მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვები, რომლებმაც მილიონები იშოვეს
ბავშვები, რომლებმაც მილიონები იშოვეს

მი­ლი­ო­ნე­რო­ბა­ზე ზოგ­ჯერ გა­მოც­დი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბიც ვერ ბე­და­ვენ ფიქ­რს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც ოც­ნე­ბა­შიც კი არ მი­დი­ან ასე შორს. არა­და სტა­ტის­ტი­კა ცხად­ყოფს, რომ მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­ო­ნე­რე­ბის 90%-მა კა­პი­ტა­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლად და­აგ­რო­ვა და ეს ბავ­შვო­ბი­დან­ვე და­ი­წყო. მი­ლი­ო­ნე­რებს შო­რის არი­ან ბავ­შვე­ბიც, რო­მე­ლებ­მაც პირ­ვე­ლი მი­ლი­ო­ნი 9-15 წლის ასაკ­ში იშო­ვეს. მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ­მა მი­ლი­არ­დერ­მა უო­რენ ბა­ფეტ­მა პირ­ვე­ლი კა­პი­ტა­ლი ბავ­შვო­ბა­ში და­აგ­რო­ვა.

წარ­მო­გიდ­გენთ მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ნორჩ მი­ლი­ო­ნე­რებს:

გა­ზო­ნე­ბის მკრე­ჭა­ვი

კა­ნა­დელ­მა რა­ი­ან როს­მა ბიზ­ნე­სის ნიჭი 3 წლის ასაკ­ში გა­მო­ავ­ლი­ნა, 9 წლი­სა კი უკვე მი­ლი­ო­ნე­რი იყო. ჯერ სახ­ლის ეზო­ში ქათ­მე­ბის ფერ­მა მო­ა­წყო, მერე კი გა­ზო­ნე­ბის კრე­ჭით შო­უ­ლობ­და ფულს: ქი­რა­ობ­და მკრე­ჭა­ვებს და სა­ათ­ში 15 დო­ლარს უხ­დი­და, თა­ვად კი დამ­კვე­თის­გან იმა­ვე სა­მუ­შა­ო­ში 20 დო­ლარს ღე­ბუ­ლობ­და. ამ საქ­მი­ა­ნო­ბით ნა­შოვ­ნი თან­ხით სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყო - გა­ზო­ნე­ბის მორ­წყვას სთა­ვა­ზობ­და დამ­კვეთს, რაც სა­ათ­ში 200 დო­ლა­რი ღირ­და, მუ­შებს კი 100 დო­ლარს უხ­დი­და. 8 წლი­სამ უკვე 4 კომ­პა­ნი­ას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალს კი უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად აბან­დებ­და... ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთი წიგ­ნის წა­კი­თხვის შემ­დეგ და­ი­წყო - "რო­გორ ვი­შო­ვოთ სწრა­ფად ფული", რო­მე­ლიც დე­და­მის­მა და­წე­რა. ბიჭ­მა ად­ვი­ლად იპო­ვა ფუ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა და მალე მი­ლი­ო­ნე­ბის შოვ­ნაც და­ი­წყო. მისი მიღ­წე­ვე­ბი გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში შე­ვი­და.

გარ­თო­ბით ნა­შოვ­ნი მი­ლი­ო­ნი

ჟუ­ლი­ეტ ბრინ­დაკ­მა ბიზ­ნე­სი 10 წლის ასაკ­ში წა­მო­ი­წყო - 8-13 წლის გო­გო­ნე­ბის­თვის გა­სარ­თო­ბი ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტა­ლი შექ­მნა. ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბით, ტეს­ტე­ბი­თა და ჩა­ტით უამ­რა­ვი მნახ­ვე­ლი და­ა­ინ­ტე­რე­სა, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა მას ინ­ტერ­ნეტ­პერ­სონ­ჟა­მა მის ოუმ მო­უ­ტა­ნა. პორ­ტალს ყო­ველ­დღი­უ­რად 7 მლნ ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობ­და. პირ­ველ მი­ლი­ონ­საც მა­შინ "გა­მოჰ­კრა ხელი". დღეს ჟუ­ლი­ე­ტი 20 წლი­საა და ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს. მის კომ­პა­ნი­ა­ში 10 ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი და ყვე­ლა დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ობს. თა­ვა­დაც ბიზ­ნესს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­გან მო­უ­წყვეტ­ლად უძღვე­ბა. დღეს მისი კა­პი­ტა­ლი 15 მლნ დო­ლა­რია.

სა­კუ­თა­რი ტრა­გე­დია ბიზ­ნე­სის სამ­სა­ხურ­ში

ჟას­მინ ლო­რენ­სმა 14 წლის ასაკ­ში თმის მოვ­ლის არო­მა­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა შექ­მნა. მისი ბიზ­ნე­სი ტრა­გე­დი­ით და­ი­წყო - გო­გო­ნას თმა გასცვივ­და და გა­მე­ლო­ტე­ბის აშ­კა­რა საფრ­თხის წი­ნა­შე დად­გა. არც ერ­თმა სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბამ შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო, ამი­ტომ გო­გო­ნამ თა­ვად და­ი­წყო გა­მო­სავ­ლის ძებ­ნა და არო­მა­ტუ­ლი ზე­თე­ბის­გან "ოქ­როს რე­ცეპ­ტი" შექ­მნა. დღეს ჟას­მი­ნის კომ­პა­ნია თმის კოს­მე­ტი­კის ნა­ტუ­რა­ლურ კო­ლექ­ცი­ას ქმნის. წარ­მო­ე­ბა სახ­ლის სარ­დაფ­ში აქვს მო­წყო­ბი­ლი, ხოლო პრო­დუქ­ცი­ას ცნო­ბი­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტის WAL MART-ის ქსელ­ში ყი­დის. ჟას­მი­ნი 16 წლის ასაკ­ში უკვე მი­ლი­ო­ნე­რი იყო.

ნა­ხეთ სრუ­ლად

ბავშვები, რომლებმაც მილიონები იშოვეს

ბავშვები, რომლებმაც მილიონები იშოვეს

მილიონერობაზე ზოგჯერ გამოცდილი ბიზნესმენებიც ვერ ბედავენ ფიქრს. აღარაფერს ვამბობთ საშუალო ხელფასის მქონე ადამიანებზე, რომლებიც ოცნებაშიც კი არ მიდიან ასე შორს. არადა სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მსოფლიოში მილიონერების 90%-მა კაპიტალი დამოუკიდებლად დააგროვა და ეს ბავშვობიდანვე დაიწყო. მილიონერებს შორის არიან ბავშვებიც, რომელებმაც პირველი მილიონი 9-15 წლის ასაკში იშოვეს. მაგალითად, ყველაზე ცნობილმა მილიარდერმა უორენ ბაფეტმა პირველი კაპიტალი ბავშვობაში დააგროვა.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ნორჩ მილიონერებს:

გაზონების მკრეჭავი

კანადელმა რაიან როსმა ბიზნესის ნიჭი 3 წლის ასაკში გამოავლინა, 9 წლისა კი უკვე მილიონერი იყო. ჯერ სახლის ეზოში ქათმების ფერმა მოაწყო, მერე კი გაზონების კრეჭით შოულობდა ფულს: ქირაობდა მკრეჭავებს და საათში 15 დოლარს უხდიდა, თავად კი დამკვეთისგან იმავე სამუშაოში 20 დოლარს ღებულობდა. ამ საქმიანობით ნაშოვნი თანხით საკუთარი ბიზნესი წამოიწყო - გაზონების მორწყვას სთავაზობდა დამკვეთს, რაც საათში 200 დოლარი ღირდა, მუშებს კი 100 დოლარს უხდიდა. 8 წლისამ უკვე 4 კომპანიას ჩაუყარა საფუძველი. მიღებულ შემოსავალს კი უძრავ ქონებაში აქტიურად აბანდებდა... ეს ყველაფერი ერთი წიგნის წაკითხვის შემდეგ დაიწყო - "როგორ ვიშოვოთ სწრაფად ფული", რომელიც დედამისმა დაწერა. ბიჭმა ადვილად იპოვა ფულისკენ მიმავალი გზა და მალე მილიონების შოვნაც დაიწყო. მისი მიღწევები გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

გართობით ნაშოვნი მილიონი

ჟულიეტ ბრინდაკმა ბიზნესი 10 წლის ასაკში წამოიწყო - 8-13 წლის გოგონებისთვის გასართობი ინტერნეტპორტალი შექმნა. ონლაინ თამაშებით, ტესტებითა და ჩატით უამრავი მნახველი დააინტერესა, მაგრამ განსაკუთრებული წარმატება მას ინტერნეტპერსონჟამა მის ოუმ მოუტანა. პორტალს ყოველდღიურად 7 მლნ ადამიანი სტუმრობდა. პირველ მილიონსაც მაშინ "გამოჰკრა ხელი". დღეს ჟულიეტი 20 წლისაა და ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლობს. მის კომპანიაში 10 ადამიანია დასაქმებული და ყველა დისტანციურად მუშაობს. თავადაც ბიზნესს სასწავლო პროცესისგან მოუწყვეტლად უძღვება. დღეს მისი კაპიტალი 15 მლნ დოლარია.

საკუთარი ტრაგედია ბიზნესის სამსახურში

ჟასმინ ლორენსმა 14 წლის ასაკში თმის მოვლის არომატული საშუალება შექმნა. მისი ბიზნესი ტრაგედიით დაიწყო - გოგონას თმა გასცვივდა და გამელოტების აშკარა საფრთხის წინაშე დადგა. არც ერთმა სამკურნალო საშუალებამ შედეგი არ გამოიღო, ამიტომ გოგონამ თავად დაიწყო გამოსავლის ძებნა და არომატული ზეთებისგან "ოქროს რეცეპტი" შექმნა. დღეს ჟასმინის კომპანია თმის კოსმეტიკის ნატურალურ კოლექციას ქმნის. წარმოება სახლის სარდაფში აქვს მოწყობილი, ხოლო პროდუქციას ცნობილი სუპერმარკეტის WAL MART-ის ქსელში ყიდის. ჟასმინი 16 წლის ასაკში უკვე მილიონერი იყო.

ნახეთ სრულად

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა