მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 შეცდომა რასაც ყველა ქმარი უშვებს
6 შეცდომა რასაც ყველა ქმარი უშვებს

ჩვენს ერ­თგულ მკი­თხველს ემახ­სოვ­რე­ბა სტა­ტია 8 შეც­დო­მა, რა­საც ყვე­ლა ცოლი უშ­ვებს. ვი­ნა­ი­დან არც ქმრე­ბი არი­ან "ან­გე­ლო­ზე­ბი" და ოჯა­ხურ პრობ­ლე­მებ­ში მხო­ლოდ ცო­ლის ხელი არ ურე­ვია, ამ­ჯე­რად მა­მა­კა­ცე­ბის შეც­დო­მებს წარ­მო­გიდ­გენთ, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნე­ბას ბზარს უჩენს.

1. ოჯახ­ში ბა­ტო­ნო­ბა: 21-ე სა­უ­კუ­ნის ქა­ლებს მრის­ხა­ნე, უხა­სი­ა­თო და ყვე­ლა­ფერ­ში დო­მი­ნან­ტი მა­მა­კა­ცე­ბი არ ხიბ­ლავთ. შე­იძ­ლე­ბა ცოლ­მა რამ­დენ­ჯერ­მე რა­ღაც დათ­მოს, მაგ­რამ იმე­დი ნუ გექ­ნე­ბათ, რომ ეს სა­უ­კუ­ნოდ გაგ­რძელ­დეს. რო­დე­საც ოჯახ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებთ, ეს ცოლ­თან შე­ა­თან­ხმეთ. რად­გან კაცი ხართ, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა თქვე­ნი სურ­ვი­ლი­სა­მებრ წარ­მარ­თოთ.

2. უმა­დუ­რო­ბა: მა­მა­კა­ცე­ბი თვლი­ან, რომ სახ­ლის და­ლა­გე­ბა, ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვა და სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბა ქა­ლის საქ­მეა და ცო­ლის­თვის მად­ლო­ბის თქმა სა­ჭი­რო არაა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ძა­ლი­ან ცდე­ბით. დი­ლით სუფ­თა პე­რან­გი და სა­უზ­მე რომ გხვდე­ბათ, სი­ტყვი­ე­რი მად­ლო­ბის თქმა დიდი პრობ­ლე­მაა? ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, და­საქ­მე­ბულ ქალ­ზე მე­ტად დი­ა­სახ­ლი­სი იღ­ლე­ბა. გა­მო­ხა­ტეთ მად­ლი­ე­რე­ბა და უთხა­რით ცოლს ქა­თი­ნა­უ­რი. სხვა თუ არა­ფე­რი, გემ­რი­ელ სა­დილს სიყ­ვა­რუ­ლით გიმ­ზა­დე­ბენ, ამა­ვე კერ­ძში მზა­რე­უ­ლი დიდ თან­ხას გა­მო­გარ­თმევ­დათ.

3. კომ­პლი­მენტს არ ეუბ­ნე­ბით: თქვენს გვერ­დით ისევ ის ქა­ლია, რო­მელ­საც ყვე­ლა პა­ე­მან­ზე ახალ ვარ­ცხნი­ლო­ბა­სა, თუ სა­მოს­ზე კომ­პლი­მენტს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ეუბ­ნე­ბო­დით, ახლა კი ვე­ღა­რა­ფერს ამ­ჩნევთ.

4. ბო­დიშს არას­დროს უხ­დით: ყვე­ლა ცოლ-ქმა­რი ჩხუ­ბობს. მაგ­რამ გა­მო­ხა­ტეთ პა­ტი­ვის­ცე­მა და ჩხუ­ბის შემ­დეგ ბო­დი­ში მო­ი­ხა­დეთ. ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბის ერთ-ერთი გა­სა­ღე­ბი ისაა, რომ კინ­კლა­ო­ბის შემ­დეგ ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოთ. 

5. სექ­სის დროს ეგო­ის­ტო­ბა: არა­ვის აინ­ტე­რე­სებს ქმარს რო­გო­რი რთუ­ლი დღე ჰქონ­და სამ­სა­ხურ­ში, ან ეჩხუ­ბა თუ არა უფ­როსს, ცოლი არა­ფერ შუ­ა­შია. ცოლი, რო­მე­ლიც ლო­გინ­ში ბედ­ნი­ე­რია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც ნაკ­ლე­ბად უშ­ლის ნერ­ვებს.

6. არა­ფერ­ში ეხ­მა­რე­ბით: ცოლი არც მტვერ­სას­რუ­ტია და არც სა­რე­ცხი მან­ქა­ნა - ის პირ­ველ რიგ­ში, ქა­ლია. ყვე­ლა ქალი ახერ­ხებს ოჯახ­ში ფუს­ფუსს, მაგ­რამ იქ­ნებ ჰკი­თხოთ, რამე ხომ არ სჭირ­დე­ბა? არა­ფე­რი და­შავ­დე­ბა ტვირთს თუ შე­უმ­სუ­ბუ­ქებთ და შვი­ლებს პარკში გა­ა­სე­ირ­ნებთ, ან დღის ბო­ლოს ნა­გავს გა­დაყ­რით.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Theasianparent-ის მი­ხედ­ვით.

6 შეცდომა რასაც ყველა ქმარი უშვებს

6 შეცდომა რასაც ყველა ქმარი უშვებს

ჩვენს ერთგულ მკითხველს ემახსოვრება სტატია 8 შეცდომა, რასაც ყველა ცოლი უშვებს. ვინაიდან არც ქმრები არიან ”ანგელოზები” და ოჯახურ პრობლემებში მხოლოდ ცოლის ხელი არ ურევია, ამჯერად მამაკაცების შეცდომებს წარმოგიდგენთ, რომელიც ქორწინებას ბზარს უჩენს.

1. ოჯახში ბატონობა: 21-ე საუკუნის ქალებს მრისხანე, უხასიათო და ყველაფერში დომინანტი მამაკაცები არ ხიბლავთ. შეიძლება ცოლმა რამდენჯერმე რაღაც დათმოს, მაგრამ იმედი ნუ გექნებათ, რომ ეს საუკუნოდ გაგრძელდეს. როდესაც ოჯახში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებთ, ეს ცოლთან შეათანხმეთ. რადგან კაცი ხართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ურთიერთობა თქვენი სურვილისამებრ წარმართოთ.

2. უმადურობა: მამაკაცები თვლიან, რომ სახლის დალაგება, ბავშვებზე ზრუნვა და სადილის მომზადება ქალის საქმეა და ცოლისთვის მადლობის თქმა საჭირო არაა. აღმოჩნდა, რომ ძალიან ცდებით. დილით სუფთა პერანგი და საუზმე რომ გხვდებათ, სიტყვიერი მადლობის თქმა დიდი პრობლემაა? ოფიციალური სტატისტიკით, დასაქმებულ ქალზე მეტად დიასახლისი იღლება. გამოხატეთ მადლიერება და უთხარით ცოლს ქათინაური. სხვა თუ არაფერი, გემრიელ სადილს სიყვარულით გიმზადებენ, ამავე კერძში მზარეული დიდ თანხას გამოგართმევდათ.

3. კომპლიმენტს არ ეუბნებით: თქვენს გვერდით ისევ ის ქალია, რომელსაც ყველა პაემანზე ახალ ვარცხნილობასა, თუ სამოსზე კომპლიმენტს აღფრთოვანებული ეუბნებოდით, ახლა კი ვეღარაფერს ამჩნევთ.

4. ბოდიშს არასდროს უხდით: ყველა ცოლ-ქმარი ჩხუბობს. მაგრამ გამოხატეთ პატივისცემა და ჩხუბის შემდეგ ბოდიში მოიხადეთ. ბედნიერი ქორწინების ერთ-ერთი გასაღები ისაა, რომ კინკლაობის შემდეგ ბოდიში მოიხადოთ. 

5. სექსის დროს ეგოისტობა: არავის აინტერესებს ქმარს როგორი რთული დღე ჰქონდა სამსახურში, ან ეჩხუბა თუ არა უფროსს, ცოლი არაფერ შუაშია. ცოლი, რომელიც ლოგინში ბედნიერია, საზოგადოებასაც ნაკლებად უშლის ნერვებს.

6. არაფერში ეხმარებით: ცოლი არც მტვერსასრუტია და არც სარეცხი მანქანა - ის პირველ რიგში, ქალია. ყველა ქალი ახერხებს ოჯახში ფუსფუსს, მაგრამ იქნებ ჰკითხოთ, რამე ხომ არ სჭირდება? არაფერი დაშავდება ტვირთს თუ შეუმსუბუქებთ და შვილებს პარკში გაასეირნებთ, ან დღის ბოლოს ნაგავს გადაყრით.

მომზადებულია Theasianparent-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს