ქალებს სიტყვა დიეტის მნიშვნელობა არ ესმით და შიმშილობენ.
დიეტა საკვების ულუფის შემცირებას ნიშნავს და რატომღაც ვერავინ აცნობიერებს, რომ მხოლოდ კიტრსა, თუ ვაშლზე მთელი ცხოვრება ვერ იქნები და კვირაში 2 კილოზე მეტის დაკლება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. თუ გხიბლავთ სტატიები სათაურით - "დაიკელით კვირაში 10 კილო" და სხვა, ალბათ, გაცნობიერებულიც კი არ გაქვთ, რამდენად საშიშია კვების ასეთი რიტმი თქვენი ორგანიზმისთვის. ქალბატონებო, ვიდრე მკაცრი დიეტის დაცვას გადაწყვეტთ, ეს სტატია წაიკითხეთ.
ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ, რომ მკაცრი დიეტა ნერვულ სისტემას აზიანებს - თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ დიეტაზე, გაღიზიანებული იქნებოდით. ხშირად ქალებს დანაშაულის გრძნობა იმის გამო უჩნდებათ, რომ შიმშილის დროს იმ საკვებს მიირთმევს, რაც დიეტაში არ იყო მითითებული.
უცნაურია, მაგრამ ქალების დიდი ნაწილი მკაცრ დიეტას წელიწადში ორჯერ იცავს: ივნისსა და იანვარში. ყველაზე პოპულარულია ე.წ. ორგანიზმის გამწმენდი დიეტები, რომელსაც ქალები თვითნებურად 1 დღის ნაცვლად, რამდენიმე დღეს იცავენ.
მკაცრ დიეტას თან სდევს შემდეგი ჯანმრთელობის პრობლემები: ნივთიერებათა ცვლის შენელება, რაც წონაში ორმაგად მომატების გარანტიაა; იმუნური სისტემის დაქვეითება; ორგანიზმის დეჰიდრატაცია (ორგანიზმში სითხის დეფიციტი), რომლის შედეგად ვითარდება: პირის სიმშრალე, ძილიანობა და დაღლილობა, წყურვილი, შარდის რაოდენობის შემცირება, კუნთების სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუხვევა ან გაბრუების შეგრძნება; აჩქარებული გულისცემა და სტრესი. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომელთაც ზედმეტი წონა აქვთ; როგორც წესი, ისინი ხშირად მიმართავენ საშიშ დიეტებს, რათა წონაში სწრაფად და საგრძნობლად დაიკლონ. გახსოვდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში თვითნებურად არ ებრძოლოთ ზედმეტ წონას. ამ შემთხვევაში წონაში კლების პროცესი ზომიერად უნდა მიმდინარეობდეს და მხოლოდ ასე შეძლებთ გულის შეტევის, დიაბეტისა, თუ კიბოს ზოგიერთი სახეობის განვითარების რისკის შემცირებას.
მომზადებულია cnn.com-ის მიხედვით.