მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი გახდა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი გახდა

ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ალი­ბე­გაშ­ვი­ლი გახ­და. კენ­ჭისყ­რი­სას ალე­ბე­გაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას 37-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, 8 წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. გი­ორ­გი ალი­ბე­გაშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სიის მე­სა­მე ნო­მე­რი იყო.

გი­ორ­გი ალი­ბე­გაშ­ვი­ლი და­ი­ბა­და 1959 წელს. 1976 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის 47-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. ამა­ვე წელს ჩა­ი­რი­ცხა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. 1982 წლი­დან 2006 წლამ­დე მუ­შა­ობ­და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბის უმ­ცროს რე­დაქ­ტო­რად.

1991-1992 წლებ­ში იყო სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის პე­და­გო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო დარ­გის პრო­რექ­ტო­რი, ხოლო 1994-1995 წლებ­ში - თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­ნათ­ლე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი. 1997 წლი­დან 2005 წლამ­დე იყო ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის მო­ად­გი­ლე სა­მეც­ნი­ე­რო დარ­გში; 2004-2005 წლებ­ში ამა­ვე ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, ხოლო 2005 წლი­დან 2006 წლამ­დე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის მო­ად­გი­ლე ფი­ლო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2009 წლი­დან დღემ­დე მუ­შა­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს წმი­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

ახალ საკ­რე­ბუ­ლო­ში კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით 13, ხოლო მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სიით 24 წევ­რი ჰყავს, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" - 7, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის პარ­ტი­ას - სამი და "და­ვით თარ­ხან მო­უ­რა­ვი - პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსს" - 2 წევ­რი. კი­დევ ერთი წევ­რი, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტია.

ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი საკ­რე­ბუ­ლოს პირ­ვე­ლი სხდო­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, საკ­რე­ბუ­ლოს ის­ტო­რი­ულ დარ­ბაზ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი გახდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი გახდა

ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი გახდა. კენჭისყრისას ალებეგაშვილის კანდიდატურას 37-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8 წინააღმდეგი იყო. გიორგი ალიბეგაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მესამე ნომერი იყო.

გიორგი ალიბეგაშვილი დაიბადა 1959 წელს. 1976 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1982 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამომცემლობის უმცროს რედაქტორად.

1991-1992 წლებში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სასწავლო დარგის პრორექტორი, ხოლო 1994-1995 წლებში - თბილისის მერიის განათლების სამმართველოს უფროსი. 1997 წლიდან 2005 წლამდე იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2004-2005 წლებში ამავე ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 2005 წლიდან 2006 წლამდე ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ფილოლოგიის მიმართულებით. 2009 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

ახალ საკრებულოში კოალიცია "ქართულ ოცნებას" პროპორციული სიით 13, ხოლო მაჟორიტარული სიით 24 წევრი ჰყავს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 7, ნინო ბურჯანაძის პარტიას - სამი და "დავით თარხან მოურავი - პატრიოტთა ალიანსს" - 2 წევრი. კიდევ ერთი წევრი, ალეკო ელისაშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია.

ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს ისტორიულ დარბაზში მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა