, მა­ინც ეგ­ვიპ­ტეს ან დუ­ბა­ის ვა­ფა­რებთ თავს.

რაც შე­ე­ხე­ბა წინა ზა­ფხულს, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. ეს­პა­ნეთ­ში კარ­გი ტუ­რით გახ­ლდით, მო­ვი­ა­რეთ მად­რი­დი, ბარ­სე­ლო­ნა და კოს­ტა-ბრა­ვა, შემ­დეგ კი ორი კვი­რით თურ­ქეთ­ში გა­ვემ­გზავ­რე, არის ასე­თი ად­გი­ლი, ტე­კი­რო­ვა, ან­ტა­ლი­ის რე­გი­ონ­ში, ყვე­ლა­ზე მო­შო­რე­ბუ­ლი, მთი­ა­ნი. იქ არის სას­წა­უ­ლი ად­გი­ლი, სა­დაც წმინ­და ნი­კო­ლო­ზი და­ი­ბა­და. იქ მარ­თლა და­ვის­ვე­ნე სუ­ლი­ე­რად, რად-გან დედა და ჩემი პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნაც ჩემ­თან ერ­თად იყ­ვნენ. ჩემი შვი­ლი ყველ­გან თან დამ­ყავს, წლი­სა და რვა თვი­საა და ჩემ­თან ერ­თად არის ნამ­ყო­ფი სა­ქარ­თვე­ლო­შიც და მის ფარ­გლებს გა­რე­თაც. ახლა ბე­ბი­ას­თან ერ­თად ბა­კუ­რი­ან­ში ის­ვე­ნებს, "დას­ჯი­ლია", რად­გან ძუ­ძუს აღარ ვაჭ­მევ და ამ მოგ­ზაუ-რო­ბა­ში აღარ წა­ვიყ­ვა­ნე (იღი­მის).

იხი­ლეთ ვრცლად

ნატალია ტყეშელაშვილის საზაფხულო დიეტა

ნატალია ტყეშელაშვილის საზაფხულო დიეტა

''პალიტრა tv''-ს ერთ-ერთი სახე, გადაცემა ''1002 ღამის'' წამყვანი ნატალია ტყეშელაშვილი ზაფხულის, ზღვისა და გარუჯვის მოყვარულია. საზაფხულო გარდერობი განაახლა, ახლა პარიზშია მეგობრებთან ერთად და რომ დაბრუნდება, შვილსა და დედასთან ერთად თურქეთში აპირებს დასასვენებლად გამგზავრებას.

- როგორი დასვენება გიყვარს, უფრო მშვიდი თუ აქტიური?

- ვგიჟდები მშვიდ დასვენებაზე და მთელი ცხოვრება ამისკენ მივილტვი, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლად დავიწყე დასვენება. ჯერ ამას ვერ მივაღწიე. ყველაზე მეტად სადაც შეიძლება ადამიანმა ასეთი დასვენება შეძლოს, არის თურქეთი და ეგვიპტე, მაგრამ ისეთი სამეგობრო მყავს, რომ ამის საშუალებას არ მაძლევენ. ტუროპერატორები თავიდანვე გთავაზობენ დაივინგს, მთაზე ცოცვას, ღირსშესანიშნაობების ნახვას, ამიტომ ხშირად გვიწევს სასტუმროს ტერიტორიიდან გასვლა. უფრო მოგზაურობა მიწევს, ვიდრე დასვენება.

- დამოუკიდებლად პირველად როდის წახვედი დასასვენებლად?

- დედის გარეშე 2002 წელს, როცა მოსკოვიდან, სადაც ვცხოვრობდით, საქართველოში ჩამოვედი და ნათლიამ ზღვაზე, კერძოდ, ქობულეთში წამიყვანა. მახსოვს, ქობულეთით აღფრთოვანებული ვიყავი, ყოველ საღამოს სხვადასხვა რესტორანში დავდიოდით, ძალიან ხმამაღლა ჟღერდა ქართული მუსიკა, რაც ჩემთვის უცხო იყო და დილამდე გიჟებივით ვცეკვავდით. მაშინ ქობულეთში ასეთი დასვენება ძალიან აქტუალური იყო.

22 წლამდე დედასთან ერთად დავდიოდი და საბჭოთა კურორტებიდან ყველაფერი მოვლილი მაქვს, დაგომისი, სოჭი, ლაზარევსკაია, ჟელეზნავოდსკი, პიატიგორსკი, კისლოვოდსკი. ბავშვობაში ბერლინშიც ვიყავი და ბუქარესტშიც. რუმინეთში ზღვაზეც გავემგზავრეთ და არ მომეწონა. სულ სოხუმში, სოჭსა და ოდესაში დავდიოდით და რუმინეთში ზღვამ არ მომხიბლა. ბოლო დროს დასასვენებლად ეგვიპტეს, თურქეთს მივაშურებ ხოლმე. საერთოდ, ჩემი შემოსავლის ნაწილს, როგორც ვახერხებ ხოლმე, ვანაწილებ პენსიონერ მშობლებსა და შვილზე და ვაგროვებ, რომ წელიწადში 4-5-ჯერ ქვეყნიდან გასვლა მოვახერხო.

ახლა პარიზში მივდივარ და იმიტომაც ვარ ასეთი აჟიტირებული. პირველად მივემგზავრები, პარიზი, ნიცა, მონაკო, მონტე-კარლო და სან-რემო, სასწაული ტური გვაქვს.

- წინა ზაფხული სად გაატარე?

- პირველ რიგში, იმას ვიტყვი, სად გავატარე ახალი წელი, რადგან სამეგობროს ტრადიციაა, რომ თბილ ქვეყნებში გავექცეთ კუჭმაჭს, გოზინაყს, საცივს (იცინის), ძირითადად, მაინც ეგვიპტეს ან დუბაის ვაფარებთ თავს.

რაც შეეხება წინა ზაფხულს, ძალიან დატვირთული და სასიამოვნო იყო. ესპანეთში კარგი ტურით გახლდით, მოვიარეთ მადრიდი, ბარსელონა და კოსტა-ბრავა, შემდეგ კი ორი კვირით თურქეთში გავემგზავრე, არის ასეთი ადგილი, ტეკიროვა, ანტალიის რეგიონში, ყველაზე მოშორებული, მთიანი. იქ არის სასწაული ადგილი, სადაც წმინდა ნიკოლოზი დაიბადა. იქ მართლა დავისვენე სულიერად, რად-გან დედა და ჩემი პატარა ბიჭუნაც ჩემთან ერთად იყვნენ. ჩემი შვილი ყველგან თან დამყავს, წლისა და რვა თვისაა და ჩემთან ერთად არის ნამყოფი საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ახლა ბებიასთან ერთად ბაკურიანში ისვენებს, ''დასჯილია'', რადგან ძუძუს აღარ ვაჭმევ და ამ მოგზაუ-რობაში აღარ წავიყვანე (იღიმის).

იხილეთ ვრცლად

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები