პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატიმარ ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილის ყოფითი ცხოვრების ექსკლუზიური დეტალები
პატიმარ ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილის ყოფითი ცხოვრების ექსკლუზიური დეტალები

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ბაჩო ახა­ლა­ია 20 თვეა წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. და­კა­ვე­ბუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლიც. ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი სას­ჯელს "მატ­რო­სო­ვის" ცი­ხე­ში იხ­დი­ან. Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, თუ რა პი­რო­ბებ­ში უწევთ მათ პა­ტიმ­რო­ბის გა­ტა­რე­ბა.

ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლის, ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი უპ­რე­ტენ­ზიო პა­ტი­მა­რია და ხში­რად სე­ირ­ნო­ბის უფ­ლე­ბი­თაც კი არ სარ­გებ­ლობს.

- ქალ­ბა­ტო­ნო ანი, რა პი­რო­ბებ­ში უწევს ბაჩო ახა­ლა­ი­ას პა­ტიმ­რო­ბის გა­ტა­რე­ბა?

- პირ­ველ რიგ­ში ვი­ტყვი, რომ 20 თვეა წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­შია და რო­გორც წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფს, არა­ნა­ი­რი შეხ­ვედ­რა არ ჰქო­ნია ოჯა­ხის წევ­რებ­თან. სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბაც კი არ აქვს, რად­გან მსჯავ­რი არ ადევს. ად­ვო­კა­ტე­ბის­გან ვიცი, რომ ჩვე­უ­ლებ­რივ პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ბაჩო მარ­ტო ზის პა­ტა­რა კა­მე­რა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტე­ლე­ვი­ზო­რი თა­ვი­დან­ვე ეკუთ­ვნო­და, ოთხთვე­ნა­ხე­ვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ულ ვა­კუ­უმ­ში იყო, მისი უფ­ლე­ბე­ბი ამ მხრი­ვაც და­ირ­ღვა, ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვით ამ პე­რი­ო­დის შემ­დეგ მის­ცეს ტე­ლე­ვი­ზო­რის შე­ტა­ნის უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ცი­ხის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ი­ძი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა ჭო­რებს, რომ მას აქვს ინ­ტერ­ნე­ტი სა­კან­ში, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჭო­რე­ბია.

- მოს­წონს თუ არა ცი­ხის მე­ნიუ?

- ბაჩო პრე­ტენ­ზი­უ­ლი არ არის, ერ­თა­დერ­თი ვიცი, რომ კმა­ყო­ფი­ლია პი­რო­ბე­ბით. მას პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყრო­ბი­ან ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სა­სა­მარ­თლო­ზეც ჩანს, ბად­რაგ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. არა­ფერ­ზე გა­მო­უთ­ქვამს პრე­ტენ­ზია.

- თქვენ რა სა­ხის საკ­ვებს უგ­ზავ­ნით?

- მხო­ლოდ ხი­ლის და წვე­ნე­ბის შე­ტა­ნის უფ­ლე­ბა აქვთ პა­ტიმ­რე­ბის ახ­ლობ­ლებს, მაგ­რამ ბაჩო წვე­ნებს და ხილს არ მი­ირ­თმევს. მხო­ლოდ ახალ წელს და აღ­დგო­მას იყო დაშ­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა პა­ტიმ­რის­თვის საკ­ვე­ბის შე­ტა­ნის უფ­ლე­ბა. ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი სიის მი­ხედ­ვით, შე­ვუგ­ზავ­ნეთ საკ­ვე­ბი. რა­საც ვუგ­ზავ­ნი, თეთ­რი პე­რან­გე­ბია, რომ­ლი­თაც სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე და­დის.

- რა სი­გა­რეტს ეწე­ვა ცი­ხე­ში?

- რო­გორც ყვე­ლა პა­ტი­მარს ბა­ჩო­საც ბა­რა­თი აქვს და ამით იძენს ცი­ხის მა­ღა­ზი­ა­ში სი­გა­რეტს. რო­გორც ტე­ლე­ვი­ზო­რი იყი­და ცი­ხის მა­ღა­ზი­ა­ში, ისე ყი­დუ­ლობს სი­გა­რეტს. სა­სა­მარ­თლო­ზე ჯი­ბი­დან უჩანს წი­თე­ლი მალ­ბო­რო და რო­გორც ჩანს, ამ სი­გა­რეტს ეწე­ვა.

- პა­ტიმ­რებს გან­სა­კუთ­რე­ბით აწუ­ხებთ ცხე­ლი ამინ­დე­ბი სა­კან­ში, ბაჩო ახა­ლა­ი­ა­საც აქვს ეს პრობ­ლე­მა?

- ბა­ჩოს უყ­ვარს ზა­ფხუ­ლი, სი­ცხე არ აწუ­ხებს. ცი­ხის მა­ღა­ზი­ა­ში იყი­დე­ბა ე.წ. ვენ­ტი­ლა­ტო­რი, რო­მე­ლიც აქვს შე­ძე­ნი­ლი და აქვს სა­კან­ში.

- რა თან­ხას ური­ცხავთ ცი­ხის ბა­რათ­ზე?

- მე არ მი­წევს მას­თან თან­ხის გა­და­რი­ცხვა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­გობ­რე­ბი ური­ცხა­ვენ. ერთი-ორ­ჯერ გა­და­ვუ­რი­ცხე, ერთხელ 200 ლარი ჩა­ვუ­რი­ცხე და მე­ო­რედ მგო­ნი, უფრო ნაკ­ლე­ბი, ზუს­ტად არ მახ­სოვს.

- არ გიც­დი­ათ მას­თან შეხ­ვედ­რა, თუნ­დაც ბავ­შვი, რომ ენა­ხა?

- ჩემ­მა მა­მამ­თილ­მა, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა და ბა­ჩოს მა­მამ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა ამ თხოვ­ნით. რად­გან ბაჩო წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­შია, პრო­კუ­რა­ტუ­რას ერი­ცხე­ბა პა­ტი­მა­რი, მაგ­რამ პა­სუ­ხის ღირ­სა­დაც არ ჩაგ­ვთვა­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რამ. მე თავ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი ვარ და არ მი­მი­მარ­თავს პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის.

- პრე­სას თუ ეც­ნო­ბა ცი­ხე­ში?

- როცა ტე­ლე­ვი­ზო­რი და რა­დიო არ ჰქონ­და, რამ­დენ­ჯერ­მე მო­ი­თხო­ვა გა­ზე­თე­ბი, რო­მე­ლიც ფოს­ტით გა­ვუგ­ზავ­ნეთ. ახლა აღარ მო­უ­თხო­ვია. სა­კან­ში უამ­რა­ვი წიგ­ნი აქვს, უკან არ­ცერ­თი არ გა­მო­უგ­ზავ­ნია. ე.წ. და­ჩ­კე­ბი­დან ვუგ­ზავ­ნით წიგ­ნებს, დღე­ში ათ წიგნ­ზე მე­ტის გაგ­ზავ­ნა არ შე­იძ­ლე­ბა, თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად ვუგ­ზავ­ნით ამ რა­ო­დე­ნო­ბის წიგნს.

- მის შე­სა­ხებ ხში­რად იწე­რე­ბა პრე­სა­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის სტა­ტი­ე­ბი, რო­მე­ლი­მე სტა­ტი­ა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით ხომ არ აღ­შფოთ­და?

- მის­თვის ეს არ იყო ახა­ლი. და­კა­ვე­ბამ­დეც იწე­რე­ბო­და და ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც აჩ­ვე­ნებ­დნენ ბა­ჩოს შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფერს. დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე, რო­მე­ლიც მი­დის ცი­ხის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბაჩო ცი­ხის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს ეკი­თხე­ბა, ის რაც პრე­სა­ში იწე­რე­ბა, თით­ქოს სცემ­დნენ, აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ, თი­თებს აჭ­რიდ­ნენ და სის­ხლში აბა­ნა­ვებ­დნენ პა­ტიმ­რებს, ხდე­ბო­და თუ არა ეს მისი მი­ნის­ტრო­ბის დროს და ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი უარ­ყოფს ამას.

- რა ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რას კი­თხუ­ლობს ბა­ტო­ნი ბაჩო?

- უფრო პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ ლი­ტე­რა­ტუ­რას ეც­ნო­ბა, ასე­ვე, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ებს ვუგ­ზავ­ნით.

- წე­რი­ლებს გიგ­ზავ­ნით ცი­ხი­დან?

- წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნის უფ­ლე­ბაც არ აქვს. მისი უფ­ლე­ბე­ბი უკვე ძა­ლი­ან ირ­ღვე­ვა. კესო სა­ერ­თოდ არ უნა­ხავს. 6 თვის იყო ბავ­შვი როცა და­ა­კა­ვეს. ერთი სუ­რა­თის გაგ­ზავ­ნა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვუგ­ზავ­ნი, სა­სა­მარ­თლო­ზეც არ მიმ­ყავს. მძი­მეა მის­თვის შვი­ლი შო­რი­დან და­ი­ნა­ხოს. ვუფრ­თხილ­დე­ბი, თვი­თო­ნაც ცდი­ლობს ასეთ თე­მებ­ზე არ იფიქ­როს.

- სე­ირ­ნო­ბის უფ­ლე­ბით თუ სარ­გებ­ლობს?

- მას აქვს 24 სა­ა­თის მან­ძილ­ზე ერთი სა­ა­თით სე­ირ­ნო­ბის უფ­ლე­ბა. არის რა­ღაც შე­ნო­ბა, რო­მელ­საც კედ­ლე­ბი აქვს და მხო­ლოდ ცა ჩანს. რო­გორც ვიცი, ბაჩო იშ­ვი­ა­თად სე­ირ­ნობს.

- სხვა პა­ტიმ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უფ­ლე­ბა თუ აქვს?

- არა, უფრო მეტ­საც გე­ტყვით, რო­დე­საც გა­მო­ყავთ ად­ვო­კატ­თან შე­სახ­ვედ­რად, იმ დროს ყვე­ლა სა­კა­ნი და დე­რე­ფა­ნი იკე­ტე­ბა. სხვა პა­ტი­მარს რომ არ შეხ­ვდეს. იმი­ტომ კი არა, რომ მისი უსაფრ­თხო­ე­ბა იყოს და­ცუ­ლი, არა­მედ იმი­ტომ, რომ ვინ­მეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­დეს. ბაჩო ზის კორ­პუს­ში, სა­დაც უგუ­ლა­ვა, მე­რა­ბიშ­ვი­ლი და მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი არი­ან. მაგ­რამ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი წე­ლი­წად­ზე მე­ტია ცი­ხე­ში ზის, ისე­ვე რო­გორც ბაჩო ახა­ლა­ია თავ­და­პირ­ვე­ლად მე­რა­ბიშ­ვი­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ულ ვა­კუ­უმ­ში იყო, მას სა­კან­ში ტე­ლე­ვი­ზო­რის შე­ტა­ნის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ. პა­ტი­მარ­მა მე­რა­ბიშ­ვილ­მა სა­კან­ში ტე­ლე­ვი­ზო­რის შე­ტა­ნის მიზ­ნით, პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რეს ფორ­მას, შიმ­ში­ლო­ბას მი­მარ­თა. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ერთი წლის წინ "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან თა­ვა­ზი­ა­ნად იქ­ცე­ვა. სის­ტე­მა­ტუ­რად ვარ­ჯი­შობს. ეწე­ვა სი­გა­რეტს. სა­შუ­ა­ლოდ, კვი­რა­ში ერთხელ ყი­დუ­ლობს 10 კო­ლოფ რვა ნო­მერ "კენტს".

მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი დღის მე­ნი­უ­დან იღებს ყვე­ლა­ფერს, გარ­და რძის ნა­წარ­მი­სა და პუ­რი­სა. სარ­გებ­ლობს და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მა­ღა­ზი­ით, სა­დაც ყი­დუ­ლობს შემ­დეგ ნივ­თებს: პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნებს, სი­გა­რეტს, ძეხვს, თევ­ზე­ულს, წყალს, მი­ნე­რა­ლურ წყალს, "სან­დო­რას" წვე­ნებს, "ნა­ტახ­ტა­რის" ლი­მო­ნათს, ყა­ვას, ჩაის, ყველს, შო­კო­ლადს, ბოსტნე­ულს, ასა­წონ ნამ­ცხვარს, პურს, მა­ი­ო­ნეზს, ჰერ­კუ­ლესს, ჩიფსს, არა­ჟანს, ყა­ვის­ფერ შა­ქარს, სან­თელ­სა და ნახ­შირს. კი­თხუ­ლობს სის­ტე­მა­ტუ­რად, ხში­რად შე­მოს­დის წიგ­ნე­ბი სა­ფოს­ტო გზავ­ნი­ლის სა­ხით და ამა­ნა­თი.

გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვი­ლი (ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი)

- რა პი­რო­ბებ­ში უწევს სას­ჯე­ლის მოხ­და ვანო მე­რა­ბიშ­ვილს?

- თუ არ ჩავ­თვლით, რომ ის მარ­ტო ზის სა­კან­ში, სხვა მხრივ კარგ პი­რო­ბებ­შია. მისი ცალ­კე გან­თავ­სე­ბის არ­გუ­მენ­ტად ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მო­აქვს ის, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პა­ტი­მა­რი, მაგ­რამ ანა­ლო­გი­უ­რად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი უა­რე­სო­ბის მხრივ, არ უნდა ჰქონ­დეს.

- შეხ­ვდა თუ არა ოჯა­ხის წევ­რებს?

- სარ­გებ­ლობს ოჯახ­თან შეხ­ვედ­რის უფ­ლე­ბით. თუმ­ცა რამ­დენ­ჯერ შეხ­ვდა, ვერ გე­ტყვით. გრძელ­ვა­დი­ა­ნი პა­ემ­ნით ვერ სარ­გებ­ლობს სამ­წუ­ხა­როდ, რისი უფ­ლე­ბაც სხვა პა­ტიმ­რებს აქვთ. ამას ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია იმით ხსნის, რომ ინფრას­ტრქტუ­რა შე­სა­ბა­მი­სად არ არის მო­წყო­ბი­ლი.

- სარ­გებ­ლობს სე­ირ­ნო­ბის უფ­ლე­ბით?

- 45 წუ­თით აქვს გა­სე­ირ­ნე­ბის უფ­ლე­ბა, რო­გორც ყვე­ლა სხვა პა­ტი­მარს და იყე­ნებს ამ უფ­ლე­ბას. სარ­გებ­ლობს ცი­ხის მა­ღა­ზი­ით, უგ­ზავ­ნი­ან წიგ­ნებს, ეც­ნო­ბა პრე­სას.

- ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მას სი­ცხე აწუ­ხებს სა­კან­ში და ითხოვს შორ­ტე­ბის ჩაც­მის უფ­ლე­ბას, მარ­თა­ლია თუ არა ეს ინ­ფორ­მა­ცია?

- იყო ასე­თი სა­უ­ბა­რი. მივ­წე­რეთ სა­ხალ­ხო დამ­ცველს, თუ გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ მის მო­თხოვ­ნას, რო­გორც ყვე­ლა სხვა ადა­მი­ა­ნი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლიც ჩა­იც­მევს შორ­ტებს.

- ე.წ. ვენ­ტი­ლა­ტო­რი არ აქვს სა­კან­ში?

- არ ვიცი.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ბაჩო ახა­ლა­ია იმ­ყო­ფე­ბი­ან იმა­ვე პი­რო­ბებ­ში და სარ­გებ­ლო­ბენ იმა­ვე უფ­ლე­ბე­ბით, რო­გო­რიც N9 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­თავ­სე­ბულ სხვა პა­ტიმ­რებს აქვთ. აქვთ წვდო­მა ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ზე. არ აქვს წვდო­მა არც კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნი­კას­თან და არც ინ­ტერ­ნეტ­თან. კა­ნო­ნით გა­წე­რი­ლია, თუ რამ­დენ­ჯერ შე­უძ­ლია ოჯა­ხის წევრთან შეხ­ვედ­რა რო­გორც ბრალ­დე­ბულს, ისე მსჯავ­რდე­ბულს, თუმ­ცა რა სიხ­ში­რით ისარ­გებ­ლე­ბენ ამ უფ­ლე­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი, ეს მათი გა­და­სა­წყვე­ტია და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა უწყე­ბას არ შე­უძ­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მი­სა­ღე­ბი ფორ­მით ურ­თი­ერ­თო­ბენ ბად­რაგ­თან". კი­თხვა­ზე, გამ­ხდა­რან თუ არა ავად პა­ტიმ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში, სა­მი­ნის­ტროს ასე­თი პა­სუ­ხი აქვს: "სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­სა და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი პი­რის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვაა".

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პატიმარ ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილის ყოფითი ცხოვრების ექსკლუზიური დეტალები

პატიმარ ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილის ყოფითი ცხოვრების ექსკლუზიური დეტალები

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 20 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. დაკავებულია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილიც. ყოფილი მაღალჩინოსნები სასჯელს "მატროსოვის" ციხეში იხდიან. Ambebi.ge დაინტერესდა, თუ რა პირობებში უწევთ მათ პატიმრობის გატარება.

ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი უპრეტენზიო პატიმარია და ხშირად სეირნობის უფლებითაც კი არ სარგებლობს.

- ქალბატონო ანი, რა პირობებში უწევს ბაჩო ახალაიას პატიმრობის გატარება?

- პირველ რიგში ვიტყვი, რომ 20 თვეა წინასწარ პატიმრობაშია და როგორც წინასწარ პატიმრობაში მყოფს, არანაირი შეხვედრა არ ჰქონია ოჯახის წევრებთან. სატელეფონო ზარის განხორციელების უფლებაც კი არ აქვს, რადგან მსჯავრი არ ადევს. ადვოკატებისგან ვიცი, რომ ჩვეულებრივ პირობებში იმყოფება. ბაჩო მარტო ზის პატარა კამერაში. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორი თავიდანვე ეკუთვნოდა, ოთხთვენახევარი ინფორმაციულ ვაკუუმში იყო, მისი უფლებები ამ მხრივაც დაირღვა, ჩვენი ძალისხმევით ამ პერიოდის შემდეგ მისცეს ტელევიზორის შეტანის უფლება, რომელიც ციხის მაღაზიაში შეიძინა. რაც შეეხება ჭორებს, რომ მას აქვს ინტერნეტი საკანში, ეს ჩვეულებრივი ჭორებია.

- მოსწონს თუ არა ციხის მენიუ?

- ბაჩო პრეტენზიული არ არის, ერთადერთი ვიცი, რომ კმაყოფილია პირობებით. მას პატივისცემით ეპყრობიან ციხის თანამშრომლები, სასამართლოზეც ჩანს, ბადრაგთან როგორი ურთიერთობა აქვს. არაფერზე გამოუთქვამს პრეტენზია.

- თქვენ რა სახის საკვებს უგზავნით?

- მხოლოდ ხილის და წვენების შეტანის უფლება აქვთ პატიმრების ახლობლებს, მაგრამ ბაჩო წვენებს და ხილს არ მიირთმევს. მხოლოდ ახალ წელს და აღდგომას იყო დაშვებული ყველა პატიმრისთვის საკვების შეტანის უფლება. ლიმიტირებული სიის მიხედვით, შევუგზავნეთ საკვები. რასაც ვუგზავნი, თეთრი პერანგებია, რომლითაც სასამართლო პროცესებზე დადის.

- რა სიგარეტს ეწევა ციხეში?

- როგორც ყველა პატიმარს ბაჩოსაც ბარათი აქვს და ამით იძენს ციხის მაღაზიაში სიგარეტს. როგორც ტელევიზორი იყიდა ციხის მაღაზიაში, ისე ყიდულობს სიგარეტს. სასამართლოზე ჯიბიდან უჩანს წითელი მალბორო და როგორც ჩანს, ამ სიგარეტს ეწევა.

- პატიმრებს განსაკუთრებით აწუხებთ ცხელი ამინდები საკანში, ბაჩო ახალაიასაც აქვს ეს პრობლემა?

- ბაჩოს უყვარს ზაფხული, სიცხე არ აწუხებს. ციხის მაღაზიაში იყიდება ე.წ. ვენტილატორი, რომელიც აქვს შეძენილი და აქვს საკანში.

- რა თანხას ურიცხავთ ციხის ბარათზე?

- მე არ მიწევს მასთან თანხის გადარიცხვა, ფაქტობრივად, მეგობრები ურიცხავენ. ერთი-ორჯერ გადავურიცხე, ერთხელ 200 ლარი ჩავურიცხე და მეორედ მგონი, უფრო ნაკლები, ზუსტად არ მახსოვს.

- არ გიცდიათ მასთან შეხვედრა, თუნდაც ბავშვი, რომ ენახა?

- ჩემმა მამამთილმა, როგორც პარლამენტის წევრმა და ბაჩოს მამამ პროკურატურას მიმართა ამ თხოვნით. რადგან ბაჩო წინასწარ პატიმრობაშია, პროკურატურას ერიცხება პატიმარი, მაგრამ პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალა პროკურატურამ. მე თავმოყვარე ადამიანი ვარ და არ მიმიმართავს პროკურატურისთვის.

- პრესას თუ ეცნობა ციხეში?

- როცა ტელევიზორი და რადიო არ ჰქონდა, რამდენჯერმე მოითხოვა გაზეთები, რომელიც ფოსტით გავუგზავნეთ. ახლა აღარ მოუთხოვია. საკანში უამრავი წიგნი აქვს, უკან არცერთი არ გამოუგზავნია. ე.წ. დაჩკებიდან ვუგზავნით წიგნებს, დღეში ათ წიგნზე მეტის გაგზავნა არ შეიძლება, თითქმის ყოველდღიურად ვუგზავნით ამ რაოდენობის წიგნს.

- მის შესახებ ხშირად იწერება პრესაში სხვადასხვა სახის სტატიები, რომელიმე სტატიაზე განსაკუთრებით ხომ არ აღშფოთდა?

- მისთვის ეს არ იყო ახალი. დაკავებამდეც იწერებოდა და ტელევიზიითაც აჩვენებდნენ ბაჩოს შესახებ ყველაფერს. დღევანდელ სასამართლო პროცესებზე, რომელიც მიდის ციხის საქმესთან დაკავშირებით, ბაჩო ციხის ყველა თანამშრომელს ეკითხება, ის რაც პრესაში იწერება, თითქოს სცემდნენ, აუპატიურებდნენ, თითებს აჭრიდნენ და სისხლში აბანავებდნენ პატიმრებს, ხდებოდა თუ არა ეს მისი მინისტრობის დროს და ყველა თანამშრომელი უარყოფს ამას.

- რა ჟანრის ლიტერატურას კითხულობს ბატონი ბაჩო?

- უფრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლიტერატურას ეცნობა, ასევე, ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს ვუგზავნით.

- წერილებს გიგზავნით ციხიდან?

- წერილის გაგზავნის უფლებაც არ აქვს. მისი უფლებები უკვე ძალიან ირღვევა. კესო საერთოდ არ უნახავს. 6 თვის იყო ბავშვი როცა დააკავეს. ერთი სურათის გაგზავნა შეიძლება, მაგრამ შეგნებულად არ ვუგზავნი, სასამართლოზეც არ მიმყავს. მძიმეა მისთვის შვილი შორიდან დაინახოს. ვუფრთხილდები, თვითონაც ცდილობს ასეთ თემებზე არ იფიქროს.

- სეირნობის უფლებით თუ სარგებლობს?

- მას აქვს 24 საათის მანძილზე ერთი საათით სეირნობის უფლება. არის რაღაც შენობა, რომელსაც კედლები აქვს და მხოლოდ ცა ჩანს. როგორც ვიცი, ბაჩო იშვიათად სეირნობს.

- სხვა პატიმრებთან ურთიერთობის უფლება თუ აქვს?

- არა, უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც გამოყავთ ადვოკატთან შესახვედრად, იმ დროს ყველა საკანი და დერეფანი იკეტება. სხვა პატიმარს რომ არ შეხვდეს. იმიტომ კი არა, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული, არამედ იმიტომ, რომ ვინმესთან კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონდეს. ბაჩო ზის კორპუსში, სადაც უგულავა, მერაბიშვილი და მისი თანაგუნდელები არიან. მაგრამ მათთან ურთიერთობის საშუალება არ აქვს.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი წელიწადზე მეტია ციხეში ზის, ისევე როგორც ბაჩო ახალაია თავდაპირველად მერაბიშვილიც ინფორმაციულ ვაკუუმში იყო, მას საკანში ტელევიზორის შეტანის უფლებას არ აძლევდნენ. პატიმარმა მერაბიშვილმა საკანში ტელევიზორის შეტანის მიზნით, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთი წლის წინ "ყველა სიახლისთვის" მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ვანო მერაბიშვილი ციხის თანამშრომლებთან თავაზიანად იქცევა. სისტემატურად ვარჯიშობს. ეწევა სიგარეტს. საშუალოდ, კვირაში ერთხელ ყიდულობს 10 კოლოფ რვა ნომერ "კენტს".

მისთვის განკუთვნილი დღის მენიუდან იღებს ყველაფერს, გარდა რძის ნაწარმისა და პურისა. სარგებლობს დაწესებულების მაღაზიით, სადაც ყიდულობს შემდეგ ნივთებს: პირველადი მოხმარების საგნებს, სიგარეტს, ძეხვს, თევზეულს, წყალს, მინერალურ წყალს, "სანდორას" წვენებს, "ნატახტარის" ლიმონათს, ყავას, ჩაის, ყველს, შოკოლადს, ბოსტნეულს, ასაწონ ნამცხვარს, პურს, მაიონეზს, ჰერკულესს, ჩიფსს, არაჟანს, ყავისფერ შაქარს, სანთელსა და ნახშირს. კითხულობს სისტემატურად, ხშირად შემოსდის წიგნები საფოსტო გზავნილის სახით და ამანათი.

გიორგი ჩივიაშვილი (ვანო მერაბიშვილის ადვოკატი)

- რა პირობებში უწევს სასჯელის მოხდა ვანო მერაბიშვილს?

- თუ არ ჩავთვლით, რომ ის მარტო ზის საკანში, სხვა მხრივ კარგ პირობებშია. მისი ცალკე განთავსების არგუმენტად ციხის ადმინისტრაციას მოაქვს ის, რომ ვანო მერაბიშვილი არის განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი, მაგრამ ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაკუთრებული პირობები უარესობის მხრივ, არ უნდა ჰქონდეს.

- შეხვდა თუ არა ოჯახის წევრებს?

- სარგებლობს ოჯახთან შეხვედრის უფლებით. თუმცა რამდენჯერ შეხვდა, ვერ გეტყვით. გრძელვადიანი პაემნით ვერ სარგებლობს სამწუხაროდ, რისი უფლებაც სხვა პატიმრებს აქვთ. ამას ციხის ადმინისტრაცია იმით ხსნის, რომ ინფრასტრქტურა შესაბამისად არ არის მოწყობილი.

- სარგებლობს სეირნობის უფლებით?

- 45 წუთით აქვს გასეირნების უფლება, როგორც ყველა სხვა პატიმარს და იყენებს ამ უფლებას. სარგებლობს ციხის მაღაზიით, უგზავნიან წიგნებს, ეცნობა პრესას.

- ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მას სიცხე აწუხებს საკანში და ითხოვს შორტების ჩაცმის უფლებას, მართალია თუ არა ეს ინფორმაცია?

- იყო ასეთი საუბარი. მივწერეთ სახალხო დამცველს, თუ გაითვალისწინებენ მის მოთხოვნას, როგორც ყველა სხვა ადამიანი, ვანო მერაბიშვილიც ჩაიცმევს შორტებს.

- ე.წ. ვენტილატორი არ აქვს საკანში?

- არ ვიცი.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, "ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია იმყოფებიან იმავე პირობებში და სარგებლობენ იმავე უფლებებით, როგორიც N9 დაწესებულებაში განთავსებულ სხვა პატიმრებს აქვთ. აქვთ წვდომა ჟურნალ-გაზეთებზე. არ აქვს წვდომა არც კომპიუტერულ ტექნიკასთან და არც ინტერნეტთან. კანონით გაწერილია, თუ რამდენჯერ შეუძლია ოჯახის წევრთან შეხვედრა როგორც ბრალდებულს, ისე მსჯავრდებულს, თუმცა რა სიხშირით ისარგებლებენ ამ უფლებით აღნიშნული პატიმრები, ეს მათი გადასაწყვეტია და ამასთან დაკავშირებული ინტერესის დაკმაყოფილება უწყებას არ შეუძლია. აღნიშნული ბრალდებულები მისაღები ფორმით ურთიერთობენ ბადრაგთან". კითხვაზე, გამხდარან თუ არა ავად პატიმრობის პერიოდში, სამინისტროს ასეთი პასუხი აქვს: "სამინისტროს მხრიდან ჯანმრთელობის პრობლემებსა და სამედიცინო დახმარებაზე საუბარი პირის ნებართვის გარეშე, პაციენტის უფლების დარღვევაა".

თამარ ბოჭორიშვილი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ