მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გაითიშა "ფეისბუქი" ნახევარი საათით?
რატომ გაითიშა "ფეისბუქი" ნახევარი საათით?

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი "ფე­ის­ბუ­ქი", რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში მი­ლი­ონ­ზე მეტი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს, დღეს 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­თი­შუ­ლი იყო. ქსე­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრა მა­ლე­ვე შეძ­ლო.

"ფე­ის­ბუ­ქის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­სავ­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი უკვე გა­ა­კე­თეს.

"ამ დი­ლით ფაქ­ტის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით - შე­ვე­ჯა­ხეთ პრობ­ლე­მას, რომ­ლის გა­მოც ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი "ფე­ის­ბუქ­ში" ვერ პოს­ტავ­დნენ. თუმ­ცა, პრობ­ლე­მა სწრა­ფად გა­დავ­ჭე­რით და 100%-ით დავ­ბრუნ­დით. ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ ნე­ბის­მი­ე­რი უხერ­ხუ­ლო­ბის გამო", - გა­ნა­ცხა­დეს "ფე­ის­ბუ­ქის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

მას შემ­დეგ რაც "ფე­ის­ბუ­ქი" გა­ი­თი­შა, მომ­ხმა­რებ­ლებ­მა პოს­ტე­ბის და­წე­რა "ტვი­ტერ­ში" და­ი­წყეს. პოს­ტებ­ში ისი­ნი წერ­დნენ, რომ ქსე­ლი დაბ­ლო­კი­ლია და კი­თხუ­ლობ­დნენ, თუ რა­ტომ ვერ ახერ­ხე­ბენ სა­იტ­ზე შეს­ვლას. რო­გორც ვებ­სა­ი­ტი downdetector.com სტა­ტი­ა­ში წერს, 6 000 გზავ­ნი­ლი მი­ი­ღეს - მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ატყო­ბი­ნებ­დნენ, რომ "ფე­ის­ბუ­ქი" გა­თი­შუ­ლია.

78% წერ­და, რომ ქსე­ლი სრუ­ლი­ად გა­მო­უ­სა­დე­გა­რი გახ­და, ხოლო 21% ჩი­ო­და, რომ სა­იტ­ზე შეს­ვლას ვერ ახერ­ხებ­და.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა კი "ფე­ის­ბუ­ქის" მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გა­კი­ცხა და გა­ნა­ცხა­და, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გა­რე­შე 30 წუ­თიც კი ვერ ძლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა, რო­დე­საც "ფე­ის­ბუ­ქი" ითი­შე­ბა. 2013 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი 4 სა­ა­თით იყო გა­თი­შუ­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტექ­ნი­კუ­რი გი­გან­ტის შე­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ 60 წამ­ში 15 000 დო­ლა­რია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

რატომ გაითიშა "ფეისბუქი" ნახევარი საათით?

რატომ გაითიშა "ფეისბუქი" ნახევარი საათით?

სოციალური ქსელი "ფეისბუქი", რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, დღეს  30 წუთის განმავლობაში გათიშული იყო. ქსელის ადმინისტრაციამ პრობლემის აღმოფხვრა მალევე შეძლო.

"ფეისბუქის" წარმომადგენლებმა დასავლური გამოცემების ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარი უკვე გააკეთეს.

"ამ დილით ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით - შევეჯახეთ პრობლემას, რომლის გამოც ჩვენი მომხმარებლები "ფეისბუქში" ვერ პოსტავდნენ. თუმცა, პრობლემა სწრაფად გადავჭერით და 100%-ით დავბრუნდით. ძალიან ვწუხვართ ნებისმიერი უხერხულობის გამო", - განაცხადეს "ფეისბუქის" წარმომადგენლებმა.

მას შემდეგ რაც "ფეისბუქი" გაითიშა, მომხმარებლებმა პოსტების დაწერა "ტვიტერში" დაიწყეს. პოსტებში ისინი წერდნენ, რომ ქსელი დაბლოკილია და კითხულობდნენ, თუ რატომ ვერ ახერხებენ საიტზე შესვლას. როგორც ვებსაიტი downdetector.com სტატიაში წერს, 6 000 გზავნილი მიიღეს - მომხმარებლები ადმინისტრაციას ატყობინებდნენ, რომ "ფეისბუქი" გათიშულია.

78% წერდა, რომ ქსელი სრულიად გამოუსადეგარი გახდა, ხოლო 21% ჩიოდა, რომ საიტზე შესვლას ვერ ახერხებდა.

საზოგადოების ნაწილმა კი "ფეისბუქის" მომხმარებლები გაკიცხა და განაცხადა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სოციალური ქსელის გარეშე 30 წუთიც კი ვერ ძლებს.

შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც "ფეისბუქი" ითიშება. 2013 წლის ოქტომბერში სოციალური ქსელი 4 საათით იყო გათიშული. გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკური გიგანტის შემოსავალი ყოველ 60 წამში 15 000 დოლარია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს