მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საჭირო რჩევები ლაშქრობის მოყვარულებს
საჭირო რჩევები ლაშქრობის მოყვარულებს

ლაშ­ქრო­ბა­ზე წა­სას­ვლე­ლად სურ­ვილ­სა და მონ­დო­მე­ბას­თან ერ­თად, მთა­ვა­რია აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა. ლაშ­ქრო­ბის მთა­ვა­რი ატ­რი­ბუ­ტე­ბია კა­რა­ვი, სა­ძი­ლე ტო­მა­რა და ქვე­შა­გე­ბი. ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი ფეხ­საც­მე­ლი, ტან­საც­მე­ლი და ჩან­თა.

მო­ლაშ­ქერ­თა ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი შა­კა­ია ამ­ბობს, ლაშ­ქრო­ბა­ში ქა­ლე­ბის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 13-14 კილო ტვირ­თის წა­ღე­ბაა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი, ხოლო მა­მა­კა­ცე­ბის­თვის - 17-18 კილო. მისი თქმით, ლაშ­ქრო­ბა­ში მარ­ტო წას­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გზამ­კვლე­ვის ან გი­დის გა­ყო­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას, მო­ლაშ­ქრე­თა ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს, რომ რო­დე­საც მო­ლაშ­ქრე­თა ჯგუფს გიდი მიჰ­ყვე­ბა, ის თა­ვად არის აღ­ჭურ­ვი­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბით.

"გზამ­კვლე­ვის გა­რე­შე წას­ვლა არის სას­ტი­კად აკ­რძა­ლუ­ლი და არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი, რო­გორც ფე­დე­რა­ცი­ის­გან, ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნოს­გან, რად­გან ხში­რად ყო­ფი­ლა ფაქ­ტე­ბი, რო­დე­საც თვით­ნე­ბუ­რად გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი ჯგუ­ფი იკარ­გე­ბა, შემ­დეგ ხი­ფათს აწყდე­ბა და ჩვენ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურს ვუგ­ზავ­ნით. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იაყვნონ გზამ­კვლე­ვი, მო­ლაშ­ქრე­თა ფე­დე­რა­ცი­ას აქვს ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე უფა­სო გი­დე­ბის და გამ­ყო­ლე­ბის პროგ­რა­მა და ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­გა­ყო­ლებთ გზამ­კვლევს. ამ გზამ­კვლე­ვებს აქვთ პირ­ვე­ლა­დი გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სი გავ­ლი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად აღ­ჭურ­ვი­ლი არი­ან აფ­თი­ა­ქით და ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ლაშ­ქრეს აღარ უწევს ამა­ზე ზრუნ­ვა", - აღ­ნიშ­ნა შა­კა­ი­ამ.

"საკ­ვე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყოს მსუ­ბუ­ქი და მშრა­ლი. მა­გა­ლი­თად, ერ­თკვი­რი­ა­ნი ლაშ­ქრო­ბის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია წა­ვი­ღოთ მშრა­ლი ულუ­ფა და ისე­თი საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც არ ფუჭ­დე­ბა. მალ­ფუ­ჭე­ბა­დი საკ­ვე­ბის წა­ღე­ბა არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი და მან არ უნდა დაგ­ვიმ­ძი­მოს ჩან­თა", - აცხა­დებს გი­ორ­გი შა­კა­ია.

სა­ლო­მე სო­სე­ლია ლაშ­ქრო­ბა­ში ძა­ლი­ან ხში­რად და­დის. იგი ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ხან­გრძლი­ვი ლაშ­ქრო­ბის დროს ბარ­გია.

"ვცდი­ლობთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ცოტა რამ წა­ვი­ღოთ ლაშ­ქრო­ბა­ში, რად­გან ტვირ­თის წა­ღე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად გვი­ჭირს. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ზე მძი­მე ტვირ­თი საკ­ვე­ბია. ვცდი­ლობთ ნაკ­ლე­ბწო­ნი­ა­ნი და კა­ლო­რი­უ­ლი პრო­დუქ­ტის შერ­ჩე­ვას. რო­გორც წესი მიგ­ვაქვს სწრა­ფად­მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ლაფ­შა, შე­ბო­ლი­ლი ძეხ­ვე­უ­ლი და მდნა­რი ყვე­ლი. თუ ორ­დღი­ან პიკ­ნიკ­ზე მივ­დი­ვართ, ხში­რად სო­სი­სი ან სარ­დე­ლიც მიგ­ვაქვს", - ამ­ბობს სა­ლო­მე.

რჩე­ვის­თვის, თუ რო­მე­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტის წა­ღე­ბაა უმ­ჯო­ბე­სი, "ნი­კო­რას" წარ­მო­მად­გე­ნელს მივ­მარ­თეთ.

კომ­პა­ნია "ნი­კო­რას" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აცხა­დებს, რომ ორ­დღი­ა­ნი პიკ­ნი­კის­თვის

შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტის წა­ღე­ბა, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, უნდა იქ­ნას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი. ლაშ­ქრო­ბი­სას, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით გან­სა­კუთ­რე­ბით მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ვა­კუ­უმ­შე­ფუთ­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი სო­სი­სე­ბი, რო­მე­ლიც წარ­მო­ე­ბი­დან 15 დღის ვა­და­შია ვარ­გი­სი. შე­საძ­ლე­ბე­ლია წა­ი­ღოთ შაშ­ხე­ბი, შე­ბო­ლი­ლი ძეხ­ვე­უ­ლი.

"ლაშ­ქრო­ბი­სას რე­კო­მენ­და­ცი­ას გა­ვუ­წევ­დით ვა­კუ­უმ­შე­ფუ­თულ შე­ბო­ლილ ძეხ­ვე­ულს, რომ­ლის შე­ნახ­ვის ვადა და ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი სხვა პრო­დუქ­ტებ­თან შე­და­რე­ბით დი­დია. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია +10 ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, მა­შინ რო­დე­საც სო­სი­სე­ბის და სხვა კა­ტე­გო­რი­ის ძეხ­ვე­უ­ლის შე­ნახ­ვის ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი მაქ­სი­მუმ 6-8 ცელ­სი­უ­სი გახ­ლავთ"

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ხან­გრძლი­ვი ლაშ­ქრო­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია ნი­კო­რას "კა­ი­ზე­რის" ნედ­ლად­შე­ბო­ლი­ლი კა­ტე­გო­რი­ის ძეხ­ვე­უ­ლი. "აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა გა­მომშრა­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, მისი შე­ნახ­ვის ვადა +15 გრა­დუს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე 60 დღე გახ­ლავთ. ნედ­ლად­შე­ბო­ლი­ლი ძეხ­ვე­უ­ლი დე­ლი­კა­ტე­სად ით­ვლე­ბა და მისი ფა­სიც ხა­რის­ხის შე­სა­ბა­მი­სია", - ამ­ბო­ბენ "ნი­კო­რა­ში".

თეა ბი­თა­ძე, Ambebi.ge

საჭირო რჩევები ლაშქრობის მოყვარულებს

საჭირო რჩევები ლაშქრობის მოყვარულებს

ლაშქრობაზე წასასვლელად სურვილსა და მონდომებასთან ერთად, მთავარია აღჭურვილობა. ლაშქრობის მთავარი ატრიბუტებია კარავი, საძილე ტომარა და ქვეშაგები. ასევე აუცილებელია შესაბამისი ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და ჩანთა.

მოლაშქერთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი შაკაია ამბობს, ლაშქრობაში ქალებისთვის დაახლოებით 13-14 კილო ტვირთის წაღებაა რეკომენდირებული, ხოლო მამაკაცებისთვის - 17-18 კილო. მისი თქმით, ლაშქრობაში მარტო წასვლა არ შეიძლება, აუცილებელია გზამკვლევის ან გიდის გაყოლა.

რაც შეეხება სამედიცინო აღჭურვილობას, მოლაშქრეთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ როდესაც მოლაშქრეთა ჯგუფს გიდი მიჰყვება, ის თავად არის აღჭურვილი აუცილებელი პირველადი დახმარების მედიკამენტებით.

"გზამკვლევის გარეშე წასვლა არის სასტიკად აკრძალული და არ არის რეკომენდირებული, როგორც ფედერაციისგან, ასევე შესაბამისი ორგანოსგან, რადგან ხშირად ყოფილა ფაქტები, როდესაც თვითნებურად გადაადგილებული ჯგუფი იკარგება, შემდეგ ხიფათს აწყდება და ჩვენ სამაშველო სამსახურს ვუგზავნით. აუცილებლად უნდა იაყვნონ გზამკვლევი, მოლაშქრეთა ფედერაციას აქვს ზაფხულის სეზონზე უფასო გიდების და გამყოლების პროგრამა და ნებისმიერი მიმართულებით გაგაყოლებთ გზამკვლევს. ამ გზამკვლევებს აქვთ პირველადი გადამზადების კურსი გავლილი, შესაბამისად აღჭურვილი არიან აფთიაქით და ჩვეულებრივ მოლაშქრეს აღარ უწევს ამაზე ზრუნვა", - აღნიშნა შაკაიამ.

"საკვები მაქსიმალურად უნდა იყოს მსუბუქი და მშრალი. მაგალითად, ერთკვირიანი ლაშქრობის დროს აუცილებელია წავიღოთ მშრალი ულუფა და ისეთი საკვები, რომელიც არ ფუჭდება. მალფუჭებადი საკვების წაღება არ არის რეკომენდირებული და მან არ უნდა დაგვიმძიმოს ჩანთა", - აცხადებს გიორგი შაკაია.

სალომე სოსელია ლაშქრობაში ძალიან ხშირად დადის. იგი ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ხანგრძლივი ლაშქრობის დროს ბარგია.

"ვცდილობთ, მაქსიმალურად ცოტა რამ წავიღოთ ლაშქრობაში, რადგან ტვირთის წაღება ყველაზე მეტად გვიჭირს. რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე ტვირთი საკვებია. ვცდილობთ ნაკლებწონიანი და კალორიული პროდუქტის შერჩევას. როგორც წესი მიგვაქვს სწრაფადმოსამზადებელი ლაფშა, შებოლილი ძეხვეული და მდნარი ყველი. თუ ორდღიან პიკნიკზე მივდივართ, ხშირად სოსისი ან სარდელიც მიგვაქვს", - ამბობს სალომე.

რჩევისთვის, თუ რომელი ხორცპროდუქტის წაღებაა უმჯობესი, "ნიკორას" წარმომადგენელს მივმართეთ.

კომპანია "ნიკორას" წარმომადგენელი აცხადებს, რომ ორდღიანი პიკნიკისთვის

შესაძლებელია ნებისმიერი პროდუქტის წაღება, მაგრამ ამ შემთხვევაში, უნდა იქნას გათვალისწინებული ტემპერატურული რეჟიმი. ლაშქრობისას, ტრანსპორტირების თვალსაზრისით განსაკუთრებით მოსახერხებელია ვაკუუმშეფუთვაში არსებული სოსისები, რომელიც წარმოებიდან 15 დღის ვადაშია ვარგისი. შესაძლებელია წაიღოთ შაშხები, შებოლილი ძეხვეული.

"ლაშქრობისას რეკომენდაციას გავუწევდით ვაკუუმშეფუთულ შებოლილ ძეხვეულს, რომლის შენახვის ვადა და ტემპერატურული რეჟიმი სხვა პროდუქტებთან შედარებით დიდია. აღნიშნული პროდუქციის ტრანსპორტირება შესაძლებელია +10 ტემპერატურაზე, მაშინ როდესაც სოსისების და სხვა კატეგორიის ძეხვეულის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი მაქსიმუმ 6-8 ცელსიუსი გახლავთ"

იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა, ხანგრძლივი ლაშქრობისთვის საუკეთესო არჩევანია ნიკორას "კაიზერის" ნედლადშებოლილი კატეგორიის ძეხვეული. "აღნიშნული პროდუქტი დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე მაქსიმალურადაა გამომშრალი და შესაბამისად, მისი შენახვის ვადა +15 გრადუს ტემპერატურაზე 60 დღე გახლავთ. ნედლადშებოლილი ძეხვეული დელიკატესად ითვლება და მისი ფასიც ხარისხის შესაბამისია", - ამბობენ "ნიკორაში".

თეა ბითაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია