Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
არგენტინული ტანგოს საღამო "თიბისი ბანკისგან"
არგენტინული ტანგოს საღამო "თიბისი ბანკისგან"

"თი­ბი­სი ბან­კის" VIP სამ­სა­ხუ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით თი­ბი­ლი­სის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში არ­გენ­ტი­ნუ­ლი ტან­გოს ვირ­ტუ­ოზ მო­ცეკ­ვა­ვე­თა წარ­მოდ­გე­ნა გა­ი­მარ­თა.

ტან­გოს ცო­ცხა­ლი ლე­გენ­და - გუს­ტა­ვო როსო - სრუ­ლი და­სი­თა და უახ­ლე­სი პროგ­რა­მით სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლად ეწ­ვია.

ამ წარ­მოდ­გე­ნით "თი­ბი­სი ბან­კმა" სა­კუ­თარ მომ­ხმა­რე­ბელს ლონ­დო­ნის ბირ­ჟა­ზე ბან­კის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გას­ვლა მი­უ­ლო­ცა.

"ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე ჩვე­ნი აქ­ცი­ე­ბის გან­თავ­სე­ბა არის აღი­ა­რე­ბა იმი­სა, რომ თი­ბი­სი ბან­კი, რო­გორც ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი, აკ­მა­ყო­ფი­ლებს უმაღ­ლეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს. ეს მოვ­ლე­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აღ­სა­ნიშ­ნა­ვია არა მხო­ლოდ ჩვე­ნი აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი­სა და ბან­კის მმარ­თვე­ლი გუნ­დის­თვის, არა­მედ ჩვე­ნი კლი­ენ­ტე­ბის­თვის, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის. რო­გო­როც ჩვენს ერ­თგულ მომ­ხმა­რე­ბელს მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ, და მო­გი­ლო­ცოთ ჩვე­ნი სა­ერ­თო წარ­მა­ტე­ბა. ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე გას­ვლით ჩვენ გა­დავ­დი­ვართ გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე, რაც ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის ნიშ­ნავს კი­დევ უფრო მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და ინო­ვა­ცი­ას". აღ­ნიშ­ნა "თი­ბი­სი ბან­კის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძემ შოუს და­წყე­ბი­სას.

ტან­გოს ასე­თი მას­შტა­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თა.

"ტან­გო - ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ენაა, მო­ხა­რუ­ლი ვარ რომ თბი­ლის­ში ვიმ­ყო­ფე­ბით, შე­ვე­ცა­დეთ ემო­ცი­ე­ბით და სხე­უ­ლის მოძ­რა­ო­ბით გად­მოგ­ვე­ცა ჩვე­ნი სათ­ქმე­ლი. იმე­დი გვაქვს პუბ­ლი­კამ სწო­რად შე­იგ­რძნო ტან­გოს ძალა", აღ­ნიშ­ნა გუს­ტა­ვო რო­სომ.

არ­გენ­ტი­ნუ­ლი ტან­გოს სა­ღა­მო "თი­ბი­სი ბან­კი­სა" და Bravo Records- ის ორ­გა­ნი­ზე­ბით შედ­გა.

R

არგენტინული ტანგოს საღამო "თიბისი ბანკისგან"

არგენტინული ტანგოს საღამო "თიბისი ბანკისგან"

"თიბისი ბანკის" VIP სამსახურის ორგანიზებით თიბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში არგენტინული ტანგოს ვირტუოზ მოცეკვავეთა წარმოდგენა გაიმართა.

ტანგოს ცოცხალი ლეგენდა - გუსტავო როსო - სრული დასითა და უახლესი პროგრამით საქართველოს პირველად ეწვია.

ამ წარმოდგენით "თიბისი ბანკმა" საკუთარ მომხმარებელს ლონდონის ბირჟაზე ბანკის წარმატებული გასვლა მიულოცა.

"ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჩვენი აქციების განთავსება არის აღიარება იმისა, რომ თიბისი ბანკი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. ეს მოვლენა მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია არა მხოლოდ ჩვენი აქციონერებისა და ბანკის მმართველი გუნდისთვის, არამედ ჩვენი კლიენტებისთვის, თანამშრომლებისა და მთელი ქვეყნისთვის. როგოროც ჩვენს ერთგულ მომხმარებელს მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, და მოგილოცოთ ჩვენი საერთო წარმატება. ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლით ჩვენ გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე, რაც ჩვენი მომხმარებლებისათვის ნიშნავს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს და ინოვაციას". აღნიშნა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ შოუს დაწყებისას.

ტანგოს ასეთი მასშტაბული წარმოდგენა საქართველოში პირველად გაიმართა.

"ტანგო - ეს საერთაშორისო ენაა, მოხარული ვარ რომ თბილისში ვიმყოფებით, შევეცადეთ ემოციებით და სხეულის მოძრაობით გადმოგვეცა ჩვენი სათქმელი. იმედი გვაქვს პუბლიკამ სწორად შეიგრძნო ტანგოს ძალა", აღნიშნა გუსტავო როსომ.

არგენტინული ტანგოს საღამო "თიბისი ბანკისა" და Bravo Records- ის ორგანიზებით შედგა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი