ცოტაც და 12 წლის გოგონას ოცნება აუხდება - მას ორი ყური ექნება. შარლოტა პონსე მიჩიგანის შტატიდანაა. ის სულ რაღაც 3 თვის იყო, როცა 2002 წელს, მის ოთახში შეპარულმა ენოტმა გოგონას ყური, ცხვირი და ტუჩის ნაწილი მოაჭამა.
ამჟამად, სამედიცინო რევოლუციის წყალობით, რომელიც ქირურგებმა მოახდინეს, შესაძლებელი გახდა გოგონასთვის ყურის დაბრუნება. ახალი ყური გოგონას ხელზე "გაზარდეს".
პატარა შარლოტამ 2012 წლიდან 10 ოპერაცია გადაიტანა, რათა სახე აღედგინა.
ექიმები დარწმუნებულნი არიან, რომ გოგონა ამ გარდაქმნების შემდეგ ნამდვილ ლამაზმანად იქცევა.