მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიღნაღი ტურისტების სიმცირეს უჩივის
სიღნაღი ტურისტების სიმცირეს უჩივის

მას შემ­დეგ, რაც სიღ­ნაღ­ში აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და და ქა­ლა­ქის იერ­სა­ხე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ლა­მაზ­და, "სიყ­ვა­რუ­ლის ქა­ლა­ქი" არა მარ­ტო უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის, ად­გი­ლობ­რი­ვი ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვი­საც მიმ­ზიდ­ველ ად­გი­ლად იქცა. ჯერ კი­დევ ორი­ო­დე წლის წინ, ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი სიღ­ნა­ღის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ძალ-ღო­ნეს არ იშუ­რებ­დნენ. ფაქ­ტია, რომ მა­შინ მცდე­ლო­ბამ აშ­კა­რად გა­ა­მარ­თლა, რისი უტყუ­ა­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ტუ­რის­ტე­ბის საგ­რძნო­ბი მა­ტე­ბა იყო.

სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ბოლო 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სიღ­ნაღ­ში 1639 სტუ­მა­რი ჩა­ვი­და, რაც 600 ვი­ზი­ტო­რით მე­ტია გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, bpn-თან სა­უბ­რი­სას სიღ­ნა­ღის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, მცი­რე მე­წარ­მე­ე­ბი და სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯე­რე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან კლე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

მზია ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი სიღ­ნაღ­ში თე­ქის ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 7 წე­ლია ვაჭ­რობს. რო­გორც მან bpn-თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით ქა­ლაქს გა­ცი­ლე­ბით ცოტა მნახ­ვე­ლი სტუმ­რობს:

"შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით წელს გა­ცი­ლე­ბით ცოტა ტუ­რის­ტი მო­დის. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის რი­ცხვმა საგ­რძნობ­ლად იკლო, რაც ალ­ბათ მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. აქ­ტი­უ­რი სე­ზო­ნი მარ­ტი­დან ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით გრძელ­დე­ბა. შარ­შან ამ პე­რი­ოდ­ში ყო­ვე­ლი თვის ბო­ლოს 300 ლა­რის ნა­ვაჭ­რი მა­ინც მქონ­და, ახლა თვის ბო­ლოს 100 ლა­რიც არ მრჩე­ბა".

სიღ­ნა­ღელ მე­ფა­ე­ტო­ნეს სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი­დან მო­გე­ბა თით­ქმის აღარ რჩე­ბა. გი­ორ­გი ოტი­აშ­ვილს ცხე­ნე­ბის შე­ნახ­ვა მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალ­ზე მეტი უჯ­დე­ბა. თუ წინა წლებ­ში ფა­ე­ტო­ნი მხო­ლოდ შა­ბათ-კვი­რას გა­მოჰ­ყავ­და ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში, წელს ყო­ველ დღე მუ­შა­ობს, მაგ­რამ შე­მო­სა­ვა­ლი ხარ­ჯებს მანც ვერ აჭარ­ბებს.

იხი­ლეთ ვრცლად

ნა­ხეთ ვი­დეო

სიღნაღი ტურისტების სიმცირეს უჩივის

სიღნაღი ტურისტების სიმცირეს უჩივის

მას შემდეგ, რაც სიღნაღში აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა და ქალაქის იერსახე მნიშვნელოვნად გალამაზდა, "სიყვარულის ქალაქი" არა მარტო უცხოელი ტურისტებისთვის, ადგილობრივი ვიზიტორებისთვისაც მიმზიდველ ადგილად იქცა. ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ, ქვეყნის ხელისუფლება და ტურიზმის ეროვნული სააგენტო რეაბილიტირებული სიღნაღის პოპულარიზაციისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდნენ. ფაქტია, რომ მაშინ მცდელობამ აშკარად გაამართლა, რისი უტყუარი მაჩვენებელი ტურისტების საგრძნობი მატება იყო.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის თანახმად, ბოლო 5 თვის განმავლობაში სიღნაღში 1639 სტუმარი ჩავიდა, რაც 600 ვიზიტორით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიუხედავად ამისა, bpn-თან საუბრისას სიღნაღის მაცხოვრებლები, მცირე მეწარმეები და სასტუმროს მენეჯერები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მნიშვნელოვან კლებაზე საუბრობენ.

მზია ელიზბარაშვილი სიღნაღში თექის ხელნაკეთი ნივთებით დაახლოებით 7 წელია ვაჭრობს. როგორც მან bpn-თან საუბრისას აღნიშნა, გასულ წლებთან შედარებით ქალაქს გაცილებით ცოტა მნახველი სტუმრობს:

"შარშანდელთან შედარებით წელს გაცილებით ცოტა ტურისტი მოდის. უკრაინელების რიცხვმა საგრძნობლად იკლო, რაც ალბათ მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება. აქტიური სეზონი მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება. შარშან ამ პერიოდში ყოველი თვის ბოლოს 300 ლარის ნავაჭრი მაინც მქონდა, ახლა თვის ბოლოს 100 ლარიც არ მრჩება".

სიღნაღელ მეფაეტონეს საკუთარი ბიზნესიდან მოგება თითქმის აღარ რჩება. გიორგი ოტიაშვილს ცხენების შენახვა მიღებულ შემოსავალზე მეტი უჯდება. თუ წინა წლებში ფაეტონი მხოლოდ შაბათ-კვირას გამოჰყავდა ქალაქის ქუჩებში, წელს ყოველ დღე მუშაობს, მაგრამ შემოსავალი ხარჯებს მანც ვერ აჭარბებს.

იხილეთ ვრცლად

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია