მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად ისვენებენ ცნობილების შვილები
სად ისვენებენ ცნობილების შვილები

ცხელ ზა­ფხულ­ში ყვე­ლა ცდი­ლობს, ქა­ლაქს გა­ე­რი­დოს, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­გო­ნე­ბელ­ში არი­ან ჩა­ვარ­დნი­ლი მშობ­ლე­ბი, რად­გა­ნაც სურთ, რომ მათ­მა შვი­ლებ­მა სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლას და­ის­ვე­ნონ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი და­სას­ვე­ნე­ბელ ად­გი­ლებს რა გა­მო­ლევს და ცდუ­ნე­ბაც დი­დია. თუ რო­მელ კუ­რორ­ტს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას ცნო­ბი­ლი დე­დე­ბი, ამ კი­თხვა­ზე ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, ხა­ტია შა­მუ­გია, მა­რი­ამ გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, ნა­თია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი და სოფო გე­ლო­ვა­ნი გვპა­სუ­ხო­ბენ.

ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- დანი 1 წლი­საა და ამ­ჟა­მად წყნე­თში ის­ვე­ნებს.

- მშვი­დი ბავ­შვია? მას­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბას შენც ახერ­ხებ?

- საკ­მა­ოდ მშვი­დი ბავ­შვია. მტი­რა­ლა არ არის, მაგ­რამ ცელ­ქია. ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­მა­ში და ახალ­გაც­ნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა (იცი­ნის). სა­ოც­რად კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რია.

- როცა და­სას­ვე­ნებ­ლად შვილ­თან ერ­თად მი­დი­ხარ, ძი­ძაც მიგ­ყავს?

- ძიძა სა­ერ­თოდ არ მყავს. და­ნის გაზ­რდა­ში დედა მეხ­მა­რე­ბა.

- და­სას­ვე­ნებ­ლად წყნე­თი რა პრინ­ცი­პით შე­არ­ჩიე?

- წყნე­თი თბი­ლის­თან ახ­ლოს არის და არ მი­ჭირს იქ ხში­რად ჩას­ვლა, შვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბა. ყო­ველ­დღე ავ­დი­ვარ. ვფიქ­რობ, მის გა­რე­შე ერთი კვი­რაც ვერ გავძლებ.

- მას­თან ერ­თად ზღვა­ზე წას­ვლას არ გეგ­მავ? უყ­ვარს წყა­ლი?

- ჩემი სა­მუ­შაო დღის რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზღვა­ზე წას­ვლას ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ... წყა­ლი ძა­ლი­ან უყ­ვარს. მას სა­კუ­თა­რი პა­ტა­რა სა­ცუ­რაო აუზი აქვს, სა­ი­და­ნაც ამოს­ვლა არ უნდა ხოლ­მე.

- გა­მო­დის, რომ მთე­ლი ზა­ფხუ­ლი თბი­ლის­ში მო­გი­წევს ყოფ­ნა...

- არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა, სად­მე წა­ვი­დე კი­დეც. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, რომ დანი გა­ვა­რი­დე თბი­ლი­სის სი­ცხეს.

- სა­სი­ა­მოვ­ნო დას­ვე­ნე­ბას გი­სურ­ვებ!

- და­სას­ვე­ნებ­ლად შვილ­თან ერ­თად მი­დი­ხარ?

ხა­ტია შა­მუ­გია:

- დიახ, უპი­რა­ტე­სო­ბას ყო­ველ­თვის შვილ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბას ვა­ნი­ჭებ. მიყ­ვარს მას­თან ყოფ­ნა. დროს მხი­ა­რუ­ლად ვა­ტა­რებთ ხოლ­მე. თა­ნაც - ერ­თმა­ნეთს ზედ­მე­ტად არ ვა­წუ­ხებთ... ამ ზა­ფხულს ქე­მერ­ში მიმ­ყავს, ხმელ­თა­შუა ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე. იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი ალ­ბათ, მთა­ში წა­ვალთ.

- შენი შვი­ლი რამ­დე­ნი წლი­საა?

- 12-ის.

- როცა და­სას­ვე­ნებ­ლად კურ­ორტს არ­ჩევ, მის აზრს ით­ვა­ლის­წი­ნებ?

- რა თქმა უნდა, ვით­ვა­ლის­წი­ნებ! ის უკვე დიდი ბი­ჭია და მის აზრს პა­ტი­ვი უნდა ვცე.

- იმას თუ ით­ვა­ლის­წი­ნებ, შენი შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა ესა თუ ის კუ­რორ­ტი?

- ჩემი შვი­ლი ყო­ველ ზა­ფხულს მი­დის ბორ­ჯომ­ში, მა­მის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში. სხვა­თა შო­რის, იქა­უ­რი ჰავა და კლი­მა­ტი ძა­ლი­ან კარ­გად მოქ­მე­დებს მას­ზე. ვფიქ­რობ, ბორ­ჯომ­ში წელ­საც გა­ვუშ­ვებ.

სოფო გე­ლო­ვა­ნი, მომ­ღე­რა­ლი:

- ამ ზა­ფხულს შვილ­თან ერ­თად, წავ­კის­ში მივ­დი­ვარ, შემ­დეგ ბა­კუ­რი­ან­საც ვეს­ტუმ­რე­ბით.

- დათა რამ­დე­ნი წლი­საა?

- 5-ის გახ­ლავთ.

- რა პრინ­ცი­პით არ­ჩევ შენი შვი­ლის­თვის კუ­რორ­ტს?

- მთა­ვა­რია, ამ სი­ცხე­ში თბი­ლის­ში არ იყოს. ვცდი­ლობ, და­სას­ვე­ნებ­ლად ისე­თი ად­გი­ლი შე­ვარ­ჩიო, სა­დაც სუფ­თა ჰა­ე­რი და კარ­გი პი­რო­ბე­ბია. ამო­ჩე­მე­ბუ­ლი ად­გი­ლი არ გვაქვს. ვცდი­ლობთ, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი ყო­ველ წელს შევ­ცვა­ლოთ.

- შვი­ლი ზღვა­ზე არ მიგ­ყავს?

- ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში დას­ვე­ნე­ბის ბოლო კვი­რებს ვა­ტა­რებთ.

- ცურ­ვა იცის?

- არ იცის, მაგ­რამ დიდი სურ­ვი­ლი აქვს, ის­წავ­ლოს (იცი­ნის).

ნა­თია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

- წელს შვი­ლი ბახ­მა­რო­ში მიმ­ყავს. ის სულ რა­ღაც, 2 წლის და 9 თვის არის.

- ბახ­მა­რო­ში დას­ვე­ნე­ბა პე­დი­ატრმა ხომ არ გირ­ჩი­ათ?

- არა, ექიმს არ ურ­ჩე­ვია. უბ­რა­ლოდ, მას თა­ვად ვუ­თხა­რი, რომ ბახ­მა­რო­ში მიმ­ყავს და არ­ჩე­ვა­ნი მო­მი­წო­ნა. ვფიქ­რობ, რაც უფრო დიდ­ხანს იქ­ნე­ბა სუფ­თა ჰა­ერ­ზე, მით უკე­თე­სია მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

- ზღვა­ზე არ მიგ­ყავს?

- ზღვა­ზე რამ­დე­ნი­მე დღით წა­ვალთ. ვფიქ­რობ, მთის კლი­მა­ტი უფრო სა­სარ­გებ­ლოა ბავ­შვის­თვის, ვიდ­რე ზღვა­ზე ყოფ­ნა.

- ნია ზამ­თარ­ში ხში­რად ავად­მყო­ფობს?

- არა, ხში­რად ნამ­დვი­ლად არ ცივ­დე­ბა და ეს სწო­რედ იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მთელ ზა­ფხულს ქა­ლაქ­გა­რეთ ატა­რებს, სუფ­თა ჰა­ერს სუნ­თქავს.

- მა­რი­ამ, ორი შვი­ლის დედა ხარ. რო­მელ კუ­რორ­ტს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

მა­რი­ამ გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

- დიახ, ორი შვი­ლი მყავს: ელე­ნე 10 წლი­საა, ნას­ტია - 2-ის. ამ ზა­ფხულს შვი­ლებ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რებ. თუმ­ცა მა­ნამ­დე, ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში, ერთი კვი­რით მარ­ტო ვა­პი­რებ მე­გობ­რებ­თან ერ­თად სად­მე წას­ვლას. იქი­დან რომ დავ­ბრუნ­დე­ბი, ბავ­შვებს ბა­კუ­რი­ან­ში წა­ვიყ­ვან. მი­მაჩ­ნია, რომ ეს კუ­რორ­ტი ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა პა­ტა­რე­ბის­თვის.

- მთე­ლი ზა­ფხუ­ლი ბა­კუ­რი­ან­ში დარ­ჩე­ბით?

- არა, იქ და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რა გავ­ჩერ­დე­ბით, შემ­დეგ კი ჩვენს აგა­რაკ­ზე, ბა­ზა­ლეთ­ზე წა­ვალ.

- ბავ­შვებ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბას ახერ­ხებ თუ ძი­ძაც მიგ­ყავს ხოლ­მე?

- ბავ­შვებ­თან ერ­თად დრო­ის გა­ტა­რე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ მათ გვერ­დით დას­ვე­ნე­ბას ნამ­დვი­ლად ვერ ვა­ხერ­ხებ. ამი­ტომ, როცა სად­მე მივ­დი­ვართ, ძი­ძაც მიგ­ვყავს. ის ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა.

- ზღვა­ზე წას­ვლა არ შე­დის თქვენს გეგ­მებ­ში?

- ბა­ზა­ლეთ­ზე რომ და­ვის­ვე­ნებთ, მერე მე, ჩემი მე­უღ­ლე და ელე­ნი­კო 10 დღით ბარ­სე­ლო­ნა­ში გა­ვემ­გზავ­რე­ბით. ძა­ლი­ან მინ­და, 5 დღით მა­ინც ვეს­ტუმ­რო ქო­ბუ­ლეთს, მაგ­რამ არ ვიცი, ამას რამ­დე­ნად მო­ვა­ხერ­ხებ.

- შენს შვი­ლებს ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა უფრო მოს­წონთ თუ მთა­ში ყოფ­ნა?

- ზღვა­ზეც და მთა­შიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ერ­თო­ბი­ან. ზა­ფხუ­ლი მათ­თვის სრუ­ლი ნე­ტა­რე­ბაა.

- ელე­ნი­კომ ცურ­ვა იცის?

- 3 წლი­დან ცუ­რავს. სახ­ლში აუზი გვაქვს და შე­სა­ბა­მი­სად, ცურ­ვა ად­რე­ულ ასაკ­ში ვას­წავ­ლეთ. რაც შე­ე­ხე­ბა ნას­ტი­ას, - დიდი სურ­ვი­ლი აქვს, იცუ­როს, მაგ­რამ არ გა­მოს­დის (იცი­ნის).

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

სად ისვენებენ ცნობილების შვილები

სად ისვენებენ ცნობილების შვილები

ცხელ ზაფხულში ყველა ცდილობს, ქალაქს გაერიდოს, მაგრამ განსაკუთრებულად საგონებელში არიან ჩავარდნილი მშობლები, რადგანაც სურთ, რომ მათმა შვილებმა საუკეთესო ადგილას დაისვენონ, საქართველოში კი დასასვენებელ ადგილებს რა გამოლევს და ცდუნებაც დიდია. თუ რომელ კურორტს ანიჭებენ უპირატესობას ცნობილი დედები, ამ კითხვაზე ნანკა კალატოზიშვილი, ხატია შამუგია, მარიამ გიორგობიანი, ნათია ორველაშვილი და სოფო გელოვანი გვპასუხობენ.

ნანკა კალატოზიშვილი, მსახიობი:

- დანი 1 წლისაა და ამჟამად წყნე­თში ისვენებს.

- მშვიდი ბავშვია? მასთან ერთად დასვენებას შენც ახერხებ?

- საკმაოდ მშვიდი ბავშვია. მტირალა არ არის, მაგრამ ცელქია. ძალიან უყვარს თამაში და ახალგაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობა (იცინის). საოცრად კომუნიკაბელურია.

- როცა დასასვენებლად შვილთან ერთად მიდიხარ, ძიძაც მიგყავს?

- ძიძა საერთოდ არ მყავს. დანის გაზრდაში დედა მეხმარება.

- დასასვენებლად წყნეთი რა პრინციპით შეარჩიე?

- წყნეთი თბილისთან ახლოს არის და არ მიჭირს იქ ხშირად ჩასვლა, შვილის მონახულება. ყოველდღე ავდივარ. ვფიქრობ, მის გარეშე ერთი კვირაც ვერ გავძლებ.

- მასთან ერთად ზღვაზე წასვლას არ გეგმავ? უყვარს წყალი?

- ჩემი სამუშაო დღის რეჟიმიდან გამომდინარე, ზღვაზე წასვლას ვერ მოვახერხებთ... წყალი ძალიან უყვარს. მას საკუთარი პატარა საცურაო აუზი აქვს, საიდანაც ამოსვლა არ უნდა ხოლმე.

- გამოდის, რომ მთელი ზაფხული თბილისში მოგიწევს ყოფნა...

- არ ვიცი, შეიძლება, სადმე წავიდე კიდეც. ჩემთვის მთავარია, რომ დანი გავარიდე თბილისის სიცხეს.

- სასიამოვნო დასვენებას გისურვებ!

- დასასვენებლად შვილთან ერთად მიდიხარ?

ხატია შამუგია:

- დიახ, უპირატესობას ყოველთვის შვილთან ერთად დასვენებას ვანიჭებ. მიყვარს მასთან ყოფნა. დროს მხიარულად ვატარებთ ხოლმე. თანაც - ერთმანეთს ზედმეტად არ ვაწუხებთ... ამ ზაფხულს ქემერში მიმყავს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. იქიდან დაბრუნებულები ალბათ, მთაში წავალთ.

- შენი შვილი რამდენი წლისაა?

- 12-ის.

- როცა დასასვენებლად კურ­ორტს არჩევ, მის აზრს ითვალისწინებ?

- რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ! ის უკვე დიდი ბიჭია და მის აზრს პატივი უნდა ვცე.

- იმას თუ ითვალისწინებ, შენი შვილის ჯანმრთელობისთვის რამდენად სასარგებლო იქნება ესა თუ ის კურორტი?

- ჩემი შვილი ყოველ ზაფხულს მიდის ბორჯომში, მამის მშობლიურ ქალაქში. სხვათა შორის, იქაური ჰავა და კლიმატი ძალიან კარგად მოქმედებს მასზე. ვფიქრობ, ბორჯომში წელსაც გავუშვებ.

სოფო გელოვანი, მომღერალი:

- ამ ზაფხულს შვილთან ერთად, წავკისში მივდივარ, შემდეგ ბაკურიანსაც ვესტუმრებით.

- დათა რამდენი წლისაა?

- 5-ის გახლავთ.

- რა პრინციპით არჩევ შენი შვილისთვის კურორტს?

- მთავარია, ამ სიცხეში თბილისში არ იყოს. ვცდილობ, დასასვენებლად ისეთი ადგილი შევარჩიო, სადაც სუფთა ჰაერი და კარგი პირობებია. ამოჩემებული ადგილი არ გვაქვს. ვცდილობთ, დასასვენებელი ადგილი ყოველ წელს შევცვალოთ.

- შვილი ზღვაზე არ მიგყავს?

- ზღვისპირა ქალაქში დასვენების ბოლო კვირებს ვატარებთ.

- ცურვა იცის?

- არ იცის, მაგრამ დიდი სურვილი აქვს, ისწავლოს (იცინის).

ნათია ორველაშვილი, ჟურნალისტი:

- წელს შვილი ბახმაროში მიმყავს. ის სულ რაღაც, 2 წლის და 9 თვის არის.

- ბახმაროში დასვენება პედიატრმა ხომ არ გირჩიათ?

- არა, ექიმს არ ურჩევია. უბრალოდ, მას თავად ვუთხარი, რომ ბახმაროში მიმყავს და არჩევანი მომიწონა. ვფიქრობ, რაც უფრო დიდხანს იქნება სუფთა ჰაერზე, მით უკეთესია მისი ჯანმრთელობისთვის.

- ზღვაზე არ მიგყავს?

- ზღვაზე რამდენიმე დღით წავალთ. ვფიქრობ, მთის კლიმატი უფრო სასარგებლოა ბავშვისთვის, ვიდრე ზღვაზე ყოფნა.

- ნია ზამთარში ხშირად ავადმყოფობს?

- არა, ხშირად ნამდვილად არ ცივდება და ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ მთელ ზაფხულს ქალაქგარეთ ატარებს, სუფთა ჰაერს სუნთქავს.

- მარიამ, ორი შვილის დედა ხარ. რომელ კურორტს ანიჭებ უპირატესობას?

მარიამ გიორგობიანი, ჟურნა­ლისტი:

- დიახ, ორი შვილი მყავს: ელენე 10 წლისაა, ნასტია - 2-ის. ამ ზაფხულს შვილებთან ერთად გავატარებ. თუმცა მანამდე, ივლისის დასაწყისში, ერთი კვირით მარტო ვაპირებ მეგობრებთან ერთად სადმე წასვლას. იქიდან რომ დავბრუნდები, ბავშვებს ბაკურიანში წავიყვან. მიმაჩნია, რომ ეს კურორტი ძალიან სასარგებლოა პატარებისთვის.

- მთელი ზაფხული ბაკურიანში დარჩებით?

- არა, იქ დაახლოებით 2 კვირა გავჩერდებით, შემდეგ კი ჩვენს აგარაკზე, ბაზალეთზე წავალ.

- ბავშვებთან ერთად დასვენებას ახერხებ თუ ძიძაც მიგყავს ხოლმე?

- ბავშვებთან ერთად დროის გატარება ძალიან მიყვარს, მაგრამ მათ გვერდით დასვენებას ნამდვილად ვერ ვახერხებ. ამიტომ, როცა სადმე მივდივართ, ძიძაც მიგვყავს. ის ყველაფერში მეხმარება.

- ზღვაზე წასვლა არ შედის თქვენს გეგმებში?

- ბაზალეთზე რომ დავისვენებთ, მერე მე, ჩემი მეუღლე და ელენიკო 10 დღით ბარსელონაში გავემგზავრებით. ძალიან მინდა, 5 დღით მაინც ვესტუმრო ქობულეთს, მაგრამ არ ვიცი, ამას რამდენად მოვახერხებ.

- შენს შვილებს ზღვაზე დასვენება უფრო მოსწონთ თუ მთაში ყოფნა?

- ზღვაზეც და მთაშიც არაჩვეულებრივად ერთობიან. ზაფხული მათთვის სრული ნეტარებაა.

- ელენიკომ ცურვა იცის?

- 3 წლიდან ცურავს. სახლში აუზი გვაქვს და შესაბამისად, ცურვა ადრეულ ასაკში ვასწავლეთ. რაც შეეხება ნასტიას, - დიდი სურვილი აქვს, იცუროს, მაგრამ არ გამოსდის (იცინის).

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება