საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
8 შეცდომა, რასაც ყველა ცოლი უშვებს
8 შეცდომა, რასაც ყველა ცოლი უშვებს

მა­მა­კა­ცე­ბი ხში­რად ჩი­ვი­ან, რომ ქალი ცო­ლად მოყ­ვა­ნის შემ­დეგ ისე­თი აღა­რაა, რო­გორც შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბი­სას. ცო­ლე­ბიც გუ­ლის­ტკი­ვი­ლით ამ­ბო­ბენ, რომ გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ ის ვნე­ბა, თუ ხიბ­ლი იკარ­გე­ბა, რა­საც პა­ემ­ნებ­ზე გრძნობ­დნენ. მა­ინც რა არის ის ძი­რი­თა­დი შეც­დო­მე­ბი, რო­მელ­საც ცო­ლე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უშ­ვე­ბენ? 

მე­ტის­მე­ტი კონ­ტრო­ლი: ერთი შე­ხედ­ვით სრუ­ლი­ად უმ­ნიშ­ვნე­ლო სა­კი­თხი მთე­ლი რიგი პრობ­ლე­მე­ბის მი­ზე­ზია. მე­ტის­მე­ტი კონ­ტრო­ლი ყვე­ლა კაცს აფრ­თხობს და ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ერთ დღე­საც მა­გი­და­ზე გან­ქორ­წი­ნე­ბის სა­ბუ­თი დაგ­ხვდე­ბათ.

ოც­ნე­ბის ქა­ლის როლი: მე­ლოდ­რა­მის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ყუ­რე­ბა ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლია, მაგ­რამ და­ას­ვე­ნეთ კაცი! ხომ აქვს უფ­ლე­ბა კვი­რა­ში ერთი სა­ღა­მო ფეხ­ბურ­თის მატჩს უყუ­როს?

არ ეუბ­ნე­ბით, რას გრძნობთ და იმე­დი გაქვთ, რომ ყვე­ლა­ფერს თა­ვად მიხ­ვდე­ბა: რა­ტომ­ღაც ყვე­ლა ქალი ფიქ­რობს, რომ მა­მა­კაცს შე­უძ­ლია პარტნი­ო­რის გრძნო­ბე­ბი ამო­იც­ნოს. თუ უღი­მით, რა­ტომ უნდა იფიქ­როს, რომ ცუდ ხა­სი­ათ­ზე ხართ, ან თავს უბე­დუ­რად გრძნობთ? პირ­და­პირ თქვით, რა მოგ­წონთ, ან რა არ მოგ­წონთ!

მუდ­მი­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა: 10-დან 9 ქალ­მა უკვე იცის, რო­გო­რია მისი პარტნი­ო­რი და ამის ფონ­ზე გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მოთ­ქმა სა­სა­ცი­ლოა. კა­ცის შეც­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ერ­თა­დერ­თი, რაც დაგ­რჩე­ნი­ათ ისაა, რომ მე­უღ­ლის და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი შე­ა­ფა­სოთ და ია­მა­ყოთ.

სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბას ყუ­რა­დღე­ბას აღარ აქ­ცევთ: რად­გან თით­ზე სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი გი­კე­თი­ათ, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ თმის შე­ღებ­ვა, ან მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა და­ი­ვი­წყოთ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თქვენ­გან არა­ვინ მო­ი­თხოვს, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბი­სას, ან სახ­ლის და­ლა­გე­ბი­სას მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი გეც­ვათ, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ღიპი გა­გიჩ­ნდეთ.

ეჭ­ვი­ა­ნო­ბა: ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ნდო­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ქმარს არ და­უს­ვათ ისე­თი მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი შე­კი­თხვე­ბი რო­გო­რი­ცაა: სად იყა­ვი? რა­ტომ და­აგ­ვი­ა­ნე? ეს ქალი ვი­ნაა? ახა­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ლა­მა­ზია? და სხვა. თა­ნაც ამ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი თა­ვად­ვე გაქვთ და რა­ტომ სვამთ? - მსგავ­სი შე­კი­თხვე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის გარ­და არა­ფერს შე­ი­ტანს.

მის­თვის დიდი ხა­ნია კომ­პლი­მენ­ტი აღარ გით­ქვამთ: კა­ცებ­ზე კომ­პლი­მენ­ტი ჯა­დოს­ნუ­რად მოქ­მე­დებს - ასე რომ, ქა­თი­ნა­უ­რე­ბით ხში­რად გა­ა­ნე­ბივ­რეთ.

ყვე­ლა­ფერს იმი­ზე­ზებთ, რომ სექ­სი არ გქონ­დეთ: ფი­ზი­კუ­რი კავ­ში­რი­სა და ინ­ტი­მის გა­რე­შე ცოლ-ქმრის ურ­თი­ერ­თო­ბა არას­რულ­ფა­სო­ვა­ნია. ხში­რად დე­დე­ბი პირ­ველ ად­გილ­ზე შვი­ლებს აყე­ნე­ბენ და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის სი­ა­ში სექ­სი სა­ერ­თოდ აღარ შე­დის. ყვე­ლა ფსი­ქო­ლო­გი და­გი­დას­ტუ­რებთ, რომ სექსს ქორ­წი­ნე­ბა­ში გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. იმის და­ვი­წყე­ბა, რომ ცოლი ხართ, დიდი შეც­დო­მაა. ნუ და­გა­ვი­წყდათ, რომ ჯერ ქალი ხართ, მერე ცოლი გახ­დით და შემ­დეგ დედა. შვილ­ზე ზრუნ­ვა იმას არ ნიშ­ნავს, რომ სა­კუ­თა­რი თავი და ქმა­რი და­ი­ვი­წყოთ.

theasianparent.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

8 შეცდომა, რასაც ყველა ცოლი უშვებს

8 შეცდომა, რასაც ყველა ცოლი უშვებს

მამაკაცები ხშირად ჩივიან, რომ ქალი ცოლად მოყვანის შემდეგ ისეთი აღარაა, როგორც შეყვარებულობისას. ცოლებიც გულისტკივილით ამბობენ, რომ გათხოვების შემდეგ ის ვნება, თუ ხიბლი იკარგება, რასაც პაემნებზე გრძნობდნენ. მაინც რა არის ის ძირითადი შეცდომები, რომელსაც ცოლები ურთიერთობაში უშვებენ? 

მეტისმეტი კონტროლი: ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო საკითხი მთელი რიგი პრობლემების მიზეზია. მეტისმეტი კონტროლი ყველა კაცს აფრთხობს და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთ დღესაც მაგიდაზე განქორწინების საბუთი დაგხვდებათ.

ოცნების ქალის როლი: მელოდრამის მეუღლესთან ერთად ყურება ძალიან რომანტიკულია, მაგრამ დაასვენეთ კაცი! ხომ აქვს უფლება კვირაში ერთი საღამო ფეხბურთის მატჩს უყუროს?

არ ეუბნებით, რას გრძნობთ და იმედი გაქვთ, რომ ყველაფერს თავად მიხვდება: რატომღაც ყველა ქალი ფიქრობს, რომ მამაკაცს შეუძლია პარტნიორის გრძნობები ამოიცნოს. თუ უღიმით, რატომ უნდა იფიქროს, რომ ცუდ ხასიათზე ხართ, ან თავს უბედურად გრძნობთ? პირდაპირ თქვით, რა მოგწონთ, ან რა არ მოგწონთ!

მუდმივი უკმაყოფილება: 10-დან 9 ქალმა უკვე იცის, როგორია მისი პარტნიორი და ამის ფონზე გათხოვების შემდეგ უკმაყოფილების გამოთქმა სასაცილოა. კაცის შეცვლა შეუძლებელია. ერთადერთი, რაც დაგრჩენიათ ისაა, რომ მეუღლის დადებითი თვისებები შეაფასოთ და იამაყოთ.

საკუთარ გარეგნობას ყურადღებას აღარ აქცევთ: რადგან თითზე საქორწინო ბეჭედი გიკეთიათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თმის შეღებვა, ან მაკიაჟის გაკეთება დაივიწყოთ. რასაკვირველია, თქვენგან არავინ მოითხოვს, რომ სამზარეულოში სადილის მომზადებისას, ან სახლის დალაგებისას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გეცვათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღიპი გაგიჩნდეთ.

ეჭვიანობა: ურთიერთობაში ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ქმარს არ დაუსვათ ისეთი მოსაბეზრებელი შეკითხვები როგორიცაა: სად იყავი? რატომ დააგვიანე? ეს ქალი ვინაა? ახალი თანამშრომელი ლამაზია? და სხვა. თანაც ამ შეკითხვებზე პასუხი თავადვე გაქვთ და რატომ სვამთ? - მსგავსი შეკითხვები ურთიერთობაში დაძაბულობის გარდა არაფერს შეიტანს.

მისთვის დიდი ხანია კომპლიმენტი აღარ გითქვამთ: კაცებზე კომპლიმენტი ჯადოსნურად მოქმედებს - ასე რომ, ქათინაურებით ხშირად გაანებივრეთ.

ყველაფერს იმიზეზებთ, რომ სექსი არ გქონდეთ: ფიზიკური კავშირისა და ინტიმის გარეშე ცოლ-ქმრის ურთიერთობა არასრულფასოვანია. ხშირად დედები პირველ ადგილზე შვილებს აყენებენ და პრიორიტეტების სიაში სექსი საერთოდ აღარ შედის. ყველა ფსიქოლოგი დაგიდასტურებთ, რომ სექსს ქორწინებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. იმის დავიწყება, რომ ცოლი ხართ, დიდი შეცდომაა. ნუ დაგავიწყდათ, რომ ჯერ ქალი ხართ, მერე ცოლი გახდით და შემდეგ დედა. შვილზე ზრუნვა იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი და ქმარი დაივიწყოთ.

theasianparent.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს