პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში მანქანა აფეთქდა - "მძღოლი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა"
თბილისში მანქანა აფეთქდა - "მძღოლი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა"

საწ­ვა­ვის ხარ­ჯე­ბის ეკო­ნო­მი­ის მიზ­ნით ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი მფლო­ბე­ლებს ბუ­ნებ­რივ აირ­ზე გა­დაჰ­ყავთ. ეს ტენ­დენ­ცია ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია, თუმ­ცა ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ავ­ზის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვით და­მონ­ტა­ჟე­ბა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით მთავ­რდე­ბა.

ერთ-ერთი ბოლო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სის­ტე­მის გა­უ­მარ­თა­ო­ბის შე­დე­გად ავ­ტო­მო­ბი­ლის აფეთ­ქე­ბა მოხ­და, 2 დღის წინ, დე­და­ქა­ლაქ­ში და­ფიქ­სირ­და. ად­გილ­ზე გა­მო­ი­ძა­ხეს სა­ხან­ძრო და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მძღო­ლი გა­დარ­ჩა. ინ­ფორ­მა­ცია, შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლით, TBILISI CARS-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"BMW-ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სის­ტე­მის გა­უ­მარ­თა­ო­ბის შე­დე­გად მოხ­და აფეთ­ქე­ბა.

მძღო­ლი სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა. აფეთ­ქე­ბის ტალ­ღამ ავ­ტო­მო­ბილს კა­რე­ბის პა­ნე­ლე­ბიც კი ააგ­ლი­ჯა.

რამ­დე­ნი­მე ვერ­სია:

1.ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის კვე­ბის სის­ტე­მის ჰერ­მე­ტუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვა.

2.ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სტან­დარტთან შე­უ­სა­ბა­მო­ბა, რაც ქვე­ყა­ნა­ში საწ­ვა­ვის ხა­რის­ხის სავ­ლდე­ბუ­ლო კონ­ტრო­ლოს არარ­სე­ბო­ბის ბრა­ლია. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ის, რომ ამ­დე­ნი გა­ზის გა­ჟონ­ვას აუ­ცი­ლებ­ლად იგ­რძნობ­და მძღო­ლი თუ გაზს სპე­ცი­ა­ლუ­რი მკვეთ­რი სუ­ნის ნივ­თი­ე­რე­ბა(ოდო­რან­ტი) რომ ჰქო­ნე­ბო­და და­მა­ტე­ბუ­ლი სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბით.

3.ავ­ტო­მო­ბი­ლის გაზ­ზე გა­დაყ­ვა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის არარ­სე­ბო­ბით.

4.ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე უკვე და­მონ­ტა­ჟე­ბულ სის­ტე­მებ­ზე სა­ხელ­მწი­ფო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბით", - იუ­წყე­ბა გვერ­დი.

თუ გსურთ მეტი გა­ი­გოთ ავ­ტო­მო­ბილ­ში მე­ტა­ლო­ბა­ლო­ნის უსაფრ­თხოდ ჩა­სა­მონ­ტა­ჟე­ბა­ზე, შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ რჩე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სატ­რან­სპორ­ტო ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის­გან, შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძის­გან (იხ.ბმუ­ლი).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

თბილისში მანქანა აფეთქდა - "მძღოლი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა"

თბილისში მანქანა აფეთქდა - "მძღოლი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა"

საწვავის ხარჯების ეკონომიის მიზნით ავტომანქანები მფლობელებს ბუნებრივ აირზე გადაჰყავთ. ეს ტენდენცია ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია, თუმცა ავტომობილებში ბუნებრივი აირის ავზის უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამონტაჟება ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგით მთავრდება.

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, როდესაც ბუნებრივი აირის სისტემის გაუმართაობის შედეგად ავტომობილის აფეთქება მოხდა, 2 დღის წინ, დედაქალაქში დაფიქსირდა. ადგილზე გამოიძახეს სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. საბედნიეროდ, მძღოლი გადარჩა. ინფორმაცია, შემთხვევის ამსახველი ფოტომასალით, TBILISI CARS-ზე გამოქვეყნდა.

"BMW-ში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის სისტემის გაუმართაობის შედეგად მოხდა აფეთქება.

მძღოლი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. აფეთქების ტალღამ ავტომობილს კარების პანელებიც კი ააგლიჯა.

რამდენიმე ვერსია:

1.ბუნებრივი აირის კვების სისტემის ჰერმეტულობის დარღვევა.

2.ბუნებრივი აირის სტანდარტთან შეუსაბამობა, რაც ქვეყანაში საწვავის ხარისხის სავლდებულო კონტროლოს არარსებობის ბრალია. მხედველობაში მაქვს ის, რომ ამდენი გაზის გაჟონვას აუცილებლად იგრძნობდა მძღოლი თუ გაზს სპეციალური მკვეთრი სუნის ნივთიერება(ოდორანტი) რომ ჰქონებოდა დამატებული საჭირო რაოდენობით.

3.ავტომობილის გაზზე გადაყვანის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის არარსებობით.

4.ავტომობილებზე უკვე დამონტაჟებულ სისტემებზე სახელმწიფო ზედამხედველობის არარსებობით", - იუწყება გვერდი.

თუ გსურთ მეტი გაიგოთ ავტომობილში მეტალობალონის უსაფრთხოდ ჩასამონტაჟებაზე, შეგიძლიათ მიიღოთ რჩევა საქართველოს სატრანსპორტო ფედერაციის პრეზიდენტისგან, შალვა ოგბაიძისგან (იხ.ბმული).

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია