მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლალი მოროშკინას მანქანას მეხი დაეცა
ლალი მოროშკინას მანქანას მეხი დაეცა

ლალი მო­როშ­კი­ნა 17 წლი­დან სა­ჭეს უზის. პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა "07" მშობ­ლებ­მა უყი­დეს. მას მერე იმ­დე­ნი მან­ქა­ნა გა­მო­იც­ვა­ლა, სათ­ვა­ლა­ვიც აე­რია. აქე­დან ერ­თით მცხე­თის ხი­დი­დან "გა­დაფ­რინ­და", სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­დარ­ჩა, ერთს მეხი და­ე­ცა. ახლა "ბე-ემ-ვე X 5" ჰყავს და მი­იჩ­ნევს, რომ კარ­გი მძღო­ლია.

- ლალი, პირ­ვე­ლად სა­ჭეს რო­დის მი­უ­ჯე­ქი?

- პირ­ველ ექ­სპე­რი­მენ­ტულ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი და იქ ასე­თი არ­ჩე­ვა­ნი გვქონ­და. ან ხელ­საქ­მით უნდა დავ­კა­ვე­ბუ­ლი­ყა­ვი, რა­საც ყვე­ლა გო­გო­ნა ირ­ჩევ­და, ან სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­ზე ვის­წავ­ლი­დი მან­ქა­ნის მარ­თვას. მე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მე­ო­რე ავირ­ჩიე. "კა­მა­ზის" მაგ­ვარ მან­ქა­ნა­ზე ვის­წავ­ლე მარ­თვა. შემ­დეგ უკვე ინ­სტი­ტუ­ტში იყო ავ­ტოს­კო­ლა, სა­დაც უფრო გა­ვაღ­რმა­ვე ცოდ­ნა და ავი­ღე მარ­თვის მოწ­მო­ბა. ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი მან­ქა­ნა, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად მაქვს ნას­წავ­ლი.

- ეს ის პე­რი­ო­დი იყო, როცა თბი­ლის­ში ქალი მძღო­ლე­ბი იშ­ვი­ა­თად და­დი­ოდ­ნენ?

- ქალი მძღო­ლე­ბი თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი იყო. ათ ქალ­ში ერთ-ერთი მე ვი­ყა­ვი. ჩემი პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა იყო "07". მა­შინ­ვე ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რომ ჯობს, კარგ მან­ქა­ნა­ზე დაჯ­დე, რად­გან, რაც უფრო ძვე­ლია მან­ქა­ნა, მით უფრო ხარ­ჯი­ა­ნია. პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ვი­ყი­დე. დე­და­ჩემ­მა ჩა­წყო­ბი­ლი ნომ­რე­ბი მი­შო­ვა. დღე­საც ვეტ­რფი ამ მარ­კის მან­ქა­ნას, მი­ვიჩ­ნევ, რომ ერთ-ერთი გა­მარ­თუ­ლი საბ­ჭო­უ­რი მან­ქა­ნაა. მარ­თვა მე­ქა­ნი­კა­ზე ვის­წავ­ლე და მგო­ნია, რომ ნამ­დვი­ლი მძღო­ლი მე­ქა­ნი­კას უნდა სწავ­ლობ­დეს, მაგ­რამ დღეს ზუს­ტად ვიცი, რომ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ დავ­ჯდე­ბი მე­ქა­ნი­კა­ზე. ქა­ლა­ქის გა­დატ­ვირ­თულ მოძ­რა­ო­ბას, სა­ცო­ბებს სხვა ნერ­ვე­ბი სჭირ­დე­ბა. მერე მყავ­და: "ალფა რო­მეო", "ტო­ი­ო­ტა ლენდკ­რუ­ი­ზე­რი", წი­თე­ლი "რო­ვე­რი", სპორ­ტუ­ლი "მერ­სე­დე­სი", რომ­ლი­თაც მცხე­თის ხი­დი­დან გა­და­ვეშ­ვი. ახლა კი მყავს "ბე-ემ-ვე", მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ "მერ­სე­დე­სი" ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო მან­ქა­ნაა. ის რომ არა, მე ახლა ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი.

- მარ­ტო იჯე­ქი?

- კი. ხიდ­ზე იყო ორმო, რო­მელ­მაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. მათ შო­რის ლერი ხა­ბე­ლო­ვის ძმა, თე­მურ შა­ში­აშ­ვი­ლის მძღო­ლი და ჩემ მერე კი­დევ ორი გოგო. მხო­ლოდ ამის მერე ჩა­ა­ტა­რეს ამ ხიდ­ზე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. წვი­მის დროს ეს ორმო ივ­სე­ბო­და და მძღო­ლის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უმ­ჩნე­ვე­ლი რჩე­ბო­და. ჩა­ვარ­ტყი ორ­მო­ში, მოვსრი­ალ­დი. მო­ვა­ხერ­ხებ­დი, გა­ვა­ჩე­რებ­დი მან­ქა­ნას, მაგ­რამ წყლის ჭავ­ლი იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, მან­ქა­ნამ ჩათ­ვა­ლა, რომ ეს იყო ავა­რია და გახ­სნა "აირ­ბა­გი". ამან გამ­თი­შა, მარ­თვის უნა­რი დავ­კარ­გე და ხი­დი­დან გა­დავფრინ­დი. ვი­ღაც კაც­მა და­ი­ნა­ხა ეს ყვე­ლა­ფე­რი და მაშ­ვე­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხა. სხვა­თა შო­რის, ღვე­დი არ მე­კე­თა. ახლა ვფიქ­რობ, რომ ამა­ნაც გა­და­მარ­ჩი­ნა. ღვე­დი რომ მკე­თე­ბო­და, შუ­ა­ზე გადა-მჭრი­და. ჩემს უფ­როს შვილ­საც მო­უ­ვი­და მსგავ­სი ავა­რია, ისიც უღვე­დო­ბამ გა­და­არ­ჩი­ნა. მას მერე ღვე­დის მი­მართ კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ მაქვს, მაგ­რამ წე­სებს მა­ინც ვე­მორ­ჩი­ლე­ბი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ლალი მოროშკინას მანქანას მეხი დაეცა

ლალი მოროშკინას მანქანას მეხი დაეცა

ლალი მოროშკინა 17 წლიდან საჭეს უზის. პირველი მანქანა ''07'' მშობლებმა უყიდეს. მას მერე იმდენი მანქანა გამოიცვალა, სათვალავიც აერია. აქედან ერთით მცხეთის ხიდიდან ''გადაფრინდა'', საბედნიეროდ, გადარჩა, ერთს მეხი დაეცა. ახლა ''ბე-ემ-ვე X 5'' ჰყავს და მიიჩნევს, რომ კარგი მძღოლია.

- ლალი, პირველად საჭეს როდის მიუჯექი?

- პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი და იქ ასეთი არჩევანი გვქონდა. ან ხელსაქმით უნდა დავკავებულიყავი, რასაც ყველა გოგონა ირჩევდა, ან სატვირთო მანქანაზე ვისწავლიდი მანქანის მართვას. მე, რასაკვირველია, მეორე ავირჩიე. ''კამაზის'' მაგვარ მანქანაზე ვისწავლე მართვა. შემდეგ უკვე ინსტიტუტში იყო ავტოსკოლა, სადაც უფრო გავაღრმავე ცოდნა და ავიღე მართვის მოწმობა. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ვიცი მანქანა, საფუძვლიანად მაქვს ნასწავლი.

- ეს ის პერიოდი იყო, როცა თბილისში ქალი მძღოლები იშვიათად დადიოდნენ?

- ქალი მძღოლები თითზე ჩამოსათვლელი იყო. ათ ქალში ერთ-ერთი მე ვიყავი. ჩემი პირველი მანქანა იყო ''07''. მაშინვე ვაცნობიერებდი, რომ ჯობს, კარგ მანქანაზე დაჯდე, რადგან, რაც უფრო ძველია მანქანა, მით უფრო ხარჯიანია. პირველი მანქანა მშობლების დახმარებით ვიყიდე. დედაჩემმა ჩაწყობილი ნომრები მიშოვა. დღესაც ვეტრფი ამ მარკის მანქანას, მივიჩნევ, რომ ერთ-ერთი გამართული საბჭოური მანქანაა. მართვა მექანიკაზე ვისწავლე და მგონია, რომ ნამდვილი მძღოლი მექანიკას უნდა სწავლობდეს, მაგრამ დღეს ზუსტად ვიცი, რომ არავითარ შემთხვევაში არ დავჯდები მექანიკაზე. ქალაქის გადატვირთულ მოძრაობას, საცობებს სხვა ნერვები სჭირდება. მერე მყავდა: ''ალფა რომეო'', ''ტოიოტა ლენდკრუიზერი'', წითელი ''როვერი'', სპორტული ''მერსედესი'', რომლითაც მცხეთის ხიდიდან გადავეშვი. ახლა კი მყავს ''ბე-ემ-ვე'', მაგრამ მიმაჩნია, რომ ''მერსედესი'' ყველაზე უსაფრთხო მანქანაა. ის რომ არა, მე ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი.

- მარტო იჯექი?

- კი. ხიდზე იყო ორმო, რომელმაც ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. მათ შორის ლერი ხაბელოვის ძმა, თემურ შაშიაშვილის მძღოლი და ჩემ მერე კიდევ ორი გოგო. მხოლოდ ამის მერე ჩაატარეს ამ ხიდზე სარემონტო სამუშაოები. წვიმის დროს ეს ორმო ივსებოდა და მძღოლისთვის აბსოლუტურად შეუმჩნეველი რჩებოდა. ჩავარტყი ორმოში, მოვსრიალდი. მოვახერხებდი, გავაჩერებდი მანქანას, მაგრამ წყლის ჭავლი იმდენად ძლიერი იყო, მანქანამ ჩათვალა, რომ ეს იყო ავარია და გახსნა ''აირბაგი''. ამან გამთიშა, მართვის უნარი დავკარგე და ხიდიდან გადავფრინდი. ვიღაც კაცმა დაინახა ეს ყველაფერი და მაშველები გამოიძახა. სხვათა შორის, ღვედი არ მეკეთა. ახლა ვფიქრობ, რომ ამანაც გადამარჩინა. ღვედი რომ მკეთებოდა, შუაზე გადა-მჭრიდა. ჩემს უფროს შვილსაც მოუვიდა მსგავსი ავარია, ისიც უღვედობამ გადაარჩინა. მას მერე ღვედის მიმართ კარგი დამოკიდებულება არ მაქვს, მაგრამ წესებს მაინც ვემორჩილები.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება