Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება
არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება

სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური შა­ბათს, 12 ივ­ლისს და­ი­ნიშ­ნა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცეს­კომ წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე მი­ი­ღო.

კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე დად­გა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წი­ნა­და­დე­ბაც, რომ არ­ჩევ­ნე­ბი და­ნიშ­ნუ­ლი­ყო 16 ივ­ლისს. სხდო­მა­ზე ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რემ და მის­მა მო­ად­გი­ლემ გან­მარ­ტეს, რომ ეს იქ­ნე­ბო­და სა­უ­კე­თე­სო დრო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში გა­სუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი­სათ­ვის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის წარ­მარ­თვის­თვის. თუმ­ცა, ამ წი­ნა­და­დე­ბას ცეს­კო-ს სხვა წევ­რებ­მა მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს. სა­ბო­ლო­ოდ, ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით არ­ჩევ­ნე­ბი 12 ივ­ლისს და­ი­ნიშ­ნა.

2014 წლის 12 ივ­ლისს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნოს, მე­რის, გამ­გებ­ლის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური 13 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და 8 თვით­მმარ­თველ ქა­ლაქ­ში ჩა­ტარ­დე­ბა. ამ წი­ნა­და­დე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის შვიდ­მა წევ­რმა. კერ­ძოდ, სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში შე­მა­ვა­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მდი­ვან­მა. სულ შვიდ­მა წევ­რმა ხუ­თის წი­ნა­აღ­მდეგ.

თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში ერ­თმა­ნეთს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი და­ვით ნარ­მა­ნია და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტი ნიკა მე­ლია და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან.

კო­მი­სი­ის გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე გა­ფორმ­და ასე­ვე პირ­ვე­ლი ტუ­რის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქმი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც 50.82%, ხმე­ბის უმე­ტე­სო­ბა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მო­ი­პო­ვა. შემ­დეგ მო­დის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" – 22.48%, "ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე ერ­თი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ამ" მი­ი­ღო 10.22%, შემ­დეგ მო­დის სხვა პარ­ტი­ე­ბი.

ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ საკ­რე­ბუ­ლოს პირ­ვე­ლი სხდო­მე­ბის მოწ­ვე­ვის შე­სა­ხებ გან­კარ­გუ­ლე­ბა­საც უყა­რა კენ­ჭი. ცეს­კო-ს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, საკ­რე­ბუ­ლოს პირ­ვე­ლი სხდო­მე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა 14 ივ­ლისს და 2 აგ­ვის­ტოს.

ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რემ თა­მარ ჟვა­ნი­ამ და­ა­სა­ხე­ლა 4 ქა­ლა­ქი და 4 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, სა­დაც საკ­რე­ბუ­ლოს პირ­ვე­ლი სხდო­მე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა 2 აგ­ვის­ტოს. კერ­ძოდ, ეს არის ქ. თე­ლა­ვი და თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, ქ. მცხე­თის საკ­რე­ბუ­ლო და მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო, ქა­ლაქ გო­რის საკ­რე­ბუ­ლო და გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო, ქა­ლაქ ოზურ­გე­თის საკ­რე­ბუ­ლო და ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო.

თა­მარ ჟვა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ და­ნარ­ჩენ ქა­ლა­ქებ­ში, მათ შო­რის თბი­ლის­ში საკ­რე­ბუ­ლოს პირ­ვე­ლი სხდო­მა 14 ივ­ლისს ჩა­ტარ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება

არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შაბათს, 12 ივლისს დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება ცესკომ წუხელ, გვიან ღამით გამართულ სხდომაზე მიიღო.

კომისიის სხდომაზე დადგა ალტერნატიული წინადადებაც, რომ არჩევნები დანიშნულიყო 16 ივლისს. სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ განმარტეს, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო დრო არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატებისათვის საარჩევნო კამპანიის წარმართვისთვის. თუმცა, ამ წინადადებას ცესკო-ს სხვა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. საბოლოოდ, ხმათა უმრავლესობით არჩევნები 12 ივლისს დაინიშნა.

2014 წლის 12 ივლისს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, მერის, გამგებლის არჩევნების მეორე ტური 13 მუნიციპალიტეტში და 8 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდება. ამ წინადადებას მხარი დაუჭირა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შვიდმა წევრმა. კერძოდ, საარჩევნო კომისიაში შემავალი "ქართული ოცნების" პარტიის წარმომადგენელმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანმა. სულ შვიდმა წევრმა ხუთის წინააღმდეგ.

თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.

კომისიის გუშინდელ სხდომაზე გაფორმდა ასევე პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმი, რომლის მიხედვითაც 50.82%, ხმების უმეტესობა "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა. შემდეგ მოდის "ნაციონალური მოძრაობა" – 22.48%, "ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციამ" მიიღო 10.22%, შემდეგ მოდის სხვა პარტიები.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკრებულოს პირველი სხდომების მოწვევის შესახებ განკარგულებასაც უყარა კენჭი. ცესკო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულოს პირველი სხდომები გაიმართება 14 ივლისს და 2 აგვისტოს.

ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დაასახელა 4 ქალაქი და 4 მუნიციპალიტეტი, სადაც საკრებულოს პირველი სხდომები ჩატარდება 2 აგვისტოს. კერძოდ, ეს არის ქ. თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი, ქ. მცხეთის საკრებულო და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქალაქ გორის საკრებულო და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქალაქ ოზურგეთის საკრებულო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ დანარჩენ ქალაქებში, მათ შორის თბილისში საკრებულოს პირველი სხდომა 14 ივლისს ჩატარდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა