პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შეაყვარა ლეონიდ აგუტინს საქართველო
ვინ შეაყვარა ლეონიდ აგუტინს საქართველო

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თბი­ლი­სის ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში, ქუ­თა­ი­სელ­მა წყვილ­მა ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და. სიძე მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე ბიზ­ნეს­მე­ნია, რო­მელ­საც რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და თა­ვა­დაც ახ­ლოს არის ხე­ლოვ­ნე­ბის ამ სფე­როს­თან. მან სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში და­უკ­რა კი­დეც და სიმ­ღე­რე­ბიც შე­ას­რუ­ლა. პა­ტარ­ძა­ლი ქუ­თა­ი­სე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ქორ­წილ­ში მოწ­ვე­უ­ლე­ბი ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი და მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ.

ფო­ტოგ­რა­ფებ­სა და ოპე­რა­ტო­რებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად აეკ­რძა­ლათ ნეფე-დე­დოფ­ლის ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა და ვი­დეო თუ ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის გავ­რცე­ლე­ბა.

ორ­დღი­ა­ნი სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მა მოს­კო­ვი­დან მოწ­ვე­ულ­მა ლე­ო­ნიდ აგუ­ტინ­მა, მომ­ღე­რალ შტა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ბო­შა­თა ან­სამ­ბლმა და ოდე­სა­ში მო­მუ­შა­ვე "დეტი ფი­დე­ლი­ას" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა წა­იყ­ვა­ნეს.

თბი­ლი­სე­ლი მუ­სი­კო­სე­ბი­დან ქორ­წილ­ში გი­ორ­გი წე­რე­თელ­მა, ლო­ლი­ტამ, ჯგუფ­მა "ლა­თი­ნო ბო­ი­სი" და "კო­მე­დი შოუს" ბუთ­ქუ­ნამ და თა­მა­ზამ იმ­ღე­რეს.

გა­რე­შე პი­რე­ბი­სა და პრე­სის­თვის და­ხუ­რულ წვე­უ­ლე­ბა­ზე ჟურ­ნა­ლი "გზა" ექ­სკლუ­ზი­უ­რად მოხ­ვდა იმ პი­რო­ბით, რომ მე­დი­ა­ში ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლი­სა და სტუმ­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა არ გამ­ჟღავ­ნდე­ბო­და.

ლე­ო­ნიდ აგუ­ტინ­თან ბლიც-ინ­ტერ­ვიუ ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის ვე­რან­და­ზე ჩა­ი­წე­რა.

- ბოლო დროს თბი­ლის­ში ხში­რად ჩა­მო­დი­ხართ. შარ­შან კონ­ცერ­ტიც გა­მარ­თეთ მე­უღ­ლეს­თან, ან­ჟე­ლი­კა ვა­რუმ­თან ერ­თად; კორ­პო­რა­ცი­ულ წვე­უ­ლე­ბებ­ზეც გხე­დავთ ხოლ­მე, ახლა ქორ­წილ­შიც გნა­ხეთ...

- სიძე ჩემი მე­გო­ბა­რია და თავი ვალ­დე­ბუ­ლად ჩავ­თვა­ლე, ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი; მის­თვის პი­რა­დად მი­მე­ლო­ცა ეს ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­რი­ღი. ბედ­ნი­ე­რე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბა, გამ­რავ­ლე­ბა და წარ­მა­ტე­ბე­ბი მი­სურ­ვე­ბია ნეფე-პა­ტარ­ძლის­თვის. მიყ­ვარს თბი­ლი­სი და სა­ქარ­თვე­ლო. აქ სხვა მად­ლი ტრი­ა­ლებს.

- თქვენ­მა სა­ხელ­მა რუ­სულ პო­ლი­ტი­კა­შიც გა­იჟ­ღე­რა, რა­საც არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან.

- არ მინ­და პო­ლი­ტი­კა­ზე ლა­პა­რა­კი. იცო­დეთ, აღა­რა­ფე­რი მკი­თხოთ! ზოგ­ჯერ ხდე­ბა, რომ შო­უ­ბიზ­ნე­სი­სა და პო­ლი­ტი­კის გზე­ბი გა­და­იკ­ვე­თე­ბა ხოლ­მე. ხომ იცით, მე­დალს ორი მხა­რე აქვს: ზოგს ერთი მხა­რე მოს­წონს, ზოგს - მე­ო­რე. ჰოდა, ასე ხდე­ბა პერ­სო­ნის ქმე­დე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის დრო­საც.

- სა­ქარ­თვე­ლო­ზე რას მე­ტყვით?

- სა­ქარ­თვე­ლო მა­მამ შე­მაყ­ვა­რა და ეს უკვე ჩვე­ნი ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­აა, გვიყ­ვარ­დეს ეს და­ლოც­ვი­ლი მხა­რე. 1973 წელი იყო. მა­შინ პა­ტა­რა ბიჭი ვი­ყა­ვი. მამა მოს­კო­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი უნი­ვერ­მა­ღის ერთ-ერთ სექ­ცი­ას­თან სა­კუ­თარ რიგს ელო­და. ამ დროს მას­თან ბარ­გით დატ­ვირ­თუ­ლი მა­მა­კა­ცი მი­ვი­და და ითხო­ვა, რიგი და­ეთ­მო, რად­გან თვითმფრი­ნა­ვის რე­ის­ზე აგ­ვი­ან­დე­ბო­და. მა­მამ რიგი და­უთ­მო და გა­ა­ტა­რა დახ­ლის­კენ. რო­დე­საც უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა სა­სურ­ვე­ლი ნივ­თი შე­ი­ძი­ნა, მა­მას მი­უ­ახ­ლოვ­და და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. გარ­და ამი­სა, აი­ძუ­ლა, მის­თვის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი ეთ­ქვა...

რამ­დე­ნი­მე დღე­ში ქო­ბუ­ლე­თი­დან დაგ­ვი­რე­კეს. ის კაცი იყო, ვინც მა­მას რიგი და­უთ­მო. სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას შემ­თხვე­ვით­მა ნაც­ნობ­მა მამა აი­ძუ­ლა, პი­რო­ბა მი­ე­ცა, რომ და­სას­ვე­ნებ­ლად მას­თან, ქო­ბუ­ლეთ­ში ჩა­ვი­დო­დით. ზე­დი­ზედ 2 წელი ზა­ფხულს ქო­ბუ­ლეთ­ში ვა­ტა­რებ­დი. ასე შე­მო­ვი­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მზი­ა­ნი, თბი­ლი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე სა­ქარ­თვე­ლო. მა­მი­სა და მისი ქო­ბუ­ლე­თე­ლი მე­გობ­რის მა­გა­ლით­ზე გა­ვი­ზარ­დე. მივ­ხვდი, თუ რო­გო­რი უნდა იყოს ნამ­დვი­ლი მე­გობ­რო­ბა. მოს­კოვ­ში უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი მყავს. რუ­სულ შო­უ­ბიზ­ნეს­შიც ხომ არი­ან ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბი? ჰოდა, მათ­თა­ნაც ვმე­გობ­რობ. აი, თუნ­დაც დღე­ვან­დე­ლი დღეა ამის დას­ტუ­რი: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­მამ­რი რამ­დე­ნი­მე დღის წინ დავ­კრძა­ლეთ, მა­ინც ჩა­მო­ვე­დი. მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო!

- ჩვენ გვახ­სოვს თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში თქვე­ნი ბოლო გა­მოს­ვლა, რო­მელ­მაც ანშლა­გით ჩა­ი­ა­რა. ან­ჟე­ლი­კას­თან ერ­თად, კი­დევ რო­დის გა­ა­ხა­რებთ თბი­ლი­სელ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს?

- მა­შინ თბი­ლი­სი­დან იმ­დე­ნად და­დე­ბი­თად და­მუხ­ტუ­ლე­ბი წა­ვე­დით, რომ გვინ­დო­და, მა­ლე­ვე მოგ­ვე­წყო გას­ტრო­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. უზარ­მა­ზა­რი პო­ზი­ტი­უ­რი მუხ­ტი მო­დი­ო­და დარ­ბა­ზი­დან. როცა სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, მა­შინ ვეწ­ვე­ვით სა­ქარ­თვე­ლოს. ისე კი, როცა სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მა, ჩა­მო­ვალ თბი­ლის­ში და სი­ხა­რუ­ლით ამო­ვალ მთაწ­მინ­და­ზე, რათა ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი­დან გად­მოვ­ხე­დო ამ ლა­მაზ ქა­ლაქს.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვინ შეაყვარა ლეონიდ აგუტინს საქართველო

ვინ შეაყვარა ლეონიდ აგუტინს საქართველო

რამდენიმე დღის წინ, თბილისის ფუნიკულიორზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ქუთაისელმა წყვილმა ქორწილი გადაიხადა. სიძე მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენია, რომელსაც რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლებთან ახლო ურთიერთობა აქვს და თავადაც ახლოს არის ხელოვნების ამ სფეროსთან. მან საკუთარ ქორწილში დაუკრა კიდეც და სიმღერებიც შეასრულა. პატარძალი ქუთაისელია. შესაბამისად, ქორწილში მოწვეულები ქუთაისელები და მოსკოვიდან ჩამოსული სტუმრები იყვნენ.

ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს კატეგორიულად აეკრძალათ ნეფე-დედოფლის ვინაობის გამხელა და ვიდეო თუ ფოტოსურათების გავრცელება.

ორდღიანი საკონცერტო პროგრამა მოსკოვიდან მოწვეულმა ლეონიდ აგუტინმა, მომღერალ შტარის ხელმძღვანელობით ბოშათა ანსამბლმა და ოდესაში მომუშავე "დეტი ფიდელიას" წარმომადგენლებმა წაიყვანეს.

თბილისელი მუსიკოსებიდან ქორწილში გიორგი წერეთელმა, ლოლიტამ, ჯგუფმა "ლათინო ბოისი" და "კომედი შოუს" ბუთქუნამ და თამაზამ იმღერეს.

გარეშე პირებისა და პრესისთვის დახურულ წვეულებაზე ჟურნალი "გზა" ექსკლუზიურად მოხვდა იმ პირობით, რომ მედიაში ახალდაქორწინებული წყვილისა და სტუმრების ვინაობა არ გამჟღავნდებოდა.

ლეონიდ აგუტინთან ბლიც-ინტერვიუ ფუნიკულიორის ვერანდაზე ჩაიწერა.

- ბოლო დროს თბილისში ხშირად ჩამოდიხართ. შარშან კონცერტიც გამართეთ მეუღლესთან, ანჟელიკა ვარუმთან ერთად; კორპორაციულ წვეულებებზეც გხედავთ ხოლმე, ახლა ქორწილშიც გნახეთ...

- სიძე ჩემი მეგობარია და თავი ვალდებულად ჩავთვალე, ჩამოვსულიყავი; მისთვის პირადად მიმელოცა ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. ბედნიერება, ჯანმრთელობა, გამრავლება და წარმატებები მისურვებია ნეფე-პატარძლისთვის. მიყვარს თბილისი და საქართველო. აქ სხვა მადლი ტრიალებს.

- თქვენმა სახელმა რუსულ პოლიტიკაშიც გაიჟღერა, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან.

- არ მინდა პოლიტიკაზე ლაპარაკი. იცოდეთ, აღარაფერი მკითხოთ! ზოგჯერ ხდება, რომ შოუბიზნესისა და პოლიტიკის გზები გადაიკვეთება ხოლმე. ხომ იცით, მედალს ორი მხარე აქვს: ზოგს ერთი მხარე მოსწონს, ზოგს - მეორე. ჰოდა, ასე ხდება პერსონის ქმედებების შეფასების დროსაც.

- საქართველოზე რას მეტყვით?

- საქართველო მამამ შემაყვარა და ეს უკვე ჩვენი ოჯახური ტრადიციაა, გვიყვარდეს ეს დალოცვილი მხარე. 1973 წელი იყო. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი. მამა მოსკოვის ცენტრალური უნივერმაღის ერთ-ერთ სექციასთან საკუთარ რიგს ელოდა. ამ დროს მასთან ბარგით დატვირთული მამაკაცი მივიდა და ითხოვა, რიგი დაეთმო, რადგან თვითმფრინავის რეისზე აგვიანდებოდა. მამამ რიგი დაუთმო და გაატარა დახლისკენ. როდესაც უცნობმა მამაკაცმა სასურველი ნივთი შეიძინა, მამას მიუახლოვდა და მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, აიძულა, მისთვის ტელეფონის ნომერი ეთქვა...

რამდენიმე დღეში ქობულეთიდან დაგვირეკეს. ის კაცი იყო, ვინც მამას რიგი დაუთმო. სატელეფონო საუბრისას შემთხვევითმა ნაცნობმა მამა აიძულა, პირობა მიეცა, რომ დასასვენებლად მასთან, ქობულეთში ჩავიდოდით. ზედიზედ 2 წელი ზაფხულს ქობულეთში ვატარებდი. ასე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში მზიანი, თბილი და სტუმართმოყვარე საქართველო. მამისა და მისი ქობულეთელი მეგობრის მაგალითზე გავიზარდე. მივხვდი, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეგობრობა. მოსკოვში უამრავი ქართველი მეგობარი მყავს. რუსულ შოუბიზნესშიც ხომ არიან ქართველი არტისტები? ჰოდა, მათთანაც ვმეგობრობ. აი, თუნდაც დღევანდელი დღეა ამის დასტური: მიუხედავად იმისა, რომ სიმამრი რამდენიმე დღის წინ დავკრძალეთ, მაინც ჩამოვედი. მიყვარს საქართველო!

- ჩვენ გვახსოვს თბილისის საკონცერტო დარბაზში თქვენი ბოლო გამოსვლა, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა. ანჟელიკასთან ერთად, კიდევ როდის გაახარებთ თბილისელ თაყვანისმცემლებს?

- მაშინ თბილისიდან იმდენად დადებითად დამუხტულები წავედით, რომ გვინდოდა, მალევე მოგვეწყო გასტროლი საქართველოში. უზარმაზარი პოზიტიური მუხტი მოდიოდა დარბაზიდან. როცა საჭირო გახდება, მაშინ ვეწვევით საქართველოს. ისე კი, როცა საშუალება მომეცემა, ჩამოვალ თბილისში და სიხარულით ამოვალ მთაწმინდაზე, რათა ფუნიკულიორიდან გადმოვხედო ამ ლამაზ ქალაქს.

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება