პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასოწარკვეთილი დედების 9 შეკითხვა - ეს პასუხები დაგამშვიდებენ
სასოწარკვეთილი დედების 9 შეკითხვა - ეს პასუხები დაგამშვიდებენ

გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და ბავ­შვის ცელ­ქო­ბით გულ­გა­წყა­ლე­ბუ­ლი დე­დე­ბი ერ­თსა და იმა­ვე შე­კი­თხვას დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე სვა­მენ. ჩვენ კი ვპა­სუ­ხობთ მათ და ვცდი­ლობთ, ავ­ხსნათ ის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რაც ასე ხში­რად აბ­რა­ზებთ დე­დებს. ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლი გან­მარ­ტე­ბე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ, უფრო მშვი­დად შე­ხე­დოთ ბავ­შვურ "გა­ტა­ცე­ბებს".

1. რა­ტომ უყ­ვართ ჭუ­ჭყსა და წუმ­პე­ში თა­მა­ში?

წყა­ლი ბავ­შვის­თვის ყვე­ლა­ზე ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მოა - პა­ტა­რა ხომ მთე­ლი 9 თვე სწო­რედ წყალ­ში ცხოვ­რობ­და. ბავ­შვის თი­თე­ბი უფ­რო­სი­სა­ზე ბევ­რად მგრძნო­ბი­ა­რეა, ამი­ტომ მტვე­რი, ქვი­შა და მიწა სა­ო­ცარ შეგ­რძნე­ბებს ანი­ჭებს. ფხვი­ერ და თხე­ვად ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა კარ­გად ავი­თა­რებს ხე­ლე­ბის მცი­რე მო­ტო­რი­კას, თვა­ლის ზო­მას და ბავ­შვის მხატ­ვრუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბის უნარს.

სამ­წუ­ხა­როდ, ქა­ლაქ­ში ხში­რად არ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ასე­თი ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­რი­ე­ბი, რი­თაც ბავ­შვი უსაფრ­თხოდ ითა­მა­შებს. ამი­ტომ აი­ვან­ზე ცალ­კე მო­უ­წყვეთ მას ე.წ. "ქვი­შის, მი­წი­სა და წყლის კუ­თხე", დაე ითხუპ­ნა­ოს და იწუ­წა­ოს. შე­ე­გუ­ეთ იმ აზრს, რომ ამ ად­გი­ლის და­ლა­გე­ბა ხში­რად მო­გი­წევთ, სა­მა­გი­ე­როდ ბავ­შვიც გა­აფრ­თხი­ლეთ, რომ იქ თა­მა­შის­თვის სა­გან­გე­ბო ტან­საც­მე­ლი ექ­ნე­ბა და შექ­მნილ "შე­დევ­რებს" სახ­ლში არ გა­ნა­თავ­სებს.

2. რა­ტომ ყრი­ან საჭ­მელს პი­რი­დან?

ბავ­შვე­ბი ვერ გრძნო­ბენ, რა გან­სხვა­ვე­ბაა, საჭ­მე­ლი პირ­ში "იმოძ­რა­ვებს" თუ მის გა­რეთ. ხში­რად უცხო საკ­ვებ­თან პირ­ვე­ლი კონ­ტაქ­ტი­სას ენის მი­მარ­თუ­ლე­ბა ერე­ვათ. გარ­და ამი­სა, პა­ტა­რა ცდი­ლობს, რომ ღეჭ­ვის პრო­ცეს­ში ენის ყვე­ლა რე­ცეპ­ტო­რი, ლო­ყე­ბი და ღრძი­ლე­ბი ჩარ­თოს, ამი­ტომ საჭ­მელს პირ­ში გა­ნუ­წყვეტ­ლივ ატ­რი­ა­ლებს. ამ აქ­ტი­ვო­ბას ბუ­ნებ­რი­ვად ახ­ლავს ფურ­თხე­ბა, თუმ­ცა უფრო მარ­ტი­ვი ახ­სნაც მო­ი­ძებ­ნე­ბა - ბავ­შვს, უბ­რა­ლოდ, ჭამა არ უნდა. რაკი არ შია, საჭ­მელს სა­თა­მა­შოდ იყე­ნებს. ამ დროს ჯობს სა­თა­მა­შო მი­ა­წო­დოთ, თუ გა­ტა­ცე­ბით შე­უდ­გა თა­მაშს, ე.ი. სა­დი­ლი უნდა გა­და­დოთ.

3. რა­ტომ ის­ვრი­ან სა­თა­მა­შო­ებს სა­წო­ლი­დან, მა­ნე­ჟი­დან თუ ეტ­ლი­დან?

ნივ­თე­ბის სრო­ლა მის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო თა­მა­შია. ამით ნივ­თის გაქ­რო­ბის და ისევ გა­ჩე­ნის ილუ­ზი­ას იქ­მნის, სრო­ლის ტრა­ექ­ტო­რი­ას აკ­ვირ­დე­ბა და დაშ­ვე­ბის ხმაც აინ­ტე­რე­სებს. თა­ნაც სი­ცო­ცხლის პირ­ველ წელს სრო­ლით-ბიძ­გი­თი მოძ­რა­ო­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მოს­დის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

სასოწარკვეთილი დედების 9 შეკითხვა - ეს პასუხები დაგამშვიდებენ

სასოწარკვეთილი დედების 9 შეკითხვა - ეს პასუხები დაგამშვიდებენ

გაბრაზებული და ბავშვის ცელქობით გულგაწყალებული დედები ერთსა და იმავე შეკითხვას დღეში რამდენჯერმე სვამენ. ჩვენ კი ვპასუხობთ მათ და ვცდილობთ, ავხსნათ ის გარემოებები, რაც ასე ხშირად აბრაზებთ დედებს. ქვემოთ მოცემული განმარტებები დაგეხმარებათ, უფრო მშვიდად შეხედოთ ბავშვურ "გატაცებებს".

1. რატომ უყვართ ჭუჭყსა და წუმპეში თამაში?

წყალი ბავშვისთვის ყველაზე ბუნებრივი გარემოა - პატარა ხომ მთელი 9 თვე სწორედ წყალში ცხოვრობდა. ბავშვის თითები უფროსისაზე ბევრად მგრძნობიარეა, ამიტომ მტვერი, ქვიშა და მიწა საოცარ შეგრძნებებს ანიჭებს. ფხვიერ და თხევად ნივთიერებებთან ურთიერთობა კარგად ავითარებს ხელების მცირე მოტორიკას, თვალის ზომას და ბავშვის მხატვრული შემოქმედების უნარს.

სამწუხაროდ, ქალაქში ხშირად არ არის ხელმისაწვდომი ასეთი ბუნებრივი მატერიები, რითაც ბავშვი უსაფრთხოდ ითამაშებს. ამიტომ აივანზე ცალკე მოუწყვეთ მას ე.წ. "ქვიშის, მიწისა და წყლის კუთხე", დაე ითხუპნაოს და იწუწაოს. შეეგუეთ იმ აზრს, რომ ამ ადგილის დალაგება ხშირად მოგიწევთ, სამაგიეროდ ბავშვიც გააფრთხილეთ, რომ იქ თამაშისთვის საგანგებო ტანსაცმელი ექნება და შექმნილ "შედევრებს" სახლში არ განათავსებს.

2. რატომ ყრიან საჭმელს პირიდან?

ბავშვები ვერ გრძნობენ, რა განსხვავებაა, საჭმელი პირში "იმოძრავებს" თუ მის გარეთ. ხშირად უცხო საკვებთან პირველი კონტაქტისას ენის მიმართულება ერევათ. გარდა ამისა, პატარა ცდილობს, რომ ღეჭვის პროცესში ენის ყველა რეცეპტორი, ლოყები და ღრძილები ჩართოს, ამიტომ საჭმელს პირში განუწყვეტლივ ატრიალებს. ამ აქტივობას ბუნებრივად ახლავს ფურთხება, თუმცა უფრო მარტივი ახსნაც მოიძებნება - ბავშვს, უბრალოდ, ჭამა არ უნდა. რაკი არ შია, საჭმელს სათამაშოდ იყენებს. ამ დროს ჯობს სათამაშო მიაწოდოთ, თუ გატაცებით შეუდგა თამაშს, ე.ი. სადილი უნდა გადადოთ.

3. რატომ ისვრიან სათამაშოებს საწოლიდან, მანეჟიდან თუ ეტლიდან?

ნივთების სროლა მისთვის ყველაზე საინტერესო თამაშია. ამით ნივთის გაქრობის და ისევ გაჩენის ილუზიას იქმნის, სროლის ტრაექტორიას აკვირდება და დაშვების ხმაც აინტერესებს. თანაც სიცოცხლის პირველ წელს სროლით-ბიძგითი მოძრაობა ყველაზე კარგად გამოსდის.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს